ლექსიკონი
ლექსიკონი
ტერმინი | ტერმინის განმარტება |
---|---|
ჰოსტინგი | ციფრული საცავი რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კონტენტის უსაფრთხო შენახვასა და ხელმისაწვდომობას მომხმარებელთათვის. |
სოციალური მედია | სოციალური მედია ეს არის ინტერაქტიული ტექნოლოგიები, რომლებიც გვიმარტივებენ კომუნიკაციას. ვირტუალურ სივრცეში გვეხმარებიან ინფორმაციის, ინტერესების და იდეების გაზიარებაში სხვა და სხვა თვითგამოხატვის ფორმების საშუალებით. |
მედიუმი |
სინონიმები -
მედიუმის, მედიუმი, მედიუმით |
კონვერსია | მარკეტინგში კონვერსია გულისხმობს კლიენტის მიერ თქვენთვის სასურველი ქცევის განხორციელებას, მაგალითად ყიდვის გადაწყვეტილების მიღებას, გვერდის დალაიქებას, რევიუების დაწერას და ა.შ |
ვებ 3.0 | ვებ 3.0 ეს არის WWW ტექნოლოგიების განვითარების მესამე ეტაპი, რომელიც მოიცავს დეცენტრალიზაციას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებსა და ტოკენზე დაფუძნებულ ეკონომიკას. |
ვებ 2.0 | |
ვებ 1.0 | ვებ 1.0 ეს არის რეტრონიმი, რომელიც აღნიშნავს 1999 დან 2004 წლამდე პერიოდში ვების განვითარების პირველ ეტაპს. |
დომენი |
სინონიმები -
domain |
ბენეფიტი | სარგებელი |
Zero-click searches | ნულოვანი დაწკაპუნებით ძიება: როდესაც მომხმარებელი პოულობს პასუხს ძიების შედეგებზე პირდაპირ ვებსაიტზე დაწკაპუნების გარეშე. |
Yellow journalism | მიკერძოებული და სენსაციური რეპორტაჟის ტექნიკა, რომელიც ზოგადად ერიდება ეთიკურ კონტენტ მარკეტინგში. |
XR | გაფართოებული რეალობა (XR): იმერსიული ტექნოლოგიები, როგორიცაა AR და VR, გამოიყენება კონტენტის მიმზიდველი გამოცდილების შესაქმნელად. |
Word-of-mouth marketing | მარკეტინგი, სადაც კმაყოფილი მომხმარებლები ავრცელებენ დადებით რეკომენდაციებს თქვენი ბრენდის შესახებ |
Viral marketing | ვირუსული მარკეტინგი: კონტენტი, რომელიც შექმნილია სწრაფად გავრცელებისთვის ონლაინ გაზიარების გზით |
Unique Selling Proposition | მარკეტინგის დინამიურ სამყაროში, უნიკალური გაყიდვის წინადადების (USP) ქონა გადამწყვეტია ბრბოსგან გამორჩევისთვის. მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს? მოდით დავშალოთ: |
Trendsetter | ტრენდსედერი შეიძლება იყოს ადამიანი, ორგანიზაცია ან პროდუქტი რომელიც ქმინის ახალ ტრენდს თავის სფეროში. მაგალითად: დემნა გვასალია მოდაში, სამსუნგი და აიფონი მობილურ ტელეფონებში და ა.შ.
|
TOFU - Top of the Funnel | 'გაყიდვების ძაბრის' (Funnel -ის) ერთ-ერთი შემადგენილი მონაკვეთი (ToFu - ზედა ნაწილი, MoFu - შუა ნაწილი, BoFu - ქვედა ნაწილი) მომხმარებლების გზის პირველი ეტაპი როდესაც მან საერთოდ არ იცის ჩვენი პროდუქციის შესახებ არაფერი. ჩვენი მიზანია ჩვენი პროდუქციის / სერვისის ცნობადობის გენერირება პოტენციურ მომხმარებლებში |
ToFu | |
Targeting | რეკლამისთვის სამიზნე აუდიტორიის შერჩევა რომელთაც უნდა ეჩვენოს თქვენი რეკლამა, თქვენ პოტენციურ მომხმარებლებს... |
SSL | უსაფრთხოების სერთიფიკატი, რომელიც პასუხისმგებელია მომხმარებელსა და საიტს შორის მონაცემთა უსაფრთხო გაცვლაზე. |
ROAS | რა დავხარჯე მხოლოდ რეკლამაში და რა შემოსავალი მომიტანა ამ რეკლამამ. შემოსავალი (Revenue) / რეკლამის ხარჯზე (Spend) = ROAS |
Roadmap | სტრატეგიული გეგმის მიზნები ან/და ეტაპები კომპანიის საქმიანობის მომავალთან დაკავშირებით |
Retargeting / Remarketing | პროცესი რომლის საშუალებითაც ერთხელ თქვენ საიტზე ნამყოფ პოტენციურ მომხმარებელს უკან აბრუნებთ კვლავ მისთვის ნაჩვენები რეკლამის საშუალებით. |
Reach | იმის მაჩვენებული თუ რამდენმა უნიკალურმა ადამიანმა ნახა თქვენი რეკლამა. |
Qualitative research | თვისებრივი კვლევა სწავლობს „რატომ“ და „როგორ“ ადამიანების აზრების, გრძნობებისა და გამოცდილების უკან. ციფრებზე და სტატისტიკაზე ფოკუსირების ნაცვლად, ის მიზნად ისახავს ინდივიდების პერსპექტივების მდიდარი აღწერილობისა და დეტალური ანგარიშების გაგებას. |
Purchase Conversion Value | გაყიდული პროდუქციის ღირებულება. |
Purchase | ვიზიტორმა იყიდა ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება. |
Pixel | Facebook-ის სპეციალური კოდი რომლის ინტეგრაციასაც ვახდენთ საიტზე, რაც შემდგომში გვაძლევს რეტარგეტინგის და აუდიტორიების შექმნის შესაძლებლობას. სრულ ინფორმაციას ჩვენი რეკლამის ეფექტურობასთან დაკავშირებით. |
paywall | Paywall (ფეივოლი) გულისხმობს ფასიან კონტენტს, მისი ყველაზე პოპულარული მაგალითია Patreon-ი, სადაც კონტენტის ავტორებად რეგისტრირდებიან გარკვეული სპეციალობის მქონე გურუები და იუზერებისგან მიღბული გარკვეული შემოწირულობების სანსაცვლოდ აწვდიან მათ ექსკლუზიურ ინფორმაციას. |
Outbound CTR% | რამდენი ნახვა ქონდა რეკლამას და იქედან რამდენმა დააკლიკა ამ რეკლამას. გამოხატული პროცენტებში. |
Outbound Click | რეკლამაზე დაკლიკება რომლის შედეგადაც მომხმარებელი გადადის საიტის კონკრეტულ გვერდზე. |
OKR | OKR, ნიშნავს მიზნებს და ძირითად შედეგებს, წარმოადგენს მიზნების დასახვის ჩარჩოს. ამ მეტრიკს იყენებენ ინდივიდები, გუნდები და ორგანიზაციები გაზომვადი მიზნების დასადგენად და მათი შედეგების თვალყურის დევნებისთვის. იგი შექმნილია კომპანიის, გუნდის და პირადი მიზნების დასაკავშირებლად გაზომვადი შედეგების მისაღწევად, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა ერთად მოძრაობდეს და თან სწორი მიმართულებით. |
Native advertising | ფასიანი რეკლამის ფორმა, რომელიც შენიღბავს ჩვეულებრივ შინაარსს. ის შეუფერხებლად ერწყმის პლატფორმას ან პუბლიკაციას, სადაც ჩანს, განსხვავებით ტრადიციული რეკლამებისგან, რომლებიც გამოირჩევა ნათელი ფერებით, მოციმციმე ბანერებით ან ინტრუზიული ამომხტარი ფანჯრებით. |
MOFU - Middle of the Funnel | მომხმარებლის გზის შუა ეტაპი როცა პოტენციურმა კლიენტმა იცის ჩვენი არსებობის შესახებ მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია ჩვენი პროდუქციის ყიდვა. ამ ეტაპზე აუცილებელია ვუჯიკოთ და დავარწმუნოთ მომხმარებელი ჩვენი პროდუციის შეძენაში.
|
Margin | გაყიდვების რა პროცენტი გადაიქცა მოგებად. |
Machine Translation | Machine Translation: This technique uses AI to translate text from one language to another. It's widely used in applications like Google Translate and DeepL. |
LTV | ერთი მომხმარებლისგან საშუალო შემოსავალი მისი ჩვენ ბიზნესთან ინტერაქციის პერიოდში. |
Lookalike Audience | მსგავსი აუდიტორიების შექმნა შეგვიძლია ასევე ბევრი პარამეტრის მიხედვით. საიტის ვიზიტორების მსგავსი აუდიტორია, არსებბული კლიენტების მსგავსი აუდიტორია და ა.შ. |
Local storage | A browser feature that allows websites to store small amounts of data on the user's device, enabling features like remembering preferences or login information. |
Landing Page View | რამდენი ვიზიტორი გადავიდა ჩვენი საიტის, ერთ-ერთ გვერდზე. |
KPI | წარმატების მაჩვენებელი მთავარი პარამეტრი. |
Journalling | თქვენი აზრების, გრძნობების, გამოცდილების და აზრების რეგულარულად ჩაწერას სპეციალურ ნოუთბუქში ან ციფრულ ჟურნალში. |
Impressions | არა უნიკალური რეკლამის ნახვები. ერთმა ადამიანმა შეიძლება ნახოს რამდენიმეჯერ, ანუ ერთი რეკლამის საერთოო ჯამში ნახვები. ფორმულა ასეთია > > Reach * Frequency = Impressions |
IC | ვიზიტორი გადავიდა გადახდის გვერდზე. |
Halo effect | როდესაც პოზიტიური ასოციაციები ერთ პროდუქტთან ან სერვისთან გავლენას ახდენს ხალხის აღქმაზე სხვა დაკავშირებული შეთავაზების შესახებ. |
Guerilla marketing | პარტიზანული მარკეტინგი: არატრადიციული, დაბალფასიანი მარკეტინგული ტაქტიკა. |
Frequency | იმის მაჩვენებული თუ საშუალოდ რამდენჯერ ნახა ერთმა ადამიანმა თქვენი რეკლამა. |
Feedback | მომხმარებლის უკუკავშირი (შთაბეჭდილება, შეფაება, შენიშვნა, კრიტიკა) სერვისის ან პროდუქტთან დაკვშირებით. |
Event | ივენთს ეწოდება, ყველა იმ მნიშვნელოვან ქმედებას, რომელსაც მომხმარებელი აკეთებს ჩვენ საიტზე. ეს შეიძლება იყოს, პროდუქტის გვერდის ნახვა, პროდუქციის კალათაში დამატება, გადახდის გვერდზე გადასვლა, პროდუქტის ყიდვა და ა.შ. |
Engagement Rate | იმ ადამიანების ჩართულობის საზომი (Click, Like, Comment, Share, View ების სშუალებით) ვისაც უჩვენა პორტალმა თქვენი რეკლამა. |
Direct response marketing | პირდაპირი რეაგირების მარკეტინგი არის მარკეტინგის ტიპი, რომელიც შექმნილია მომხმარებელთა მყისიერი პასუხის დასაბრუნებლად, რომ წაახალისოს ისინი კონკრეტული ქმედებებისკენ, როგორიცაა ყიდვა, სისტემაში დარეგისტრირება და აშ. ეს მარკეტინგული სტრატეგია ფოკუსირებულია პოტენციურ მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციაზე და, როგორც წესი, მოიცავს მკაფიო მოწოდებას მოქმედებისკენ, შესაბამისად მისი ეფექტიც სწრაფია.
|
Custom Audience | აუდიტორიების შექმნა შეგვიძლია ბევრი პარამეტრის მიხედვით -საიტის ვიზიტორების აუდიტორია, არსებული კლიენტების აუდიტორია და აშ რომლის შენახვა და სხვა დროსაც გამოყენებაც შეგიძლიათ. |
CTR | Click Through Rate / პროცენტული მაჩვენებელი, იმისა თუ თქვენი რეკლამის ნახვებიდან პროცენტულად რამდენმა დააკლიკა საიტს თუ პლატფორმის მიერ ნაჩვენებ რეკლამას.. ფორმულა ასეთია >> (Clicks / Impressions)*100% = CTR |
CTA | Call to Action / როდესაც ჩვენი პროდუქციის თუ სერვისის რეკლამირებისას რეკლამაშივე მოვუწოდებთ მომხმარებელს რაიმე სახის ქმედებისკენ ფრაზით ან მზა ღილაკებით თუ ფუნქციებით (Shop now, Learn More, Sign up და ა.შ) |
CPOC | კონკრეტულ რეკლამაში კლიკის ფასი |
CPM | Cost Per Mill / სოც ქსელებში განთავსებული რეკლამის 1000 ნახვის ღირებულება ( Mill = 1000 ) |
CPC | Cost Per Click / ერთი კლიკის ფასი სოციალურ ქსელებში რეკლამის ლინკზე |
CPA | Cost Per Acquisition / ერთი აკვიზიციის / შეძენა / შეთანხმების ხარჯი. მაგალითად ერთი მომხარებლის რეგისტრაცია საიტზე რამდენი გიჯდებათ... |
Cost per Purchase | ერთი გაყიდული პროდუქტის სარეკლამო ხარჯი. |
Cost Per Landing Page View | The cost of one page visit on the website. |
Cost Per A2C | კალათაში დამატების ფასი (სარეკლამო ხარჯი). |
Business Manager | Facebook-ზე თვენი ბიზნესის სამართავი ერთგვარი პანელი. ბიზნეს მენეჯერში თავს იყრის როგორც ფეისბუქ გვერდები ასევე სარეკლამო ანგარიშები და პიქსელები რომლებიც საიტებზე გაქვთ ჩაშენებული |
BOFU - Bottom of the funnel | მომხმარებლის გზის ბოლო ეტაპუ როა პოენციური კლიენტი იყო უკვე ჩვენ საიტზე მაგრამ ჯერ არ უყიდია არაფერი. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკეთებთ რემარკეტინგს რომ მოვაბრუნოთ ეს მომხმარებელი ჩვენ საიტზე რათა შეიძინოს ჩვენი პროდუქცია. |
Blue Screen of Death | სიკვდილის ლურჯი ეკრანი (BSOD) არის შეცდომის / error -ის მდგომარეობა Windows კომპიუტერულ სისტემაში, სისტემის ფატალური შეცდომის შემდეგ. |
Binge-watching | გადაბმულად, საათების და დღეების მანძილზე სერიალების ეპიზოდებისა თუ ვიდეო პროდუქციის დიდი მოცულობის ერთიანად ყურება / ნახვა. ე.წ ჩაჯდომით ნახვა :) |
Binge-watching | Back-to-back, binge-watching TV series episodes or video productions over the course of hours and days. It's also known as a marathon viewing :) |
AOV | ყველა გაყიდული პროდუქციის საშუალო ღირებულება |
AdTech | |
Add Account | Facebook-ზე სარეკლამო ფუნქციონალის სარგებლობისთვის საჭიროა შეიქმნას სარეკლამო ანგარიში საიდანაც თქვენ შეძლებთ მართოთ ყველა სარეკლამო კამპანია, ბიუჯეტი და ააწყოთ სასურველი რეკლამა. |
A2C | ვიზიტორმა დაამატა პროდუქტი კალათაში. |