\r\n\t\t\t\t\t
აირჩიეთ ენა
შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი
ტანსაცმლის მაღაზია
ჩვენ ვახდენთ, ინტერნეტ მაღაზიის შექმნის ეფექტურ დაგეგმვას და შესრულებას. ქვემოთ მოცემულია გამარტივებული ვადები, რომელშიც მოცემულია თქვენი ვებსაიტის პროექტის ძირითადი ეტაპები.
დღე 1
კონსულტაცია: კონსულტაციის დროს საფუძვლიანად მოხდება საიტთან დაკავშირებული თქვენი სურვილებისა და საჭიროების შესწავლა, მიზნები, სამიზნე აუდიტორია და კონკრეტული მოთხოვნები.
შეთანხმება: ზეპირი შეთანხმების დოკუმენტირება, ხდება კონტრაქტის შედგენა და მისი დამოწმება ორივე მხრიდან.სისტემაში რეგისტრაცია: პირველივე დღეს, თქვენ და თქვენი გუნდის წევრები რეგისტრირდებით პროექტების მართვის სისტემაში, სადაც ხდება ძირითდი კომუნიკაცია ჩვენს შორის, აქვე შეძლებთ თვალყური მიადევნოთ თქვენი პროექტის პროგრესს.
დღე 2-3
ინტერნეტ მაღზიის დიზაინის მაკეტები: ამ ეტაპზე ხდება საიტის დიზაინზე შეთანხმება, ფერთა პალიტრის სქემები, ზოგადი კონცეფციები, მენიუების განლაგება, კონტენტის სქემები და ტიპოგრაფია.
ტექნიკური გეგმა: ეს ფაზა გულისხმობს საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალურ განსაზღვრას, რა ტექნოლოგები (მაგ: React, Angular), CMS-ი (როგორიცაა Woocommerce, CScart, VirtuMart, PrestaShop, OpenCart) და პლატფორმები (Laravel, Symfony, Codeigniter) იქნება თქვენი საიტის დასამზადებლად გამოყენებეული.
განხილვა და რევიზიები: ზოგჯერ დამკვეთები ირჩევენ დიზაინის ისეთ კომბინაციას, რომელიც არ არის ოპტიმალური, ამიტომ ხდება დიზაინერთან კონსულტაცია, დეტალების ხელახალი განხილვა და დიზაინის გადასინჯვები.დიზაინის დამტკიცება: მოცემულ ეტაპზე ხდება დამკვეთი უზრუნველყოფს საბოლოო დიზაინის დამტკიცებას..
დღე 4-5
ჰოსტინგი და დომენი: თუ უკვე აქვს დამკვეთს შეძენილი დომენი და ჰოსტინგი ხდება მასზე გადატანა, თუ არა, საიტის დამზადება ხდება ჩვენი სატესტო სერვერის გარემოში. საიტის ლოგო და ბრენდი: დამკვეთი ამ ეტაპზე გვაწვდის ლოგოს, თავისი გუნდის ფოტოებს, ვიდეოებს, საპრომოციო ტექსტს. ასევე, ერთი-ორ ბლოგს ან პრესრესლიზს, რათა მოხდეს კონტენტის სტრუქტურის გამოკვეთა.
დღე 6-8
ვებსაიტის Front-end: პროექტის ამ ეტაპზე დამკვეთი უკვე ნათლად ხედავს შედეგს, მისი ვებსაიტი ვიზუალურად უკვე ჰგავს საბოლოო სახეს. მომხმარებლის ინტერფეისი უკვე გამოიყურება დამტკიცებული დიზაინის შესაბამისად.
Back-end Development: ეტაპი გულიხმობს ტექნიკურ სამუშოებს, რომელიც საჭიროა ფრონტენდზე გამოტანილი ღილაკების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და ასევე ფრონტენდზე განთავსებული კონტენტის სამართავად. კონტენტის დამატება: დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალების შეავსება
დღე 9-10
დამატებითი ფუნქციები: გულისხმობს ვებსაიტის ძირითადი ფუნქციების გამრავლეფორვენბას დამატებითი ინტეგრაციით. მაგალითად: სარეგისტრაციო ფორმები, ჩათები, ანალიტკები (Google analytics, Meta (Facebook) Pixel) და ა.შ.მობილურზე მორგება: ე.წ. რესპფონსივის (Mobile Responsive) გასწორება და AMP ვალიდაცია (მოთხოვნის შემთხვევაში). ამ ეტაპის ბოლოს, თქვენი ვებსაიტი უკვე გამართულად მუშაობს სხვადასხვა მოწყობილობებზე და ეკრანის განსხვავებულ ზომებზე.
დღე 11-12
ფუნქციური ტესტირების ფაზა: მოწმდება ყველა ფუნქცია (ყიდვა, კალათში დამატება, ფილტრები, ძებნა, დაფაორიტება, რეგისტრაცია და ა.შ.) ყველა ფორმა, ღილაკი, მენიუ, ყველა ინტერაქტიული ელემენტი.შესრულების ხარისხი: მოწმდება საიტის ჩატვირთვოს დრო, დატვირთვა სერვერზე, ქეშირება, ვებსაიტის ფუნქციების თავსებადობა ერთმანეთან და ა.შ..ბრაუზერებში ტესტირება: მართალია უმრავლსება იყენებს Chrome ბრაუზერს, რის გამოც თქვენი ვებ-საიტი ეწყობა Google Chrome ბრაუზერის სტანდარტების შესაბამისად, თუმცა თავსებადობის ტესტირებას ჩვვენ ასევე ვახდენთ: FireFox, Opera, Safari და Microsoft Edge ვებ-ბრაუზერებში.
დღე 13
საფინალო ცვლილები: ზოგჯერ ხდება რომ დამკვეთი პროექტის მიმდიარეობის პროცესში იცვლის გარკვეულ პოზიციებს და სურს თავდაპირველი გეგმების კორექტირება. ჩვენი გუნდი ცდილობს ყოველთვის მაქსიმალურად მოერგოს თქვენს მოთხოვნებს.დამკვეთის უკუკავშირი: ვებსაიტის პირველი საფინალო რევიზიის ცვლილებების შემდეგ ხდება საიტის წარდგენა დამკვეთისათვის და ყველა სტეიკჰოლდერისთვის, საბოლოო განხილვისთვის.საბოლოო შედეგი: ჩვენ ვითვალისწინებთ საბოლოო რევიზიის ელემენტებს და ვახორციელბთ ყველა საჭირო ცვლილებას თქვენი უკუკავშირის საფუძველზე.
დღე 14
ვებ-საიტის გადატანა: მე-14 დღეს ხდება თქვენი ვებ-საიტის გადატანა სატესტო სერვერიდან პროდაქტ სერვერზე. ვებ-საიტის მონიტორინგი: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ახალ სერვერზე საიტის მუშაობას, რომ ისევე კარგად მუშაობდეს, როგორც სატესტო სერვერზე და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ დაუყონებლივ ვასწორებთ მას.დამკვეთის ტრენინგი: თუ თქვენ (ან თქვენი გუნდის წევრები რომლებსაც მოუწევთ საიტის მართვა) მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ საიტის მართვაზე, ჩვენი კონსულტანტები აუცილებად ჩაგიტარებენ მინი-ტრენინგს თქვენთვის საჭირო ყველა ფუნქციით დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, როგორც წესი, ეს ძალიან მარტივია, განსაკუთრებით იმ საიტის შემთხვევებში რომლებიც იმართება პოპულარული CMS-ებით (Woocommerce, CScart, VirtuMart, PrestaShop, OpenCart).ტექნიკური მხარდაჭერა: საიტის ჩაბარების შემდგომ, თქვენ რჩებით სისტემაში, სადაც შეძლებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით (როგორც წესი 3-6 თვის ფარგლებში) უფასოდ ისარგებლოთ რეგულარული განახლებებით და ტექნიკური მხარდაჭერით.
მომსახურების ფასები და ვადები ზუსტდება ხელშეკრუებლის მიხედვით
Σ სერვისები
⚡ სიახლეები
✞ დახმარება
® ჩვენ შესახებ