ურეკლამობა -META-ს Ad-free სერვისის შესახებ

ურეკლამობა, META-ს Ad-free სერვისის შესახებ

1-2 წუთი

ვის არ აწუხებს რეკლამები სოციალურ ქსელებში? რეკლამას სიამოვნებით ალბათ მხოლოდ მათი შემქმნელები უცქერენ, იშვიათად მაგრამ მაინც მომხმარებლებიც მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში. ამიტომ თუ არა არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს, META-მ გადაწყვიტა რომ არჩევანის შესაძლებლობა მოგვცეს, ვიხილოთ თუ არა ისინი ჩვენ ფიდში.

2022 წლის 30 ოქტომბერს, Meta- მ  გაავრცელა პრეს რელიზი რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ ნოემბრიდან იგეგმება   Ads Free (რეკლამის გარეშე) ფასიანი სერვისის ჩართვის შესაძლებლობა მომხმარებელთათვის, თუმცა ამ ეტაპისთვის მხოლოდ  ევროკავშირის ტერიტორიაზე.  

ფასები : €9.99/ თვეში ბრაუზერის ვერსიაში META პროდუქტების გამოყენებისას,  ხოლო  €12.99/თვეში   iOS -ზე და Android-ზე. მულტი ექაუნთით სარგებლობის შემთხვევაში კი 2024 წლის  1-ლი მარტიდან მოგიწევთ სათითაოდ ყველა ექაუნთზე €6 - €8 გადახდა.

ამ სიახლემ ბევრი შერეული რეაქცია გამოიწვია ვების მომხმარებლებში. ერთი ნაწილის აზრით, ფასიანი სერვისით რომლითაც შეძლებული მომხმარებლები ისარგებლებენ ხდება სეგრეგაცია მდიდრებისა ღარიბებისგან. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ მისცემენ ფასიანი სერვისით სარგებლობის უფლებას, დარჩებიან რეკლამის სამყაროს გავლენების ქვეშ, ხოლო შეძლებული ადამიანები აირიდებენ დისკომფორტს და ისარგებლებენ თავიანთი მდგომარეობით ისე როგორც ყოველთვის და ყველგან.

ამ სიახლის გაგების მერე ჩნდება ლოგიკური კითხვა - გააიაფებს თუ არა META-ზე,  Ads-free სერვისი რეკლამის ფასს ბიზნესისთვის?

ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე რომელთა პროგნოზირებაც შეუძლებელია. მაგ, ჯერ გასარკვევია რამდენად პოპულარული გახდება ეს სერვისი მომხმარებლებში, როგორ შემცირდება იმ მომხმარებლების რაოდენობა რომლებიც რეკლამებს უყურებენ, გასათვალისწინებელია Meta-ს ალგორითმის თავისებურებები.

ამ შესაძლებლობით, დიახ წარმოიშვება სეგრეგაციის მაღალი რისკიც, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია იმის გათვალისწინება რომ ადამიანებს უნდა ქონდეთ არჩევანის უფლება. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმას თუ რა გავლენას მოახდენს ეს სიახლე როგორც მომხმარებლებზე ისე ბიზნესზე.

Facebook / Instagram გვერდების ვერიფიკაცია

რა ღირს და როგორ მივიღოთ Facebook + Instagram გვერდების ვერიფიკაცია (ლურჯი "პტიჩკა") ?

1-2 წუთი

რა არის Blue tick?

Blue tick

Facebook გვერდების blue tick, იგივე ვერიფიკაციის ბეჯი, ან უბრალოდ "ლურჯი პტიჩკა" როგორც ამას ყველაზე ხშირად უწოდებენ ხოლმე ფეისბუქზე, არის საშუალება, აჩვენოს მომხმარებლებს, რომ გვერდი არის საჯარო მოღვაწის, ბრენდის ან ორგანიზაციის ავთენტური. ანუ მაგალითად, თუ წერ Adidas-ის გვერდს სპორტული ტანსაცმლის შესაძენად, blue tick-ის ქონა გარწმუნებს რომ ის ნამდვილად Adidas-ის ოფიციალური გვერდია და არა Adibas-ი, რომელიც ცდილობს ცნობილი ბრენდის სახელს ამოეფაროს.

 

რა ღირს Facebook და Instagram გვერდის ვერიფიცერება?

X-ისგან (ყოფილი Twitter) განსხვავებით META-მ (Facebook) მნიშვნელოვნად განსხვავებული ტარიფები შემოგვთავაზა. კერძოდ,  X-ზე ბიზნეს გვერდის ვერიფიკაცია ღირს 1000$/თვე, დიახ არ მოგჩვენებიათ 1000$ თვეში + ტაქსები :) .

რაც შეეხბა Facebook და Instagram გვერდების ვერიფიკაციის ფასებს ისინი თანაბარია და თითოეულისთვის 22$, ხოლო თუ ორივე ერთად შეიძენთ 44$-ის ნაცვლად 35$-ის გადახდა მოგიწევთ.

აქვე შეგახსნებთ,  Facebook ან Instagram-ის, პერსონალური ექაუნთის გაოფიციალურება  რომელიც ამ მომენტისთვის საქართველოშიც მუშაობს  აპლიკაციის ვერსია 15$ ღირს თვეში, ხოლო ბრაუზერის ვერსია კი - 12$ თვეში. უცნაურია, რომ იგივე სერვისის ღირებულება  X-ზე თვეში მხოლოდ 8$ შეადგენს.

 

რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს გვერდი ფასიანი ვერფიკაციისთვის?

  • გვერდი უნდა წარმოადგენდეს რეალურ ბიზნესს ან სუბიექტს
  • გვერდი უნდა იყოს სრულყოფილი (პროფილის ფოტო, ქავერი, სახელი)
  • გვერდი უნდა იყოს უნიკალური, ანუ არ უნდა არსებობდეს სხვა უკვე პტიჩკიანი გვერდი იგივე ბრენდისთვის.

ასევე, ბიზნესი / პერსონა უნდა იყოს რეგისტრირებული შემდეგი ქვეყნიდან:

  • შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, Ახალი ზელანდია

გვაქვს იმედი რომ საქართველოც მალე დაემატება, გისურვებთ წარმატებას :)

იხ. დამატებითი ინფორმაცია FB-დან 

ქართული Facebook-ი  VS ქართული LinkedIn-ი ქართული ბიზნესისთვის

ქართული Facebook-ი VS ქართული LinkedIn-ი ქართული ბიზნესისთვის

2-4 წუთი

3 000 000 ქართველი FB-ელი თუ  470 000 ქართველი ლინკდინელი - რომელი აუდიტორია ურჩევნია თქვენს ბიზნესს?

 

​ალბათ დამეთანხმებით, რომ Facebook-ს საქართველოში უკეთესად ვიცნობთ ვიდრე LinkedIn-ს. FB-ი ჩვენთან ძალიან პოპულარულია მათ შორის ბიზნესისთვის. ვყიდით ნაყინს თუ ვაშენებთ ბირთვულ რეაქტორებს, ხშირად ფეისბუქზე რეკლამის განთვსებას მაინც აუცილებლად მივიჩნევთ. რატომაც არა, აბა სხვაგან სად, არის კი ისეთი რამ რისი მიღწევაც შეგვიძლია LinkedIn-ით და ვერ მოვახერხებთ FaceBook-ით?

​აუდიტორია

 

​Facebook-ზე დაახლოებით 3 000 000 "ქართული პროფილია" რეგისტრირებული, აქედან 2,8 მლნ ეკუთვნის სრულწლოვნებს, ​ხოლო 2,6 მლნ 18-60 ასაკობრივი რენჯის მოქალექეებს (1,3 M ქალი + 1,3 M კაცი). ​

LinkedIn-ზე ჯამური ანგარიშების რაოდნება საქართველოდან დაახლოებით 470 000 ერთეულს შეადგენს.

 

აქვე საინტერესოა, რომ LinkedIn-ი სარეკლამო მიზნებისათვის საკუთარ იუზერებს არ ყოფს ქალებად და კაცებად, ასევე არ ანსხვავებს არც ასაკის მიხედვით. რაც, შესაძლოა არცისე მამოტივირებელი იყოს ბიზნესისთვის რომელსაც სურს ლინკდინის პლატფორმის გამოყენება, თუმცა როგორც აღმოჩნდა Facebook-ისგან განსხვავებით Microsoft-ისთვის (შეგახსენებთ, LinkedIn​-ი წარმოადგენს Microsoft​-ის შვილობილ კომპანიას) უფრო მნიშვნელოვანია მაღლი ეთიკური სტანდარეტების სტატუსი ვიდრე დამატებითი შემოსავლები და შესაბამისად, ლინკდინის სარეკლამო პოლიტიკა დისკრიმინაციულად მოიაზრებს აუდიტორიის როგორც სქესით ასევე ასაკობრივ დაყოფას.

 

ასაკთან დაკავშირებით შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ LinkedIn-ის ანგარიშის შექნისას პლატფორმა რეგისტრანტი პირის მინიმუმ ასაკად 16 წელს გულისხმობს, ხოლო შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე რეგისტრაციის შემხთხვევაში მომხმარებლის მინიმალული ასაკი 13 წლით განისაზღვრება.

რეკლამის მიზნები

ვიდეო მარკეტინგი  მცირე ბიზნესისთვის

ვიდეო მარკეტინგი მცირე ბიზნესისთვის

2-3 წუთი

რატომ ჭირდება ვიდეო მარკეტინგი ბიზნესს?

ვიდეო იქცა ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღად,  რადგან მას გააჩნია ის უნიკალური შესაძლებლობები,  რომელიც   ბიზნესს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდაში ეხმარება. ვიდეო მარკეტინგი როგორც მედიუმის საშუალებით ინფორმაციის მიტანა უფრო მარტივია ვიდრე ფოტო ან ტექსტუალური ფორმატით. 

 

  • ბიზნესის 75% იყენებს ვიდეო მარკეტინგს და ეს ციფრი  2023 წლის ბოლომდე 82% მდე გაიზრდება!

  • მომხმარებლების 54% -ს სურს მეტი ვიდეო იხილოს ბრენდების პროდუქტების / სერვისების შესახებ!

  • ვიდეოს გაზიარების ხარისხი 3 - ჯერ უფრო მაღალია სოციალურ მედიაში ვიდრე ფოტო ან
    ტექსტუალური პოსტების!

  • ვიდეოს, თქვენ საიტზე ტრაფიკის გაზრდა 100 % ით შეუძლია!

  • ვიდეოს ასევე შეუძლია გაგიზარდოთ კონვერსია 80% მდე!

 

მარტივად ვიდეო მარკეტინგის პლუსების შესახებ:

  • ამარტივებს კომუნიკაციას მომხმარებელთან: ვიდეო გეხმარებათ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარებაში. პოტენციური მომხმარებელი თქვენი ვიდეოს საშუალებით ხედავს რეალურ ადამიანებს ამ კონკრეტული ბიზნესის უკან რომლებიც მათ უშუალოდ ესაუბრებიან, აჩვენებენ შიდა სამზარეულოს თუ ესაუბრებიან პროდუქტის შესახებ, ეს იწვევს ღიაობის განცდას მათში რაც ამაღლებს ნდობასა და კეთილგანწყობას. თქვენი გაყიდვები იზრდება ისე როგორც თქვენ მიმართ ლოიალურად განწყობილ კლიენტების რაოდენობა.

  • ზრდის მომხმარებლების ჩართულობას: მომხმარებელს ვიდეო უფრო აინტერესებს ვიდრე ფოტო.  მათ ვიდეოს  საშუალებით ინფორმაციის მიღება უფრო ეკომფორტულებათ ვიდრე უსაშველოდ გრძელი ტექსტების კითხვა ან დაუსრულებელი ფოტოების თვალიერება, რომლებიც ჯამში მწირ ინფორმაციას აძლევს მას პროდუქტის ან სერვისის შესახებ, იმაზე მწირს ვიდრე ვიდეოს შეუძლია. წამი  ვიდეო ხომ სტანდარტულად  30 ფოტოსგან შედგება? როგორც შეიძლება ეს უფრო უინტერესო იყოს ვიდრე ფოტოების თვალიერება? 

  • ვიდეო მარკეტინგი ზრდის ბრენდის ცნობადობას: ვიდეო არის საუკეთესო საშუალება ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად. ვიდეოს საშუალებით უფრო კარგად შეგიძლიათ მოყვეთ თქვენი ამბავი, დაამყაროთ ემოციური კავშირი პოტენციურ მომხმარებელთან და სწორად მაიწოდოთ მათ თქვენი ბრენდის ფასეულობების შესახებ. დასამახსოვრებელ ვიდეოს, დიდ ხანს შეუძლია დარჩეს ადამიანების მეხსიერებაში, რომელიც წლების მანძილზე მოგიტანთ შედეგს.

  • მაღალი კონვერსიის ხარისხი : ვიდეოს შეუძლია გაყიდვების გაზრდა , ვიდეოს საშუალებით პოტენციურ მომხმარებლამდე მიტანილი ინფორმაცია რომ ფასდაკლებები გაქვთ უფრო ეფექტურად მიტანილი ინფორმაციაა ვიდრე  ფოტოს ან ტექსტის საშუალებით.  როგორც ზემოთ აღვნიშნე ვიდეოს შეუძლია კონვერსიის გაზრდა 80% მდე, ეს ის შესაძლებლობაა რომელიც ბიზნესმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

  • SEO ბენეფიტი :  ვიდეო კონტენტს შეუძლია გააუმჯობესოს SEO -ს შედეგები, რადგან საძიებო სისტემებს უყვართ ვიდეო. ვიდეოები ზრდიან იმ საიტების რეპუტაციასაც სადაც ისინი არიან განთავსებული და აწინაურებს მათ საძიებო სისტემებში.

  • ისაუბროთ მარტივად რთულზე : ვიდეოს საშუალებით შეგიძლია მარტივად ისაუბრო რთულ საკითხებზე. მსგავსი ტიპის დესკრიპციული ვიდეოების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ მომხმარებელს თუ როგორ მუშაობს პროდუქტი / სერვისი და ეს ვიდეოს საშუალებით უფრო მარტივია ვიდრე ფოტოს ან ტექსტის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია ვიდეო მარკეტინგის შესახებ

აქვე  გაწვდით   სხვა და სხვა ტიპის ვიდეო ფორმატების ჩამონათვალს რომ დაგეხმაროთ თქვენი საჭიროებების გაგებაში: 

  • სარეკომენდაციო ვიდეოები (Testimonials)

  • სადემონსტრაციო ვიდეო (აჩვენო როგორ აგვარებს პრობლემას თქვენი პროდუქტი / სერვისი)

  • „შიდა სამზარეულო“ - როგორ მზადდება თქვენი პროდუქტი

  • სასწავლო ვიდეოები (ვიდეო გაკვეთილები ონლაინ კურსებისთვის)

  • მოტივირებული და კმაყოფილი პერსონალის შთაბეჭდილებები (Staff Videos)

  • ცნობადი სახის რეკომენდაცია - (shopping spree)

  • განმარტებითი ანიმირებული ვიდეო (ახალი ან/და რთული სერვისების ასახსნელად)

  • „რჩევები ექსპერტისგან“ - რას ვირჩევთ და როგორ ვიყენებთ (კონკრეტულ სფეროში)

  • ვიდეო შედარებები (აჩვენეთ რითი ჯობია თქვენი პროდუქტი კონკურენტებისას)

  • კორპორატიული საიმიჯო ვიდეო - „ჩვენ მაგრები ვართ“ (Corporate Videos)

ამგვარად, ვიდეოს საშუალებით  უფრო მარტივად შეუძლია ბიზნესს  მიაღწიოს თავის მიზნებს ვიდრე სხვა ნებისმიერი მედიუმით, კითხვაზე თუ რატომ ვიდეო ვფიქრობ რომ პასუხი გაგეცით, ხოლო თუ ვიდეო კონტენტის შექმნასთან დაკავშირებით  გაგიჩნდათ შეკითხვა ან გსურთ დეტალური კონსულტაცია, მოგვწერეთ ან  მოითხოვეთ ზარი, ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით! 

ახალი ფუნქციები Google Chrome-ში

ახალი ფუნქციები Google Chrome-ში

1-2 წუთი

​ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა როცა "გუგლაობის" დროს გვიწევს წინ და უკან ტაბებზე გადართვა, მერე გვავიწყდება სად რომელი ტაბი გვქონდა გახსნილი, ძებნის შედეგებიდან რომელი ბმული ვნახეთ, რომელი არა და ა.შ. მოკლედ, თუ მშივრები ან ცუდ ხასიათზე ვართ შეიძლება ასეთ დროს კლავიატურაც კი ვიმსხვერპლოთ. ამიერიდან ასე აღარ მოხდება! რადგან Google-მა გადაწყვიტა უფრო ერგონომიულად გამოიყენოს თქვენი მონიტორის ფართობი. თქვენ ახლა შეგიძლიათ უბრალოდ გვერდზე (Sidebar-ზე) გახსნათ ძებნის ფანჯარა და ჩვეულებრივ ათვალიეროთ საიტები გუგლის ძებნის შედეგებთან ერთად.