ვებ-დეველოპმენტი

Wocommerce თუ Shopify?

Wocommerce თუ Shopify?

2-3 წუთი

Wocommerce vs Shopify

 

WooCommerce, ეს არის Wordpress-ის ოფიციალური უფასო e-Commerce პლაგინი, რაც გაძლევს საშუალებას  შექმნა ონლაინ მაღაზია ვორდპრესის ძრავზე.

 

Woocommerce -ის პლუსები

 

  • უფასო ღია რესურსი: ვუკომერსის ჩამოწერა და გამოყენება უფასოა, რომელიც უდიდეს პლუსს წარმოადგენს იმ ბიზნესთათვის რომლებთაც მცირე ბიუჯეტი გააჩნიათ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც რომ ვუკომერსი უფასო ღია რესურსია, რომელიც მუდმივად ახლდება ქომიუნითში მყოფი დეველოპერების მიერ.

  • მარტივად გამოყენებადი: ვუკომერსს აქვს user-friendly ინტერფეისი, რომელიც მის გამოყენებას და მენეჯირებას ამარტივებს. მისი გამოყენება ასევე მარტივია როგორც დამწყები პროგრამისტების ისე კოდის წერის სრულიად უცოდინარი ადამიანებისთვისაც.

  • სიძლიერე და მრავალხრივობა: ვუკომერსის გამოყენება შეგიძლია მრავალფეროვანი ტიპის და კატეგორიის როგორც ფიზიკური  ისე ციფრული პროდუქტების გასაყიდად ონლაინ. მისი მოქნილობის წყალობით  მაღალია მორგებადობის ხარისხიც.

  • მასშტაბურობა: ვუკომერსის საშუალებით შეგიძლიათ მოემსახუროთ ნებისმიერი რაოდნობის კლიენტებს ონლაინ, იმიტომ რომ მას შეუძლია გაიზარდოს თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად.

  • ნებისმიერი გაფართოვების მქონე ფუნქციონალის დამატების შესაძლებლობა: პლუსი რომლითაც მისი ბევრი კონკურენტი ვერ დაიკვეხნის.

 

 

Woocommerce-ის  მინუსები

 

  • ტექნიკური ცოდნის საჭიროება: ვუკომერსის გამოყენება და ინსტალაცია კი მარტივია მაგრამ მისი გამართვა და კონფიგურაცია გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას მაინც მოითხოვს, ამიტომ შესაძლებელია დაგჭირდეთ კომპეტენტური დეველოპერის დახმარება / დაქირავება.

  • შეიძლება იყოს ნელი: ვუკომერსი შეიძლება იყოს ნელი თუ არ იყენებ კარგად ოპტიმიზირებულ ჰოსტინგ პროვაიდერის სერვისს / სერვერს. თუ საიტზე დიდ ტრაფიკს ელი, მაშინ გჭირდება რომ სწორად და კარგად აარჩიო პროვაიდერი რომელიც შენ საიტს დაგიჰოსტავს.

  • უსაფრთხოების შეზღუდული დიფაულთ ხელსაწყოები: იმისთვის რომ თქვენი ვუკომერს საიტი იყოს უსაფრთხო და დაცული აუცილებელია რომ მასზე დაყენდეს დამატებითი დაცვა, პლაგინებისა და სხვა გაფართოებების მქონე ფუნქციონალის სახით.

 

Shopify ეს არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა რომელიც  ნებისმიერი ზომის ბიზნესს აძლევს საშუალებას  გაყიდოს თავისი პროდუქტი თუ სერვისი ამ პლატფორმაზე დამზადებული ონლაინ მაღაზიების საშუალებით.

 

Shopify-ის პლუსები

 

  • მარტივად გამოყენებადი: შოპიფაის drag-and-drop ინტერფეისი ამარტივებს მისი გამოყენებისა და მენეჯირების პროცესს ნებისმიერი კომპტენციის მქონე ადამიანისთვის.

  • ხელმისაწვდომობა: შოპიფაი მომხმარებელს თავაზობს მრავალფეროვან არჩევანს გადახდის თვალსაზრისითაც, შენ შეგიძლია იყიდო შენ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. არც მეტი არც ნაკლები. 

  • მასშტაბირებადი: შოპიფაი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი ზომის  ბიზნესმა, სტარტაფმა თუ მეწარმემ. 

  • დიზაინების უდიდესი არჩევანი: შოპიფაიზე თქვენ გაქვთ ნებისმიერი ინდუსტრიისთვის გამიზნული და მორგებადი დიზაინების უდიდესი არჩევანის შესაძლებლობა.

  • აპლიკაცია:  შოპიფაის აქვს APP Store აპლიკაცია რომლის გამოყენებაც გიმარტივებთ თქვენი მაღაზიის გამოყენებას და მართვას.

  • 24/7 საფორთი: შოპიფაი გთავაზობთ ტექნიკურ საფორთს 24 საათის მანძილზე კვირაში 7 დღე. 

 

 

Shopify-ის მინუსები

 

  • ტრანზაქციების საკომისიო: შოპიფაის ტრანზაქციების საკომისიო 3%-ს წარმოადგენს, ეს ფასი თქვენი ბანკებთან ურთიერთობის მიხედვით იცვლება და შეიძლება ავიდეს  6% მდეც კი.

  • მორგებადობის ლიმიტირებულობა: ადამიანთა გარკვეული წრისთვის შოპიფაის ქასთმიზაციის ხარისხი ძალიან დაბალია რადგან ლიმიტირებული ხარ დიზაინების მორგების პროცესში, კოდურ ჩარევებს კი ვერ ახორციელებთ. ეს ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა.

  • მესაკუთრეობა: შოპიფაიზე დამზადებული საიტი შენია მანამ სანამ მის საფასურს იხდი. საიტის სრულფასოვნად გადატანა სხვა სერვერებზე შეუძლებელია განსხვავებით ვუკომერსისა.

  • ფასიანი პლაგინები და API ები: პრემიუმ პაკეტის გამოყენებისას პლაგინებისა და სხვა და სხვა გაფართოებების გამოყენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

  • ჩატვირთვის სისწრაფე: შოპიფაის დაბალფასიანი პაკეტების შეძენის შემთხვევაში, საიტის სისწრაფე ძალიან დაბალია რომელიც ჯამში SEO რანკინგზეც აისახება.

 

რომელი, Woocommerce თუ Sopify?

როგორც ვუკომერსი ისე შოპიფაი წარმოადგენენ მძლავრი ელექტრონული კომერციის პლატფორმებს რომლებიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს აძლევენ საშუალებას გაყიდონ ონლაინ. გაყიდონ ყველაფერი. 

 

WooCommerce კარგი არჩევანია თუ:  

  • გსურს მოქნილი და მორგებადი პლატფორმა: პლაგინებისა და API ების გამოყენების შესაძლებლობა ვუკომერსს უფრო მორგებად სასურველ კონდიციამდე მიყვანად პლატფორმად აქცევს.
     
  • გესაჭიროება კოდის წერა: პლატფორმის მაქსიმალურად მოსარგებად ხშირად როცა დიდი ფუნქციონალის მქონე საიტს ვქმნით შეიძლება მოგვიწიოს კოდის წერა რისი   შესაძლებლობაც ვუკომერსზე გაგვაჩნია.


Shopify კარგი არჩევანია თუ:

  • გსურთ მარტივად გამოყენებადი პლატფორმა: შოპიფაის drag-and-drop ინტერფეისი გაძლევთ საშუალებას უმარტივესად დაამზადოთ ონლაინ მაღაზია
    .
  • იდეიდან საქმემდე გზა: გსურთ რომ გაიმარტივოთ და აასწრაფოთ.

  • ტექნიკური მხარდაჭერის კომფორტულობა: თქვენ პრიორიტეტშია.

 

    მარტივად - სტატისტიკა რომელიც მეტყველებს

 

 

 

👉Wordpress VS Wix

Wordpress თუ Wix ?

Wordpress თუ Wix ?

2-4 წუთი

ამ ბლოგში განვიხილავთ Wordpress -ისა  და  Wix -ის პლუსებსა და მინუსებს, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში სწორი არჩევანის გაკეთება არავის გაუჭირდეს.

Wordpress ეს არის ღია რესურსი (open-source), უფასო კონტენტის მართვის სისტემა (content management system) იგივე CMS - ძრავი, რაზეც ხდება საიტის სასურველი ფუნქციონალისა და დიზაინის აწყობა. მარტივად რომ ვთქვათ ამ ბაზის განთავსება ხდება თქვენსავე ნაქირავებ ან საკუთრებაში მყოფ სერვერზე რასაც Hosting-ს ვეძახით.

საიტის დამზადების ხარჯი ასეთ შემთხვევაში შედგება: Domain /დომენის ( 30 ლარიდან წელიწადში), Hosting /ჰოსტინგისა (10 ლარიდან თვეში) და საიტის დამზადებისთვის გასაწევი ხარჯებისგან (1000 + ერთჯერადად).  

 

Worpdress -ის პლუსები

 

  • სიმარტივე: ვორდპრესი მარტივად გამოყენებადია დამწყები დეველოპერებისთვისაც. მას user-friendly ინტერფეისი და პლაგინების უსაზღვროდ დიდი არჩევანი აქვს რომლის საშუალებითაც კოდის წერის გარეშე შეგიძლია მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საიტების აწყობა.

  • უფასო, ღია რესურსი: ვორდპრესის ძრავის გამოყენება შეგიძლია უფასოდ. დეველოპერების უდიდესი ქომიუნითი მუდმივად ქმნის და ამატებს საინტერესო და საჭირო პლაგინებსა და დიზაინებს.

  • მოქნილობა: იგი ძალიან მოქნილი პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევს შექმნა მრავალფეროვანი საიტები, ბლოგები, ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალის მქონე საიტები, ონლაინ მაღაზიები და ა.შ.

  • SEO- მეგობრულობა: ვორდპრესზე ძალიან მარტივია სეო ოპტიმიზაცია რადგან იგი SEO-მეგობრული პლატფორმაა.

  • მობილურ-მეგობრულობა: ვორდპრესის თემები და დიზაინები ე.წ. responsive (მორგებულია),  რაც ნიშნავს იმას რომ ისინი კარგად გამოიყურებიან ყველა მოწყობილობაზე, მათ შორის სმარტფონებზეც.

 

მინუსები

 

  • უსაფრთხოება: ვორდპრესი პოპულარული სამიზნეა ჰაკერებისთვის ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვორდპრესზე აგებულ საიტს და პლაგინებს მუდმივად ანახლებდნენ და უწევდნენ სათანადო საფორთს.

  • წარმადობა: სწორად ოპტიმიზაციის გარეშე ვორდპრესის საიტი შეიძლება იყოს ნელი განსაკუთრებით მაშინ თუ საიტზე დიდი ტრაფიკია.

  • პლაგინების კონფლიქტი: მნიშვნელოვანია რომ ვორდპრესის პლაგინების გამოყენებისას საჭიროა ყურადღება მიექცეს მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერების მიერ შექმნილ პლაგინებს, იმისთვის რომ ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდნენ და არ მოხდეს სისტემის პარალიზება.

 

👉 სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში არსებული საიტების 40%-ზე მეტი სწორედ ვორდპრესს იყენებს. უფრო მეტი ვორდპრესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში.

 

რას წარმოადგენს WIX?

 

Wix ეს არის პოპულარული ვებსაიტ builder,  რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მარტივად ავაგოთ საიტი კოდის წერის გარეშე. ვიქსი user-friendly  პლატფომაა რომელზეც შეგიძლია მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საიტების აწყობა, როგორც ბიზნეს ისე პირადი საჭიროებებისათვის.

ვიქსზე საიტის ასაწყობად შეგიძლია აირჩიო გადახდის სასურველი შენზე მორგებული სტრატეგია, საიტების ფასი იწყება თვეში 9$ დან, ბიზნეს VIP  გეგმის შეძენა შესაძლებელია  35$. შესაძლებელია კორპორატიული გეგმის შემუშავება და სასურველ ფუნქციონალსა და დიზაინზე მუშაობაც რომლის ყოველთვიური ფასიც რა თქმა უნდა განსხვავებული იქნება სხვა პაკეტების ფასისგან.

საიტის აგება ვიქსზე უმარტივესია მისი drag-and-drop ინტერფეისის გამო. მასში გარკვევა და საიტის აწყობის პროცესი ინტუიტიური და ნაკლებად შრომატევადია.

 

Wix-ის პლუსები

  • სიმარტივე: ვიქსის ინტუიტიური drag-and-drop ინტერფეისი ამარტივებს საიტის დამზადების პროცესს ნებისმიერი ტექნიკური უნარების მქონე ადამიანისთვის.

  • მოქნილობა: ვიქსს გააჩნია დიზაინებისა და ვიჯეტების  და მათი მორგების მრავალფეროვანი არჩევანი.

  • მასშტაბურობა: ვიქსი cloud-based ინფრასტრუქტურაა, რომელსაც შეუძლია თავი გაართვას დიდ ტრაფიკს და ბიზნესის მზარდ საჭიროებებს.

  • მობილურ-მეგობრულობა: ვიქსი ისე როგორც ვორდპრესი ნებისმიერ გაჯეტზე მარტივად მორგებადი პლატფორმაა.

 

მინუსები

 

  • ლიმიტირებული მორგებადობა: ვიქსი არ არის იმ დონეზე მორგებადი როგორც სხვა ვებსაიტ ბილდერები.

  • ლიმიტირებული მეხსიერება: ვიქსის მეხსიერება ლიმიტირებულია ყველაზე მაღალფასიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაშიც კი.

  • არაგადატანადობა: შენ არ შეგიძლია გადაიტანო შენი საიტი ვიქსის პლატფორმიდან სხვა სერვერზე.

  • პლაგინებისა და API-ების შეზღუდულობა: შენ არ შეგიძლია გამოიყენო იმდენი და იმ საჭიროების
    პლაგინები რამდენიც გჭირდება საიტის სრული ფუნქციონალისთვის, ანუ უნდა დაჯერდე ვიქსის მიერ ოფიციალურად შემოთავაზებული პლაგინების რაოდენობას და ხარისხს. 

  • წარმადობა: ვიქსის ზოგიერთი პაკეტის ყიდვის შემთხვევაში შეიძლება მასზე აწყობილი საიტი იყოს ნელი.

 

👉მსოფლიო საიტების მხოლოდ 2.6 % იყენებს ვიქსის პლატფორმას.

 

 

რომელი?  Wordpress თუ Wix ?

Wix vs Wordpress


ვორდპრესი კარგი არჩევანია თუ:

  1. გსურთ მაღალი მორგებადობის მქონე ვებსაიტის შექმნა.

  2. თუ გსურთ შეუზღუდავი პლაგინებისა და API- ების გამოყენება.

  3. გსურთ SEO ოპტიმიზირებული ვებსაიტი.

  4. ფლობთ ტექნიკურ უნარებს ან იცნობთ მათ ვისაც შეუძლიათ კოდის წერა.

  5. იხდი ერთჯერადად და საიტი შენ მფლობელობაშია მუდმივად.



Wix კარგი არჩევანია თუ:

  1. თქვენ ხართ დამწყები ბიზნესმენი და გსურთ მარტივი საიტის დამზადება რომელსაც თავადვე გამართავთ .

  2. თქვენი ბიზსნეს საჭიროებიდან გამომდინარე სწრაფად გჭირდებათ საიტი.

  3. გსურთ საიტის დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანი.

  4. თქვენ ფლობთ ისეთ ბიზნესს რომლის საიტსაც არ ჭირდება მორგებადობის მაღალი ხარისხი.

  5. იხდი ყოველთვიურად მანამ სანამ გჭირდებათ ვებსაიტი.

 

ამგვარად, ვორდპრესი თუ ვიქსი?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ თემაზე არ არსებობს. გააჩნია საჭიროებას და სიტუაციას. არჩევანი კი თქვენზეა 🧐

საიტის ფასი და მისი კალკულაცია

საიტის ფასი და მისი კალკულაცია

2-4 წუთი

​საიტის ფასი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები

არის კითხვები რომელზეც ზუსტი პასუხი როგორც წესი არ არსებობს, ერთ-ერთი ასეთი კითხვაა: რა ღირს საიტის დამზადება?

იმისთვის რომ დავადგინოთ თქვენთვის სასურველი და საჭირო საიტის ფასი აუცილებელია გვქონდეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი, ესენია: 

1) რა ტიპის ვებსაიტი გსურთ?

  • ბიზნესსაიტი: ამ ტიპის ვებსაიტები გამოიყენება პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, თუ რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი როგორ შეუძლია დაგეკონტაქტოთ მომხმარებელი რომ მიიღოთ თქვენი პროდუქტი / სერვისი.

  • Ecommerce საიტი: ამ ტიპის საიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტები / სერვისები ონლაინ, ანუ მომხმარებელი რეგისტრირდება ათავსებს სასურველ პროდუქტს კალათაში და გადის ყიდვის პროცესს ბოლომდე.

  • ნიუს / სიახლეების საიტი: ბევრი კატეგორიის მქონე სიახლეების საიტი სადაც იწერება სტატიები რომლებიც სხვა და სხვა კატეგორიებშია განთავსებული. ონლაინ გაზეთი / ჟურნალი.

  • პორტფოლიო საიტი: კონკრეტული სფეროს წარმომადგენლის პირადი საიტი რომელზეც როგორც წესი განთავსებულია პორტფოლიო რომ მომხმარებელმა ნახონ მისი ნამუშევრები. ასეთი ტიპის საიტი მოიცავს ''ჩემ შესახებ'' გვერდს, კომენტირების ველსა და კონტაქტის ფორმას.

  • კატალოგი: ეს არის იგივე ონლაინ მაღაზია ოღონდ შეძენის სისტემის გარეშე.

  • ლენდინგ ფეიჯი, იგივე გაყიდვების ერთგვერდიანი საიტი: პრომო საიტი რომელიც მიძღვნილია კონკრეტული ერთი პროდუქტის ან სერვისისადმი და რომლის მიზანიალიდების დაგენერირება და გაყიდვების გაზრდა.

  • კომპლექსური საიტები: რომლებიც შეიძლება აერთიანებდეს ბევრი სხვა და სხვა ტიპის საიტის ფუნქციონალს. 
 

2) როგორი დიზაინი გსურთ? თქვენი საიტის დიზაინი საიტის ფასის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.

  • მზა დიზაინი: მზა დიზაინის / შაბლონის შემთხვევაში თქვენ გექნებათ ზღვრული რაოდენობის დიზაინის ვარიანტები და მოგიწევთ მათგან ააწყოთ თქვენი საიტის სასურველი ვიზუალი.მზა დიზაინის / შაბლონების გამოყენება გიზოგავთ ხარჯებს იღებთ საიტის ოპტიმალურ ვარიანტს. როგორც წესი თუ საიტი კომპლექსური ფუნქციონალის არ არის მზა შაბლონებისგან თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ ის შედეგი რაც გსურთ. ანუ ამ შემთხვევაში ზოგავთ საიტის დამზადების დროსაც და ხარჯებსაც.

  • ინდივიდუალური დიზაინი: ასეთი დიზაინი უშუალოდ თქვენი საჭიროებების და სურვილების მიხედვით მზადდება, გასათვალისწინებელია რომ დამზადების პროცესში  მნიშვნელოვნად იზრდება საიტის ფასი და დამზადების დრო.
 

 

3) რა ფუნქციონალის საიტი გსურთ? 

ანუ მარტივად რომ ვთქვათ რა არის ის რაც გსურთ რომ თქვენმა საიტმა გააკეთოს, მაგალითად:

  • E-commerce
  • სოციალური მედიის ინტეგრაცია
  • გვერდების რაოდენობა
  • მიტანის სერვისის ინტეგრაცია
  • გადახდის სისტემის ინტეგრაცია და ა.შ

საგულისხმოა რომ რაც უფრო რთულია ფუნქციონალი მით უფრო იზრდება საიტის ფასიც და დეველოპმენტის დროც.

საიტის ფუნქციონალის ჩამონათვალი და საორიენტაციო ფასის გამოთვლის კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ 👇

 

                                          საიტის ფასის გამოთვლის კალკულატორი (ქართული) / ENG 

 

4)  დეველოპმენტისთვის საჭირო დრო

 მარიტივი საიტის დეველოპმენტისთვის საჭირო დრო ერთი კვირიდან ორ კვირამდე მერყეობს, მაშინ როცა რთული კომპლექსური საიტების დეველოპმენტი დროფუნქციონალის მიხედვით თვეების მანძილზეც კი შეიძლება გაგრძელდეს, შესაბამისად საიტის დამზადებისთვის საჭირო დრო პირდაპირ აისახება მის ფასზეც.

 

სხვა მნიშვნელოვანი მომენტები რომლებიც გავლენას ახდენენ საიტის ხარჯებზე და მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება:

  • ქასთმიზაციის ხარისხი / რაც უფრო მაღალია ქასთმიზაციის ანუ  ჩასწორებების და მორგების ხარისხი მით უფრო იზრდება საიტის ფასიც.
  • საიტის საფორთი & მეინთენენსი /  თუ გსურთ რომ საიტის დასრულების შემდეგ მასზე იზრუნონ დეველოპერებმა რომ პერიოდულად დასკანირდეს და გადაიხედოს ახალგაშვებული სისტემის შიდა კლიმატი რადგან დამოუკიდებლად, თქვენი რესურსით ვერ შეძლებთ უკვე დასრულებული და ჩაბარებული საიტის მოვლას, მაშინ გასათვალისწინებელია ამისთვის საჭირო ხარჯებიც. როგორც წესი პირველი რამდენიმე თვე საიტის დამზადებიდან საფორთი და მეინთენენსი უფასოა, Root Admin- ის ჩაბარების შემდეგ მასზე პასუხისმგებელი სრულად თქვენ ხართ!
  • გაითვალისწინეთ რომ დომენის (სტანდარტულ შემთხვევაში წლიური 50 ლარი) და ჰოსტინგის საფასური (სტანდარტულ შემთხვევაში თვიური 10 ლარი) საიტის ფასში როგოც წესი არ შედის და ამ საფასურს თქვენ ცალკე იხდით წლიურად ან თვის მიხედვით.        

  • სანამ გადაწყვეტთ ვის მიანდოთ თქვენი საიტის დეველოპმენტი კარგად მოიკვლიეთ  კომპანიები ამ პუნქტების მიხედვით გაიარეთ ფასებიც და ის თუ რა გსურთ შეუძლიათ თუ არა მათ რომ შეგისრულონ!   

  • აუცილებლად გააფორმეთ დეტალური ხელშეკრულება თავისი ტექნიკური დავალებით რომ ორივე მხარის სურვილები და მოლოდინები  სრულყოფილად იყოს გათვალისწინებული.

 

 

ვებსაიტის დამზადება - რა უნდა ვიცოდეთ საიტის  დამზადებამდე?

ვებსაიტის დამზადება - რა უნდა ვიცოდეთ საიტის დამზადებამდე?

2-3 წუთი

ვებსაიტის დამზადება - 10 მნიშვნელოვანი საკითხი

 

  • შეარჩიოს დომენი- დომენი  ვებსაიტის დამზადებამდე საჭიროა შეარჩიოთ თქვენი საიტის მისამართი ინტერნეტში. დომენის არჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ რომ ის უნდა იყოს რელევანტური თქვენი ბიზნესის სპეფიციკის, იწერებოდეს მარტივად, იყოს კეთილჟღერადი და იოლად დამახსოვრებადი.
  • შეარჩის ვებ ჰოსტინგი - ჰოსტინგი ეს არის ციფრული საცავი რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კონტენტის უსაფრთხო შენახვასა და ხელმისაწვდომობას მომხმარებლისთის. მოკლედ რომ ვთქვათ, ვებ ჰოსტინგის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა რომელიც უნდა მიიღოთ ვებ საიტის დამზადების და თანაც ამ პროცესის პირველივე ეტაპზე.

  • ვებსაიტის დიზაინი - თქვენი ვებსაიტის დიზაინი, ეს ისაა რასაც პირველად ხედავენ მომხმარებლები. ამიტომ ის პირველი შთაბეჭდილების მოხდენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ვებსაიტის ნავიგაცია, იოლად გამოყენაბადი ინტუიტიური  ინტერფეისი, მარტივად რომ ვთქვათ, ის რაც შეიძლება თქვენ გელამაზებოდეთ  და მოგწონდეთ, მომხმარებლისთვის შეიძლება წარმოადგენდეს ავი სულებისგან დასაცავ შელოცვას სანსკრიტზე.

  • კონტენტის დამატება  -  ვებსაიტის დიზაინის აწყობის პროცესშივე, თქვენ აუცილებელია იზრუნოთ სწორ კონტენტზე, ტექსტებზე, ფოტოებზე, ვიდეოებზე და სხვა და სხვა ტიპის ინფორმაციაზე თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე. ასევე მნიშნელოვანია მოხერხდეს სწორი და ზუსტი ეწ CTA -ის იგივე Call To Action- ების ანუ ყიდვის მოწოდების ფორმულირება და საიტზე სწორ ადგილას გამოტანა რომელიც ვებსაიტის ვიზიტორების მომხმარებლებად კონვერტირებაში დაგეხმარებათ. რესფონსივ დიზაინი - ეს არის თქვენი ვებსაიტის მობილურ ვერსია, რომელიც მორგებულია თავისი განლაგებითა და დიზაინით მობილურ გარემოს, რაც  თქვენ მომხმარებლებს  სმარტფონებსა და სხვა და სხვა გაჯეტებზე უმარტივებს ვებსაიტზე წვდომას.

  • SEO ოპტიმიზაცია - ვებსაიტის დამზადება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას რომ თქვენი საიტი  უმალვე დაიწყებს თავისი დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებას და პოტენციური მომხმარებლების მოყვანას. აუცილებელია რომ თქვენი ვებსაიტი  გუგლის ბოტებისთვის ხილვადი და პოტენციური კლიენტთათვის ძებნადი გახდეს, ამისთვის კი SEO ოპტიმიზაციაა საჭირო. ამის გარეშე ჩათვალეთ რომ ვებსაიტი არც კი დაგიმზადებიათ! 

  • მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო კონტენტი -  აუციელებელია რომ იზრუნოთ თქვენი პროდუქტის /სერვისის მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო კონტენტზე. ვებსაიტზე განთავსებული  ინტერაქციული, დესკრიფციული თუ თქვენი ბიზნესსაჭიროებისამებრ  შექმნილი ვიდეო კონტენტი, ხელს შეუწყობს მომხმარებლების უფრო დიდ ხანს გაჩერებას თქვენ ვებსაიტზე  რაც მათ მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე- სერვისის / პროდუქტის შეძენამდე.


    მოგეხსენებათ, ვიდეო მზარდი მედიუმია, მხოლოდ 2022 წელს, გლობალურად ერთმა ადამიანმა საშუალოდ 83 წუთ ვიდეოს უყურა დღის მანძილზე და ეს ციფრი სულ უფრო ზრდადია. ანუ, უკვე  ვიდეო, მომხმარებლამდე ინფორმაციის მიტანის მთავარ მედიუმს წარმოადგენს.

  • ვებსაიტის უსაფრთხოება - დარწმუნდით რომ თქვენი ვებსაიტი აკმაყოფილებს უსაფრთხოების პარამეტრებს. მაგალითად ფლობთ SSL სერთიფიკატს რაც საშუალებას გაძლევთ მონაცემთა მიმოცვლისას შეინარჩუნოთ მისი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

  • საიტის ბექაფი - დააბექაფეთ ანუ შეინახეთ თქვენი საიტის ასლი ხშირად, რათა თავიდან აირიდოთ ფორსმაჟრებისას კონტენტის დაკარგვა, მასში ხომ ამდენ შრომას და რესურსს დებთ!

  • საიტის განახლება - რეგულარულად განაახლე საიტი ახალი და საჭირო ინფორმაციით, რაც შეიძლება მნიშნელოვანი და საინტერესო იყოს თქვენი მომხმარებლისთვის, ეს უზრუნველყოფს მათ მუდმივად უკან დაბრუნებას. ახალი და ავთენტური კონტენტი ასევე ძალიან უყვართ გუგლის ბოტებსაც.

    რამდენად მნინელოვანია ვებსაიტის დამზადება?


    ვებსაიტის დამზადება /  შექმნა, მცირე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი საშუალებით თქვენ გზა გეხსნებათ ახალ მომხმარებლებამდე, თავის მხრივ პოტენციური მომხმარებლისთვისაც  ხილვადი ხდება თქვენი პროდუქტი /  სერვისი, რაც  გიზრდით კიდეც გაყიდვებს!  ოფლაინი ემორჩილება მატერიალური სამყაროს კანონზომიერებებს ონლაინი კი ეს ულევი შესაძლებლობებია თქვენი ბიზნესისთვის, თუ ჯერ კიდევ არ ფლობთ ვებ საიტს, დროა ჩადოთ ამაში ინვესტიცია რადგან  ROI იმაზე მაღალია ვიდრე მარსზე უძრავი ქონების შეძენას!   

 

თუ გსურთ ვებსაიტის დამზადება შეგიძლიათ იხილოთ საიტის დამზადების პირობები  საიტის ფასის გამოთვლის კალკულატორი  სწრაფი კონსულტაციისთვის კი მოითხოვოთ ზარი

შეიყვანეთ თქვენი სახელი
გთხოვთ შეასწოროთ მობ. ნომერი