ვებ-დეველოპმენტი

ვებსაიტი თუ ვებგვერდი - ტერმინების ეტიმოლოგია

ვებსაიტი თუ ვებგვერდი - ტერმინების ეტიმოლოგია

2-3 წუთი

ვებსაიტი თუ ვებგვერდი

თავდაპირველად, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ წარმომავლობა, რომელია სწორი ეტიმოლგიურად "საიტი" თუ "ვებსაიტი"?  რომელი ფორმა უფრო სწორია და რატომ. ამისთვის მოდით გავერკვეთ საწყისებში.

ვებსაიტი, ვებგვერდი და საიტი Oxford-ის მიხედვით

​Oxford-ის განმარტებათა ლექსიკონში site / საიტის  შესახებ ვკითხულობთ რომ ის არსებითი სახელია რომელიც თავისი არსებობით სათავეს იღებს გვიანი შუა საუკუნეების ინგლისიდან. ლათინური Situs -ლოკალურ პოზიციებს ნიშნავს და  სამხედრო ტერმინოლოგიის ნაწილი უნდა ყოფილიყო XVI -ის ბოლოდან ეს სიტყვა. დღევანდელ ინგლისურშიც site მეტწილად ფიზიკურ ‘’ადგილს’’ აღნიშნავს.

a place where a building, town, etc. was, is or will be located

the site of a sixteenth-century abbey

The government has announced the proposed site for the airport.

A site has been chosen for the new school.

 on a site Nothing can be built on this site.

 on site All the materials are on site so that work can start immediately.

 at a site The factory will be built at a site to the north of the city.

იგივე Oxford -ის ლექსიკონში website   / ვებსაიტის  შესახებ ვკითხულობთ რომ ისიც ანალოგიურად არსებით სახელს წარმოადგენს და აღნიშნავს კონკრეტული კომპანიის, ორგანიზაციისა თუ სულაც ინდივიდის შესახებ ინტერნეტში არსებული გვერდების ერთობლიობას სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მათ შესახებ.

​A set of pages on the internet, where a company or an organization, or an individual person, puts information.

 

საიტი და ქართული ვიკიპედია 

ქართულ ვიკიპედიაზე საიტის განმარტება ასეთია :

საიტი — ვებგვერდების, სურათების, ვიდეოების და ა. შ. ერთობლიობა, რომელიც ატვირთული არის ერთ ან რამდენიმე სერვერზე და რომელიც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია ინტერნეტით, ტელეფონით. HTTP/HTTPS პროტოკოლის საშუალებით.

ხოლო ვებსაიტის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ლექსიკონში წერია რომ ის -‘’ ვებგვერდების ერთობლიობა’’ -ს წარმოადგენს.

აქედან შეიძლება დავასკვნათ რომ მართებულია ვებსაიტი და არა საიტი, მაგრამ ქართულ ენაში, ენის დაცვის მიზნით ხშირად იყენებენ სიტყვა ვებგვერდსაც.

მოდით გავარკვიოთ რას წარმოადგენს ვებგვერდი ქართული ვიკიპედიის მიხედვით

ვებგვერდი — საიტის შემადგენელი ნაწილი. იგი წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს და შეიცავს ჰიპერტექსტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტის მოძიება და კავშირი.[1] ყველაზე ხშირად საიტი დაწერილია HTML ან XHTML ვებ პროგრამირების ენაზე და ხელმისაწვდომია ვებბრაუზერის საშუალებით.

ვებგვერდზე შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია: ტექსტი, სურათები, ვიდეოები, მედია ფაილები და ა.შ. ასევე სხვადასხვა სახის სკრიპტები (ჯავასკრიპტი, VB სკრიპტი და ა.შ). როგორც წესი, ვებგვერდზე ასევე განთავსებული სხვა ვებგვერდების მისამართები (ბმულები).

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით კი ვებგვერდი -‘’ ქსელური გვერდი’’-ა.

ქართულ ენაზე არსებული ინფორმაციითაც შეგვიძლია დავასკვნათ რომ ვებგვერდი ვებსაიტს არ ნიშნავს, ის ვებსაიტის მხოლოდ ერთი გვერდის სახელწოდებად შეიძლება გამოვიყენოთ, ვებსაიტი ვებგვერდების ერთობლიობას წარმოადგენს.

მაშასადამე სწორია- ვებსაიტი და არა საიტი, ვებსაიტი და არა ვებგვერდი, თუმცა ვებგვერდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგრამ ვებსაიტის მხოლოდ ერთი გვერდის სახელწოდებად.

საიტის შექმნა თუ საიტის დამზადება?

მას შემდეგ რაც გავარკვიეთ რომ ვებსაიტი და არა საიტი, უნა გავარკვიოთ რომელი ფორმაა სწორი- ვებსაიტის შექმნა თუ ვებსაიტის დამზადება?

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ძველი ქართული ენის შეერთებულ ლექსიკონში შექმნა განმარტებულია როგორც

ქმნა, გაკეთება, დამტკიცება, და მზადება, შეთხზვა; „აღზელა“; გახდომა (ი. ა.) დაარსება, წარმოქმნა, გადაქცევა, დაწყება.

 

მარტივად რომ ვთქვათ - ღმერთმა სამყარო 7 დღეში შექმნა, შემდეგ დაისვენა და ვებსაიტის დამზადება  ვებ დეველოპერებს მიანდო!

 

რატომ ძვირდება GE დომენი 66,6(6)%-ით?

რატომ ძვირდება GE დომენი 66,6(6)%-ით?

2-4 წუთი

როდიდან და რამდენად ძვირდება .GE დომენი?

ge დომენი გაძვირდა 30 ლარის ნაცვლად გახდა 50 ლარი

.GE სტანდარტული დომენების წლიური ღირებულება 2024 წლის 1 მარტიდან 66,6(6)%-ით იზრდება და მისი საფასური 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი ხდება.

*სტატიის ფარგლებში ტერმინ "დომენის გაყიდვაში"  ვგულისხმობთ დომენის რეგისტრაციას ან მის განახლებას 1 წლის ვადით.

 


თუ თქვენ .GE დომენის მფლობელი ხართ, ინბოქსთან ერთად შეამოწმეთ ელ-ფოსტის სპამ საქაღალდეც, სადმე აუცილებლად მიიღებდით ქვემოთ წარმოდგენილი სქრინშოთის მსგავს შეტყობინებას, რომელიც გვატყობინებს მომსახურების ფასების ცვლილებს.

GE დომენი გაძვირდა 50 ლარი

აღსანიშნავია, რომ ამ სქრინშოთის მსგავსად, სხვა რეგისტრატორებიც ცვლილებასთან ერთად გვატყობინებენ "აქციის" შესახებაც, რომლის არსიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. ვინაიდან, "აქციის" არსი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხევვაში მომსახურებას გაგვიწევენ ძველი (ანუ არა გაძვირებული) ფასით.

 

ვინ გასაზღვრავს .GE დომენის ფასებს?

დღემდე, .GE დომენის ერთადერთ პროვაიდერს კავკასუს ონლაინი წარმოადგენს. 2018 წლიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც "კავკასუს ონლაინს" დაევალა GE დომენის გაყიდვის უფლება მიეცა სხვა კომპანიებისთვისაც. რეგულაციის მიხედვით, კავკასუსი ვალდებულია რეგისტრატორ კომპანიებთან გააფორმოს ერთნაირი ტიპის, სტანდარტული ხელშეკრულებები, რომლის პირობებიც საჯაროა. 

ამჟამად (3 თებერვალი 2024წ.) "კავკასუსი" რეგისტრატორებს .GE დომენს აწვდის 28 ლარად (თუ რეგისტრატორი წინასწარ იყიდის მრვალ დომენს ერთად, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისი თვითღირებულების 20 ლარამდე შემცირება). რეგისტრატორების უმრავლესობა .GE დომენებს 30 ლარად ჰყიდის (არსებობენ გამონაკლისებიც, მაგ. registrator.ge-ს  ანალოგიური სერვისის ტარიფია 40 ლარი).

რეგისტრატორთა მხარდასაჭერად უნდა აღინიშნოს რომ ისინი 2024 წლის 1 მარტამდე მუშაობას აგრძელებენ მინიმალურ მარჟაზე და მხოლოდ 7%-იანი ფასნამატით (2 ლარი) ჰყიდიან სტანდარტულ .GE დომენს. 

პასუხი კითხვაზე, გაიზარდა თუ არა .GE დომენის თვითღირებულება რეგისტრატორებისთვის უცნობია. თუმცა, დანართი რომელშიც გაწერილია .GE დომენის მიწოდების ფასები, ჯერ-ჯერობით არ განახლებულა. 

კავკასუსუსის მიერ რეგისტრატორებისთვის სერვისის მიწოდების ტარიფები უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ხელშეკრულების #3 დანართში (იხ. დოკუმენტი PDF)

ასევე აღსანიშნავია, რომ .GE სერვისების ფასების რევიზიის შესახებ არაფერია ნათქვამი CCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს უკანასკნელ (რიგით მეორე) სხდომის განსახილველ საკითხებში.

 

ამრიგად, თუ კავკასუსს არ შეუცვლია ტარიფები და ხელშეკრულების დანარჩენი პირობებიც უცვლელად დარჩება, მაშინ რეგისტრატორები, 7%-ის ნაცვლად, შეძლებენ სტანდარტული .GE დომენი 78%-იან ფასნამატით გაყიდონ.

78%-იანი ფასნამატი უკვე ძალიან მიმზდველად გამოიყურება და იმედი გვაქვს ეს გაზრდის რეგისტრატორთა კონკურნციას. თავისუფალი კონკურნცია კი ისევე გააჯანსაღებს GE დომენის შეძენის ფასებს როგორც ეს სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ხდება.

 

 

სულ რამდენი .GE დომენის რეგისტორია საქართველოში?

ge დომენის რეგისტრატორები
Credit: nic.ge

 

საქართველოში ამ მოენტისათვის სულ გვყავს .GE დომენის 20 რეგისტრატორი

რეგისტრატორთა განახლებადი სია

 

რა ღირს ადგილობრივი დომენები სხვა ქვეყნებში?

ევროპის პოპულარული ქვეყნების ccTLD-ები, როგორიცაა .de (გერმანია), .uk (გაერთიანებული სამეფო) და .fr (საფრანგეთი): დომენების რეგულარული ღირებულება ძირთადად 10$-იდან 20$-მდე მერყეობს. თუმცა მაღალი კონკურენციის წყალობით თქვენ შეგიძლიათ ისინი უფრო დაბალ ფასადაც შეიძინოთ.


ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ბიუჯეტური რეგისტრატორია Dynadot.com, სადაც ამ მომენტისთვის როგორც სქრინზე ხედავთ გაერთიანებული სამეფოს (.uk) დომენის შეძენა 6,5$-ად, ხოლო პოლონოური (.pl) და გერმანული (.de).

საინტერესოა რომ ასევე 5,5$-ად/წელიწადში შეგიძლიათ შეიძინოთ ევროზონის დომენი (.eu

de, eu, uk, pl, დომენები

ვინაიდან დასავლური ბაზარი თავისუფალია, ზოგიერთ უცხოურ რეგისტრატორს აქვს აქციები, რომლის ფარგლებშიც საშუალება გეძლევათ 1$-ად ან სულაც უფასოდ შეიძინოთ დომენს 1 წლის ვადით (მაგალითისთვის იხილეთ სქრინი, შესაბამისი ბმულით)

 

ბრიტანული .uk დომენი უფასოდ, ქართული .ge დომენი 50 ლარად!

თუ ბრიტანული .uk დომენის შეძენა გსურთ გაგიმართლათ, ახლა ის უფასოა! (იხ. სააქციო ბმული), თუ ქართული .ge დომენის შეძნა გსურთ იჩქარეთ, ის მალე გაძვირდება :) 

uk domain free დომენი უფასოდ

 

რომელი ქვეყნის დომენებია ყველაზე ძვირი?

შეიძლება ახლა უცნაური გრძნობა გაქვთ, რადგან გახსენდებათ რომ ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita) რამდენჯერმე მეტია საქართველოსთან შედარებით და ფიქრობთ, რომ შესაბამისად ლოკალური .ge დომენით საქართველოში მიღებული საშუალო სარგებელიც რამდენჯერმე მცირე იქნება ვიდრე ბრიტანეტში .uk დომენით მიღებული შემოსავალი. 

თუ ასე ფიქრობთ, აბსოლუტურად მართალი ხართ, თუმცა საპირწონედ გეტყვით რომ იმავე დიდი ბრიტანეთის კუთვნილ ტერიტორიებს ინდოეთის ოკეანეში რომელიც ცნობილია აბრევიატურით BIOT (British Indian Ocean Territory) გააჩნია საკუთარი დომენი დაბოლებით .io რომლის რეგისტრაციის ფასი სხვადასხვა რეგისტრატორებთან 40$-100$ ფარგლებში მერყეობს. 

დაახლობით იმავე საფასო ზღვრებში მერყეობს ასევე ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიული ერთეულის Anguilla-ს ლოკალური .ai დომენი 90$-200$ შუალედშია და მათი ფასი პერიოდულად იზრდება.

ფასების მხრივ ასევე გამორჩელია ბრიტანეთის კიდევ ერთი სამეფოს - ტუვალუს Tuvalu (ყოფილი ელისის კუნძულები) ლოკალური დომენი - .tv მისი ფასები 20-50$ დოლარის ფარგლებშია.

 

გაინტერესებთ რატომ ღირს ასეთი ძვირი ეს დომენები?

ცხადია მათი ფასების სიძვირე არ უკავშირდება ლოკალურ პაწაწინა ტერიტორიულ ერთეულებს და ეს ccTLD-ები მათი გლობალური მნიშვნელობის გამო ფასობენ. კერძოდ:

.TV დომენი (20-50$) -  მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ასოცირდება ტუვალუსთან, .tv დომენი მალევე გახდა სასურველი არჩევანი ტელევიზიის, სტრიმინგის სერვისებისა და ვიდეო კონტენტის ვებსაიტებისთვის.

.IO დომენი (40$-100$) - ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებს შორის "Input / Output" ასოციაციის გამო. შესაბამისად, ტექნოლოგიურ კომპანიებს მოსწონთ რომ .io დომენს აქვს უფრო მაღალი ფასი, რომელიც როგორც წესი, იწყება დაახლოებით $60-დან $100-მდე წელიწადში რეგისტრაციისთვის.

.AI დომენი (70$-200$) - ხელოვნური ინტელექტის კომპანიებისა და პროექტების მიმართ მიმზიდველობის გათვალისწინებით, .ai დომენი ძალიან მოთხოვნადი გახდა, რითაც აიხსნება მისი მაღალი ფასი.

 

მოკლედ, რეალობა ასეთია - .GE დომენის საფასური მარტიდან 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდვია!

 

დომენის შერჩევა თქვენი ბიზნესისთვის

დომენის შერჩევა თქვენი ბიზნესისთვის

2-3 წუთი

დომენის შერჩევა იმაზე მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე ის თუ როგორ გამოიყურება უბრალოდ URL ბრაუზერში. დომენი თქვენი ბიზნესის ბრენდინგის და SEO-ს ნაწილია რომელიც შესაბამისად  და ღირსეულად უნდა წარმოადგენდეს მას ვებ სივრცეში. რა თქმა უნდა დომენის შერჩევისას ბევრი თავსატეხის წინაშე შეიძლება დადგეთ მაგრამ არის მნიშვნელოვანი საკითხრები რომელთა გათვალისწინებათ ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ. 

დომენის შერჩევა

 

დომენის შერჩევა - ძირითადი საკითხები 

დომენის შერჩევა გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც უნდა დასვათ 3 მნიშვნელოვანი კითხვა:

 

  • თქვენი დომენის სახელის გაგონებისას რა გსურთ რომ იგრძნოთ თქვენმა პოტენციურმა მომხმარებელმა?
  • შერჩეული დომენი ასახავს თუ არა ყველა იმ პროდუქტსა თუ სერვისს რასაც თავაზობთ მომხმარებელს?

  • ბრენდულ სახელწოდებაზე აკეთებთ აქცენტს თუ SEO ქივორდის გამოყენება გსურთ დომენის არჩევისას? (ამ კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად გაკეთებული საქმის ნახევარია)

 

1. მოკლე, კეთილჟღერადი და დამახსოვრებადი 

თუ დომენის სახელში გსურთ რომ ბრენდის სახელი ფიგურირებდეს, რებრენდიგს კიდევ არ გეგმავთ ისღა დაგრჩენიათ დაარეგისტრიროთ სახელი დომენად. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ დომენის  სახელი უნდა იყოს : 

  • 15 სიმბოლოზე ნაკლები
  • კეთილჟღერადი
  • დამახსოვრებადი
  • ასოციაციების გამომწვევი

 

2. დომენის შერჩევისას მოერიდეთ სიმბოლოებს და ციფრებს

ადამიანები მუდმივად არასწორად წერენ სიტყვებს, რთული დომენი და ჩახლართული კომბინაციები კიდევ უფრო გაურთულებთ მათ საქმეს ამით კიდევ თქვენი საქმე დაზიანდება. ციფრების და სიმბოლოების არ გამოყენება დომენის სახელწოდებაში თქვენ დომენს Mobile friendly -ად გაქცევთ, რადგან მათი აკრეფვისას გიწევთ ალფავიტიდან ნომრებზე გადართოთ რაც  ცალკე დისკომფორტია. ამგვარად აუცილებელია თავიდან აიცილოთ:

  • ციფრებისა და სიტყვების კომბინაციები: c00l-d0main.com
  • დეფისები: cool-domain.com
  • აბრევიაციები: coolest-domain4u.com
  • გამეორებადი ასოები: coolesttopdomain.com

უნდა აღინიშნოს რომ ამ წესს აქვს გამონაკლისი იმ შემთხვევაშ თუ თქვენი ბრენდის სახელწოდება შეიცავს ციფრს მაშინ ამ წესს აუცილებლად ივიწყებთ!

 

3. დომენის შერჩევა ქართული ბიზნესისთვის .ge  

ქართულ ბაზარზე მყოფი ბიზნესისთვის უმჯობესია თუ .ge დომენს გამოიყენებს რატომ?

პასუხია: SEO

ჩატვირთვა? რომელია მთავარი უპირატესობა რატომ?

თუმცა თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოყენოთ .co;  .shop; .co;  .store; .trade; .study და აშ დომენებიც რომელთა არჩევანიც უზარმაზარია და შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>

 

4. დომენის შერჩევა SEO ქივორდის მიხედვით

თუ თქვენი ბრენდის სახელწოდება და საქმიანობის სფერო გაძლევთ საშუალებას აუცილებლად დომენის შერჩევა აუცილებად მოახდინეთ SEO ქივორდის მიხედვით. თქვენს ნიშაში ეს ერთი დიდი ნაბიჯით წინ წაგწევთ თქვენ კონკურენტებთან შედარებით. მაგალითად:

  • Sunday + apparel = sundayapparel.com
  • Diane’s candles = dianescandles.com or candlesbydiane.com
  • Cosmik masks = cosmikmasks.com

 

5. გამოიყენეთ დომენის გენერატორი ისპირაციისთვის

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დომენის ონლაინ გენერატორები რომლებიც დაგეხმარებიან ცადოთ ბევრი სხვა და სხვა კომბინაცია აარჩიოთ სასურველი და ცადოთ მისი პოვნა და შეძენა დომეინ რეგისტრატორებთან.

  1. Namecheap 

  2. GoDaddy 

  3. Domain.com 

  4. Bluehost 

  5. NameMesh 

  6. Lean Domain Search 

  7. Bust a Name 

  8. Panabee 

  9. DomainWheel 

  10. Instant Domain Search 

 

6. სასურველი დომენის გამოკვლევა

მას შემდეგ რაც დაასრულებთ დომენის შერჩევას, ფავორიტი ვარიანტების არჩევის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ თავისუფალია თუ არა შესაძენად თქვენი სასურველი დომენი ამის გაკეთებას კი შეძლებთ ამ საიტზე >>> WHOIS lookup 

საბოლოო გადაწყვეტილებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ რომ სხვა ბიზნესი არ იყენებს იგივე სახელს სოციალურ ქსელებში, ასევე აუცილებლად დაგუგლეთ და დარწმუნდით რომ არანაირი წინაღობა არ შეგხვდებათ თუ სასურველ დომენს შეიძენთ!

 

დომენის შერჩევის შემდეგ თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სერვისები:

საიტის დამზადება და SEO ოპტიმიზაცია

 

Wocommerce თუ Shopify?

Wocommerce თუ Shopify?

2-3 წუთი

Wocommerce vs Shopify

 

WooCommerce, ეს არის Wordpress-ის ოფიციალური უფასო e-Commerce პლაგინი, რაც გაძლევს საშუალებას  შექმნა ონლაინ მაღაზია ვორდპრესის ძრავზე.

 

Woocommerce -ის პლუსები

 

  • უფასო ღია რესურსი: ვუკომერსის ჩამოწერა და გამოყენება უფასოა, რომელიც უდიდეს პლუსს წარმოადგენს იმ ბიზნესთათვის რომლებთაც მცირე ბიუჯეტი გააჩნიათ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც რომ ვუკომერსი უფასო ღია რესურსია, რომელიც მუდმივად ახლდება ქომიუნითში მყოფი დეველოპერების მიერ.

  • მარტივად გამოყენებადი: ვუკომერსს აქვს user-friendly ინტერფეისი, რომელიც მის გამოყენებას და მენეჯირებას ამარტივებს. მისი გამოყენება ასევე მარტივია როგორც დამწყები პროგრამისტების ისე კოდის წერის სრულიად უცოდინარი ადამიანებისთვისაც.

  • სიძლიერე და მრავალხრივობა: ვუკომერსის გამოყენება შეგიძლია მრავალფეროვანი ტიპის და კატეგორიის როგორც ფიზიკური  ისე ციფრული პროდუქტების გასაყიდად ონლაინ. მისი მოქნილობის წყალობით  მაღალია მორგებადობის ხარისხიც.

  • მასშტაბურობა: ვუკომერსის საშუალებით შეგიძლიათ მოემსახუროთ ნებისმიერი რაოდნობის კლიენტებს ონლაინ, იმიტომ რომ მას შეუძლია გაიზარდოს თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად.

  • ნებისმიერი გაფართოვების მქონე ფუნქციონალის დამატების შესაძლებლობა: პლუსი რომლითაც მისი ბევრი კონკურენტი ვერ დაიკვეხნის.

 

 

Woocommerce-ის  მინუსები

 

  • ტექნიკური ცოდნის საჭიროება: ვუკომერსის გამოყენება და ინსტალაცია კი მარტივია მაგრამ მისი გამართვა და კონფიგურაცია გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას მაინც მოითხოვს, ამიტომ შესაძლებელია დაგჭირდეთ კომპეტენტური დეველოპერის დახმარება / დაქირავება.

  • შეიძლება იყოს ნელი: ვუკომერსი შეიძლება იყოს ნელი თუ არ იყენებ კარგად ოპტიმიზირებულ ჰოსტინგ პროვაიდერის სერვისს / სერვერს. თუ საიტზე დიდ ტრაფიკს ელი, მაშინ გჭირდება რომ სწორად და კარგად აარჩიო პროვაიდერი რომელიც შენ საიტს დაგიჰოსტავს.

  • უსაფრთხოების შეზღუდული დიფაულთ ხელსაწყოები: იმისთვის რომ თქვენი ვუკომერს საიტი იყოს უსაფრთხო და დაცული აუცილებელია რომ მასზე დაყენდეს დამატებითი დაცვა, პლაგინებისა და სხვა გაფართოებების მქონე ფუნქციონალის სახით.

 

Shopify ეს არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა რომელიც  ნებისმიერი ზომის ბიზნესს აძლევს საშუალებას  გაყიდოს თავისი პროდუქტი თუ სერვისი ამ პლატფორმაზე დამზადებული ონლაინ მაღაზიების საშუალებით.

 

Shopify-ის პლუსები

 

  • მარტივად გამოყენებადი: შოპიფაის drag-and-drop ინტერფეისი ამარტივებს მისი გამოყენებისა და მენეჯირების პროცესს ნებისმიერი კომპტენციის მქონე ადამიანისთვის.

  • ხელმისაწვდომობა: შოპიფაი მომხმარებელს თავაზობს მრავალფეროვან არჩევანს გადახდის თვალსაზრისითაც, შენ შეგიძლია იყიდო შენ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. არც მეტი არც ნაკლები. 

  • მასშტაბირებადი: შოპიფაი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი ზომის  ბიზნესმა, სტარტაფმა თუ მეწარმემ. 

  • დიზაინების უდიდესი არჩევანი: შოპიფაიზე თქვენ გაქვთ ნებისმიერი ინდუსტრიისთვის გამიზნული და მორგებადი დიზაინების უდიდესი არჩევანის შესაძლებლობა.

  • აპლიკაცია:  შოპიფაის აქვს APP Store აპლიკაცია რომლის გამოყენებაც გიმარტივებთ თქვენი მაღაზიის გამოყენებას და მართვას.

  • 24/7 საფორთი: შოპიფაი გთავაზობთ ტექნიკურ საფორთს 24 საათის მანძილზე კვირაში 7 დღე. 

 

 

Shopify-ის მინუსები

 

  • ტრანზაქციების საკომისიო: შოპიფაის ტრანზაქციების საკომისიო 3%-ს წარმოადგენს, ეს ფასი თქვენი ბანკებთან ურთიერთობის მიხედვით იცვლება და შეიძლება ავიდეს  6% მდეც კი.

  • მორგებადობის ლიმიტირებულობა: ადამიანთა გარკვეული წრისთვის შოპიფაის ქასთმიზაციის ხარისხი ძალიან დაბალია რადგან ლიმიტირებული ხარ დიზაინების მორგების პროცესში, კოდურ ჩარევებს კი ვერ ახორციელებთ. ეს ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა.

  • მესაკუთრეობა: შოპიფაიზე დამზადებული საიტი შენია მანამ სანამ მის საფასურს იხდი. საიტის სრულფასოვნად გადატანა სხვა სერვერებზე შეუძლებელია განსხვავებით ვუკომერსისა.

  • ფასიანი პლაგინები და API ები: პრემიუმ პაკეტის გამოყენებისას პლაგინებისა და სხვა და სხვა გაფართოებების გამოყენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

  • ჩატვირთვის სისწრაფე: შოპიფაის დაბალფასიანი პაკეტების შეძენის შემთხვევაში, საიტის სისწრაფე ძალიან დაბალია რომელიც ჯამში SEO რანკინგზეც აისახება.

 

რომელი, Woocommerce თუ Sopify?

როგორც ვუკომერსი ისე შოპიფაი წარმოადგენენ მძლავრი ელექტრონული კომერციის პლატფორმებს რომლებიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს აძლევენ საშუალებას გაყიდონ ონლაინ. გაყიდონ ყველაფერი. 

 

WooCommerce კარგი არჩევანია თუ:  

  • გსურს მოქნილი და მორგებადი პლატფორმა: პლაგინებისა და API ების გამოყენების შესაძლებლობა ვუკომერსს უფრო მორგებად სასურველ კონდიციამდე მიყვანად პლატფორმად აქცევს.
     
  • გესაჭიროება კოდის წერა: პლატფორმის მაქსიმალურად მოსარგებად ხშირად როცა დიდი ფუნქციონალის მქონე საიტს ვქმნით შეიძლება მოგვიწიოს კოდის წერა რისი   შესაძლებლობაც ვუკომერსზე გაგვაჩნია.


Shopify კარგი არჩევანია თუ:

  • გსურთ მარტივად გამოყენებადი პლატფორმა: შოპიფაის drag-and-drop ინტერფეისი გაძლევთ საშუალებას უმარტივესად დაამზადოთ ონლაინ მაღაზია
    .
  • იდეიდან საქმემდე გზა: გსურთ რომ გაიმარტივოთ და აასწრაფოთ.

  • ტექნიკური მხარდაჭერის კომფორტულობა: თქვენ პრიორიტეტშია.

 

    მარტივად - სტატისტიკა რომელიც მეტყველებს

 

 

 

👉Wordpress VS Wix

Wordpress თუ Wix ?

Wordpress თუ Wix ?

2-4 წუთი

ამ ბლოგში განვიხილავთ Wordpress -ისა  და  Wix -ის პლუსებსა და მინუსებს, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში სწორი არჩევანის გაკეთება არავის გაუჭირდეს.

Wordpress ეს არის ღია რესურსი (open-source), უფასო კონტენტის მართვის სისტემა (content management system) იგივე CMS - ძრავი, რაზეც ხდება საიტის სასურველი ფუნქციონალისა და დიზაინის აწყობა. მარტივად რომ ვთქვათ ამ ბაზის განთავსება ხდება თქვენსავე ნაქირავებ ან საკუთრებაში მყოფ სერვერზე რასაც Hosting-ს ვეძახით.

საიტის დამზადების ხარჯი ასეთ შემთხვევაში შედგება: Domain /დომენის ( 30 ლარიდან წელიწადში), Hosting /ჰოსტინგისა (10 ლარიდან თვეში) და საიტის დამზადებისთვის გასაწევი ხარჯებისგან (1000 + ერთჯერადად).  

 

Worpdress -ის პლუსები

 

  • სიმარტივე: ვორდპრესი მარტივად გამოყენებადია დამწყები დეველოპერებისთვისაც. მას user-friendly ინტერფეისი და პლაგინების უსაზღვროდ დიდი არჩევანი აქვს რომლის საშუალებითაც კოდის წერის გარეშე შეგიძლია მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საიტების აწყობა.

  • უფასო, ღია რესურსი: ვორდპრესის ძრავის გამოყენება შეგიძლია უფასოდ. დეველოპერების უდიდესი ქომიუნითი მუდმივად ქმნის და ამატებს საინტერესო და საჭირო პლაგინებსა და დიზაინებს.

  • მოქნილობა: იგი ძალიან მოქნილი პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევს შექმნა მრავალფეროვანი საიტები, ბლოგები, ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალის მქონე საიტები, ონლაინ მაღაზიები და ა.შ.

  • SEO- მეგობრულობა: ვორდპრესზე ძალიან მარტივია სეო ოპტიმიზაცია რადგან იგი SEO-მეგობრული პლატფორმაა.

  • მობილურ-მეგობრულობა: ვორდპრესის თემები და დიზაინები ე.წ. responsive (მორგებულია),  რაც ნიშნავს იმას რომ ისინი კარგად გამოიყურებიან ყველა მოწყობილობაზე, მათ შორის სმარტფონებზეც.

 

მინუსები

 

  • უსაფრთხოება: ვორდპრესი პოპულარული სამიზნეა ჰაკერებისთვის ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვორდპრესზე აგებულ საიტს და პლაგინებს მუდმივად ანახლებდნენ და უწევდნენ სათანადო საფორთს.

  • წარმადობა: სწორად ოპტიმიზაციის გარეშე ვორდპრესის საიტი შეიძლება იყოს ნელი განსაკუთრებით მაშინ თუ საიტზე დიდი ტრაფიკია.

  • პლაგინების კონფლიქტი: მნიშვნელოვანია რომ ვორდპრესის პლაგინების გამოყენებისას საჭიროა ყურადღება მიექცეს მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერების მიერ შექმნილ პლაგინებს, იმისთვის რომ ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდნენ და არ მოხდეს სისტემის პარალიზება.

 

👉 სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში არსებული საიტების 40%-ზე მეტი სწორედ ვორდპრესს იყენებს. უფრო მეტი ვორდპრესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში.

 

რას წარმოადგენს WIX?

 

Wix ეს არის პოპულარული ვებსაიტ builder,  რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მარტივად ავაგოთ საიტი კოდის წერის გარეშე. ვიქსი user-friendly  პლატფომაა რომელზეც შეგიძლია მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საიტების აწყობა, როგორც ბიზნეს ისე პირადი საჭიროებებისათვის.

ვიქსზე საიტის ასაწყობად შეგიძლია აირჩიო გადახდის სასურველი შენზე მორგებული სტრატეგია, საიტების ფასი იწყება თვეში 9$ დან, ბიზნეს VIP  გეგმის შეძენა შესაძლებელია  35$. შესაძლებელია კორპორატიული გეგმის შემუშავება და სასურველ ფუნქციონალსა და დიზაინზე მუშაობაც რომლის ყოველთვიური ფასიც რა თქმა უნდა განსხვავებული იქნება სხვა პაკეტების ფასისგან.

საიტის აგება ვიქსზე უმარტივესია მისი drag-and-drop ინტერფეისის გამო. მასში გარკვევა და საიტის აწყობის პროცესი ინტუიტიური და ნაკლებად შრომატევადია.

 

Wix-ის პლუსები

  • სიმარტივე: ვიქსის ინტუიტიური drag-and-drop ინტერფეისი ამარტივებს საიტის დამზადების პროცესს ნებისმიერი ტექნიკური უნარების მქონე ადამიანისთვის.

  • მოქნილობა: ვიქსს გააჩნია დიზაინებისა და ვიჯეტების  და მათი მორგების მრავალფეროვანი არჩევანი.

  • მასშტაბურობა: ვიქსი cloud-based ინფრასტრუქტურაა, რომელსაც შეუძლია თავი გაართვას დიდ ტრაფიკს და ბიზნესის მზარდ საჭიროებებს.

  • მობილურ-მეგობრულობა: ვიქსი ისე როგორც ვორდპრესი ნებისმიერ გაჯეტზე მარტივად მორგებადი პლატფორმაა.

 

მინუსები

 

  • ლიმიტირებული მორგებადობა: ვიქსი არ არის იმ დონეზე მორგებადი როგორც სხვა ვებსაიტ ბილდერები.

  • ლიმიტირებული მეხსიერება: ვიქსის მეხსიერება ლიმიტირებულია ყველაზე მაღალფასიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაშიც კი.

  • არაგადატანადობა: შენ არ შეგიძლია გადაიტანო შენი საიტი ვიქსის პლატფორმიდან სხვა სერვერზე.

  • პლაგინებისა და API-ების შეზღუდულობა: შენ არ შეგიძლია გამოიყენო იმდენი და იმ საჭიროების
    პლაგინები რამდენიც გჭირდება საიტის სრული ფუნქციონალისთვის, ანუ უნდა დაჯერდე ვიქსის მიერ ოფიციალურად შემოთავაზებული პლაგინების რაოდენობას და ხარისხს. 

  • წარმადობა: ვიქსის ზოგიერთი პაკეტის ყიდვის შემთხვევაში შეიძლება მასზე აწყობილი საიტი იყოს ნელი.

 

👉მსოფლიო საიტების მხოლოდ 2.6 % იყენებს ვიქსის პლატფორმას.

 

 

რომელი?  Wordpress თუ Wix ?

Wix vs Wordpress


ვორდპრესი კარგი არჩევანია თუ:

  1. გსურთ მაღალი მორგებადობის მქონე ვებსაიტის შექმნა.

  2. თუ გსურთ შეუზღუდავი პლაგინებისა და API- ების გამოყენება.

  3. გსურთ SEO ოპტიმიზირებული ვებსაიტი.

  4. ფლობთ ტექნიკურ უნარებს ან იცნობთ მათ ვისაც შეუძლიათ კოდის წერა.

  5. იხდი ერთჯერადად და საიტი შენ მფლობელობაშია მუდმივად.



Wix კარგი არჩევანია თუ:

  1. თქვენ ხართ დამწყები ბიზნესმენი და გსურთ მარტივი საიტის დამზადება რომელსაც თავადვე გამართავთ .

  2. თქვენი ბიზსნეს საჭიროებიდან გამომდინარე სწრაფად გჭირდებათ საიტი.

  3. გსურთ საიტის დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანი.

  4. თქვენ ფლობთ ისეთ ბიზნესს რომლის საიტსაც არ ჭირდება მორგებადობის მაღალი ხარისხი.

  5. იხდი ყოველთვიურად მანამ სანამ გჭირდებათ ვებსაიტი.

 

ამგვარად, ვორდპრესი თუ ვიქსი?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ თემაზე არ არსებობს. გააჩნია საჭიროებას და სიტუაციას. არჩევანი კი თქვენზეა 🧐