საიტის დამზადება | ვებ-საიტის შექმნა
საიტის დამზადბა ჩვენთან ნიშნავს არა უბრალოდ ლამაზ დიზაინს, არამედ გაყიდვების მძლავრ, 24/7-ზე მომუშავე ინსტრუმენტს თქვენი ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, თქვენი ციფრული ვიტრინა გახდეს მომხმარებლების მოზიდვის, ნდობის მოპოვებისა და შემოსავლის ზრდის გარანტია.
უფასო კონსულტაცია
თქვენი ვებ-გვერდი ზრდის თქვენს ბიზნესს
მსოფლიოში პირველი ვებ-საიტის 1991 წელს ცერნში Tim Berners-Lee-მ შეძლო.
დღეს 30+ წლის შემდეგ, თუ კი ბილ გეიტს დავუჯერებთ,
„თუ თქვენს ბიზნესს არ აქვს საიტი, მაშინ თქვენ არ გაქვთ ბიზნესი“
თანამედროვე სამყაროში ვებ-გვერდი აღარ არის უბრალოდ "სავიზიტო ბარათი" ინტერნეტში. ის არის მძლავრი, დინამიური აქტივი, რომელსაც შეუძლია კარდინალურად შეცვალოს თქვენი ბიზნესის მასშტაბი და მომგებიანობა. პროფესიონალურად შექმნილი საიტი არ არის ხარჯი, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც გიხსნით შემოსავლის მიღების სრულიად ახალ შესაძლებლობებს.
შესაძლებლობა №1: წვდომა შეუზღუდავ ბაზარზე
თქვენი ფიზიკური ოფისი ან მაღაზია ლოკაციითაა შეზღუდული. თქვენი ვებ-გვერდი კი ხელმისაწვდომია ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს პროდუქტს ან სერვისს ეძებს მომხმარებელი თბილისში, ბათუმსა თუ ქუთაისში. გამართული საიტის საშუალებით, თქვენ მათთვის ისევე ხელმისაწვდომი ხართ, როგორც მათ ქუჩაზე მდებარე კომპანია. თქვენ აღარ ხართ დამოკიდებული მხოლოდ ადგილობრივ კლიენტებზე; თქვენი ბიზნესი ღიაა მთელი ქვეყნისთვის.№2: გაყიდვების პროცესის ავტომატიზაცია
წარმოიდგინეთ გაყიდვების მენეჯერი, რომელიც არასდროს იღლება, არ სძინავს და შეუძლია ერთდროულად ათასობით კლიენტს მოემსახუროს. სწორედ ეს არის თქვენი ვებ-გვერდი. ის ავტომატურად აწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას, პასუხობს მათ პირველად კითხვებს თქვენი სერვისების აღწერით, აგროვებს დაინტერესებული პირების (ლიდების) საკონტაქტო ინფორმაციას და ონლაინ-მაღაზიის შემთხვევაში, პირდაპირ ახორციელებს გაყიდვას. ეს ათავისუფლებს თქვენს დროს და რესურსს, რათა ფოკუსირდეთ ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაზე.№3: ბრენდის ავტორიტეტისა და ნდობის მოპოვება
როდესაც პოტენციური კლიენტი თქვენს პროფესიონალურ, ინფორმაციულ და ვიზუალურად დახვეწილ საიტს სტუმრობს, ის ქვეცნობიერად იღებს სიგნალს, რომ თქვენ საიმედო და თავისი საქმის ექსპერტი კომპანია ხართ. კარგად დაწერილი ბლოგი, წარმატებული პროექტების პორტფოლიო და კმაყოფილი მომხმარებლების შეფასებები ამყარებს ამ ნდობას. შედეგად, კლიენტი ბევრად მარტივად იღებს გადაწყვეტილებას თქვენთან თანამშრომლობის სასარგებლოდ, ვიდრე იმ კონკურენტთან, რომელსაც ან არ აქვს საიტი, ან აქვს მოძველებული და არასანდო ვერსია. მეტი ნდობა = მეტი გაყიდვა.✅ თქვენი შესაძლებლობა:
მიიღეთ დამატებითი შემოსავალი ვებ-გვერდი გაძლევთ უნიკალურ შანსს, შექმნათ შემოსავლის სრულიად ახალი წყაროები, თქვენი ძირითადი საქმიანობის პარალელურად. მაგალითად:- საკონსულტაციო ბიზნესს შეუძლია გაყიდოს ონლაინ კურსები ან ვებინარები.
- სერვისის მიმწოდებელს შეუძლია შექმნას და გაყიდოს ციფრული პროდუქტები (გაიდები, თარგები, ჩეკ-ლისტები).
- ფიზიკურ მაღაზიას შეუძლია გახსნას სრულფასოვანი ონლაინ-მაღაზია და გაყიდოს პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- მაღალი ტრაფიკის მქონე ბლოგს შეუძლია მიიღოს შემოსავალი რეკლამიდან ან პარტნიორული პროგრამებიდან.
თქვენი ვებ-საიტი არის პლატფორმა, რომელიც ამ იდეებს რეალობად აქცევს. ის არ არის უბრალოდ თქვენი ბიზნესის ასახვა, არამედ მისი აქტიური გამრავალფეროვნებისა და ზრდის ინსტრუმენტია.
ვებსაიტის დამზადების სერვისი თქვენი წარმატებისთვის
ჩვენი გუნდი გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც ფარავს საიტის შექმნის ყველა ეტაპს. თქვენ არ გიწევთ რამდენიმე სხვადასხვა სპეციალისტის ძებნა - ჩვენთან მიიღებთ ერთიან, გამართულ სისტემას.
სტრატეგიული UI/UX დიზაინი (მომხმარებლის ინტერფეისი და გამოცდილება)
ეს არ არის მხოლოდ ფერების შერჩევა და ლამაზი შრიფტი. ეს არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობს და მოქმედებს მომხმარებელი. UI (User Interface) არის ის, რასაც მომხმარებელი ხედავს: ღილაკები, მენიუ, ფერები, ფორმები. ჩვენ ვქმნით სუფთა, ინტუიციურ და ესთეტიკურად მიმზიდველ ინტერფეისს. UX (User Experience) არის ის, თუ რას გრძნობს მომხმარებელი საიტთან ურთიერთობისას. ჩვენი UX დიზაინერები აანალიზებენ მომხმარებლის გზას (User Journey), ქმნიან ლოგიკურ სტრუქტურას (Wireframes) და პროტოტიპებს, რათა ყოველი კლიკი იყოს მარტივი, გასაგები და მიგიყვანოთ მთავარ მიზნამდე - კონვერსიამდე.
საიტის აწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით (Development)
დიზაინის კონცეფციას ვაქცევთ ცოცხალ, ფუნქციონალურ ვებ-გვერდად. ჩვენი დეველოპერები იყენებენ უახლეს და აპრობირებულ ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყონ მაქსიმალური სისწრაფე და უსაფრთხოება. იქნება ეს კორპორატიული საიტი WordPress-ზე, კომპლექსური პორტალი Laravel-ზე თუ ინტერაქტიული აპლიკაცია React-ზე, ჩვენ ვწერთ სუფთა, მასშტაბირებად და ოპტიმიზირებულ კოდს.
ფუნდამენტური SEO ოპტიმიზაცია
საიტი, რომელსაც Google ვერ პოულობს, იგივეა, რაც მაღაზია უკაცრიელ კუნძულზე. ჩვენ საიტის შექმნის პროცესშივე ვნერგავთ SEO-ს საბაზისო, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ელემენტებს:
სწორი სტრუქტურა: ლოგიკური H1-H6 იერარქია.
On-Page SEO: გვერდების სათაურების (Titles), მეტა-აღწერების (Meta Descriptions) და URL-ების ოპტიმიზაცია.
სურათების ოპტიმიზაცია: Alt ტეგების გამოყენება და ფაილის ზომის შემცირება.
ტექნიკური SEO:
robots.txt
დაsitemap.xml
ფაილების შექმნა,Schema.org
მიკრომონაცემების დამატება და მობილურ ვერსიაზე მორგება. ეს უზრუნველყოფს, რომ საძიებო სისტემებმა სწრაფად და სწორად გაიგონ თქვენი საიტის შინაარსი.
უნაკლო მობილური ადაპტაცია (Responsive Design)
ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ საიტის "შემცირებულ" ვერსიას. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან მობილურ გამოცდილებას. ყველა ელემენტი, ღილაკი, ფორმა და ტექსტი ისეა ადაპტირებული, რომ ნებისმიერი ზომის ეკრანზე მისი გამოყენება იყოს კომფორტული და ეფექტური. ეს არ არის უბრალოდ ტრენდი, ეს არის თანამედროვე სტანდარტი, რომელსაც ჩვენ უმაღლეს დონეზე ვასრულებთ.
მარტივი მართვის პანელი (CMS)
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ უნდა გქონდეთ სრული კონტროლი თქვენს საიტზე. ჩვენ ვაინტეგრირებთ ისეთ პოპულარულ და მარტივად ასათვისებელ CMS (Content Management System) სისტემებს, როგორიცაა WordPress ან Joomla. თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად, რამდენიმე კლიკით შეცვალოთ ტექსტი, ატვირთოთ ფოტოები, დაამატოთ ბლოგ-პოსტები ან მართოთ პროდუქტები, პროგრამისტის ჩარევისა და დამატებითი ხარჯების გარეშე.
რა უნდა ვიცოდეთ საიტის დამზდებადე?
საიტის დამზადება თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია დაფიქრდეთ რამდენმე მნიშვნელოვან საკითხზე რომელთა გარკვევის გარეშე საიტის დამზადების პროცესი იქნება შეცდომებით სავსე რაც ჯამურად აისახება სასურველ შედეგზე. პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ:
განსაზღვროთ ვებსაიტის მიზანი
დააზუსტეთ მიზანი: რისთვის აპირებთ საიტის დამზადებას? პროდუქტების გაყიდვა გსურთ, მომხმარებლისთვის უბრალოდ ინფორმაციის მიწოდება, სერვისების შეთავაზება თუ უბრალოდ კატალოგის ატვირთვა?
მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობა: იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ემთხვევა თქვენი ვებსაიტის მიზანი თქვენი სამიზნე აუდიტორიის პოტენციურ საჭიროებებს, ინტერესებს ან თქვენი პოტენციური მომხმარებლის რომელ პრობლემებას აგვარებს ის.
ჩაატაროთ ბაზრის კვლევა
კონკურენტების ანალიზი: შეხედეთ მსგავს ვებსაიტებს ან ბიზნესს. ვინ არიან მათი მომხმარებლები? რა შეგიძლიათ ისწავლოთ მათი მიდგომიდან მათი აუდიტორიასა და მომხმარებლებზე დაკვირვებით?
ტენდენციები და შეხედულებები: გამოიყენეთ ბაზრის კვლევის ინსტრუმენტები და ანგარიშები, რათა მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ნიშაში მომხმარებელთა ქცევის, პრეფერენციებისა და დემოგრაფიის შესახებ.
შეიმუშავოთ მომხმარებლის ავატარი (Bayer Persona)
შექმენით დეტალური პერსონები: თქვენი კვლევის საფუძველზე შექმენით მომხმარებლის პერსონები, რომლებიც წარმოადგენენ თქვენს იდეალურ მომხმარებლებს. ჩართეთ დემოგრაფია (ასაკი, სქესი, მდებარეობა), ფსიქოგრაფიული (ინტერესები, ღირებულებები) და ქცევითი თვისებები (ყიდვის ჩვევები, ონლაინ ქცევა).
სცენარები და ტკივილის წერტილები: თითოეული პერსონისთვის, ჩამოთვალეთ კონკრეტული სცენარები, სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ვებ – გვერდი და დაადგინეთ მათი სუსტი წერტილები ან გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც თქვენს ვებსაიტს შეუძლია.
მჭირდება თუ არა საიტის დამზადება ჩემი ბიზნესითვის?
მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტს ბევრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ჯერ კიდევ არის რამდენიმე სახის ბიზნესი, რომელსაც შეუძლია წარმატებით იმუშაოს მის გარეშე.
იმისათვის, რომ მარტივად გაარკვიოთ რა პოტენციური სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენთვის ვებ-საიტს. ქვემოთ გთავაზობთ სიას, რომლიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში.
როდის არის საიტის დამზადება საჭირო?
ელექტრონული კომერციის პლატფორმები: ონლაინ მაღაზიები, რომლებიც ყიდიან პროდუქტებს ან მომსახურებას საუკეთესო პირობებით.
სერვისის მიმწოდებლები: ფინანსური კონსულტანტები, იურიდიული მომსახურება, ჯანდაცვის პროვაიდერები, სილამაზის მომსახურება, სახლის შეკეთება და მოვლა და ა.შ.
რესტორნები და კვების სერვისები: მენიუს, დაჯავშნის, ონლაინ შეკვეთისა და მიტანის სერვისებისთვის.
საგანმანათლებლო დაწესებულებები: კერძო სკოლები, კოლეჯები, ტრენინგ ცენტრები, არაფორმალური განათლების პლატფორმები.
ციფრული კონტენტის შემქმნელები: ბლოგერები, ვლოგერები, მხატვრები და ფოტოგრაფები.
ტექნოლოგიური კომპანიები: საკუთარი პროდუქტების, სერვისების საილუსტრაციოდ.
უძრავი ქონების სააგენტოები: ქონების ჩამონათვალი, ვირტუალური ტურები და კლიენტების ჩართულობა.
მოგზაურობა და ტურიზმი: ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და სტუმართმოყვარეობის მომსახურება.
გასართობი ინდუსტრია: კინოთეატრები, ღონისძიებების მენეჯმენტი და ბილეთების პლატფორმები.
პროფესიული მომსახურება: ბუღალტერია, ფინანსური მრჩევლები და მარკეტინგული სააგენტოები.
არაკომერციული და საქველმოქმედო ორგანიზაციები: სახსრების მოზიდვის, ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და საზოგადოების ჩართულობისთვის.
როდის არ არის საჭირო საიტი?
ადგილობრივი საცალო მაღაზიები: მართალია, ონლაინ უკონტაქტო გაყიდვები მომხმარებელს დამატებით კომფორტს სთვაზობს, თუმცა თუ თქვენ ჯერ მხოლოდ ერთი ფილიალი გაქვთ მცირე მარაგის პროდუქციით, შეგიძლიათ დაეყრდნოთ ადგილობირივ რეკლამას და რიგით გამვლელებს.
ფრილანსერები: პერსონალური ვებ-საიტის დამზადება რა თქმა უნდა უფრო სანდოს და პრეზენტაბელურს ხდის ფირლანსერის იმიჯს და დღეისთვის, სწორედ ეს მიდგომა წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას. თუმცა, მათი სამუშაოს ტიპიდან გამომდინარე, ზოგიერთმა შეიძლება გამოიყენოს პროფესიონალური ქსელები ან პლატფორმები.
ადგილობრივი სახელოსნოები / ხელოსნები: თუ თქვენ გაქვთ მანქანების რეცხვის სერვისი, ან მუშაობთ, საათების, ფეხაცმელების შეკეთებაზე, ამ შემთხვევაში ალბათ ჯობია დამატებითი ფინანსები ლოკალურ მარკეტინგზე დახარჯოთ.
ადგილობრივი სერვისის პროვაიდერები: სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები, შეიძლება უფრო მეტად დაეყრდნონ ადგილობრივ რეპუტაციას ან ლიფტებში გამოკრულ განცხადებებს.
საზოგადოების ჯგუფები და კლუბები: დამოკიდებულია მათი ურთიერთობისა და ჩართულობის საჭიროებებზე.
ჰიპერ-ლოკალური ბიზნესი: მცირე უბნის სპეციფიკური ბიზნესი, როგორიცაა კუთხის მაღაზიები და აფთიაქები.
არაფორმალური ან შემთხვევითი სერვისები: ძიძა, სახლის დალაგება და ა.შ. ეყრდნობა ადგილობრივ საზოგადოებას და სიტყვიერად.
სხვა პლატფორმებზე მიმაგრებული ბიზნესები: გამყიდველები რომლებიც ძირითადად იყენებენ პლატფორმებს, როგორიცაა Amazon, eBay, Bolt, Yandex.
ვებ-საიტის დამზადების ვადები და ეტაპები
დღე 1
კოსულტაცია და შეთანხმება, პროექტის დაგეგმვა
კონსულტაცია: კონსულტაციის დროს საფუძვლიანად მოხდება საიტთან დაკავშირებული თქვენი სურვილებისა და საჭიროების შესწავლა, მიზნები, სამიზნე აუდიტორია და კონკრეტული მოთხოვნები.
შეთანხმება: ზეპირი შეთანხმების დოკუმენტირება, ხდება კონტრაქტის შედგენა და მისი დამოწმება ორივე მხრიდან.
სისტემაში რეგისტრაცია: პირველივე დღეს, თქვენ და თქვენი გუნდის წევრები რეგისტრირდებით პროექტების მართვის სისტემაში, სადაც ხდება ძირითდი კომუნიკაცია ჩვენს შორის, აქვე შეძლებთ თვალყური მიადევნოთ თქვენი პროექტის პროგრესს.
დღე 1
დღე 2-3
ვებ-საიტის დიზაინის და ტექნოლოგიების შერჩევა
ვებ-საიტის დიზაინის მაკეტები: ამ ეტაპზე ხდება საიტის დიზაინზე შეთანხმება, ფერთა პალიტრის სქემები, ზოგადი კონცეფციები, მენიუების განლაგება, კონტენტის სქემები და ტიპოგრაფია.
ტექნიკური გეგმა: ეს ფაზა გულისხმობს საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალურ განსაზღვრას, რა ტექნოლოგები (მაგ: React, Angular), CMS-ი (როგორიცაა WordPress, Joomla, Drupal) და პლატფორმები (Laravel, Symfony, Codeigniter) იქნება თქვენი საიტის დასამზადებლად გამოყენებეული.
განხილვა და რევიზიები: ზოგჯერ დამკვეთები ირჩევენ დიზაინის ისეთ კომბინაციას, რომელიც არ არის ოპტიმალური, ამიტომ ხდება დიზაინერთან კონსულტაცია, დეტალების ხელახალი განხილვა და დიზაინის გადასინჯვები.
დიზაინის დამტკიცება: მოცემულ ეტაპზე ხდება დამკვეთი უზრუნველყოფს საბოლოო დიზაინის დამტკიცებას..
დღე 4-5
ვებ-საიტის შექმნის დაწყება და აუცილებელი კონტენტი
ჰოსტინგი და დომენი: თუ უკვე აქვს დამკვეთს შეძენილი დომენი და ჰოსტინგი ხდება მასზე გადატანა, თუ არა, საიტის დამზადება ხდება ჩვენი სატესტო სერვერის გარემოში.
საიტის ლოგო და ბრენდი: დამკვეთი ამ ეტაპზე გვაწვდის ლოგოს, თავისი გუნდის ფოტოებს, ვიდეოებს, საპრომოციო ტექსტს. ასევე, ერთი-ორ ბლოგს ან პრესრესლიზს, რათა მოხდეს კონტენტის სტრუქტურის გამოკვეთა.
დღე 4-5
დღე 6-8
ვებ-საიტის Front-end ძირითადი ელემენტების შექმნა
ვებსაიტის Front-end: პროექტის ამ ეტაპზე დამკვეთი უკვე ნათლად ხედავს შედეგს, მისი ვებსაიტი ვიზუალურად უკვე ჰგავს საბოლოო სახეს. მომხმარებლის ინტერფეისი უკვე გამოიყურება დამტკიცებული დიზაინის შესაბამისად.
Back-end Development: ეტაპი გულიხმობს ტექნიკურ სამუშოებს, რომელიც საჭიროა ფრონტენდზე გამოტანილი ღილაკების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და ასევე ფრონტენდზე განთავსებული კონტენტის სამართავად.
კონტენტის დამატება: დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალების შეავსება
დღე 9-10
მობილურზე მორგება და დამატებითი ფუნქციები
დამატებითი ფუნქციები: გულისხმობს ვებსაიტის ძირითადი ფუნქციების გამრავლეფორვენბას დამატებითი ინტეგრაციით. მაგალითად: სარეგისტრაციო ფორმები, ჩათები, ანალიტკები (Google analytics, Facebook Pixel) და ა.შ.
მობილურზე მორგება: ე.წ. რესპფონსივის (Mobile Responsive) გასწორება და AMP ვალიდაცია (მოთხოვნის შემთხვევაში). ამ ეტაპის ბოლოს, თქვენი ვებსაიტი უკვე გამართულად მუშაობს სხვადასხვა მოწყობილობებზე და ეკრანის განსხვავებულ ზომებზე.
დღე 9-10
დღე 11-12
ვებსაიტის ტესტირება და ხარისხის კონტროლი
ფუნქციური ტესტირების ფაზა: მოწმდება ყველა ფუნქცია, ყველა ფორმა, ღილაკი, მენიუ, ყველა ინტერაქტიული ელემენტი.
შესრულების ხარისხი: მოწმდება საიტის ჩატვირთვოს დრო, დატვირთვა სერვერზე, ქეშირება, ვებსაიტის ფუნქციების თავსებადობა ერთმანეთან და ა.შ..
ბრაუზერებში ტესტირება: მართალია უმრავლსება იყენებს Chrome ბრაუზერს, რის გამოც თქვენი ვებ-საიტი ეწყობა Google Chrome ბრაუზერის სტანდარტების შესაბამისად, თუმცა თავსებადობის ტესტირებას ჩვვენ ასევე ვახდენთ: FireFox, Opera, Safari და Microsoft Edge ვებ-ბრაუზერებში.
დღე 13
ვებსაიტის რევიზია და საბოლოო შესწორებები
საფინალო ცვლილები: ზოგჯერ ხდება რომ დამკვეთი პროექტის მიმდიარეობის პროცესში იცვლის გარკვეულ პოზიციებს და სურს თავდაპირველი გეგმების კორექტირება. ჩვენი გუნდი ცდილობს ყოველთვის მაქსიმალურად მოერგოს თქვენს მოთხოვნებს.
დამკვეთის უკუკავშირი: ვებსაიტის პირველი საფინალო რევიზიის ცვლილებების შემდეგ ხდება საიტის წარდგენა დამკვეთისათვის და ყველა სტეიკჰოლდერისთვის, საბოლოო განხილვისთვის.
საბოლოო შედეგი: ჩვენ ვითვალისწინებთ საბოლოო რევიზიის ელემენტებს და ვახორციელბთ ყველა საჭირო ცვლილებას თქვენი უკუკავშირის საფუძველზე.
დღე 13
დღე 14
გილოცავთ, თქვენი ვებ-საიტი აქტიურია!
ვებ-საიტის გადატანა: მე-14 დღეს ხდება თქვენი ვებ-საიტის გადატანა სატესტო სერვერიდან პროდაქტ სერვერზე.
ვებ-საიტის მონიტორინგი: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ახალ სერვერზე საიტის მუშაობას, რომ ისევე კარგად მუშაობდეს, როგორც სატესტო სერვერზე და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ დაუყონებლივ ვასწორებთ მას.
დამკვეთის ტრენინგი: თუ თქვენ (ან თქვენი გუნდის წევრები რომლებსაც მოუწევთ საიტის მართვა) მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ საიტის მართვაზე, ჩვენი კონსულტანტები აუცილებად ჩაგიტარებენ მინი-ტრენინგს თქვენთვის საჭირო ყველა ფუნქციით დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, როგორც წესი, ეს ძალიან მარტივია, განსაკუთრებით იმ საიტის შემთხვევებში რომლებიც იმართება პოპულარული CMS-ებით (WordPress, Joomla, Drupal)
ტექნიკური მხარდაჭერა: საიტის ჩაბარების შემდგომ, თქვენ რჩებით სისტემაში, სადაც შეძლებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით (როგორც წესი 3-6 თვის ფარგლებში) უფასოდ ისარგებლოთ რეგულარული განახლებებით და ტექნიკური მხარდაჭერით.
საიტის დამზადება - ფასები და ვადები
მომსახურების ფასები და ვადები ზუსტდება ხელშეკრუებლის მიხედვით
მარტივი საიტი
- 1-5 გვერდი
- მარტივი ადმინ პანელი
- ფოტო-ვიდეო გალერაეა
- მობილურზე ოპტიმიზაცია
- სისწრაფის ოპტიმიზაცია
- უფასო ჰოსტინგი - 6 თვე
- უფასო დახმარება - 1 თვე
ონლაინ მაღაზია
- სტანდარტული კატალოგი
- VISA / Master Card გადახდა
- ფასდაკლებების სისტემა
- კუპონების სისტემა
- Google Analytics 4
- Meta Pixel (Facebook)
- SEO ოპტიმიზაცია (საბაზისო)
- უფასო ჰოსტინგი - 1 წელი
- უფასო დახმარება - 2 თვე
PRO სისტემები
- უნივერსალური მართვის სისტემები და მათი მორგება თქვენს ბიზნესზე (AI Agents / Virtual Assistants, Marketing Automation, CRM, PM, RPA, ERP, HRM, CSS და ა.შ.)
- ყველანაირი ჯავშნის სისტმები (სასტუმრო, სალონი, მანქანები და ა.შ.)
- მარკეტფლეისი / მულტივენდორი (ონლაინ მაღაზიების მოლი)
- ონლაინ სწავლების / კურსების სისტემა (ვიდეოები, ტესტები, სერთიფიკატები)
- ფორუმები (სადისკუსიო სივრცე) და სოციალური ქსელები
- ონლაინ კატალოგები (Yellow Pages) და შეფასებების (Review) პორტალი
FAQ - საიტების დამზადების შესახებ
ზოგადი კითხვები ვებსაიტის შესახებ
dafds
ფუნქციების შესახებ
მინიმალურ ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე დამატებით ფუნქციის ჩაშენებას თქვენი სურვილისამებრ.
ვებსაიტის ფასები
ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ მომხმარებელს სერვისი რაც შეიძლება იაფად თბილისში. ვებ-საიტის შექმნის ფასები ჩვენთნ იწყება 900 ლარიდან. ის დამოკიდებულია ფუნქციონალზე, დიზაინზე და შესრულების დროზე.
თუ თქვენ მეტ-ნაკლებად იცით როგორი საიტის დამზადება გსურთ, მაშინ საორიენტაციო ფასის დასადგენად შეგიძლიათ ისარგებლოთ "საიტის ფასის კალკულტაორით".
ხოლო, თუ ჯერ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ, უმჯობესია ახლავე დააწვეთ ღილაკს "მოითხოვე ზარი" და დაამზადე ვებ-საიტი საუკეთესო პირობებით. ჩვენ გაგიწევთ ღირებულ კონსულტაციას გაგიწევენ, რა თქმა უნდა უფასოდ :) .
უცნაური კითხვები
ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე რომ ჩვენმა ნამუშევარმა სარგებელი მოუტანოს დამკვეთს იმგვარად, რომ სულ ცოტა არ ავნოს საზოგადოებას. შესაბამისად, ჩვენი კომპანია არ ამზადებს გემბლინგ (Gembling) ტიპის საიტებს.