დომენის შერჩევა იმაზე მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე ის თუ როგორ გამოიყურება უბრალოდ URL ბრაუზერში. დომენი თქვენი ბიზნესის ბრენდინგის და SEO-ს ნაწილია რომელიც შესაბამისად და ღირსეულად უნდა წარმოადგენდეს მას ვებ სივრცეში. რა თქმა უნდა დომენის შერჩევისას ბევრი თავსატეხის წინაშე შეიძლება დადგეთ მაგრამ არის მნიშვნელოვანი საკითხრები რომელთა გათვალისწინებათ ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.
დომენის შერჩევა - ძირითადი საკითხები
დომენის შერჩევა გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც უნდა დასვათ 3 მნიშვნელოვანი კითხვა:
- თქვენი დომენის სახელის გაგონებისას რა გსურთ რომ იგრძნოთ თქვენმა პოტენციურმა მომხმარებელმა?
- შერჩეული დომენი ასახავს თუ არა ყველა იმ პროდუქტსა თუ სერვისს რასაც თავაზობთ მომხმარებელს?
- ბრენდულ სახელწოდებაზე აკეთებთ აქცენტს თუ SEO ქივორდის გამოყენება გსურთ დომენის არჩევისას? (ამ კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად გაკეთებული საქმის ნახევარია)
1. მოკლე, კეთილჟღერადი და დამახსოვრებადი
თუ დომენის სახელში გსურთ რომ ბრენდის სახელი ფიგურირებდეს, რებრენდიგს კიდევ არ გეგმავთ ისღა დაგრჩენიათ დაარეგისტრიროთ სახელი დომენად. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ დომენის სახელი უნდა იყოს :
- 15 სიმბოლოზე ნაკლები
- კეთილჟღერადი
- დამახსოვრებადი
- ასოციაციების გამომწვევი
2. დომენის შერჩევისას მოერიდეთ სიმბოლოებს და ციფრებს
ადამიანები მუდმივად არასწორად წერენ სიტყვებს, რთული დომენი და ჩახლართული კომბინაციები კიდევ უფრო გაურთულებთ მათ საქმეს ამით კიდევ თქვენი საქმე დაზიანდება. ციფრების და სიმბოლოების არ გამოყენება დომენის სახელწოდებაში თქვენ დომენს Mobile friendly -ად გაქცევთ, რადგან მათი აკრეფვისას გიწევთ ალფავიტიდან ნომრებზე გადართოთ რაც ცალკე დისკომფორტია. ამგვარად აუცილებელია თავიდან აიცილოთ:
- ციფრებისა და სიტყვების კომბინაციები: c00l-d0main.com
- დეფისები: cool-domain.com
- აბრევიაციები: coolest-domain4u.com
- გამეორებადი ასოები: coolesttopdomain.com
უნდა აღინიშნოს რომ ამ წესს აქვს გამონაკლისი იმ შემთხვევაშ თუ თქვენი ბრენდის სახელწოდება შეიცავს ციფრს მაშინ ამ წესს აუცილებლად ივიწყებთ!
3. დომენის შერჩევა ქართული ბიზნესისთვის .ge
ქართულ ბაზარზე მყოფი ბიზნესისთვის უმჯობესია თუ .ge დომენს გამოიყენებს რატომ?
პასუხია: SEO
ჩატვირთვა? რომელია მთავარი უპირატესობა რატომ?
თუმცა თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოყენოთ .co; .shop; .co; .store; .trade; .study და აშ დომენებიც რომელთა არჩევანიც უზარმაზარია და შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>
4. დომენის შერჩევა SEO ქივორდის მიხედვით
თუ თქვენი ბრენდის სახელწოდება და საქმიანობის სფერო გაძლევთ საშუალებას აუცილებლად დომენის შერჩევა აუცილებად მოახდინეთ SEO ქივორდის მიხედვით. თქვენს ნიშაში ეს ერთი დიდი ნაბიჯით წინ წაგწევთ თქვენ კონკურენტებთან შედარებით. მაგალითად:
- Sunday + apparel = sundayapparel.com
- Diane’s + candles = dianescandles.com or candlesbydiane.com
- Cosmik + masks = cosmikmasks.com
5. გამოიყენეთ დომენის გენერატორი ისპირაციისთვის
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დომენის ონლაინ გენერატორები რომლებიც დაგეხმარებიან ცადოთ ბევრი სხვა და სხვა კომბინაცია აარჩიოთ სასურველი და ცადოთ მისი პოვნა და შეძენა დომეინ რეგისტრატორებთან.
6. სასურველი დომენის გამოკვლევა
მას შემდეგ რაც დაასრულებთ დომენის შერჩევას, ფავორიტი ვარიანტების არჩევის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ თავისუფალია თუ არა შესაძენად თქვენი სასურველი დომენი ამის გაკეთებას კი შეძლებთ ამ საიტზე >>> WHOIS lookup
საბოლოო გადაწყვეტილებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ რომ სხვა ბიზნესი არ იყენებს იგივე სახელს სოციალურ ქსელებში, ასევე აუცილებლად დაგუგლეთ და დარწმუნდით რომ არანაირი წინაღობა არ შეგხვდებათ თუ სასურველ დომენს შეიძენთ!
დომენის შერჩევის შემდეგ თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სერვისები:
საიტის დამზადება და SEO ოპტიმიზაცია