ამ ბლოგში განვიხილავთ Wordpress -ისა და Wix -ის პლუსებსა და მინუსებს, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში სწორი არჩევანის გაკეთება არავის გაუჭირდეს.
Wordpress ეს არის ღია რესურსი (open-source), უფასო კონტენტის მართვის სისტემა (content management system) იგივე CMS - ძრავი, რაზეც ხდება საიტის სასურველი ფუნქციონალისა და დიზაინის აწყობა. მარტივად რომ ვთქვათ ამ ბაზის განთავსება ხდება თქვენსავე ნაქირავებ ან საკუთრებაში მყოფ სერვერზე რასაც Hosting-ს ვეძახით.
საიტის დამზადების ხარჯი ასეთ შემთხვევაში შედგება: Domain /დომენის ( 30 ლარიდან წელიწადში), Hosting /ჰოსტინგისა (10 ლარიდან თვეში) და საიტის დამზადებისთვის გასაწევი ხარჯებისგან (1000 + ერთჯერადად).
Worpdress -ის პლუსები
- სიმარტივე: ვორდპრესი მარტივად გამოყენებადია დამწყები დეველოპერებისთვისაც. მას user-friendly ინტერფეისი და პლაგინების უსაზღვროდ დიდი არჩევანი აქვს რომლის საშუალებითაც კოდის წერის გარეშე შეგიძლია მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საიტების აწყობა.
- უფასო, ღია რესურსი: ვორდპრესის ძრავის გამოყენება შეგიძლია უფასოდ. დეველოპერების უდიდესი ქომიუნითი მუდმივად ქმნის და ამატებს საინტერესო და საჭირო პლაგინებსა და დიზაინებს.
- მოქნილობა: იგი ძალიან მოქნილი პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევს შექმნა მრავალფეროვანი საიტები, ბლოგები, ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალის მქონე საიტები, ონლაინ მაღაზიები და ა.შ.
- SEO- მეგობრულობა: ვორდპრესზე ძალიან მარტივია სეო ოპტიმიზაცია რადგან იგი SEO-მეგობრული პლატფორმაა.
- მობილურ-მეგობრულობა: ვორდპრესის თემები და დიზაინები ე.წ. responsive (მორგებულია), რაც ნიშნავს იმას რომ ისინი კარგად გამოიყურებიან ყველა მოწყობილობაზე, მათ შორის სმარტფონებზეც.
მინუსები
- უსაფრთხოება: ვორდპრესი პოპულარული სამიზნეა ჰაკერებისთვის ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვორდპრესზე აგებულ საიტს და პლაგინებს მუდმივად ანახლებდნენ და უწევდნენ სათანადო საფორთს.
- წარმადობა: სწორად ოპტიმიზაციის გარეშე ვორდპრესის საიტი შეიძლება იყოს ნელი განსაკუთრებით მაშინ თუ საიტზე დიდი ტრაფიკია.
- პლაგინების კონფლიქტი: მნიშვნელოვანია რომ ვორდპრესის პლაგინების გამოყენებისას საჭიროა ყურადღება მიექცეს მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერების მიერ შექმნილ პლაგინებს, იმისთვის რომ ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდნენ და არ მოხდეს სისტემის პარალიზება.
👉 სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში არსებული საიტების 40%-ზე მეტი სწორედ ვორდპრესს იყენებს. უფრო მეტი ვორდპრესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში.
რას წარმოადგენს WIX?
Wix ეს არის პოპულარული ვებსაიტ builder, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მარტივად ავაგოთ საიტი კოდის წერის გარეშე. ვიქსი user-friendly პლატფომაა რომელზეც შეგიძლია მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საიტების აწყობა, როგორც ბიზნეს ისე პირადი საჭიროებებისათვის.
ვიქსზე საიტის ასაწყობად შეგიძლია აირჩიო გადახდის სასურველი შენზე მორგებული სტრატეგია, საიტების ფასი იწყება თვეში 9$ დან, ბიზნეს VIP გეგმის შეძენა შესაძლებელია 35$. შესაძლებელია კორპორატიული გეგმის შემუშავება და სასურველ ფუნქციონალსა და დიზაინზე მუშაობაც რომლის ყოველთვიური ფასიც რა თქმა უნდა განსხვავებული იქნება სხვა პაკეტების ფასისგან.
საიტის აგება ვიქსზე უმარტივესია მისი drag-and-drop ინტერფეისის გამო. მასში გარკვევა და საიტის აწყობის პროცესი ინტუიტიური და ნაკლებად შრომატევადია.
Wix-ის პლუსები
- სიმარტივე: ვიქსის ინტუიტიური drag-and-drop ინტერფეისი ამარტივებს საიტის დამზადების პროცესს ნებისმიერი ტექნიკური უნარების მქონე ადამიანისთვის.
- მოქნილობა: ვიქსს გააჩნია დიზაინებისა და ვიჯეტების და მათი მორგების მრავალფეროვანი არჩევანი.
- მასშტაბურობა: ვიქსი cloud-based ინფრასტრუქტურაა, რომელსაც შეუძლია თავი გაართვას დიდ ტრაფიკს და ბიზნესის მზარდ საჭიროებებს.
- მობილურ-მეგობრულობა: ვიქსი ისე როგორც ვორდპრესი ნებისმიერ გაჯეტზე მარტივად მორგებადი პლატფორმაა.
მინუსები
- ლიმიტირებული მორგებადობა: ვიქსი არ არის იმ დონეზე მორგებადი როგორც სხვა ვებსაიტ ბილდერები.
- ლიმიტირებული მეხსიერება: ვიქსის მეხსიერება ლიმიტირებულია ყველაზე მაღალფასიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაშიც კი.
- არაგადატანადობა: შენ არ შეგიძლია გადაიტანო შენი საიტი ვიქსის პლატფორმიდან სხვა სერვერზე.
- პლაგინებისა და API-ების შეზღუდულობა: შენ არ შეგიძლია გამოიყენო იმდენი და იმ საჭიროების
პლაგინები რამდენიც გჭირდება საიტის სრული ფუნქციონალისთვის, ანუ უნდა დაჯერდე ვიქსის მიერ ოფიციალურად შემოთავაზებული პლაგინების რაოდენობას და ხარისხს. - წარმადობა: ვიქსის ზოგიერთი პაკეტის ყიდვის შემთხვევაში შეიძლება მასზე აწყობილი საიტი იყოს ნელი.
👉მსოფლიო საიტების მხოლოდ 2.6 % იყენებს ვიქსის პლატფორმას.
რომელი? Wordpress თუ Wix ?
ვორდპრესი კარგი არჩევანია თუ:
- გსურთ მაღალი მორგებადობის მქონე ვებსაიტის შექმნა.
- თუ გსურთ შეუზღუდავი პლაგინებისა და API- ების გამოყენება.
- გსურთ SEO ოპტიმიზირებული ვებსაიტი.
- ფლობთ ტექნიკურ უნარებს ან იცნობთ მათ ვისაც შეუძლიათ კოდის წერა.
- იხდი ერთჯერადად და საიტი შენ მფლობელობაშია მუდმივად.
Wix კარგი არჩევანია თუ:
- თქვენ ხართ დამწყები ბიზნესმენი და გსურთ მარტივი საიტის დამზადება რომელსაც თავადვე გამართავთ .
- თქვენი ბიზსნეს საჭიროებიდან გამომდინარე სწრაფად გჭირდებათ საიტი.
- გსურთ საიტის დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანი.
- თქვენ ფლობთ ისეთ ბიზნესს რომლის საიტსაც არ ჭირდება მორგებადობის მაღალი ხარისხი.
- იხდი ყოველთვიურად მანამ სანამ გჭირდებათ ვებსაიტი.
ამგვარად, ვორდპრესი თუ ვიქსი?
ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ თემაზე არ არსებობს. გააჩნია საჭიროებას და სიტუაციას. არჩევანი კი თქვენზეა 🧐