რატომ ძვირდება GE დომენი 66,6(6)%-ით?

2-4 წუთი

როდიდან და რამდენად ძვირდება .GE დომენი?

ge დომენი გაძვირდა 30 ლარის ნაცვლად გახდა 50 ლარი

.GE სტანდარტული დომენების წლიური ღირებულება 2024 წლის 1 მარტიდან 66,6(6)%-ით იზრდება და მისი საფასური 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი ხდება.

*სტატიის ფარგლებში ტერმინ "დომენის გაყიდვაში"  ვგულისხმობთ დომენის რეგისტრაციას ან მის განახლებას 1 წლის ვადით.

 


თუ თქვენ .GE დომენის მფლობელი ხართ, ინბოქსთან ერთად შეამოწმეთ ელ-ფოსტის სპამ საქაღალდეც, სადმე აუცილებლად მიიღებდით ქვემოთ წარმოდგენილი სქრინშოთის მსგავს შეტყობინებას, რომელიც გვატყობინებს მომსახურების ფასების ცვლილებს.

GE დომენი გაძვირდა 50 ლარი

აღსანიშნავია, რომ ამ სქრინშოთის მსგავსად, სხვა რეგისტრატორებიც ცვლილებასთან ერთად გვატყობინებენ "აქციის" შესახებაც, რომლის არსიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. ვინაიდან, "აქციის" არსი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხევვაში მომსახურებას გაგვიწევენ ძველი (ანუ არა გაძვირებული) ფასით.

 

ვინ გასაზღვრავს .GE დომენის ფასებს?

დღემდე, .GE დომენის ერთადერთ პროვაიდერს კავკასუს ონლაინი წარმოადგენს. 2018 წლიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც "კავკასუს ონლაინს" დაევალა GE დომენის გაყიდვის უფლება მიეცა სხვა კომპანიებისთვისაც. რეგულაციის მიხედვით, კავკასუსი ვალდებულია რეგისტრატორ კომპანიებთან გააფორმოს ერთნაირი ტიპის, სტანდარტული ხელშეკრულებები, რომლის პირობებიც საჯაროა. 

ამჟამად (3 თებერვალი 2024წ.) "კავკასუსი" რეგისტრატორებს .GE დომენს აწვდის 28 ლარად (თუ რეგისტრატორი წინასწარ იყიდის მრვალ დომენს ერთად, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისი თვითღირებულების 20 ლარამდე შემცირება). რეგისტრატორების უმრავლესობა .GE დომენებს 30 ლარად ჰყიდის (არსებობენ გამონაკლისებიც, მაგ. registrator.ge-ს  ანალოგიური სერვისის ტარიფია 40 ლარი).

რეგისტრატორთა მხარდასაჭერად უნდა აღინიშნოს რომ ისინი 2024 წლის 1 მარტამდე მუშაობას აგრძელებენ მინიმალურ მარჟაზე და მხოლოდ 7%-იანი ფასნამატით (2 ლარი) ჰყიდიან სტანდარტულ .GE დომენს. 

პასუხი კითხვაზე, გაიზარდა თუ არა .GE დომენის თვითღირებულება რეგისტრატორებისთვის უცნობია. თუმცა, დანართი რომელშიც გაწერილია .GE დომენის მიწოდების ფასები, ჯერ-ჯერობით არ განახლებულა. 

კავკასუსუსის მიერ რეგისტრატორებისთვის სერვისის მიწოდების ტარიფები უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ხელშეკრულების #3 დანართში (იხ. დოკუმენტი PDF)

ასევე აღსანიშნავია, რომ .GE სერვისების ფასების რევიზიის შესახებ არაფერია ნათქვამი CCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს უკანასკნელ (რიგით მეორე) სხდომის განსახილველ საკითხებში.

 

ამრიგად, თუ კავკასუსს არ შეუცვლია ტარიფები და ხელშეკრულების დანარჩენი პირობებიც უცვლელად დარჩება, მაშინ რეგისტრატორები, 7%-ის ნაცვლად, შეძლებენ სტანდარტული .GE დომენი 78%-იან ფასნამატით გაყიდონ.

78%-იანი ფასნამატი უკვე ძალიან მიმზდველად გამოიყურება და იმედი გვაქვს ეს გაზრდის რეგისტრატორთა კონკურნციას. თავისუფალი კონკურნცია კი ისევე გააჯანსაღებს GE დომენის შეძენის ფასებს როგორც ეს სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ხდება.

 

 

სულ რამდენი .GE დომენის რეგისტორია საქართველოში?

ge დომენის რეგისტრატორები
Credit: nic.ge

 

საქართველოში ამ მოენტისათვის სულ გვყავს .GE დომენის 20 რეგისტრატორი

რეგისტრატორთა განახლებადი სია

 

რა ღირს ადგილობრივი დომენები სხვა ქვეყნებში?

ევროპის პოპულარული ქვეყნების ccTLD-ები, როგორიცაა .de (გერმანია), .uk (გაერთიანებული სამეფო) და .fr (საფრანგეთი): დომენების რეგულარული ღირებულება ძირთადად 10$-იდან 20$-მდე მერყეობს. თუმცა მაღალი კონკურენციის წყალობით თქვენ შეგიძლიათ ისინი უფრო დაბალ ფასადაც შეიძინოთ.


ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ბიუჯეტური რეგისტრატორია Dynadot.com, სადაც ამ მომენტისთვის როგორც სქრინზე ხედავთ გაერთიანებული სამეფოს (.uk) დომენის შეძენა 6,5$-ად, ხოლო პოლონოური (.pl) და გერმანული (.de).

საინტერესოა რომ ასევე 5,5$-ად/წელიწადში შეგიძლიათ შეიძინოთ ევროზონის დომენი (.eu

de, eu, uk, pl, დომენები

ვინაიდან დასავლური ბაზარი თავისუფალია, ზოგიერთ უცხოურ რეგისტრატორს აქვს აქციები, რომლის ფარგლებშიც საშუალება გეძლევათ 1$-ად ან სულაც უფასოდ შეიძინოთ დომენს 1 წლის ვადით (მაგალითისთვის იხილეთ სქრინი, შესაბამისი ბმულით)

 

ბრიტანული .uk დომენი უფასოდ, ქართული .ge დომენი 50 ლარად!

თუ ბრიტანული .uk დომენის შეძენა გსურთ გაგიმართლათ, ახლა ის უფასოა! (იხ. სააქციო ბმული), თუ ქართული .ge დომენის შეძნა გსურთ იჩქარეთ, ის მალე გაძვირდება :) 

uk domain free დომენი უფასოდ

 

რომელი ქვეყნის დომენებია ყველაზე ძვირი?

შეიძლება ახლა უცნაური გრძნობა გაქვთ, რადგან გახსენდებათ რომ ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita) რამდენჯერმე მეტია საქართველოსთან შედარებით და ფიქრობთ, რომ შესაბამისად ლოკალური .ge დომენით საქართველოში მიღებული საშუალო სარგებელიც რამდენჯერმე მცირე იქნება ვიდრე ბრიტანეტში .uk დომენით მიღებული შემოსავალი. 

თუ ასე ფიქრობთ, აბსოლუტურად მართალი ხართ, თუმცა საპირწონედ გეტყვით რომ იმავე დიდი ბრიტანეთის კუთვნილ ტერიტორიებს ინდოეთის ოკეანეში რომელიც ცნობილია აბრევიატურით BIOT (British Indian Ocean Territory) გააჩნია საკუთარი დომენი დაბოლებით .io რომლის რეგისტრაციის ფასი სხვადასხვა რეგისტრატორებთან 40$-100$ ფარგლებში მერყეობს. 

დაახლობით იმავე საფასო ზღვრებში მერყეობს ასევე ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიული ერთეულის Anguilla-ს ლოკალური .ai დომენი 90$-200$ შუალედშია და მათი ფასი პერიოდულად იზრდება.

ფასების მხრივ ასევე გამორჩელია ბრიტანეთის კიდევ ერთი სამეფოს - ტუვალუს Tuvalu (ყოფილი ელისის კუნძულები) ლოკალური დომენი - .tv მისი ფასები 20-50$ დოლარის ფარგლებშია.

 

გაინტერესებთ რატომ ღირს ასეთი ძვირი ეს დომენები?

ცხადია მათი ფასების სიძვირე არ უკავშირდება ლოკალურ პაწაწინა ტერიტორიულ ერთეულებს და ეს ccTLD-ები მათი გლობალური მნიშვნელობის გამო ფასობენ. კერძოდ:

.TV დომენი (20-50$) -  მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ასოცირდება ტუვალუსთან, .tv დომენი მალევე გახდა სასურველი არჩევანი ტელევიზიის, სტრიმინგის სერვისებისა და ვიდეო კონტენტის ვებსაიტებისთვის.

.IO დომენი (40$-100$) - ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებს შორის "Input / Output" ასოციაციის გამო. შესაბამისად, ტექნოლოგიურ კომპანიებს მოსწონთ რომ .io დომენს აქვს უფრო მაღალი ფასი, რომელიც როგორც წესი, იწყება დაახლოებით $60-დან $100-მდე წელიწადში რეგისტრაციისთვის.

.AI დომენი (70$-200$) - ხელოვნური ინტელექტის კომპანიებისა და პროექტების მიმართ მიმზიდველობის გათვალისწინებით, .ai დომენი ძალიან მოთხოვნადი გახდა, რითაც აიხსნება მისი მაღალი ფასი.

 

მოკლედ, რეალობა ასეთია - .GE დომენის საფასური მარტიდან 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდვია!