მიტოვებული კალათები - ონლაინ მაღაზიის პრობლემა

2-3 წუთი

მიტოვებული კალათები ინტერნეტ მაღაზიათა ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ვინც ონლაინ ვშოპინგობთ ხოლმე კარგად ვიცით ეს როგორი პროცესია, ვათვალიერებთ სასურველ ნივთებს, ვათავსებთ მათ კალათაში და ყიდვის პროცესში უკვე გვიპყრობს ეჭვები და გადაუწყვეტლობა. მოდით ვაღიაროთ, რომ  ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც მიუტოვებია ონლაინ შოპინგისას კალათაში მოთავსებული ნივთები და არ დაუსრულებია ყიდვის პროცესი. ამ სტატიაში სწორედ ამ  კომპლექსურ პრობლემას შევეხებით და ვეცდებით შემოგთავაზოთ მათი მოგვარების გზებიც.

 

ვინც უკვე ფლობთ საკუთარ ონლაინ მაღაზიებს საინტერესოა რამდენად ხშირად აანალიზებთ თქვენ მონაცემებს მიტოვებული კალათების შესახებ და იცით თუ არა  ყიდვის პროცესის  შეწყვეტის  რეალური მიზეზები?

 

როგორც აღმოჩნდა, შოპინგ კალათის მიტოვების პირველი მიზეზი მიზეზთა შორის მოულოდნელი ფასებია. გგონია რომ იხდი კონკრეტულ ფასს და ყიდვის პროცესში აღმოაჩენ რომ ფასი ჯადოსნურად გაიზარდა. პირველი ემოცია არის ბრაზი და  ვებ-გვერდის მყისიერი ჩახურვა . 

პრობლემის გადაწყვეტა: მიტანის საფასური თუ დამატებითი საფასურები ეცადეთ რომ ყიდვის ველში უბრალოდ არ ჩანდეს. გამოიყენეთ ჯადოსნური მათემატიკა და ნუ გააბრაზებთ პოტენციურ მომხმარებლებს!

 

მეორე მთავარი მიზეზი როგორც წესი ინტერნეტ მაღაზიის ტექნიკური პრობლემებია. როცა რაღაც ველები რთულად და მძიმედ იტვირთება იშვიათად ნერვებმა არ გიმტყუნოს და უახლოეს მოლში არ გავარდე ფულის მისათხლეშად - ლოდინი ჩვენი, ადამიანების ძლიერი მხარე არაა.

პრობლემის გადაწყვეტა: მუდმივად შეამოწმეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ტექნიკური მდგრადობა და განსაკუთრებით ყიდვის ველების ფუნქციონირებადობა. დატესტეთ და მხოლოდ ამის მერე დაიძინეთ ღამით მშვიდად. არა კბილების გამოხეხვის, არამედ ყიდვის ველების შემოწმების შემდეგ.


მიზეზთა შორის მესამე ადგილზე მომხმარებლების მხრიდან ყიდვის პროცესში თქვენ სანდოობასთან დაკავშირებით შემოჩენილი ეჭვებია. რამდენად სანდოა თქვენი ვებსაიტი, რა იცის თქვენ შესახებ, რამდენად ადვილად და უპრობლემოდ შეძლებს  თანხის დაბრუნებას რაიმე პრობლემის შემთხვევაში?

პრობლემის გადაწყვეტა: იზრუნეთ თქვენი ინტერნეტ მაღაზიის სანდოობისა და გამჭვირვალობის გაზრდაზე. მიაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია მომხმარებელს რომ კალათების მიტოვებულობის პროცენტმა დაიწიოს და მეტი რეალური მომხმარებელი გაგიჩნდეთ. ამაში დაგეხმარეათ როგორც მომხმარებლებთან ვიდეო ფორმატში კომუნიკაცია ისე სოციალურ ქსელებში მათთან გულწრფელი და გემრიელი ურთიერთობების აგება, ასევე ვებსაიტზე თანხის დაბრუნების პოლიტიკის შესახებ მკაფიოდ და გასაგებად დაფიქსირებული თქვენი მიდგომები / პრინციპები რომლებიც მომხმარებელში ეჭვებს გაფანტავს.


მიტოვებულ კალათთა სტატისტიკაში მეოთხე ადგილს იკავებს პროდუქციის შესახებ მწირი ინფორმაციის ქონა. ფოტოები, აღწერილობა, სასურველია ვიდეოც. რაც უფრო მეტ რაკურსში და მეტი ინფორმაცია გვაქვს პროდუქტის შესახებ მით უფრო თამამები ვართ ყიდვის პროცესშიც.

პრობლემის გადაწყვეტა: დაამატეთ ინფორმაციის დანაკლისი პროდუქციის აღწერებში. ზომა, ფერი და სხვა და სხვა სპეციფიკაციები აუცილებელია იყოს განთავსებული პროდუქციის გვერდზე. მეტი გულისყურით მოეპყარით გასაყიდი ნივთების აღწერებსა და  ფოტო-ვიზუალური ინფორმაციის განთავსებას. 

თქვენ წარმოიდგინეთ და მეხუთე მიზეზად გადახდის სისტემების არჩევანის სიმწირე სახელდება.  თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ PayPal-ის ინტეგრაცია არაფერში გჭირდებათ რადგან ვარაუდობთ რომ თქვენი პოტენციური მომხმარებელი არ იყენებს მას მაგრამ ფაქტია რომ გადახდის სისტემების სიმწირე ტოპ  მიზეზთა შორისაა და არც თუ უმიზეზოდ.

პრობლემის გადაწყვეტა: ონლაინ მაღაზიის დეველოპმენტისას არ დაიზაროთ და დააინტეგრირეთ გადახდის სისტემების რამდენიმე ვარიანტი, ერთზე მეტი მაინც!

 

მიზეზთა შორის საპატიო მეექვსე ადგილს იკავებს გამრთობი მოვლენები ვებსაიტზე. ყიდვის პროცესისას ვებსაიტზე არსაიდან არაფერი არ უნდა ხტებოდეს და თამაშობდეს. ეს  წმინდა პროცესია, სურვილების რეალობად ქცევის წამები როცა არანაირი რეკლამის თუ სხვა შეთავაზებების ადგილი არ არის.

პრობლემის გადაწყვეტა: ადამიანმა შეიძინა ნივთები და მოათავსა ისინი კალათაში, ნუ იხმაურებ მიეცი საშუალება საკუთარი სურვილების გარეალურების პროცესი მშვიდად დაასრულოს, რეკლამის, შეთავაზებების ადგილი ყიდვის პროცესის დასრულების მერეც გექნება. 

თუ უკვე ფლობთ ონლაინ მაღაზიას და გსურთ მიტოვებული კალათების იგივე Cart Abandonment -ის მენეჯმენტი უზრუნველყოთ მოითხოვეთ ზარი კონსულტაციისთვის

შეიყვანეთ თქვენი სახელი
გთხოვთ შეასწოროთ მობ. ნომერი

ან გადახედეთ ონლაინ მაღაზიის ფასის გამოთვლის კალკულატორს, შეავსეთ ველები და არ დაგავიწყდეთ შესაბამისი გრაფის მონიშვნაც.