როგორ შევქმნათ ვებ-საიტი უფასოდ: სრული გზამკვლევი დამწყებთათვის
საიტის შექმნა უფასოდ / საიტის დამზადება იაფად / უფასო ვებსაიტი / საიტის უფასოდ გაკეთება
ოცნებობთ საკუთარ ვებ-გვერდზე, მაგრამ ფინანსები შეზღუდული გაქვთ? გსურთ თქვენი იდეა, პროექტი ან ბიზნესი ონლაინ სამყაროს გააცნოთ დიდი დანახარჯების გარეშე? თუკი ამ კითხვებზე პასუხი დადებითია, მაშინ სწორ ადგილას მოხვედით! დღესდღეობით, საიტის შექმნა უფასოდ აღარ არის მიუღწეველი ოცნება. ეს სტატია თქვენი სანდო მეგზური იქნება ამ საინტერესო და შემოქმედებით პროცესში. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ ფუნქციონალური და ვიზუალურად მიმზიდველი უფასო ვებსაიტი, რა ინსტრუმენტები და პლატფორმები არსებობს ამისთვის, და რა უნდა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი პირველი ონლაინ ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდეს.
ეს სტატია წარმოადგენს ჩვენი ძირითადი თემის, "საიტის დამზადება როგორც სერვისი", ერთგვარ მხარდამჭერ ნაწილს. თუკი თქვენ ახლა იწყებთ ვებ-ტექნოლოგიების შესწავლას, ან უბრალოდ გსურთ მინიმალური დანახარჯებით გამოსცადოთ თქვენი ძალები, აქ წარმოდგენილი ინფორმაცია ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ. ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ხდება საიტის უფასოდ გაკეთება, არამედ განვიხილავთ იმ შეზღუდვებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ამ გზას ახლავს თან. ასევე, შევეხებით თემას – საიტის დამზადება იაფად, თუკი უფასო ვარიანტების შესაძლებლობები თქვენს მოთხოვნებს სრულად ვერ დააკმაყოფილებს.
მაშ ასე, მზად ხართ, ჩავუღრმავდეთ უფასო საიტები-ს სამყაროს და აღმოაჩინოთ, როგორ აქციოთ თქვენი იდეა რეალობად კაპიკის დაუხარჯავად? დავიწყოთ!
ალბათ შეგხვედრიათ რეკლამები და შეთავაზებები, მიმზიდველი ფასებით, მაგალითად: "საიტის დამზადება 100 ლარად!" სტატიაში ვეცდებით გავარკვიოთ, რამდენად რეალურია მსგავსი ფასი და რა სახის ვებსაიტი შეიძლება დამზადდეს მიზერულ ბიუჯეტში.
შესაძლოა თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც სასწრაფოდ და იაფად ჭირდება საიტის დამზადება. თუ ასეა, სანამ გადაწყვეტთ სიხარულით დათანმხდეთ მიმზდეველ ფასიან შეთავაზებას, გთხოვთ გამოყავით 2 წუთი და გაიგეთ რამდენად გონივრული გადაწყვეტილება იქნება დაუკვეთო ვებსაიტის დამზადება 100 ან თუნდაც 500 ლარად.
მოდით განვიხილოთ, რამდენად რაციონალურია საიტის დამზადება 100 ლარად (პირობითად) და მსგავსი ტიპის საიტის იმედად ყოფნა:
პროფესიონალის დრო: კვალიფიციური საშუალო დონის web დეველოპერის დრო საკმაოდ ძვირადღირებულია. მისი ფასი ქართულ ბაზრზე 40-ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს საათში. როგორც წესი, მარტივი საიტის დამზადებას მინიმუმ 1 კვირა სჭირდება, რომლზეც პროფესიონალი დეველოპერები ხშირად საათობრივად მუშაობენ და მათი თუნდაც 1 კვირის შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია ვიდრე 100 ან თუნდაც 500 ლარი.
ჰოსტინგისა და დომენის ხარჯები: მხოლოდ ჰოსტინგი და დომენი წელიწადში მინიმუმ 110 (50ლარი დომენი 1 წელი, 5 ლარი ჰოსტინგი თვეში) ლარი ჯდება (ყველაზე ბიუჯეტური ვარიატნი). ეს ხარჯი უკვე აღემატება 100 ლარიან ბიუჯეტს, თანაც ეს მხოლოდ საწყისი ხარჯია.
უნიკალურობის ნაკლებობა: იაფი საიტები ხშირად ეყრდნობა მზა შაბლონებს, რაც ამცირებს უნიკალურობას და შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენი ბრენდის საჭიროებებს. პროფესიონალური ვებსაიტი მოითხოვს ხარისხიან, ინდივიდუალურ დიზაინს. დეველოპერმა უნდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა ვარიანტი, რომელთაგანაც აირჩევთ და შემდეგ მოარგებთ თქვენს საჭიროებებს. ეს პროცესი მოითხოვს დროს და პროფესიონალურ უნარებს, რაც შეუძლებელია შესრულდეს მცირე ბიუჯეტით.
ფუნქციონალის შეზღუდვა: დაბალ ფასად შეუძლებელია რთული ფუნქციონალის იმპლემენტაცია, რაც ხშირად აუცილებელია ბიზნესისთვის. მაგალითად, ონლაინ გადახდების სისტემა, მომხმარებლის რეგისტრაცია, პროდუქტების კატალოგი - ეს ყველაფერი მოითხოვს დამატებით დროს და რესურსებს. თუნდაც მარტივი ვებსაიტის დეველოპმენტისას მის სრულყოფილად გამართვისთვის დამატებით რამდენიმე დღიანი შრომაა საჭირო, რაც შესაბამისად ზრდის შრომის ანაზღაურებას.
უსაფრთხოების რისკები: იაფ საიტებს ხშირად აკლიათ სათანადო უსაფრთხოების ზომები, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს ბიზნესს. ჰაკერული შეტევები, მონაცემთა მოპარვა - ეს რეალური საფრთხეებია, რომლებისგან დაცვაც ღირს.
სკალირების პრობლემები: ბიზნესის ზრდასთან ერთად, იაფი საიტი ვერ დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნებს და საჭირო გახდება მისი სრული გადაკეთება. ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. უკვე დახარჯული დრო და ფინანსები კი დიდი ალბათობით ხშირად ჩაგეყრებათ წყალში.
არაპროფესიონალური იმიჯი: დაბალხარისხიანმა საიტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი ბიზნესის იმიჯზე და დაკარგოთ პოტენციური კლიენტები. პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, და იაფი საიტი ხშირად ვერ ახერხებს პროფესიონალური იმიჯის შექმნას.
მობილურზე მორგებადობა: თანამედროვე ვებსაიტები აუცილებლად უნდა იყოს მორგებული მობილურ მოწყობილობებზე. ეს მოითხოვს დამატებით დიზაინსა და პროგრამირებას, რაც კიდევ უფრო ზრდის ხარჯებს.
კონტენტის შექმნა და სტრუქტურირება: ხარისხიანი კონტენტი გადამწყვეტია ვებსაიტის წარმატებისთვის. ეს მოიცავს ტექსტების წერას, ფოტოებისა და ვიდეოების მომზადებას. პროფესიონალური კონტენტის შექმნა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ვებსაიტის მოვლა და მხარდაჭერა: ვებსაიტებს სჭირდებათ რეგულარული განახლებები უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების შემთხვევაში. ეს მომსახურება არ არის გათვალისწინებული 100 ლარიან ბიუჯეტში.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია მარტივი ვებგვერდის შექმნა 100 ლარად, ასეთი საიტი ვერ დააკმაყოფილებს პროფესიონალიზმის იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის წარმატებისთვის. ხარისხიან ვებსაიტში ინვესტირება როგორც წესი მიიჩნევა გონივრულ გადაწყვეტილებად, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალჯერადად ანაზღაურდება.
თქვენი ვებსაიტი არის თქვენი ბიზნესის ციფრული სახე, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ახდენს პოტენციურ კლიენტებზე. ის უნდა ასახავდეს თქვენი ბიზნესის პროფესიონალიზმს, ღირებულებებს და ხარისხს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ეძებოთ ყველაზე იაფი ვარიანტი, ფოკუსირდით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ ვებსაიტი, რომელიც რეალურად დაეხმარება თქვენს ბიზნესს ზრდასა და წარმატებაში.
საბოლოოდ, ვებსაიტში ინვესტირება არის ინვესტიცია თქვენს ბიზნესში და ონლაინ იმიჯში. კარგად გააზრეთ თქვენი მიზნები და საჭიროებები, სანამ გადაწყვეტთ ვებსაიტის შექმნას, და აირჩიეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრძელვადიან მიზნებს.
მიტოვებული კალათები ინტერნეტ მაღაზიათა ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ვინც ონლაინ ვშოპინგობთ ხოლმე კარგად ვიცით ეს როგორი პროცესია, ვათვალიერებთ სასურველ ნივთებს, ვათავსებთ მათ კალათაში და ყიდვის პროცესში უკვე გვიპყრობს ეჭვები და გადაუწყვეტლობა. მოდით ვაღიაროთ, რომ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც მიუტოვებია ონლაინ შოპინგისას კალათაში მოთავსებული ნივთები და არ დაუსრულებია ყიდვის პროცესი. ამ სტატიაში სწორედ ამ კომპლექსურ პრობლემას შევეხებით და ვეცდებით შემოგთავაზოთ მათი მოგვარების გზებიც.
ვინც უკვე ფლობთ საკუთარ ონლაინ მაღაზიებს საინტერესოა რამდენად ხშირად აანალიზებთ თქვენ მონაცემებს მიტოვებული კალათების შესახებ და იცით თუ არა ყიდვის პროცესის შეწყვეტის რეალური მიზეზები?
როგორც აღმოჩნდა, შოპინგ კალათის მიტოვების პირველი მიზეზი მიზეზთა შორის მოულოდნელი ფასებია. გგონია რომ იხდი კონკრეტულ ფასს და ყიდვის პროცესში აღმოაჩენ რომ ფასი ჯადოსნურად გაიზარდა. პირველი ემოცია არის ბრაზი და ვებ-გვერდის მყისიერი ჩახურვა .
პრობლემის გადაწყვეტა: მიტანის საფასური თუ დამატებითი საფასურები ეცადეთ რომ ყიდვის ველში უბრალოდ არ ჩანდეს. გამოიყენეთ ჯადოსნური მათემატიკა და ნუ გააბრაზებთ პოტენციურ მომხმარებლებს!
მეორე მთავარი მიზეზი როგორც წესი ინტერნეტ მაღაზიის ტექნიკური პრობლემებია. როცა რაღაც ველები რთულად და მძიმედ იტვირთება იშვიათად ნერვებმა არ გიმტყუნოს და უახლოეს მოლში არ გავარდე ფულის მისათხლეშად - ლოდინი ჩვენი, ადამიანების ძლიერი მხარე არაა.
პრობლემის გადაწყვეტა: მუდმივად შეამოწმეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ტექნიკური მდგრადობა და განსაკუთრებით ყიდვის ველების ფუნქციონირებადობა. დატესტეთ და მხოლოდ ამის მერე დაიძინეთ ღამით მშვიდად. არა კბილების გამოხეხვის, არამედ ყიდვის ველების შემოწმების შემდეგ.
მიზეზთა შორის მესამე ადგილზე მომხმარებლების მხრიდან ყიდვის პროცესში თქვენ სანდოობასთან დაკავშირებით შემოჩენილი ეჭვებია. რამდენად სანდოა თქვენი ვებსაიტი, რა იცის თქვენ შესახებ, რამდენად ადვილად და უპრობლემოდ შეძლებს თანხის დაბრუნებას რაიმე პრობლემის შემთხვევაში?
პრობლემის გადაწყვეტა: იზრუნეთ თქვენი ინტერნეტ მაღაზიის სანდოობისა და გამჭვირვალობის გაზრდაზე. მიაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია მომხმარებელს რომ კალათების მიტოვებულობის პროცენტმა დაიწიოს და მეტი რეალური მომხმარებელი გაგიჩნდეთ. ამაში დაგეხმარეათ როგორც მომხმარებლებთან ვიდეო ფორმატში კომუნიკაცია ისე სოციალურ ქსელებში მათთან გულწრფელი და გემრიელი ურთიერთობების აგება, ასევე ვებსაიტზე თანხის დაბრუნების პოლიტიკის შესახებ მკაფიოდ და გასაგებად დაფიქსირებული თქვენი მიდგომები / პრინციპები რომლებიც მომხმარებელში ეჭვებს გაფანტავს.
მიტოვებულ კალათთა სტატისტიკაში მეოთხე ადგილს იკავებს პროდუქციის შესახებ მწირი ინფორმაციის ქონა. ფოტოები, აღწერილობა, სასურველია ვიდეოც. რაც უფრო მეტ რაკურსში და მეტი ინფორმაცია გვაქვს პროდუქტის შესახებ მით უფრო თამამები ვართ ყიდვის პროცესშიც.
პრობლემის გადაწყვეტა: დაამატეთ ინფორმაციის დანაკლისი პროდუქციის აღწერებში. ზომა, ფერი და სხვა და სხვა სპეციფიკაციები აუცილებელია იყოს განთავსებული პროდუქციის გვერდზე. მეტი გულისყურით მოეპყარით გასაყიდი ნივთების აღწერებსა და ფოტო-ვიზუალური ინფორმაციის განთავსებას.
თქვენ წარმოიდგინეთ და მეხუთე მიზეზად გადახდის სისტემების არჩევანის სიმწირე სახელდება. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ PayPal-ის ინტეგრაცია არაფერში გჭირდებათ რადგან ვარაუდობთ რომ თქვენი პოტენციური მომხმარებელი არ იყენებს მას მაგრამ ფაქტია რომ გადახდის სისტემების სიმწირე ტოპ მიზეზთა შორისაა და არც თუ უმიზეზოდ.
პრობლემის გადაწყვეტა: ონლაინ მაღაზიის დეველოპმენტისას არ დაიზაროთ და დააინტეგრირეთ გადახდის სისტემების რამდენიმე ვარიანტი, ერთზე მეტი მაინც!
მიზეზთა შორის საპატიო მეექვსე ადგილს იკავებს გამრთობი მოვლენები ვებსაიტზე. ყიდვის პროცესისას ვებსაიტზე არსაიდან არაფერი არ უნდა ხტებოდეს და თამაშობდეს. ეს წმინდა პროცესია, სურვილების რეალობად ქცევის წამები როცა არანაირი რეკლამის თუ სხვა შეთავაზებების ადგილი არ არის.
პრობლემის გადაწყვეტა: ადამიანმა შეიძინა ნივთები და მოათავსა ისინი კალათაში, ნუ იხმაურებ მიეცი საშუალება საკუთარი სურვილების გარეალურების პროცესი მშვიდად დაასრულოს, რეკლამის, შეთავაზებების ადგილი ყიდვის პროცესის დასრულების მერეც გექნება.
თუ უკვე ფლობთ ონლაინ მაღაზიას და გსურთ მიტოვებული კალათების იგივე Cart Abandonment -ის მენეჯმენტი უზრუნველყოთ მოითხოვეთ ზარი კონსულტაციისთვის
თავდაპირველად, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ წარმომავლობა, რომელია სწორი ეტიმოლგიურად "საიტი" თუ "ვებსაიტი"? რომელი ფორმა უფრო სწორია და რატომ. ამისთვის მოდით გავერკვეთ საწყისებში.
ვებსაიტი, ვებგვერდი და საიტი Oxford-ის მიხედვით
Oxford-ის განმარტებათა ლექსიკონში site / საიტის შესახებ ვკითხულობთ რომ ის არსებითი სახელია რომელიც თავისი არსებობით სათავეს იღებს გვიანი შუა საუკუნეების ინგლისიდან. ლათინური Situs -ლოკალურ პოზიციებს ნიშნავს და სამხედრო ტერმინოლოგიის ნაწილი უნდა ყოფილიყო XVI -ის ბოლოდან ეს სიტყვა. დღევანდელ ინგლისურშიც site მეტწილად ფიზიკურ ‘’ადგილს’’ აღნიშნავს.
a place where a building, town, etc. was, is or will be located
the site of a sixteenth-century abbey
The government has announced the proposed site for the airport.
A site has been chosen for the new school.
on a site Nothing can be built on this site.
on site All the materials are on site so that work can start immediately.
at a site The factory will be built at a site to the north of the city.
იგივე Oxford -ის ლექსიკონში website / ვებსაიტის შესახებ ვკითხულობთ რომ ისიც ანალოგიურად არსებით სახელს წარმოადგენს და აღნიშნავს კონკრეტული კომპანიის, ორგანიზაციისა თუ სულაც ინდივიდის შესახებ ინტერნეტში არსებული გვერდების ერთობლიობას სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მათ შესახებ.
A set of pages on the internet, where a company or an organization, or an individual person, puts information.
საიტი და ქართული ვიკიპედია
ქართულ ვიკიპედიაზე საიტის განმარტება ასეთია :
საიტი — ვებგვერდების, სურათების, ვიდეოების და ა. შ. ერთობლიობა, რომელიც ატვირთული არის ერთ ან რამდენიმე სერვერზე და რომელიც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია ინტერნეტით, ტელეფონით. HTTP/HTTPS პროტოკოლის საშუალებით.
ვებგვერდი — საიტის შემადგენელი ნაწილი. იგი წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს და შეიცავს ჰიპერტექსტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტის მოძიება და კავშირი.[1] ყველაზე ხშირად საიტი დაწერილია HTML ან XHTML ვებ პროგრამირების ენაზე და ხელმისაწვდომია ვებბრაუზერის საშუალებით.
ვებგვერდზე შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია: ტექსტი, სურათები, ვიდეოები, მედია ფაილები და ა.შ. ასევე სხვადასხვა სახის სკრიპტები (ჯავასკრიპტი, VB სკრიპტი და ა.შ). როგორც წესი, ვებგვერდზე ასევე განთავსებული სხვა ვებგვერდების მისამართები (ბმულები).
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით კი ვებგვერდი -‘’ ქსელური გვერდი’’-ა.
ქართულ ენაზე არსებული ინფორმაციითაც შეგვიძლია დავასკვნათ რომ ვებგვერდი ვებსაიტს არ ნიშნავს, ის ვებსაიტის მხოლოდ ერთი გვერდის სახელწოდებად შეიძლება გამოვიყენოთ, ვებსაიტი ვებგვერდების ერთობლიობას წარმოადგენს.
მაშასადამე სწორია- ვებსაიტი და არა საიტი, ვებსაიტი და არა ვებგვერდი, თუმცა ვებგვერდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგრამ ვებსაიტის მხოლოდ ერთი გვერდის სახელწოდებად.
საიტის შექმნა თუ საიტის დამზადება?
მას შემდეგ რაც გავარკვიეთ რომ ვებსაიტი და არა საიტი, უნა გავარკვიოთ რომელი ფორმაა სწორი- ვებსაიტის შექმნა თუ ვებსაიტის დამზადება?
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ძველი ქართული ენის შეერთებულ ლექსიკონში შექმნაგანმარტებულია როგორც :
.GE სტანდარტული დომენების წლიური ღირებულება 2024 წლის 1 მარტიდან66,6(6)%-ით იზრდება და მისი საფასური 30 ლარის ნაცვლად 50ლარი ხდება.
*სტატიის ფარგლებში ტერმინ "დომენის გაყიდვაში" ვგულისხმობთ დომენის რეგისტრაციას ან მის განახლებას 1 წლის ვადით.
თუ თქვენ .GEდომენის მფლობელი ხართ, ინბოქსთან ერთად შეამოწმეთ ელ-ფოსტის სპამ საქაღალდეც, სადმე აუცილებლად მიიღებდით ქვემოთ წარმოდგენილი სქრინშოთის მსგავს შეტყობინებას, რომელიც გვატყობინებს მომსახურების ფასების ცვლილებს.
აღსანიშნავია, რომ ამ სქრინშოთის მსგავსად, სხვა რეგისტრატორებიც ცვლილებასთან ერთად გვატყობინებენ "აქციის" შესახებაც, რომლის არსიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. ვინაიდან, "აქციის" არსი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხევვაში მომსახურებას გაგვიწევენ ძველი (ანუ არა გაძვირებული)ფასით.
ვინ გასაზღვრავს .GE დომენის ფასებს?
დღემდე, .GE დომენის ერთადერთ პროვაიდერს კავკასუს ონლაინი წარმოადგენს. 2018 წლიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც "კავკასუს ონლაინს" დაევალა GE დომენის გაყიდვის უფლება მიეცა სხვა კომპანიებისთვისაც. რეგულაციის მიხედვით, კავკასუსი ვალდებულია რეგისტრატორ კომპანიებთან გააფორმოს ერთნაირი ტიპის, სტანდარტული ხელშეკრულებები, რომლის პირობებიც საჯაროა.
ამჟამად (3 თებერვალი 2024წ.) "კავკასუსი" რეგისტრატორებს .GE დომენს აწვდის 28 ლარად(თუ რეგისტრატორი წინასწარ იყიდის მრვალ დომენს ერთად, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისი თვითღირებულების 20 ლარამდე შემცირება). რეგისტრატორების უმრავლესობა .GE დომენებს 30 ლარად ჰყიდის (არსებობენ გამონაკლისებიც, მაგ. registrator.ge-ს ანალოგიური სერვისის ტარიფია 40 ლარი).
რეგისტრატორთა მხარდასაჭერად უნდა აღინიშნოს რომ ისინი 2024 წლის 1 მარტამდე მუშაობას აგრძელებენ მინიმალურ მარჟაზე და მხოლოდ 7%-იანი ფასნამატით(2 ლარი) ჰყიდიან სტანდარტულ .GE დომენს.
პასუხი კითხვაზე, გაიზარდა თუ არა .GE დომენის თვითღირებულება რეგისტრატორებისთვის უცნობია. თუმცა, დანართი რომელშიც გაწერილია .GE დომენის მიწოდების ფასები, ჯერ-ჯერობით არ განახლებულა.
კავკასუსუსის მიერ რეგისტრატორებისთვის სერვისის მიწოდების ტარიფები უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ხელშეკრულების #3 დანართში (იხ. დოკუმენტი PDF)
ასევე აღსანიშნავია, რომ .GE სერვისების ფასების რევიზიის შესახებ არაფერია ნათქვამიCCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს უკანასკნელ (რიგით მეორე) სხდომის განსახილველ საკითხებში.
ამრიგად, თუ კავკასუსს არ შეუცვლია ტარიფები და ხელშეკრულების დანარჩენი პირობებიც უცვლელად დარჩება, მაშინ რეგისტრატორები, 7%-ის ნაცვლად, შეძლებენ სტანდარტული .GE დომენი 78%-იან ფასნამატით გაყიდონ.
78%-იანი ფასნამატი უკვე ძალიან მიმზდველად გამოიყურება და იმედი გვაქვს ეს გაზრდის რეგისტრატორთა კონკურნციას. თავისუფალი კონკურნცია კი ისევე გააჯანსაღებს GE დომენის შეძენის ფასებს როგორც ეს სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ხდება.
სულ რამდენი .GE დომენის რეგისტორია საქართველოში?
Credit: nic.ge
საქართველოში ამ მოენტისათვის სულ გვყავს .GE დომენის 20 რეგისტრატორი.
ევროპის პოპულარული ქვეყნების ccTLD-ები, როგორიცაა .de (გერმანია), .uk (გაერთიანებული სამეფო) და .fr (საფრანგეთი): დომენების რეგულარული ღირებულება ძირთადად 10$-იდან 20$-მდე მერყეობს. თუმცა მაღალი კონკურენციის წყალობით თქვენ შეგიძლიათ ისინი უფრო დაბალ ფასადაც შეიძინოთ.
ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ბიუჯეტური რეგისტრატორია Dynadot.com, სადაც ამ მომენტისთვის როგორც სქრინზე ხედავთ გაერთიანებული სამეფოს (.uk) დომენის შეძენა 6,5$-ად, ხოლო პოლონოური (.pl) და გერმანული (.de).
საინტერესოა რომ ასევე 5,5$-ად/წელიწადში შეგიძლიათ შეიძინოთ ევროზონის დომენი (.eu)
ვინაიდან დასავლური ბაზარი თავისუფალია, ზოგიერთ უცხოურ რეგისტრატორს აქვს აქციები, რომლის ფარგლებშიც საშუალება გეძლევათ 1$-ად ან სულაც უფასოდ შეიძინოთ დომენს 1 წლის ვადით (მაგალითისთვის იხილეთ სქრინი, შესაბამისი ბმულით)
ბრიტანული .uk დომენი უფასოდ, ქართული .ge დომენი 50 ლარად!
თუ ბრიტანული .uk დომენის შეძენა გსურთ გაგიმართლათ, ახლა ის უფასოა! (იხ. სააქციო ბმული), თუ ქართული .ge დომენის შეძნა გსურთ იჩქარეთ, ის მალე გაძვირდება :)
რომელი ქვეყნის დომენებია ყველაზე ძვირი?
შეიძლება ახლა უცნაური გრძნობა გაქვთ, რადგან გახსენდებათ რომ ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita) რამდენჯერმე მეტია საქართველოსთან შედარებით და ფიქრობთ, რომ შესაბამისად ლოკალური .ge დომენით საქართველოში მიღებული საშუალო სარგებელიც რამდენჯერმე მცირე იქნება ვიდრე ბრიტანეტში .uk დომენით მიღებული შემოსავალი.
თუ ასე ფიქრობთ, აბსოლუტურად მართალი ხართ, თუმცა საპირწონედ გეტყვით რომ იმავე დიდი ბრიტანეთის კუთვნილ ტერიტორიებს ინდოეთის ოკეანეში რომელიც ცნობილია აბრევიატურით BIOT (British Indian Ocean Territory) გააჩნია საკუთარი დომენი დაბოლებით .io რომლის რეგისტრაციის ფასი სხვადასხვა რეგისტრატორებთან 40$-100$ ფარგლებში მერყეობს.
დაახლობით იმავე საფასო ზღვრებში მერყეობს ასევე ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიული ერთეულის Anguilla-ს ლოკალური.ai დომენი 90$-200$ შუალედშია და მათი ფასი პერიოდულად იზრდება.
ფასების მხრივ ასევე გამორჩელია ბრიტანეთის კიდევ ერთი სამეფოს - ტუვალუს Tuvalu (ყოფილი ელისის კუნძულები) ლოკალური დომენი - .tv მისი ფასები 20-50$ დოლარის ფარგლებშია.
გაინტერესებთ რატომ ღირს ასეთი ძვირი ეს დომენები?
ცხადია მათი ფასების სიძვირე არ უკავშირდება ლოკალურ პაწაწინა ტერიტორიულ ერთეულებს და ეს ccTLD-ები მათი გლობალური მნიშვნელობის გამო ფასობენ. კერძოდ:
.TV დომენი (20-50$) - მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ასოცირდება ტუვალუსთან, .tv დომენი მალევე გახდა სასურველი არჩევანი ტელევიზიის, სტრიმინგის სერვისებისა და ვიდეო კონტენტის ვებსაიტებისთვის.
.IOდომენი (40$-100$) - ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებს შორის "Input / Output" ასოციაციის გამო. შესაბამისად, ტექნოლოგიურ კომპანიებს მოსწონთ რომ .io დომენს აქვს უფრო მაღალი ფასი, რომელიც როგორც წესი, იწყება დაახლოებით $60-დან $100-მდე წელიწადში რეგისტრაციისთვის.
.AI დომენი (70$-200$) - ხელოვნური ინტელექტის კომპანიებისა და პროექტების მიმართ მიმზიდველობის გათვალისწინებით, .ai დომენი ძალიან მოთხოვნადი გახდა, რითაც აიხსნება მისი მაღალი ფასი.
მოკლედ, რეალობა ასეთია - .GE დომენის საფასური მარტიდან 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდვია!