Wordpress მითები და რეალობა (ვორდპრესი)

WordPress საიტები მართლა "ბანძია"!? (მითები და სიმართლე)

2-3 წუთი

ყველაზე გავრცელებული ჭორები  WordPress-ის შესახებ

 

1. WordPress საიტის ქონა საშიშია, მათ ხშირად "ჰაკავენ"

 მითი:   ვორდპრესის საიტები დაუცველია და ადვილად ტყდება.

 სიმართლე:   WordPress-ის ბირთვი დაცულია. თუმცა, საეჭვო წარმოშობის ან მოძველებული პლაგინების დამატებამ შეიძლება ის მარტივი სამიზნე გახადოს ჰაკრებისთვის, ეს ეხება როგორც ვორდპრესს ისე  ნებისმიერ საიტს. 

 

2. WP საიტები ძალიან ნელია

 მითი:    ვორდპრესის საიტები ნელა იტვირთება.

 სიმართლე:   WordPress-ის ძრავი Porsche ნამდვილად არ არის, ის უფრო ხულიგანკა BMW გავს, რომელსაც შეუძლია გახდეს პორშესავით სწრაფი თუ კი მას არ გადავტივირთვათ ზედმეტი პლაგინებით, შევარჩევთ კარგ ჰოსტინგს და მოვახდენთ WordPress სიჩქარის ოპტიმიზაციას. 

 

3. ვორდპრესი ვერ უძლებს დიდ დატვირთვას

 მითი:   ვორდპრესს არ შეუძლია დიდი ბაზის და დიდი ტრაფიკის გაძლება.

 სიმართლე:    თუ თქვენ აპირებთ შექმნათ მეორე Facebook ან Amazon-ი, მაშინ ნამდვილად არ არის ვორდპრესი საუკეთესო არჩევანი, მაგრამ თუ ეს ეხება ნიუს სააგენტოს, მაშინ WordPress ერთ-ერთი საუკეთსოა ვარიანტია დღეში ათეულობით სტატიის გამოსაქვეყნებლად. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მსოფლიო საიტების 40%-ზე მეტს სწორედ ვორდპრესს იყენებს. 

 

4. ვორდპრეს საიტები არაპროფესიონალურია

 მითი:   ვორდპრეს საიტები უხარისხოა, სამოყვარულოა.

 სიმართლე:    მხოლოდ უშუალოდ ვორდპრესის წარმოებაში ჩართულია ასეულობით პროგრამისტი, თუ  მისი პლაგინებისა და დიზაინების საცავსაც გავითვალისწინებთ, მაშინ დეველოპერთა რიცხვი ათიათასებში გადავა. დეველოპერულ სამყაროში კი ამდენი ტვინის ჩართულობა განაპირობებს მაღალ პროფესიონალურ ხარისხს. ამიტომ თუნდაც ერთი გენიოსი პროგრამისტის მიერ დაწერილ იდენტური ფუნქციონალის მქონე კოდს ყველა შემთხვევაში აჯობებს მრავალგზის დატესტილი და  საიმედო  ისეთი CMS როგორიც ვორდპრესია. ანუ, რისი გაკეთებაც შეგიძლია CMS- ით გონივრულია რომ არ ეძებო საკითხის გადაწყვეტის სხვა გზა, რომელიც ხშირ შემთხვევაში  უფრო ძვირიანი და დროში გაწელილი პროცესია, საეჭვო ხარისხის შედეგით.

 

5. ვორდპრესი ბლოკავს ბარათით გადახდის სისტემას

 მითი:   ვორდპრესი რადგან უფასოა, ის დაუცველია და ბანკები უარს ამბობენ ვორდპრესის საიტზე გადახდის სისტემის განთავსებაზე.

 სიმართლე:    ვორდპრეს საიტებზე მარტივად ყენდება საბანკო გადახდის სისტემა, იქნება ეს თიბისი, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ქართუ ბანკი თუ კრედო ბანკი, როგორც სრული გადახდის ისე განვადების შესაძლებლობით. ამ სერვისით ასეულობით WordPress საიტი სარგებლობს მხოლოდ საქართველში. 

 

6. ვორდპრეს საიტები ყველა ერთნაირია

 მითი:   WP-ს მხოლოდ შაბლონური დიზანები აქვს.

 სიმართლე:    მხოლოდ ასეც რომ იყოს, თქვენ აუცილებლად მოძებნიდით ვორდპრესის ათასობით დიზაინიდან თქვენთვის სასურვეულს, თუმცა რა თქმა უნდა ვორდპრეზე შეგიძლიათ შექმნათ უნიკალური, პერსონალური დიზაინი, ზუსტად ისეთი როგორსაც თქვენ ისურვებთ. უნიკალური დიზაინი მოითხოვს დამატებით მუშაობას რაც შესაბამისად ზრდის დროსა და ხარჯებს. 

 

7. WordPress-ს არ აქვს კარგი SEO

 მითი:    ვორდპრესს SEO არ უვარგა.

 სიმართლე:    WordPress -ის ათასობით საიტს Google-ში უკავია ტოპ პოზციციები თავის სეგმენტში, ვორდპრესი არის ერთ-ერთი ყველაზე SEO მეგობრული CMS და მისი მრავალი პლაგინი კიდევ უფრო აადვილებს თქვენი საიტის ოპტიმიზაციას საძიებო სისტემებისთვის. 

 

8. WP გამიზნულია მხოლოდ ბლოგებისთვის

 მითი:  WordPress საიტები კარგია მხოლოდ ბლოგებისთვის.

 სიმართლე:   WP თავდაპირველად, 2003-დან 2006 წლამდე ნამდვილად იყო მხოლოდ ბლოგინგის პლატფორმა, თუმცა მას შემდეგ მასზე ასეულობით დეველოპერის მუშაობის შედეგად ვორდპრესი გადაიქცა მრავალფუნქციურ პროფესიონალურ CMS -ად.

 

9. ვორდპრესის საიტები ბანძია

 მითი:    WordPress საიტები ბანძია, ის რადგან უფასოა რადგან უფასოა, ე.ი. ის სამოყვარულო და არაპროფესიონალურია.

 სიმართლე:   დიახ, WordPress ნამდვილად უფასო და მას იყენებენ ისეთი ტოპ საიტები როგორიც არის: Sony Music, BBC America, Mercedes-Benz,The New Yorker და მრავალი სხვა, 2018 წლიდან WordPress-ს ასევე  იყენებენ ა.შ.შ-ს ადმინისტრაციაში White House-ის ვებ-საიტზე. 

 

No answer selected. Please try again.
Please select either existing option or enter your own, however not both.
Please select minimum {0} answer(s).
Please select maximum {0} answer(s).
/gamokitxvebi/saitebi-poll/wordpress-saitebi-banzia?task=poll.vote&format=json
1
radio
1
[{"id":1,"title":"\u10db\u10d0\u10d8\u10dc\u10ea \u10d1\u10d0\u10dc\u10eb\u10d8\u10d0 😉\t","votes":1,"type":"x","order":1,"pct":16.67,"resources":[]},{"id":2,"title":"\u10d0\u10e6\u10d0\u10e0 \u10d5\u10e4\u10d8\u10e5\u10e0\u10dd\u10d1 \u10e0\u10dd\u10db \u10d1\u10d0\u10dc\u10eb\u10d8\u10d0","votes":2,"type":"x","order":2,"pct":33.33,"resources":[]},{"id":3,"title":"\u10d0\u10e0\u10ea \u10d0\u10e0\u10d0\u10e1\u10d3\u10e0\u10dd\u10e1 \u10d5\u10e4\u10d8\u10e5\u10e0\u10dd\u10d1\u10d3\u10d8 \u10e0\u10dd\u10db \u10d1\u10d0\u10dc\u10eb\u10d8\u10d0","votes":3,"type":"x","order":3,"pct":50,"resources":[]}] ["#b96a9a","#d889b8","#9cc089","#d8f3c9","#fde8d7","#ffffff"] ["rgba(185,106,154,0.7)","rgba(216,137,184,0.7)","rgba(156,192,137,0.7)","rgba(216,243,201,0.7)","rgba(253,232,215,0.7)","rgba(255,255,255,0.7)"] 350

 

WordPress, ისევე როგორც ნებისმიერი პოპულარული პლატფორმა, ხშირად არასწორად არის გაგებული და წარმოადგენს ჭორების სამიზნეს. ზოგჯერ ჭორების გენერირება შემთხვევით ხდება, ხშირად კი ამას გამიზნული ხასიათი აქვს და აწყობთ იმ ადამიანთა ჯგუფს რომლებიც გთავაზობენ მსგავსს სერვისს რასაც ასრულებს ვორდპრესი უბრალოდ ბევრად ძვირად. რეალობა ის არის, რომ  ვორდპრესი არის მძლავრი, მრავალმხრივი და უსაფრთხო CMS, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს მცირე და საშუალო  ბიზნესის მფლობელების სულ მცირე 80%  საქართველოში.