გაყიდვები, გაყიდვები და ისევ გაყიდვები!

3-5 წუთი

გაყიდვები ბიზნესში, - მთავარი გმირი სცენაზე

გაყიდვები ის მთავარი გმირია, რომელიც მთელი სპეკტაკლის განმავლობაში სცენიდან არასოდეს გადის. ნებისმიერი კომპანია, იქნება ეს სტარტაპი თუ გიგანტური კორპორაცია, გაყიდვების გარეშე ვერ იარსებებს. გაყიდვები არამარტო შემოსავალს უზრუნველყოფს, არამედ კომპანიის ზრდისა და განვითარების ფუნდამენტიცაა.

გაყიდვები ბიზნესში

ერთმა ახალგაზრდა მუსიკოსმა ცნობილ პიანისტს იოსიფ ჰოფმანს ჰკითხა, გაემხილა საიდუმლო თუ როგორ მიეღწია კარნეგი ჰოლამდე. ჰოფმანმა უპასუხა: "Practice, practice, practice." ზუსტად ასევა გაყიდვები, სწორედ ის წარმოადგენს ყველა წარმატებული ბიზნესის მთავარ საიდუმლოს.

თუ გგონიათ, რომ გაყიდვები მხოლოდ მაღაზიის თაროებზე ლამაზად დაწყობილ პროდუქტებს ეხება, ცდებით. გაყიდვების ხელოვნება ყველგანაა, სადაც არის ვინმე, ვისაც რაღაც სურს და ვინმე, ვისაც შეუძლია ეს პროდუქტი / სერვისი მიაწოდოს. 

რა შეუძლია მაგარი გუნდს? მაგალითად, მათ შეუძლიათ მიყიდონ ყინული ესკიმოსებს. ცხადია, შესაძლოა ამ ლეველამდე მისვლა გაგვიჭირდეს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გავაუმჯობესოთ ჩვენი გაყიდვები მინიმუმ ერთი საფეხურით.

თუ გაყიდვებით დაინტერსებული ხართ, გადაავლეთ თვალი ამ სტატიას, ვიმედოვნებთ ის თქვენთვის საინტერსო აღმოჩნდება. 

 

რატომ არის გაყიდვები ასეთი სექსუალური?

კარგი, კარგი, ალბათ "სექსუალური" ცოტა ზედმეტია, მაგრამ ეს სიტყვა ხომ ყველაფერს ყიდის და თქვენც შესაძლოა ამ სათაურის გამო აგრძელებთ კითხვას. სიმართლე ისაა, რომ გაყიდვებს მართლაც აქვს მიმზიდველი მხარე. აბა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია ადამიანებს მისცეს ის, რაც მათ სურთ. ეს ხომ მაგარია? გარდა ამისა, გაყიდვები კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

  • ფულადი ნაკადები: სეილების გარეშე, ვერც ერთი კომპანია ვერ იარსებებს. ეს ის ძალაა, რომელიც ბიზნესს მოძრაობაში ამყოფებს.
  • კლიენტებთან კავშირი: გაყიდვები გვეხმარება გავიგოთ, რა სურთ მომხმარებლებს და როგორ შეგვიძლია მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
  • ბაზრის წილის გაზრდა: რაც მეტი გაყიდვა, მით უფრო დიდი წილი გვიკავია ბაზარზე და მით უფრო ძლიერია ჩვენი პოზიცია.

 

სტატიის შინაარსი

გაყიდვების არხები: სად ვიპოვოთ ჩვენი კლიენტები?

რეალიზაციის არხები არის ის ბილიკები, სადაც ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება მომხმარებელს ხვდება. ეს შეიძლება იყოს:

პირდაპირი გაყიდვები:

ეს მეთოდი ხშირად არის  ყველაზე ეფექტური გზა.  ერთი-ერთზე“ გაყიდვები, როგორც მას ხშირად ეძახიან, მოიცავს კლიენტთან პირდაპირ ურთიერთობას. ეს გზა განსაკუთრებით ეფექტურია, როცა პროდუქტს ან სერვისს პირადად აჩვენებთ და არწმუნებთ კლიენტს მის საჭიროებაში.

ქსელური გაყიდვები: „ახლობლების ქსელის“ მაგია

ალბათ გახსოვთ პარფიუმერული ბრენდები, ან ე.წ. პირამიდები (პონზის სქემა), სადაც კლიენტი ხდება "გამყიდველი", მას მოყავს ახალი კლიენტი, ახალ კლინეტს კიდევ უფრო ახალი და ა.შ. სწორედ ეს არის ქსელური გაყიდვები, მას აქვს დიდი ძალა, რადგან აქ გამოიყენება უკვე ნაცნობი ადამიანის პერსონალური ნდობა და რეპუტაცია რომელსაც იცნობს პოტენციური კლიენტი. ეს მეთოდი ძირითადად ახლობლების ქსელის მეშვეობით ხდება, სადაც პირადი რეკომენდაციები და კომუნიკაცია წინა პლანზეა.

არაპირდაპირი გაყიდვები: 

არაფერი ახალი, ეს ტრადიციული, პასიური გაყიდვის სახეა,  როდესაც თქვენი პროდუქტი მაღაზიებში ან სხვა პლატფორმებზე იყიდება.  საჭიროებს დიდ ინვესტიციას, თუ გაქვთ იმის ფუფუნება სხვა და სხვა მაღაზიის თაროებზე თქვენი პროდუქტი უძრავად იდოს, კარგია რატომაც არა ;) .

ონლაინ გაყიდვები:  გაყიდვების მთავარი არხი!

ონლაინ გაყიდვები, დღესდღეობით მრავალი მოწინავე კომპანიის ძირითადი არხია. თუ გსურთ რომ თქვენი ბიზნესი ციფრულ ერაში გადადგმულიყოს, უნდა იყოთ მზად, რომ ონლაინ გაყიდვები იყოს თქვენი მთავარი სტრატეგია. ეს მოიცავს ვებსაიტებს, ონლაინ მაღაზიებს, სოციალური მედიის პლატფორმებს და ა.შ.

მარტივად რომ ვთქვათ, ონლაინ გაყიდვები არის ის, როდესაც თქვენი პროდუქტი ინტერნეტში იყიდება. არანაირი ნაშთი თაროზე სხვადასხვა მაღაზიის თაროზე, ნაკლები ხარჯი და მეტი "გამვლელი" თქვენს ვირტუალურ ვიტრინებთან. დღეს დღეობით ეს არის ყველაზე თანამედროვე და სწრაფად მზარდი არხი.

 

გაყიდვების მეთოდები - გაყიდვების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა

 

კლიენტის საჭიროების ანალიზი: დააყენეთ კლიენტი პირველი ადგილზე!

თუ კლიენტი ვერ გაიგებს, რომ თქვენი პროდუქტი / სერვისი მისი პრობლემის გადაწყვეტაა, თქვენც ვერ გაყიდით. კლიენტის საჭიროების ანალიზი მთავარი საფეხურია, სადაც უნდა გაარკვიოთ, რა სჭირდება კლიენტს და როგორ შეუძლია თქვენს პროდუქტს მისი პრობლემა გადაჭრას.

უნიკალური შეთავაზების შექმნა: შექმენით რამე განსხვავებული „სუპერ პროდუქტი“

უნიკალური შეთავაზება არის ის, რაც თქვენს პროდუქტს გამოარჩევს სხვა მსგავსი პროდუქტებისგან. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული ფუნქცია, ხარისხი ან უბრალოდ ის, რომ თქვენი პროდუქტი „ყველაზე გემრიელია“ :) .

კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: „ენა - ბიზნესის იარაღი“

კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ის „შერლოკ ჰოლმსის“ მეთოდებია, რომლებიც მოლაპარაკების დროს გამოიყენება. კარგი კომუნიკაცია და მოლაპარაკებები კლიენტთან ნდობას აყალიბებს და გარიგების წარმატებას უზრუნველყოფს.

გაყიდვების შემდგომი მომსახურება: ერთგულების შენარჩუნება

გაყიდვის შემდეგაც არ უნდა დავივიწყოთ კლიენტი. გაყიდვების შემდგომი მომსახურება ის „წმინდა გრალია“, რომელიც კლიენტის ერთგულებას უზრუნველყოფს და მომავალ გარიგებებს აადვილებს.

 

გაყიდვების მიდგომები: გამარჯვების სტრატეგიები

ცივი ზარები: გამბედაობა და თავგადასავალი

ცივი ზარები, „მოწყენისგან დაღწევის“ გზაა, რომელიც გაყიდვების წარმომადგენლებისთვის ნამდვილ თავგადასავლად იქცევა. ეს მეთოდი მოითხოვს გამბედაობას და დახვეწილ კომუნიკაციას, რათა მოულოდნელად მოვიდეს კლიენტი.

სოციალური მედიის გაყიდვები: „ლაიქებით“ დაპყრობა

სოციალური მედიის გაყიდვები დღესდღეობით ძალზე პოპულარულია. თუ სწორად გამოიყენებთ სოციალურ პლატფორმებს, თქვენი პროდუქტის „ლაიქებით“ დაპყრობა საკმაოდ ადვილი იქნება.

კორპორატიული გაყიდვები: „დიდი თამაშის“ მოთამაშეები

კორპორატიული გაყიდვები მოითხოვს მაღალი დონის მოლაპარაკებებს და სტრატეგიულ მიდგომებს. ეს მეთოდი გულისხმობს დიდი კომპანიების ან ორგანიზაციების თანამშრომლობას და მათთვის პროდუქტის ან სერვისის მიწოდებას.

გაყიდვების მეთოდები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ადამიანების ხასიათები. აქ მთავარია, იპოვოთ ის მიდგომა, რომელიც თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას და მომხმარებელს ყველაზე მეტად შეეფერება.

  • საკონსულტაციო გაყიდვები: როდესაც თქვენ ექსპერტი ხართ და მომხმარებელს ეხმარებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
  • ურთიერთობებზე დაფუძნებული გაყიდვები: როდესაც თქვენ კლიენტთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ცდილობთ და მისი ნდობის მოპოვება გსურთ.
  • გამოწვევებზე ორიენტირებული გაყიდვები: როდესაც თქვენ მომხმარებლის პრობლემებს აგვარებთ და მას თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას, როგორც გადაწყვეტას, სთავაზობთ.

თუ გაინტერსებთ მეტი გაყიდვების შესახებ, შეგიძლიათ გაიაროთ მარტივი გაყიდვების ტესტი, ან გადაათვალიეროთ ეს გვერდი და ჩანიშნოთ უფასო კონსულტაცია გაყიდვების ზრდის შესახებ.

 

დასკვნა: გაყიდვები - ბიზნესის გულსა და სულს წარმოადგენს

ყველა წარმატებული კომპანიის უკან დგას კარგად შემუშავებული გაყიდვების სტრატეგია, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას არ განაგრძოს ზრდა, განვითარებას და წარმატება. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი ბიზნესი მუდმივად ვითარდებოდეს, აუცილებლად მიანიჭეთ პრიორიტეტი გაყიდვებს.