ვებ-დეველოპმენტი

საიტის დამზადება 100 ლარად - მითი თუ რეალობა?!

საიტის დამზადება 100 ლარად - მითი თუ რეალობა?!

2-3 წუთი

ალბათ შეგხვედრიათ რეკლამები და შეთავაზებები, მიმზიდველი ფასებით, მაგალითად: "საიტის დამზადება 100 ლარად!" სტატიაში ვეცდებით გავარკვიოთ, რამდენად რეალურია მსგავსი ფასი და რა სახის ვებსაიტი შეიძლება დამზადდეს მიზერულ ბიუჯეტში.

შესაძლოა თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც სასწრაფოდ და იაფად ჭირდება საიტის დამზადება. თუ ასეა, სანამ გადაწყვეტთ სიხარულით დათანმხდეთ მიმზდეველ ფასიან შეთავაზებას, გთხოვთ გამოყავით 2 წუთი და გაიგეთ რამდენად გონივრული გადაწყვეტილება იქნება დაუკვეთო ვებსაიტის დამზადება 100 ან თუნდაც 500 ლარად.

მოდით განვიხილოთ, რამდენად რაციონალურია საიტის დამზადება 100 ლარად (პირობითად) და მსგავსი ტიპის საიტის იმედად ყოფნა:

  • პროფესიონალის დრო: კვალიფიციური საშუალო დონის web დეველოპერის დრო საკმაოდ ძვირადღირებულია. მისი ფასი ქართულ ბაზრზე 40-ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს საათში. როგორც წესი, მარტივი საიტის დამზადებას მინიმუმ 1 კვირა სჭირდება, რომლზეც პროფესიონალი დეველოპერები ხშირად საათობრივად მუშაობენ და მათი თუნდაც 1 კვირის შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია ვიდრე 100 ან თუნდაც 500 ლარი.
  • ჰოსტინგისა და დომენის ხარჯები: მხოლოდ ჰოსტინგი და დომენი წელიწადში მინიმუმ 110 (50ლარი დომენი 1 წელი, 5 ლარი ჰოსტინგი თვეში) ლარი ჯდება (ყველაზე ბიუჯეტური ვარიატნი). ეს ხარჯი უკვე აღემატება 100 ლარიან ბიუჯეტს, თანაც ეს მხოლოდ საწყისი ხარჯია.

  • უნიკალურობის ნაკლებობა: იაფი საიტები ხშირად ეყრდნობა მზა შაბლონებს, რაც ამცირებს უნიკალურობას და შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენი ბრენდის საჭიროებებს. პროფესიონალური ვებსაიტი მოითხოვს ხარისხიან, ინდივიდუალურ დიზაინს. დეველოპერმა უნდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა ვარიანტი, რომელთაგანაც აირჩევთ და შემდეგ მოარგებთ თქვენს საჭიროებებს. ეს პროცესი მოითხოვს დროს და პროფესიონალურ უნარებს, რაც შეუძლებელია შესრულდეს მცირე ბიუჯეტით.

  • ფუნქციონალის შეზღუდვა: დაბალ ფასად შეუძლებელია რთული ფუნქციონალის იმპლემენტაცია, რაც ხშირად აუცილებელია ბიზნესისთვის. მაგალითად, ონლაინ გადახდების სისტემა, მომხმარებლის რეგისტრაცია, პროდუქტების კატალოგი - ეს ყველაფერი მოითხოვს დამატებით დროს და რესურსებს. თუნდაც მარტივი ვებსაიტის დეველოპმენტისას მის სრულყოფილად გამართვისთვის დამატებით რამდენიმე დღიანი შრომაა საჭირო, რაც შესაბამისად ზრდის შრომის ანაზღაურებას.

  • უსაფრთხოების რისკები: იაფ საიტებს ხშირად აკლიათ სათანადო უსაფრთხოების ზომები, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს ბიზნესს. ჰაკერული შეტევები, მონაცემთა მოპარვა - ეს რეალური საფრთხეებია, რომლებისგან დაცვაც ღირს.

  • სკალირების პრობლემები: ბიზნესის ზრდასთან ერთად, იაფი საიტი  ვერ დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნებს და საჭირო გახდება მისი სრული გადაკეთება. ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. უკვე დახარჯული დრო და ფინანსები კი დიდი ალბათობით ხშირად ჩაგეყრებათ წყალში.

  • არაპროფესიონალური იმიჯი: დაბალხარისხიანმა საიტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი ბიზნესის იმიჯზე და დაკარგოთ პოტენციური კლიენტები. პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, და იაფი საიტი ხშირად ვერ ახერხებს პროფესიონალური იმიჯის შექმნას.

  • მობილურზე მორგებადობა: თანამედროვე ვებსაიტები აუცილებლად უნდა იყოს მორგებული მობილურ მოწყობილობებზე. ეს მოითხოვს დამატებით დიზაინსა და პროგრამირებას, რაც კიდევ უფრო ზრდის ხარჯებს.

  • კონტენტის შექმნა და სტრუქტურირება: ხარისხიანი კონტენტი გადამწყვეტია ვებსაიტის წარმატებისთვის. ეს მოიცავს ტექსტების წერას, ფოტოებისა და ვიდეოების მომზადებას. პროფესიონალური კონტენტის შექმნა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

  • ვებსაიტის მოვლა და მხარდაჭერა: ვებსაიტებს სჭირდებათ რეგულარული განახლებები უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების შემთხვევაში. ეს მომსახურება არ არის გათვალისწინებული 100 ლარიან ბიუჯეტში.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია მარტივი ვებგვერდის შექმნა 100 ლარად, ასეთი საიტი ვერ დააკმაყოფილებს პროფესიონალიზმის იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის წარმატებისთვის. ხარისხიან ვებსაიტში ინვესტირება როგორც წესი მიიჩნევა გონივრულ გადაწყვეტილებად, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალჯერადად ანაზღაურდება.

თქვენი ვებსაიტი არის თქვენი ბიზნესის ციფრული სახე, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ახდენს პოტენციურ კლიენტებზე. ის უნდა ასახავდეს თქვენი ბიზნესის პროფესიონალიზმს, ღირებულებებს და ხარისხს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ეძებოთ ყველაზე იაფი ვარიანტი, ფოკუსირდით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ ვებსაიტი, რომელიც რეალურად დაეხმარება თქვენს ბიზნესს ზრდასა და წარმატებაში.

საბოლოოდ, ვებსაიტში ინვესტირება არის ინვესტიცია თქვენს ბიზნესში და ონლაინ იმიჯში. კარგად გააზრეთ თქვენი მიზნები და საჭიროებები, სანამ გადაწყვეტთ ვებსაიტის შექმნას, და აირჩიეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრძელვადიან მიზნებს.

ვებსაიტის დამზადებისთვის  კონსულტაციისთვის მოითხოვეთ ზარი

შეიყვანეთ თქვენი სახელი
გთხოვთ შეასწოროთ მობ. ნომერი

 

შეიყვანეთ თქვენი სახელი

 

იხილეთ საიტის ფასის გამომთვლელი ან დაგვიკავშირდით 577 619 319

მიტოვებული კალათები - ონლაინ მაღაზიის პრობლემა

2-3 წუთი

მიტოვებული კალათები ინტერნეტ მაღაზიათა ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ვინც ონლაინ ვშოპინგობთ ხოლმე კარგად ვიცით ეს როგორი პროცესია, ვათვალიერებთ სასურველ ნივთებს, ვათავსებთ მათ კალათაში და ყიდვის პროცესში უკვე გვიპყრობს ეჭვები და გადაუწყვეტლობა. მოდით ვაღიაროთ, რომ  ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც მიუტოვებია ონლაინ შოპინგისას კალათაში მოთავსებული ნივთები და არ დაუსრულებია ყიდვის პროცესი. ამ სტატიაში სწორედ ამ  კომპლექსურ პრობლემას შევეხებით და ვეცდებით შემოგთავაზოთ მათი მოგვარების გზებიც.

 

ვინც უკვე ფლობთ საკუთარ ონლაინ მაღაზიებს საინტერესოა რამდენად ხშირად აანალიზებთ თქვენ მონაცემებს მიტოვებული კალათების შესახებ და იცით თუ არა  ყიდვის პროცესის  შეწყვეტის  რეალური მიზეზები?

 

როგორც აღმოჩნდა, შოპინგ კალათის მიტოვების პირველი მიზეზი მიზეზთა შორის მოულოდნელი ფასებია. გგონია რომ იხდი კონკრეტულ ფასს და ყიდვის პროცესში აღმოაჩენ რომ ფასი ჯადოსნურად გაიზარდა. პირველი ემოცია არის ბრაზი და  ვებ-გვერდის მყისიერი ჩახურვა . 

პრობლემის გადაწყვეტა: მიტანის საფასური თუ დამატებითი საფასურები ეცადეთ რომ ყიდვის ველში უბრალოდ არ ჩანდეს. გამოიყენეთ ჯადოსნური მათემატიკა და ნუ გააბრაზებთ პოტენციურ მომხმარებლებს!

 

მეორე მთავარი მიზეზი როგორც წესი ინტერნეტ მაღაზიის ტექნიკური პრობლემებია. როცა რაღაც ველები რთულად და მძიმედ იტვირთება იშვიათად ნერვებმა არ გიმტყუნოს და უახლოეს მოლში არ გავარდე ფულის მისათხლეშად - ლოდინი ჩვენი, ადამიანების ძლიერი მხარე არაა.

პრობლემის გადაწყვეტა: მუდმივად შეამოწმეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ტექნიკური მდგრადობა და განსაკუთრებით ყიდვის ველების ფუნქციონირებადობა. დატესტეთ და მხოლოდ ამის მერე დაიძინეთ ღამით მშვიდად. არა კბილების გამოხეხვის, არამედ ყიდვის ველების შემოწმების შემდეგ.


მიზეზთა შორის მესამე ადგილზე მომხმარებლების მხრიდან ყიდვის პროცესში თქვენ სანდოობასთან დაკავშირებით შემოჩენილი ეჭვებია. რამდენად სანდოა თქვენი ვებსაიტი, რა იცის თქვენ შესახებ, რამდენად ადვილად და უპრობლემოდ შეძლებს  თანხის დაბრუნებას რაიმე პრობლემის შემთხვევაში?

პრობლემის გადაწყვეტა: იზრუნეთ თქვენი ინტერნეტ მაღაზიის სანდოობისა და გამჭვირვალობის გაზრდაზე. მიაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია მომხმარებელს რომ კალათების მიტოვებულობის პროცენტმა დაიწიოს და მეტი რეალური მომხმარებელი გაგიჩნდეთ. ამაში დაგეხმარეათ როგორც მომხმარებლებთან ვიდეო ფორმატში კომუნიკაცია ისე სოციალურ ქსელებში მათთან გულწრფელი და გემრიელი ურთიერთობების აგება, ასევე ვებსაიტზე თანხის დაბრუნების პოლიტიკის შესახებ მკაფიოდ და გასაგებად დაფიქსირებული თქვენი მიდგომები / პრინციპები რომლებიც მომხმარებელში ეჭვებს გაფანტავს.


მიტოვებულ კალათთა სტატისტიკაში მეოთხე ადგილს იკავებს პროდუქციის შესახებ მწირი ინფორმაციის ქონა. ფოტოები, აღწერილობა, სასურველია ვიდეოც. რაც უფრო მეტ რაკურსში და მეტი ინფორმაცია გვაქვს პროდუქტის შესახებ მით უფრო თამამები ვართ ყიდვის პროცესშიც.

პრობლემის გადაწყვეტა: დაამატეთ ინფორმაციის დანაკლისი პროდუქციის აღწერებში. ზომა, ფერი და სხვა და სხვა სპეციფიკაციები აუცილებელია იყოს განთავსებული პროდუქციის გვერდზე. მეტი გულისყურით მოეპყარით გასაყიდი ნივთების აღწერებსა და  ფოტო-ვიზუალური ინფორმაციის განთავსებას. 

თქვენ წარმოიდგინეთ და მეხუთე მიზეზად გადახდის სისტემების არჩევანის სიმწირე სახელდება.  თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ PayPal-ის ინტეგრაცია არაფერში გჭირდებათ რადგან ვარაუდობთ რომ თქვენი პოტენციური მომხმარებელი არ იყენებს მას მაგრამ ფაქტია რომ გადახდის სისტემების სიმწირე ტოპ  მიზეზთა შორისაა და არც თუ უმიზეზოდ.

პრობლემის გადაწყვეტა: ონლაინ მაღაზიის დეველოპმენტისას არ დაიზაროთ და დააინტეგრირეთ გადახდის სისტემების რამდენიმე ვარიანტი, ერთზე მეტი მაინც!

 

მიზეზთა შორის საპატიო მეექვსე ადგილს იკავებს გამრთობი მოვლენები ვებსაიტზე. ყიდვის პროცესისას ვებსაიტზე არსაიდან არაფერი არ უნდა ხტებოდეს და თამაშობდეს. ეს  წმინდა პროცესია, სურვილების რეალობად ქცევის წამები როცა არანაირი რეკლამის თუ სხვა შეთავაზებების ადგილი არ არის.

პრობლემის გადაწყვეტა: ადამიანმა შეიძინა ნივთები და მოათავსა ისინი კალათაში, ნუ იხმაურებ მიეცი საშუალება საკუთარი სურვილების გარეალურების პროცესი მშვიდად დაასრულოს, რეკლამის, შეთავაზებების ადგილი ყიდვის პროცესის დასრულების მერეც გექნება. 

თუ უკვე ფლობთ ონლაინ მაღაზიას და გსურთ მიტოვებული კალათების იგივე Cart Abandonment -ის მენეჯმენტი უზრუნველყოთ მოითხოვეთ ზარი კონსულტაციისთვის

შეიყვანეთ თქვენი სახელი
გთხოვთ შეასწოროთ მობ. ნომერი

ან გადახედეთ ონლაინ მაღაზიის ფასის გამოთვლის კალკულატორს, შეავსეთ ველები და არ დაგავიწყდეთ შესაბამისი გრაფის მონიშვნაც.

 

 

ვებსაიტი თუ ვებგვერდი - ტერმინების ეტიმოლოგია

ვებსაიტი თუ ვებგვერდი - ტერმინების ეტიმოლოგია

2-3 წუთი

ვებსაიტი თუ ვებგვერდი

თავდაპირველად, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ წარმომავლობა, რომელია სწორი ეტიმოლგიურად "საიტი" თუ "ვებსაიტი"?  რომელი ფორმა უფრო სწორია და რატომ. ამისთვის მოდით გავერკვეთ საწყისებში.

ვებსაიტი, ვებგვერდი და საიტი Oxford-ის მიხედვით

​Oxford-ის განმარტებათა ლექსიკონში site / საიტის  შესახებ ვკითხულობთ რომ ის არსებითი სახელია რომელიც თავისი არსებობით სათავეს იღებს გვიანი შუა საუკუნეების ინგლისიდან. ლათინური Situs -ლოკალურ პოზიციებს ნიშნავს და  სამხედრო ტერმინოლოგიის ნაწილი უნდა ყოფილიყო XVI -ის ბოლოდან ეს სიტყვა. დღევანდელ ინგლისურშიც site მეტწილად ფიზიკურ ‘’ადგილს’’ აღნიშნავს.

a place where a building, town, etc. was, is or will be located

the site of a sixteenth-century abbey

The government has announced the proposed site for the airport.

A site has been chosen for the new school.

 on a site Nothing can be built on this site.

 on site All the materials are on site so that work can start immediately.

 at a site The factory will be built at a site to the north of the city.

იგივე Oxford -ის ლექსიკონში website   / ვებსაიტის  შესახებ ვკითხულობთ რომ ისიც ანალოგიურად არსებით სახელს წარმოადგენს და აღნიშნავს კონკრეტული კომპანიის, ორგანიზაციისა თუ სულაც ინდივიდის შესახებ ინტერნეტში არსებული გვერდების ერთობლიობას სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მათ შესახებ.

​A set of pages on the internet, where a company or an organization, or an individual person, puts information.

 

საიტი და ქართული ვიკიპედია 

ქართულ ვიკიპედიაზე საიტის განმარტება ასეთია :

საიტი — ვებგვერდების, სურათების, ვიდეოების და ა. შ. ერთობლიობა, რომელიც ატვირთული არის ერთ ან რამდენიმე სერვერზე და რომელიც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია ინტერნეტით, ტელეფონით. HTTP/HTTPS პროტოკოლის საშუალებით.

ხოლო ვებსაიტის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ლექსიკონში წერია რომ ის -‘’ ვებგვერდების ერთობლიობა’’ -ს წარმოადგენს.

აქედან შეიძლება დავასკვნათ რომ მართებულია ვებსაიტი და არა საიტი, მაგრამ ქართულ ენაში, ენის დაცვის მიზნით ხშირად იყენებენ სიტყვა ვებგვერდსაც.

მოდით გავარკვიოთ რას წარმოადგენს ვებგვერდი ქართული ვიკიპედიის მიხედვით

ვებგვერდი — საიტის შემადგენელი ნაწილი. იგი წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს და შეიცავს ჰიპერტექსტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტის მოძიება და კავშირი.[1] ყველაზე ხშირად საიტი დაწერილია HTML ან XHTML ვებ პროგრამირების ენაზე და ხელმისაწვდომია ვებბრაუზერის საშუალებით.

ვებგვერდზე შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია: ტექსტი, სურათები, ვიდეოები, მედია ფაილები და ა.შ. ასევე სხვადასხვა სახის სკრიპტები (ჯავასკრიპტი, VB სკრიპტი და ა.შ). როგორც წესი, ვებგვერდზე ასევე განთავსებული სხვა ვებგვერდების მისამართები (ბმულები).

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით კი ვებგვერდი -‘’ ქსელური გვერდი’’-ა.

ქართულ ენაზე არსებული ინფორმაციითაც შეგვიძლია დავასკვნათ რომ ვებგვერდი ვებსაიტს არ ნიშნავს, ის ვებსაიტის მხოლოდ ერთი გვერდის სახელწოდებად შეიძლება გამოვიყენოთ, ვებსაიტი ვებგვერდების ერთობლიობას წარმოადგენს.

მაშასადამე სწორია- ვებსაიტი და არა საიტი, ვებსაიტი და არა ვებგვერდი, თუმცა ვებგვერდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგრამ ვებსაიტის მხოლოდ ერთი გვერდის სახელწოდებად.

საიტის შექმნა თუ საიტის დამზადება?

მას შემდეგ რაც გავარკვიეთ რომ ვებსაიტი და არა საიტი, უნა გავარკვიოთ რომელი ფორმაა სწორი- ვებსაიტის შექმნა თუ ვებსაიტის დამზადება?

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ძველი ქართული ენის შეერთებულ ლექსიკონში შექმნა განმარტებულია როგორც

ქმნა, გაკეთება, დამტკიცება, და მზადება, შეთხზვა; „აღზელა“; გახდომა (ი. ა.) დაარსება, წარმოქმნა, გადაქცევა, დაწყება.

 

მარტივად რომ ვთქვათ - ღმერთმა სამყარო 7 დღეში შექმნა, შემდეგ დაისვენა და ვებსაიტის დამზადება  ვებ დეველოპერებს მიანდო!

 

რატომ ძვირდება GE დომენი 66,6(6)%-ით?

რატომ ძვირდება GE დომენი 66,6(6)%-ით?

2-4 წუთი

როდიდან და რამდენად ძვირდება .GE დომენი?

ge დომენი გაძვირდა 30 ლარის ნაცვლად გახდა 50 ლარი

.GE სტანდარტული დომენების წლიური ღირებულება 2024 წლის 1 მარტიდან 66,6(6)%-ით იზრდება და მისი საფასური 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი ხდება.

*სტატიის ფარგლებში ტერმინ "დომენის გაყიდვაში"  ვგულისხმობთ დომენის რეგისტრაციას ან მის განახლებას 1 წლის ვადით.

 


თუ თქვენ .GE დომენის მფლობელი ხართ, ინბოქსთან ერთად შეამოწმეთ ელ-ფოსტის სპამ საქაღალდეც, სადმე აუცილებლად მიიღებდით ქვემოთ წარმოდგენილი სქრინშოთის მსგავს შეტყობინებას, რომელიც გვატყობინებს მომსახურების ფასების ცვლილებს.

GE დომენი გაძვირდა 50 ლარი

აღსანიშნავია, რომ ამ სქრინშოთის მსგავსად, სხვა რეგისტრატორებიც ცვლილებასთან ერთად გვატყობინებენ "აქციის" შესახებაც, რომლის არსიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. ვინაიდან, "აქციის" არსი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხევვაში მომსახურებას გაგვიწევენ ძველი (ანუ არა გაძვირებული) ფასით.

 

ვინ გასაზღვრავს .GE დომენის ფასებს?

დღემდე, .GE დომენის ერთადერთ პროვაიდერს კავკასუს ონლაინი წარმოადგენს. 2018 წლიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც "კავკასუს ონლაინს" დაევალა GE დომენის გაყიდვის უფლება მიეცა სხვა კომპანიებისთვისაც. რეგულაციის მიხედვით, კავკასუსი ვალდებულია რეგისტრატორ კომპანიებთან გააფორმოს ერთნაირი ტიპის, სტანდარტული ხელშეკრულებები, რომლის პირობებიც საჯაროა. 

ამჟამად (3 თებერვალი 2024წ.) "კავკასუსი" რეგისტრატორებს .GE დომენს აწვდის 28 ლარად (თუ რეგისტრატორი წინასწარ იყიდის მრვალ დომენს ერთად, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისი თვითღირებულების 20 ლარამდე შემცირება). რეგისტრატორების უმრავლესობა .GE დომენებს 30 ლარად ჰყიდის (არსებობენ გამონაკლისებიც, მაგ. registrator.ge-ს  ანალოგიური სერვისის ტარიფია 40 ლარი).

რეგისტრატორთა მხარდასაჭერად უნდა აღინიშნოს რომ ისინი 2024 წლის 1 მარტამდე მუშაობას აგრძელებენ მინიმალურ მარჟაზე და მხოლოდ 7%-იანი ფასნამატით (2 ლარი) ჰყიდიან სტანდარტულ .GE დომენს. 

პასუხი კითხვაზე, გაიზარდა თუ არა .GE დომენის თვითღირებულება რეგისტრატორებისთვის უცნობია. თუმცა, დანართი რომელშიც გაწერილია .GE დომენის მიწოდების ფასები, ჯერ-ჯერობით არ განახლებულა. 

კავკასუსუსის მიერ რეგისტრატორებისთვის სერვისის მიწოდების ტარიფები უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ხელშეკრულების #3 დანართში (იხ. დოკუმენტი PDF)

ასევე აღსანიშნავია, რომ .GE სერვისების ფასების რევიზიის შესახებ არაფერია ნათქვამი CCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს უკანასკნელ (რიგით მეორე) სხდომის განსახილველ საკითხებში.

 

ამრიგად, თუ კავკასუსს არ შეუცვლია ტარიფები და ხელშეკრულების დანარჩენი პირობებიც უცვლელად დარჩება, მაშინ რეგისტრატორები, 7%-ის ნაცვლად, შეძლებენ სტანდარტული .GE დომენი 78%-იან ფასნამატით გაყიდონ.

78%-იანი ფასნამატი უკვე ძალიან მიმზდველად გამოიყურება და იმედი გვაქვს ეს გაზრდის რეგისტრატორთა კონკურნციას. თავისუფალი კონკურნცია კი ისევე გააჯანსაღებს GE დომენის შეძენის ფასებს როგორც ეს სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ხდება.

 

 

სულ რამდენი .GE დომენის რეგისტორია საქართველოში?

ge დომენის რეგისტრატორები
Credit: nic.ge

 

საქართველოში ამ მოენტისათვის სულ გვყავს .GE დომენის 20 რეგისტრატორი

რეგისტრატორთა განახლებადი სია

 

რა ღირს ადგილობრივი დომენები სხვა ქვეყნებში?

ევროპის პოპულარული ქვეყნების ccTLD-ები, როგორიცაა .de (გერმანია), .uk (გაერთიანებული სამეფო) და .fr (საფრანგეთი): დომენების რეგულარული ღირებულება ძირთადად 10$-იდან 20$-მდე მერყეობს. თუმცა მაღალი კონკურენციის წყალობით თქვენ შეგიძლიათ ისინი უფრო დაბალ ფასადაც შეიძინოთ.


ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ბიუჯეტური რეგისტრატორია Dynadot.com, სადაც ამ მომენტისთვის როგორც სქრინზე ხედავთ გაერთიანებული სამეფოს (.uk) დომენის შეძენა 6,5$-ად, ხოლო პოლონოური (.pl) და გერმანული (.de).

საინტერესოა რომ ასევე 5,5$-ად/წელიწადში შეგიძლიათ შეიძინოთ ევროზონის დომენი (.eu

de, eu, uk, pl, დომენები

ვინაიდან დასავლური ბაზარი თავისუფალია, ზოგიერთ უცხოურ რეგისტრატორს აქვს აქციები, რომლის ფარგლებშიც საშუალება გეძლევათ 1$-ად ან სულაც უფასოდ შეიძინოთ დომენს 1 წლის ვადით (მაგალითისთვის იხილეთ სქრინი, შესაბამისი ბმულით)

 

ბრიტანული .uk დომენი უფასოდ, ქართული .ge დომენი 50 ლარად!

თუ ბრიტანული .uk დომენის შეძენა გსურთ გაგიმართლათ, ახლა ის უფასოა! (იხ. სააქციო ბმული), თუ ქართული .ge დომენის შეძნა გსურთ იჩქარეთ, ის მალე გაძვირდება :) 

uk domain free დომენი უფასოდ

 

რომელი ქვეყნის დომენებია ყველაზე ძვირი?

შეიძლება ახლა უცნაური გრძნობა გაქვთ, რადგან გახსენდებათ რომ ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita) რამდენჯერმე მეტია საქართველოსთან შედარებით და ფიქრობთ, რომ შესაბამისად ლოკალური .ge დომენით საქართველოში მიღებული საშუალო სარგებელიც რამდენჯერმე მცირე იქნება ვიდრე ბრიტანეტში .uk დომენით მიღებული შემოსავალი. 

თუ ასე ფიქრობთ, აბსოლუტურად მართალი ხართ, თუმცა საპირწონედ გეტყვით რომ იმავე დიდი ბრიტანეთის კუთვნილ ტერიტორიებს ინდოეთის ოკეანეში რომელიც ცნობილია აბრევიატურით BIOT (British Indian Ocean Territory) გააჩნია საკუთარი დომენი დაბოლებით .io რომლის რეგისტრაციის ფასი სხვადასხვა რეგისტრატორებთან 40$-100$ ფარგლებში მერყეობს. 

დაახლობით იმავე საფასო ზღვრებში მერყეობს ასევე ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიული ერთეულის Anguilla-ს ლოკალური .ai დომენი 90$-200$ შუალედშია და მათი ფასი პერიოდულად იზრდება.

ფასების მხრივ ასევე გამორჩელია ბრიტანეთის კიდევ ერთი სამეფოს - ტუვალუს Tuvalu (ყოფილი ელისის კუნძულები) ლოკალური დომენი - .tv მისი ფასები 20-50$ დოლარის ფარგლებშია.

 

გაინტერესებთ რატომ ღირს ასეთი ძვირი ეს დომენები?

ცხადია მათი ფასების სიძვირე არ უკავშირდება ლოკალურ პაწაწინა ტერიტორიულ ერთეულებს და ეს ccTLD-ები მათი გლობალური მნიშვნელობის გამო ფასობენ. კერძოდ:

.TV დომენი (20-50$) -  მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ასოცირდება ტუვალუსთან, .tv დომენი მალევე გახდა სასურველი არჩევანი ტელევიზიის, სტრიმინგის სერვისებისა და ვიდეო კონტენტის ვებსაიტებისთვის.

.IO დომენი (40$-100$) - ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებს შორის "Input / Output" ასოციაციის გამო. შესაბამისად, ტექნოლოგიურ კომპანიებს მოსწონთ რომ .io დომენს აქვს უფრო მაღალი ფასი, რომელიც როგორც წესი, იწყება დაახლოებით $60-დან $100-მდე წელიწადში რეგისტრაციისთვის.

.AI დომენი (70$-200$) - ხელოვნური ინტელექტის კომპანიებისა და პროექტების მიმართ მიმზიდველობის გათვალისწინებით, .ai დომენი ძალიან მოთხოვნადი გახდა, რითაც აიხსნება მისი მაღალი ფასი.

 

მოკლედ, რეალობა ასეთია - .GE დომენის საფასური მარტიდან 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდვია!

 

დომენის შერჩევა თქვენი ბიზნესისთვის

დომენის შერჩევა თქვენი ბიზნესისთვის

2-3 წუთი

დომენის შერჩევა იმაზე მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე ის თუ როგორ გამოიყურება უბრალოდ URL ბრაუზერში. დომენი თქვენი ბიზნესის ბრენდინგის და SEO-ს ნაწილია რომელიც შესაბამისად  და ღირსეულად უნდა წარმოადგენდეს მას ვებ სივრცეში. რა თქმა უნდა დომენის შერჩევისას ბევრი თავსატეხის წინაშე შეიძლება დადგეთ მაგრამ არის მნიშვნელოვანი საკითხრები რომელთა გათვალისწინებათ ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ. 

დომენის შერჩევა

 

დომენის შერჩევა - ძირითადი საკითხები 

დომენის შერჩევა გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც უნდა დასვათ 3 მნიშვნელოვანი კითხვა:

 

  • თქვენი დომენის სახელის გაგონებისას რა გსურთ რომ იგრძნოთ თქვენმა პოტენციურმა მომხმარებელმა?
  • შერჩეული დომენი ასახავს თუ არა ყველა იმ პროდუქტსა თუ სერვისს რასაც თავაზობთ მომხმარებელს?

  • ბრენდულ სახელწოდებაზე აკეთებთ აქცენტს თუ SEO ქივორდის გამოყენება გსურთ დომენის არჩევისას? (ამ კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად გაკეთებული საქმის ნახევარია)

 

1. მოკლე, კეთილჟღერადი და დამახსოვრებადი 

თუ დომენის სახელში გსურთ რომ ბრენდის სახელი ფიგურირებდეს, რებრენდიგს კიდევ არ გეგმავთ ისღა დაგრჩენიათ დაარეგისტრიროთ სახელი დომენად. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ დომენის  სახელი უნდა იყოს : 

  • 15 სიმბოლოზე ნაკლები
  • კეთილჟღერადი
  • დამახსოვრებადი
  • ასოციაციების გამომწვევი

 

2. დომენის შერჩევისას მოერიდეთ სიმბოლოებს და ციფრებს

ადამიანები მუდმივად არასწორად წერენ სიტყვებს, რთული დომენი და ჩახლართული კომბინაციები კიდევ უფრო გაურთულებთ მათ საქმეს ამით კიდევ თქვენი საქმე დაზიანდება. ციფრების და სიმბოლოების არ გამოყენება დომენის სახელწოდებაში თქვენ დომენს Mobile friendly -ად გაქცევთ, რადგან მათი აკრეფვისას გიწევთ ალფავიტიდან ნომრებზე გადართოთ რაც  ცალკე დისკომფორტია. ამგვარად აუცილებელია თავიდან აიცილოთ:

  • ციფრებისა და სიტყვების კომბინაციები: c00l-d0main.com
  • დეფისები: cool-domain.com
  • აბრევიაციები: coolest-domain4u.com
  • გამეორებადი ასოები: coolesttopdomain.com

უნდა აღინიშნოს რომ ამ წესს აქვს გამონაკლისი იმ შემთხვევაშ თუ თქვენი ბრენდის სახელწოდება შეიცავს ციფრს მაშინ ამ წესს აუცილებლად ივიწყებთ!

 

3. დომენის შერჩევა ქართული ბიზნესისთვის .ge  

ქართულ ბაზარზე მყოფი ბიზნესისთვის უმჯობესია თუ .ge დომენს გამოიყენებს რატომ?

პასუხია: SEO

ჩატვირთვა? რომელია მთავარი უპირატესობა რატომ?

თუმცა თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოყენოთ .co;  .shop; .co;  .store; .trade; .study და აშ დომენებიც რომელთა არჩევანიც უზარმაზარია და შეგიძლიათ იხილოთ აქ >>>

 

4. დომენის შერჩევა SEO ქივორდის მიხედვით

თუ თქვენი ბრენდის სახელწოდება და საქმიანობის სფერო გაძლევთ საშუალებას აუცილებლად დომენის შერჩევა აუცილებად მოახდინეთ SEO ქივორდის მიხედვით. თქვენს ნიშაში ეს ერთი დიდი ნაბიჯით წინ წაგწევთ თქვენ კონკურენტებთან შედარებით. მაგალითად:

  • Sunday + apparel = sundayapparel.com
  • Diane’s candles = dianescandles.com or candlesbydiane.com
  • Cosmik masks = cosmikmasks.com

 

5. გამოიყენეთ დომენის გენერატორი ისპირაციისთვის

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დომენის ონლაინ გენერატორები რომლებიც დაგეხმარებიან ცადოთ ბევრი სხვა და სხვა კომბინაცია აარჩიოთ სასურველი და ცადოთ მისი პოვნა და შეძენა დომეინ რეგისტრატორებთან.

  1. Namecheap 

  2. GoDaddy 

  3. Domain.com 

  4. Bluehost 

  5. NameMesh 

  6. Lean Domain Search 

  7. Bust a Name 

  8. Panabee 

  9. DomainWheel 

  10. Instant Domain Search 

 

6. სასურველი დომენის გამოკვლევა

მას შემდეგ რაც დაასრულებთ დომენის შერჩევას, ფავორიტი ვარიანტების არჩევის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ თავისუფალია თუ არა შესაძენად თქვენი სასურველი დომენი ამის გაკეთებას კი შეძლებთ ამ საიტზე >>> WHOIS lookup 

საბოლოო გადაწყვეტილებამდე აუცილებელია დარწმუნდეთ რომ სხვა ბიზნესი არ იყენებს იგივე სახელს სოციალურ ქსელებში, ასევე აუცილებლად დაგუგლეთ და დარწმუნდით რომ არანაირი წინაღობა არ შეგხვდებათ თუ სასურველ დომენს შეიძენთ!

 

დომენის შერჩევის შემდეგ თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სერვისები:

საიტის დამზადება და SEO ოპტიმიზაცია