ორაზროვანი სმაილების მნიშვნელობები

1-2 წუთი

ორაზროვანი სმაილების მნიშვნელობები

 დღეისათვის სალიტერატურო ენაზე, სამეცნიერო ტერმინებზე და ორთოგრაფიულ აკურატულობაზე მეტად მნიშვნელოვანი გახდა შინაარსის მარტივად გამოხატვა, რაშიც ხშირად ე.წ. "სმაილები" (სმაილაკები, ემოჯები) გვეხმარებიან. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მათგანის განმარტებას რომელიც ურბანულ დონეზე ხშირად გვხვდება.

🐐 - ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თხის გამოსახულება, ხშირად საქებარ, თაყვანისცემის ნიშნად გამოყენება (Goat - Greatest of all time).

💅 - ამ სმაილის გამოყენებით ზოგჯერ მოსაუბრე გამოხატავს რომ მას "ეს საკითხი არ მაინტერსებს!"

🍀 - ეს ფოთოლი, ყოველთვის არ ასოცირდება ფოტოსინთეზთან ან სუფთა ჰაერთან, თინეიჯერები მასში ხშირად მარიხუანას გულისხმობენ.

🍕 - ყველასთავის საყვარელი პიცის ნაჭერი, შეიძლება გულისხმობდეს სიყვარულის გამოვლინებას.

🚾 - ეს ნიშანი ალბათ სველი წერტილების სიახლოვეს შეგინშინავთ, მაგრამ ჩატში შეიძლება გულისხმობდეს Woman crush-ს.

🧢 - უწყინარი ქუდი, ორაზროვანებას ნიშნავს, კეპს ხომ საითაც გინდა იქითი მიატრიალებ -  ან ტყუილია / ან სიმართლე.

👏 - როცა ტაშის სიმბოლოს მოგწერენ, დაფიქრდით, მართლა იმსახურებდით მას თუ ეს უბრალოდ სარკაზმია!?

⏳ - ზგოჯერ შიძლება აღნიშნავდეს სხეულის ფორმას რომელიც შიძლება იყოს კომპლიმენტი ან დაცინვა.

👉👌 - თითების ამ კომბინაციის გასაშიფრად ნუ დაიქირავებთ მუნჯური ენის სპეციალისტს, შეგიძლიათ  სქესობრივი კავშირის სინონიმად აღიქვათ.

🧿 - დართსის დაფა, ზოგჯერ შესაძლოა ბოროტ თვალს აღნიშნავდეს.

👉👈 - თითბის კომბინაცია აღნიშნავს მორცხვობას, ნერვიულობას, ღელვას ძირთადად ფლირტის კონტექსტში.

💀 - Gen Z თაობა ამ არცთუ დადებით ემოჯის, ხშირად იყენებს დადებითი ემოციების გამოსახატად "სიცილისგან მოვკვდი"

👍 - ე.წ. „ლაიქი“, ყოველთვის არ ატარებს დადებით კონოტაციას, ზოგიერთი მას ხშირად ირონიულად, დისლაიქის ნაცვლად იყენებს.

👁️👄👁️ - სმაილების ეს კომბინაცია აღნიშნავს გამოიყენება გაფართოებული თვალების, გაოცების ნიშნად.

😙 - თანამედროვე თაობაში როგორც აღმოჩნდა რომ ნიშნავს ნამდვილ ლაიქს

(👍) ❤️ - სტანდარტული გული,ზოგჯერ შეიძლება აღნიშნავდეს უბრალოდ ბოდიშს ან სიტუაციის შერბილებას.   შეგიძლიათ კომენტარებში მოგვწეროთ თქვენი სმაილები, რომლებსაც არასტანდარტული მნიშვნელობით იყენებთ.