ლოგოს დამზადება უფასოდ | ლოგოს შექმნა უფასოდ

2-3 წუთი

ლოგოს დამზადება | ლოგოს შექმნა

 

ლოგოს დამზადება (ლოგოს შექმნა) და თან კარგის ეს ძლიერი იარაღია რომელიც  თქვენი ბიზნესის ღირებულებებს, ესთეტიკას, ხასიათსა და საჭიროებას ქმნის თქვენი პოტენციური მომხმარებლის თვალში. ლოგო კომუნიკაციის საშუალებაა რომლითაც თქვენ გაცნობიერებულად ეკონტაქტებით და ახდენთ შთაბეჭდილებას მომხმარებელზე. ლოგოს დამზადება უფასოდ კი წინგადადმული ნაბიჯი თქვენი ბიზსნესის კეთილდღეობის გზაზე.

რამდენიმე საკვანძო საკითხი რომლის გააზრებაც ლოგოს შექმნამდე მხოლოდ წაგადგებათ ამ მნიშვნელოვან საქმეს შეჭიდებულებს:

  • ბრენდის ცნობადობა - ჭარბპროდუქტიანობის პირობებში ლოგოს განსაკუთრებული დიზაინი და დამახსოვრებადობა დიდ სამსახურს გაგიწევთ  კონკურენტებთან ბრძოლაში.

  • კარგი პირველი შთაბეჭდილება - ლოგოს დანახვისთანავე მოდის თქვენი ბრენდის ესთეთიკისა და რაობის განცდა.

  • სანდოობა და ავტორიტეტულობა - ლოგოები რომლებიც გვიტოვებენ პროფესიონალიზმისა და თანმიმდევრულობის, ნაფიქრობის  განცდას მხოლოდ სანდოობასა და პატვისცემას იწვევენ მომხმარებელში. 

  • თანმიმდევრულობა - კარგი ლოგო უნივერსალური ხასიათისაა და მას შეუძლია იმუშაოს ყველგან, სავიზიტო ბარათებიდან დაწყებული, საიტებზე, ინსტაგრამსა თუ მაღაზიების ვიტრინებზე.

 

დიდებული  ლოგოები როგორც წესი მარტივები არიან თავიანთი შინაარსით, თუმცა მათი შექმნა მარტივი ნამდვილად არ არის. არსებობს ათასნაირი კომბინაცია ტექსტისა და ფოტოსი, ფერებისა და ფონტების რომლებიც შექმნიან  შთამბეჭდავ ლოგოებს,  ამ შედეგისთვის ჯერ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა გსურთ და ამის მიხედვით იმოქმედოთ:

 

 

სიტყვა ლოგოები / Wordmarks


Wild logo with salmon font.

Allbirds logo with black font.

 

ალბათ ბევრი ასეთი კარგი ლოგო გინახავთ და მოგწონებიათ, ძებნის პროცესში დროის და რესურსის დასაზოგად კარგი იქნება თუ იფიქრებთ ამ ტიპის ლოგოზე, შეეფერება თუ არა თქვენ ბრენდს მსგავსი ლოგო, თუ კი რომელ ფონტსა და ფერში? იქნებ კალიგრაფიული დიზაინის ლოგო უფრო სათქვენოა... 

 

თუ კი დააპლუსეთ ეს იდეა, მაგრამ აუცილებლად გააგრძელეთ კითხვა 👇

 

შრიფტებით თამაში ლოგოში

Goodfair logo with green text.

სხვა და სხვა ტიპის შრიფტის თამაში  თქვენ, სიტყვების იერარქირების საშუალება გაქვთ ლოგოში. ანუ ამ ფორმით თავისუფლად შეძლებთ პირველადი და მეორადი გზავნილების მიტანას  მომხმარებელთან. შრიფტის ზომა, ფერი სხვა და სხვა ხაზზე აუცილებლად დაგეხმარებათ ამ ეფექტის მიღწევაში. 

 

მარტივი გრაფიკული ელემენტები ლოგოში


Tentree logo with black text.

ტექსტუალურ ლოგოში გრაფიკული ელემენტის შემოტანა შინაარსისა და მნიშვნელობის ფენას მატებს მას. თქვენ შეგიძლიათ სიტყვის შემადგენელი რომელიმე ასოს ფორმა თქვენი საქმიანობის ან კონცეფტის მატარებელ სიმბოლოსთან დააკავშიროთ. ამის ერთ-ერთი, ნათელი და კარგი მაგალითია Tentree -ის ლოგო.


ფოტოზე  ტექსტი

Kylie cosmetics logo with lips.

ფოტოზე ტექსტის დადება ლოგოს კლასიკური ვარიანტია რომელმაც დროს გაუძლო, ეცადეთ რომ ტექსტი იყოს მარტივი გასაგები და ნეიტრალურ ფონზე გამოტანილი რომ მისი წაკითხვა მომხმარებელს არ გაუჭირდეს. მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ Kylie Cosmetics -ის ლოგო.

 

გამოიყენეთ ერთი ფოტო, სიმბოლო ან აიკონი

Beardbrand black logo.

მარტივი სადა ფოტო, სიმბოლო ან აიკონი რომელიც გამოხატავს თქვენ ბრენდთან დაკავშირებულ კონცეპტუალურ ხატს, ეს შეიძლება იყოს ჟესტი, თილისმა თუ გამოსახულება რომელიც თქვენი ბრენდის ესთეტიკას უსვამს ხაზს. ამ ტიპის ლოგოებიდან შეგიძლიათ იხილოთ ეს მაგალითი >> Beardbrand 

 

ლიმიტირებული ფერთა პალიტრა 

 

შთამბეჭდავ ლოგოებში ძალიან დიდია ერთ ფერში გადაწყვეტილი ლოგოების წილი. მარტივი, გასაგები, ერთ ფერიანი დიზაინი მარტივად გაგებადი, გარჩევადი და კითხვადია სხვა და სხვა პლატფორმებზე. მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოდ Death Wish Coffee  -ის ლოგო,

 

+1 ეტაპი ლოგოს შექმნამდე რაც ასევე აუცილებლად უნდა გაიაროთ

 

  • შეიცან თავი შენი - ლოგოს შექმნამდე კიდევ ერთხელ გაიაზრეთ საკუთარი ბრენდის ღირებულებები, მისია და ზოგადი ესთეტიკა.

  • აარჩიეთ სწორი ფონტი - ფონტები ერთმანეთისგან კონოტაციებით განსხვავდებიან ამიტომ კარგად გაიაზრეთ რა გჭირდებათ რამე მოდერნული თუ უფრო კლასიკური, ან იქნება რამე სუპერპუპერ ჰუუუუჰუუუ? 

  • ყურადღება მიაქციეთ ნეგატიურ სივრცეს / Negative space- იმისთვის რომ  მიხვდეთ რას ვგულისხმობ ნახეთ FedEx -ის ლოგო და შეძლებისდგავარად გამოიყენეთ ეს ფაქტორი.

  • იფიქრეთ მულტიფუნქციურობაზე - როგორც ზემოთ აღვნიშნე, კარგი ლოგო, კარგი ლოგო უნდა იყოს ყველა პლატფორმაზე და ყველა ფორმატში, ანუ დაფიქრდით მის უნივერსალურობაზე.

 

პლატფორმები სადაც შეგიძლიათ ლოგოები შექმნათ უფასოდ თქვენი ბიზნესისთვის👇

1) Canva

2) Adobe Illustrator

3) LogoMakr

4) Shopify’s free logo maker

 

თუ ფინანსებში შეზღუდული ხართ და გსურთ საიტის დამზადება უფასოდ, იხილეთ სტატია უფასო ფოტოებსთან დაკავშირებით.