აირჩიეთ ენა

როგორ დავიწყოთ ონლაინ ბიზნესი ნულიდან - პრაქტიკული გზამკვლევი (ხელნაკეთი ნივთების მაგალითზე)

6-12 წუთი

თქვენი ჰობის ონლაინ ბიზნესად ქცევა სავსებით შესაძლებელია!

დავუშვათ გვსურს ონლაინ ბიზნესის (ნივთების გაყიდვის) და ამისათვის გვაქვს ბიუჯეტი 10 000 ლარი.  წინამდებარე სტატია მოგცემთ ნათელ წარმოდგენას თუ რა ეტაპები უნდა გაიაროთ და დაახლობით რა პროპორციით გადაანაწილოთ თანხა, რომ შეძლოთ ბიზნესმა მომგებინად მუშაობა. 

ამრიგად, ჩვენ მოგაწვდით სტრუქტურირებულ და პრაქტიკული გეგმას, რომელიც დაეხმარებათ, თქვენი გატაცება - პირობითად ხელნაკეთი ნივთების შექმნა მომგებიან ონლაინ ბიზნესად აქციოთ.

წარმოდგენილი ანალიზი დეტალურად განიხილავს ყველა საკვანძო ეტაპს: იურიდიული ფორმის შერჩევიდან დაწყებული, პროდუქციის ვიზუალური წარდგენითა და ციფრული მარკეტინგის სტრატეგიით დამთავრებული, საბოლოო ფინანსური გეგმის შედგენით. გზამკვლევი დაფუძნებულია ქართულ რეალობაზე, საგადასახადო კანონმდებლობასა და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ პრაქტიკაზე, რათა მეწარმის გზა მაქსიმალურად ეფექტური იყოს.

ნაბიჯი 0: დაგეგმვა და ბიზნესის კონცეფციის შემუშავება

  1. იდეის დახვეწა და ნიშის არჩევა:

    • შერაჩიეთ რა სახის ხელნაკეთ ნივთებს დაამზადებთ (მაგალითად, სამკაულები, სანთლები, კერამიკა, ტყავის ნივთები).

    • ჩაატარეთ ბაზრის კვლევა, რათა გაიგოთ, რომელი პროდუქტებია ყველაზე მოთხოვნადი. შეისწავლეთ კონკურენტების საქმიანობა.

    • გამოკვეთეთ, რითი იქნებით განსხვავებული და უნიკალური. ეს შეიძლება იყოს უჩვეულო დიზაინი, მაღალი ხარისხი ან განსაკუთრებული მასალა. 

    • დაგეგმაში, ბაზრის კვლევაში და ანალიტაკაში შეგიძლიათ გამოიყენოთ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც უფასოდ გთავაზობენ პირველად ბიზნეს კონსულტაციას (მაგალითად: swot.ge)




ნაბიჯი 1: იურიდიული ფორმის შერჩევა და რეგისტრაცია (ბიუჯეტი: 100 - 300 ლარი)

ბიზნესის დაწყების პირველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იურიდიული ფორმის სწორად შერჩევაა. საქართველოში ონლაინ ბიზნესისთვის ორი ძირითადი ფორმა განიხილება: ინდივიდუალური მეწარმე (ი/მ) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები და რისკები, რომელთა გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე.

საქართველოში მცირე ბიზნესისთვის ყველაზე გავრცელებული ორი ფორმაა ინდივიდუალური მეწარმე (ინდ. მეწარმე) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს). თქვენი შემთხვევისთვის, ინდ. მეწარმე, სავარაუდოდ, უკეთესი არჩევანია.

ინდივიდუალური მეწარმე (რეკომენდებული)

  • ვისთვის არის იდეალური? დამწყები, მცირე ბრუნვის მქონე ბიზნესისთვის, რომელსაც ერთი დამფუძნებელი ჰყავს.

  • უპირატესობები:

    • მარტივი და იაფი რეგისტრაცია: პროცედურა მარტივია და საჯარო რეესტრში სულ რამდენიმე წუთში სრულდება.

    • ნაკლები ბიუროკრატია: არ მოითხოვს რთულ სააღრიცხვო დოკუმენტაციას და კაპიტალის განთავსებას.

    • მოქნილობა: თანხის გამოტანა პირადი ანგარიშიდან თავისუფლად შეგიძლიათ.

  • მინუსები:

    • შეუზღუდავი პასუხისმგებლობა: ბიზნესის ვალდებულებებზე პასუხს აგებთ მთელი თქვენი პირადი ქონებით.

  • გადასახადები: ამ მაგალითის მიხედვით, თქვენ მოხვდებით მცირე ბიზნესის სტატუსის ქვეშ, რაც ნიშნავს, რომ თქვენი წლიური შემოსავალი (ბრუნვა) 500,000 ლარამდეა. ამ შემთხვევაში, თქვენ იხდით ბრუნვის მხოლოდ 1%-ს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს)

  • ვისთვის არის იდეალური? თუ გეგმავთ ბიზნესის სწრაფ ზრდას, პარტნიორების მოზიდვას ან ინვესტიციების მიღებას.

  • უპირატესობები:

    • შეზღუდული პასუხისმგებლობა: თქვენი პირადი ქონება დაცულია. ბიზნესის ვალდებულებებზე პასუხს აგებს მხოლოდ კომპანია თავისი კაპიტალით.

  • მინუსები:

    • უფრო რთული რეგისტრაცია და აღრიცხვა: მოითხოვს საწესდებო კაპიტალს (მინიმალური ზღვარი არ არის, მაგრამ მაინც საჭიროა დოკუმენტაცია) და უფრო რთულ ბუღალტრულ აღრიცხვას.

    • მოგების განაწილება: მოგების დივიდენდად გამოტანისას იბეგრება დამატებით 5%-ით.

  • გადასახადები: იხდის მოგების გადასახადს (15%) და დივიდენდის გადასახადს (5%).

რეკომენდაცია: დაიწყეთ ინდ. მეწარმედ. ეს დაგიზოგავთ დროს, ფულს და თავიდან აგარიდებთ რთულ ბიუროკრატიას. როდესაც თქვენი ბიზნესი გაიზრდება, მომავალშიც შეძლებთ შპს-ს რეგისტრაციას.

რეგისტრაციის პროცესი:

  1. ეწვიეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ნებისმიერ ფილიალს.

  2. თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.

  3. შეავსეთ სარეგისტრაციო განცხადება.

  4. გადაიხადეთ სარეგისტრაციო მოსაკრებელი (დაჩქარების მიხედვით ფასები იცვლება, დაახლოებით 100 ლარამდე, თუ შპს არეგისტრირებთ დაგჭირდება 250 ლარი).

  5. თუ ინდ. მეწარმედ დარეგისტრიდებით რეგისტრაციის შემდეგ, აიღეთ ამონაწერი და აუცლებლად მიმართეთ შემოსავლების სამსახურს მცირე ბიზნესის სტატუსის მისაღებად.

ნაბიჯი 2: ონლაინ მაღაზიის (ვებსაიტის) შექმნა (ბიუჯეტი: 2500 - 4,500 ლარი)

რადგან Meta Shop (Facebook Shop და Instagram Shop) და TikTok Shop საქართველოში არ მუშაობს, ონლაინ გაყიდვისთვის საუკეთესო გზაა, საკუთარი ვებსაიტის ქირაობა ან შექმნა, რაც თქვენი ბიზნესის ცენტრალური ნაწილი გახდება.

რა უნდა გაითვალისწინოთ ვებსაიტის შექმნისას:

  • დომენი და ჰოსტინგი:

    • დომენი: თქვენი ვებსაიტის სახელი (მაგ: www.chemibiznesi.ge). .ge დომენის ფასი დაახლოებით 50 ლარია წელიწადში.

    • ჰოსტინგი: სერვერი, სადაც თქვენი საიტის ფაილები განთავსდება. წლიური ფასი, როგორც წესი, 150-200 ლარიდან იწყება.

  • პლატფორმის შერჩევა:  ვიქირაოთ მაღაზია თუ გვქონდეს ჩვენი?

    • ონლაინ მაღაზიის ქირობაის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვარიანტია - Shopify: ის ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, თუმცა მოითხოვს ყოველთვიურ გადასახადს (მინიმუმ $27) და ტრანზაქციის საკომისიოს, ანუ გარდა ყოველთვიურად გადახდილი მინიმუმ 27$-ისა, Shopify დამატებით კიდევ იღებს პროცენტს თქვენი თითოეული გაყიდვიდან.

      ამ არჩევანის უპირატესობა არის ის რომ მაღაზიის შექმნა შეგიძლიათ წუთებში - ერთი შეხედვით მომენტალურად, პრაქტიკულად კი - დიზაინის გადაკეთებას, მენიუს დალაგებას, პარამეტრების თქვენზე მორგებას, პროდუქციის ატვირთვას და ა.შ. როგორც წესი ჭირდება რამდენიმე დღე.

      ასევე უპირატესობაში შეგვიძლია ჩავთვალოთ - შოპიფაის მართვის სიმარტივე, და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც შედის ყოველთვიურ 27$-ში.

      Shopify ძირითადი ნაკლოვანება - თქვენ ქირაობთ პლატფორმას. თქვენ არ ფლობთ მას. ეს ნიშნავს, რომ დამოკიდებული ხართ Shopify-ს წესებზე, პირობებსა და საფასო პოლიტიკაზე. თქვენ არ გაქვთ წვდომა საიტის კოდის სიღრმისეულ ნაწილებზე ან მონაცემთა ბაზაზე.

      აქვე უნდა გამოვყოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ქირაობას განასხვავებს გაყიდვისგან. თუ დავუშვათ გინდათ ბიზნესის დაპაუზება და არ გადაიხდით ყოველთვიურ საფასურს, თქვენი მაღაზია გადავა გამორთულ (გაყინულ) მდგომარეობაში და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვალოდ წაიშლება. ეს ნიშნავს, რომ წაიშლება თქვენი ყველა პროდუქტი, გაყიდვების ისტორია, მყიდველთა მონაცემები და ა.შ.


    • ინტერნეტ მაღაზიის დამზადების ყველაზე გავრცელებული ვარიანტია: 
      WordPress + WooCommerce (რეკომენდებული):
      ამ შემთხვევაში ონლაინ მაღაზიის 100% თქვენს საკუთრებაშია. თქვენ გაქვთ სრული კონტროლი ყველა ფაილზე, მონაცემთა ბაზაზე და ფუნქციონალზე. შეგიძლიათ გადაიტანოთ ნებისმიერ ჰოსტინგზე და მოარგოთ თქვენს ბიზნესს უსასრულოდ. გაძლევთ სრულ კონტროლს თქვენს მაღაზიაზე.

      ინტერნეტ მაღზიის დამზადების უპირატესობა - თქვენ იხდით მხოლოდ ჰოსტინგის საფასურს (დაახლობით 150-200 წლიურად). არ არსებობს გაყიდვებიდან დამატებითი საკომისიო (გადახდის სისტემის საკომისიოს გარდა).

      WooCommerce-ის თქვენს ბიზნესზე მორგების შესაძლებლობები უსაზღვროა. შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი დიზაინი და ფუნქციონალი, რომელიც თქვენს ბიზნესს დასჭირდება. 

      ონლაინ მაღაზიის დამზადების შემთხვევაში თქვენ გექნებათ გაძლევთ 100%-იანი კონტროლი SEO-ს ყველა ასპექტზე, რაც გაძლევთ შესაძლებლობას დაიკავოთ TOP პოზიციები Google-ის საძიებო სისტემაში. 

      ინტერნეტ მაღზიის დამზადების ნაკლოვანება - პირველ რიგში ეს არის დიდი  ერთჯერადი ხარჯი ონლაინ მაღაზიის დამზადებისთვის (2500-4000 ფასები იცვლება ფუნქციონალის მიხედვით), ასევე დამზადებისთვის საჭირო დრო - რამდენიმე კვირა (როგორც წესი მზადდება 2-4 კვირის ფარგლებში) და ტექნიკური საპორტი, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ პერიოდულად (წელიწადში რამდენჯერმე).

      როგორც ხედავთ, აქ კიდევ ერთი საკვანძო ეტაპია თქვენი ბიზნესისთვის.

      თუ ჯერ კიდევ არხართ დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში, გსურთ მხოლოდ წაეთამაშოთ ბიზნესს და თქვენს წამოწყებას  ექსპერიმენტის სახე მისცეთ, მაშინ  Shopify საუკეთსო არჩევანია.

      თუ აპირებთ სერიოზულად მოეკიდოთ თქვენს წამოწყებას და საფუძვლიანად მიჰყვეთ თქვენი ბიზნესის განვთარებას, ამ შემთხვევაში, საკუთარი ონლაინ მაღაზიის ქონა, ბევრად მომგებიანი და ამავდროულად საგრძნობლად ეკონომიურიც გამოდის გრძელვადიან პერსპექტივაში.

იმის მიუხედავად თუ რომელ ვარიანტს აირჩევთ, თქვენ ორივე შემთხვევაში დაგჭირდებათ რომ თქვენი ინტერნეტ მაღაზია იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული და აკმაყოფილებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას:

  • Responsive დიზაინი: ვებ-გვერდი უნდა იყოს ოპტიმიზირებული მობილური მოწყობილობებისთვის და იტვირთებოდეს სწრაფად.

  • ინტუიციური ნავიგაცია: პროდუქცია სწორად უნდა იყოს დაყოფილი კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად.24

  • გამარტივებული შეკვეთის პროცესი: გადახდის პროცესი უნდა იყოს მარტივი და შეკვეთის მიტოვების რისკი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.

  • პროდუქტის დეტალური აღწერა: აუცილებელია პროდუქტის ზუსტი და დეტალური აღწერა, რაც მოიცავს მასალას, ზომებსა და დანიშნულებას.

კონტენტი და ნავიგაცია: კატეგორიების ხე, პროდუქტის აღწერა და მენიუ

მაღაზიის დაგეგმვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი კატეგორიების ხის (Category Tree) სტრუქტურის შექმნაა. პროდუქციის დახარისხება გადამწყვეტია მომხმარებლისთვის.  მაგალითად, თუ თქვენ ამზადებთ აქსესუარებს, კატეგორიები შეიძლება იყოს: "საყურეები", "ყელსაბამები", "სამაჯურები" და ა.შ.  თითოეული პროდუქტი უნდა იყოს დეტალურად აღწერილი, რაც მოიცავს მასალას, ზომებს, უნიკალურობას და მოვლის წესებს.

მენიუში, გარდა პროდუქტის კატეგორიებისა, უნდა იყოს ძირითადი გვერდები, როგორიცაა: "ჩვენ შესახებ" (თქვენი ან თქვენი კომპანიის შესახებ), "კონტაქტი" და "ხშირად დასმული კითხვები".

იურიდიული დოკუმენტაცია: წესები და პირობები, მიწოდების პოლიტიკა და ანგარიშსწორების პირობები

 

ონლაინ მაღაზიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იურიდიული დოკუმენტაციაა. აუცილებელია, თქვენს მაღაზიაზე განათავსოთ ზოგადი "წესები და პირობები" და "კონფიდენციალურობის პოლიტიკა", გადახდის, განვადების, ნივთის მიწოდების პირობები, თანხის დაბრუნების, პროდუქციის შეცვლის ან/და საგარანტიო პირობები. ეს დოკუმენტები მომხმარებელთან ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა შაბლონები, ეს ტექსტები უნივერსალური არ არის და უნდა მორგებული იყოს კონკრეტულად თქვენს ბიზნესზე. 

ჩვენი პრაქტიკდან უკლებლივ ყველა დამკვეთს (მათ შორის იურიდიულ კომპანებსაც კი) ეზარებათ მსგავს ფორმალურ ამ დოკუმენტებზე მუშაობა, რადგან ეს ერთი შეხედვით უსარგებლო დროის კარგვაა. ეს დოკუმენტები ჰგავს უბედური შემთხვევის სადაზღვეო პოლისს, რომელის გამოყენებაც იშვიათად გვჭირდება, მაგრამ თუ დაგვჭრდა მას ნამდვილად ოქროს ფასი აქვს. გარდა ამისა, შესაძლოა ზოგიერთმა ონლაინ გადახდის პროვაიდერმა მოგთხოვთ მათი სრულყოფა.

VISA/MasterCard/AmEx ბარათებით ონლაინ გადახდა

იმიასთვის რომ თქვენს მაღაზიაში მომხმარებელმა შეძლოს ბარათით გადახდა, ამისათვის უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი ან რამდენიმე პროვაიდერი, რომელიც ამ სერვისს გვთავაზობს.

ქვემოთ გთავაზობთ პოპულარულ გადახდის მეთოდებს, რომელიც გამოიყენება საქართველოში, პროვაიდერები გვთავაზობენ სხვადასხვა პირობებს, ხშირად მოლაპარეკების საფუძველზე ადგენენ ინდივიდუალურ საკომისოებს.

გადახდის პროვაიდერის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები, მაგალითად:

1) საკომისოები ტრანზაქციაზე საშუალოდ არის 2,5%-დან 5%-მდე, გააჩნია ბარათს (მაგალითად, უცხოური ბარათებით გადახდა შედარებით ძვირია, ასევე ძვირია AmEx ბარათებით გადახდა, იაფია ქართული Visa / MasterCard, კრიპტო და ა.შ.)

2) სერვისის სააბანოენტო - ეს უმრავლესობას არ აქვს, მაგრამ აქვს TBC-ს, 50 ლარი / თვეში.

3) პლაგინის ხარჯი - საშუალოდ 150-200 ფარგლებში ლარი/წელიწადში, თუ არიჩევთ რეკომენდრიებულ ვარიანტებს, მაშინ არ გექნებათ ეს ხარჯი.

4) დრო და პროცედურების სიმარტივე - ადვილია ურთიერთობა BOG და TBC ბანკებთან, დანარჩენებთან მეტნაკლებად, ზოგჯერ იღბლის ამბავიც არის :) .

https://businessmanager.bog.ge/ka/online-payment (რეკომენდირებული)
https://tbcpayments.ge/ecom
https://libertypayments.ge/e-commerce 
https://www.cartubank.ge/index.php?m=365&lng=geo 
https://unipay.com/pricing/  (რეკომენდირებული)
https://payze.io/ka

 ნაბიჯი 3: პროდუქციის მომზადება და ფოტოგრაფია (ბიუჯეტი: 1,500 - 2,000 ლარი)

ნედლეულის და მასალების შესყიდვა (1,200 - 1,500 ლარი):

  • შეიძინეთ საწყისი მარაგი, რომელიც გეყოფათ პირველი 20-30 უნიკალური პროდუქტის შესაქმნელად და რამდენიმე ეგზემპლარად გასაყიდად.

პროფესიონალური ფოტოები (300 - 500 ლარი):

  • ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ცუდი ფოტოებით საუკეთესო პროდუქტიც კი არ გაიყიდება.

  • დაიქირავეთ დამწყები პროდუქტის ფოტოგრაფი ან მოაწყვეთ მცირე ფოტოსტუდია სახლის პირობებში (კარგი განათება, თეთრი ფონი, სმარტფონის შტატივი).


ონლაინ გაყიდვებისას პროდუქციის ვიზუალური წარდგენა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას. პროფესიონალური ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის უნარები გადამწყვეტია, თუმცა მათი დაუფლება შესაძლებელია დიდი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც.

თუ გსურთ დაზოგოთ თანხა ფოტო/ვიდეოგრაფზე (ჩვენი პრაქტიკიდან მკაცრად არ გირჩევთ ამას), მაგრამ თუ თქვენ ენთუზიაზმი და ამბიცია ამისკენ გიბიძგებთ, მაშინ გამოგადგეთბათ გაითვალისწიონოთ:

პროდუქციის ფოტო-კუთხის მოწყობა სახლის პირობებში

პროფესიონალური ფოტოების გადაღება შესაძლებელია სახლის პირობებში, მინიმალური დანახარჯებით. ძირითადი ელემენტები მოიცავს მაგიდას, სუფთა თეთრ ფონს და ამრეკლ ზედაპირს. თეთრი პოსტერის დაფა ან მუყაოს დიდი ნაჭერი იდეალურია ფონის შესაქმნელად, რომელიც შეუფერხებლად გადავა პროდუქტის უკნიდან მის ქვემოთ.

განათება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ნაცვლად ძვირადღირებული სტუდიური განათებისა, რეკომენდებულია ბუნებრივი სინათლის გამოყენება, მაგალითად, ფანჯარასთან ახლოს. იმისთვის, რომ სინათლე თანაბრად გადანაწილდეს და ჩრდილები მინიმუმამდე შემცირდეს, გამოიყენება ამრეკლი ბარათი ან თეთრი მუყაოს ნაჭერი, რომელიც სინათლეს პროდუქტის ჩრდილოვან მხარეს მიმართავს. ამ მიდგომით, ფინანსური რესურსების გარეშეც შესაძლებელია მაღალი ხარისხის, პროფესიონალური ვიზუალის მიღება, რაც ნულოვანი ბიუჯეტით დაწყების აუცილებელი კომპონენტია. 

ფოტოების მარტივად დამუშევაბაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ ედიტორები: Adobe Express,  Canva, Nano Banana

 ტექნიკური რჩევები პროფესიონალური ფოტოების გადასაღებად (ტელეფონის გამოყენებით)

თანამედროვე სმარტფონების კამერები იძლევა პროფესიონალური ფოტოების გადაღების საშუალებას. ამისთვის რამდენიმე ტექნიკური დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. აუცილებელია ციფრული ზუმის თავიდან არიდება და პროდუქტთან ფიზიკურად მიახლოება, რათა გამოსახულების ხარისხი არ დაიკარგოს. ასევე, არ უნდა იქნას გამოყენებული ფლეში და ფოტო ფილტრები, რადგან ისინი ამახინჯებენ პროდუქტის რეალურ ვიზუალს. კამერის პარამეტრებში რეკომენდებულია ქსელის (Grid) ფუნქციის ჩართვა, რაც კომპოზიციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

პროდუქციის სხვადასხვა რაკურსით გადაღება მომხმარებელს სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის ნივთზე. ამისთვის შესაძლებელია ფოტოების გადაღება თვალის დონიდან (eye level), ზემოდან (bird's eye) და ქვემოდან (low angle). გამოსახულების სტაბილურობისა და სიმკვეთრისთვის, მიზანშეწონილია მინი ტრიპოდის გამოყენება, რომელიც ბაზარზე ბიუჯეტური ვარიანტებითაც არის წარმოდგენილი. ასევე, პროდუქტის მასშტაბის საჩვენებლად, მისი გადაღება შესაძლებელია ნაცნობი საგნის (მაგალითად, მონეტის ან ხელის) გვერდით.

როგორ გადავიღოთ და დავამონტაჟოთ ეფექტური ვიდეო-რილსები

ვიდეო კონტენტი, განსაკუთრებით კი მოკლე ვიდეოები (რილსები), გადამწყვეტია ონლაინ გაყიდვების სტიმულირებისთვის. ვიდეოების მეშვეობით ბიზნესს შეუძლია, არა მხოლოდ აჩვენოს პროდუქტი, არამედ მოყვეს მისი შექმნის ამბავი და შექმნას ემოციური კავშირი მომხმარებელთან. შინაარსის იდეები მოიცავს:

  • შექმნის პროცესი (Behind the Scenes): დროის აჩქარებული (time-lapse) ვიდეოები, რომლებიც აჩვენებენ, როგორ იქმნება პროდუქტი ნულიდან. ეს მეთოდი ზრდის ნამუშევრის ღირებულებას და აჩვენებს შრომის მოცულობას.

  • "გამოყენებაში" (In-Action): ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია, როგორ გამოიყურება პროდუქტი გამოყენებისას.

  • "მანამდე და შემდეგ" (Before/After): საწყისი მასალებისა და საბოლოო პროდუქტის შედარება.

  • გაკვეთილები: მინი-ტუტორიალები, რომლებშიც მეწარმე ასწავლის მცირე ხელნაკეთი პროექტების გაკეთებას. ეს ქმნის დამატებით ღირებულებას და ზრდის აუდიტორიის ჩართულობას.

რილსის შექმნა არ მოითხოვს პროფესიონალურ აპარატურას და სრულ წარმოებას. მთავარია, ვიდეო ეფუძნებოდეს მარტივ სტრუქტურას:

კაუჭი (Hook) -> ვიზუალური ნაწილი -> მოწოდება მოქმედებისკენ (CTA). კაუჭი იპყრობს ყურადღებას, ვიზუალური ნაწილი აჩვენებს პროდუქტს, ხოლო CTA მიმართავს მომხმარებელს კონკრეტული მოქმედებისკენ, მაგალითად, პროდუქტის შეძენისკენ.

ნაბიჯი 4: ბრენდინგი და მარკეტინგი (ბიუჯეტი: 1,500 - 2,000 ლარი)

  • ბრენდინგი (300 - 500 ლარი):

    • ლოგო და საფირმო სტილი: შექმენით მარტივი, მაგრამ დასამახსოვრებელი ლოგო. შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ ინსტრუმენტები (მაგ: Canva) ან დაიქირავოთ დამწყები გრაფიკოს-დიზაინერი.

    • შეფუთვა: ლამაზი და ხარისხიანი შეფუთვა ქმნის დადებით ემოციას. შეიძინეთ სასაჩუქრე ყუთები, ბრენდირებული სტიკერები, მადლობის ბარათები.

  • ციფრული მარკეტინგი (1,200 - 1,500 ლარი - პირველი 2-3 თვისთვის):

    • სოციალური მედია: რადგან Shop ფუნქცია საქართველოში არ მუშაობს, გამოიყენეთ Instagram და Facebook როგორც ვიზუალური კატალოგი და მომხმარებელთან საკომუნიკაციო არხი.

      • კონტენტი: რეგულარულად განათავსეთ მაღალი ხარისხის ფოტოები, ვიდეოები (პროდუქტის შექმნის პროცესი), მომხმარებლების გამოხმაურებები (User-Generated Content).

      • ფასიანი რეკლამა: გამოიყენეთ Facebook Ads Manager მიზნობრივი რეკლამის გასაშვებად. სწორად განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორია (ასაკი, სქესი, ინტერესები, მდებარეობა). საწყის ეტაპზე, დღეში 15-20 ლარის დახარჯვაც კი კარგ შედეგს მოგცემთ. თქვენი რეკლამის მიზანი იქნება მომხმარებლის გადაყვანა ვებსაიტზე შესაძენად.

    • ინფლუენსერ მარკეტინგი: ითანამშრომლეთ მცირე და საშუალო ზომის ქართველ ინფლუენსერებთან (მიკრო-ინფლუენსერები), რომლებიც თქვენი პროდუქციის თემატიკას შეესაბამებიან. ხშირად ისინი ბარტერულ თანამშრომლობაზეც თანხმდებიან.

ნაბიჯი5: ხარჯთაღრიცხვა - ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის მნიშვნელობა


მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ი/მ-ს არ ევალება შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური აღრიცხვა, საკუთარი ბიზნესის ფინანსური სურათის შესაფასებლად აუცილებელია ამის გაკეთება. მარტივი ელექტრონული ცხრილის გამოყენებით მეწარმეს შეუძლია აკონტროლოს შემოსავალი და ხარჯი, რაც მას საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნოს მოგების ოდენობას და შეადაროს დაგეგმილი მაჩვენებლები რეალურს.

 პროდუქტის თვითღირებულების დათვლა


პროდუქტის თვითღირებულების დათვლა ფასწარმოქმნის აუცილებელი ნაწილია. ფასი უნდა მოიცავდეს ნედლეულის ღირებულებას, შრომის ღირებულებას (დახარჯული დრო) და დამატებით ხარჯებს (მაგალითად, შეფუთვა, გადაზიდვა). ბიზნესს, რომელიც ამუშავებს ინდივიდუალურ შეკვეთებს, შეუძლია ფასი შეათანხმოს მომხმარებელთან პროდუქტის სირთულიდან გამომდინარე და საკუთარ ონლაინ მაღაზიაში დააწესოს დინამიური ფასები.

ხარჯის კატეგორია მინიმალური ბიუჯეტი (ლარი) მაქსიმალური ბიუჯეტი (ლარი) შენიშვნა
იურიდიული რეგისტრაცია 100 300 ინდ. მეწარმე + მცირე ბიზნესის სტატუსი
ვებსაიტის შექმნა 3000 4500 დომენი, ჰოსტინგი, დეველოპმენტი, გადახდების ინტეგრაცია
ნედლეული/მასალები 1200 1500 საწყისი მარაგის შესაქმნელად
პროდუქტის ფოტოგრაფია 300 500 აუცილებელი ინვესტიცია გაყიდვებისთვის
ბრენდინგი და შეფუთვა 300 500 ლოგო, სტიკერები, ყუთები, ბარათები
ციფრული მარკეტინგი 1200 1500 Facebook/Instagram რეკლამა (პირველი 2-3 თვე)
გაუთვალისწინებელი ხარჯები 800 1200 ყოველთვის იქონიეთ რეზერვი (10-15%)
სულ: 6900 10000 გისურვებთ წარმატებას ბიზნესში!

შეჯამება:

ამრიგად, დღეისათვის 10,000 ლარი საკმარისი ბიუჯეტია საქართველოში ხელნაკეთი ნივთების ონლაინ ბიზნესის დასაწყებად, თუ თანხას გონვირულად  გადაანაწილებთ. მთავარი პრიორიტეტები უნდა იყოს ხარისხიანი ონლაინ მაღაზია და მიმზიდველი ვიზუალური კონტენტი (ფოტო / ვიდეო). დაიწყეთ ინდ. მეწარმედ, ფოკუსირდით სოციალურ მედიასა და ფასიან რეკლამაზე მომხმარებლის თქვენს საიტზე მოსაზიდად და მუდმივად გააანალიზეთ შედეგები, რათა დახვეწოთ თქვენი სტრატეგია. 

ბიზნესის მდგრადობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოგების რეინვესტირება. მაგალითად, ერთ-ერთმა მეწარმემ თავისი ბიზნესის გაფართოებისთვის მოგებით შეიძინა ახალი დანადგარი. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესს, გაზარდოს წარმოება და გაუმკლავდეს მზარდ მოთხოვნას. გარდა ამისა, პროდუქტის დახვეწა პერმანენტული პროცესია, რომელიც მოითხოვს ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნების მუდმივ ანალიზს.

საბოლოო ჯამში, ბიზნესის ზრდა და გაფართოება, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პერსპექტივა, დამოკიდებულია თქვენი (და თქვენი პარტნიორების) მეწარმეობის უნარზე, მოახდინოს მოგების ეფექტური მენეჯმენტი და მუდმივად ეძებოს ბიზნესის დახვეწის გზები.

View Group გისურვებთ წარმატებას თქვენ და თქვენ ბიზნესს!

";