აირჩიეთ ენა

ონლაინ მაღაზიის დამზადება

შენი მაღაზიის ფილიალი ინტერნტშიგაზარდე გაყიდვებიგაზარდე ცნობადობაიმოქმედე დროულად!

შეიყვანეთ თქვენი სახელი
გთხოვთ შეასწოროთ მობ. ნომერი
Client 4
Client 1
Client 2
Client 3
Client 5
Client 6

მჭირდება თუ არა ინტერნეტ მაღაზია?

დიახ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ:

ონლაინ მაღაზიის დამზადება

ონლაინ მაღაზიის დამზადების ვადები და ეტაპები

ჩვენ ვახდენთ, ინტერნეტ მაღაზიის შექმნის ეფექტურ დაგეგმვას და შესრულებას. ქვემოთ მოცემულია გამარტივებული ვადები, რომელშიც მოცემულია თქვენი ვებსაიტის პროექტის ძირითადი ეტაპები.

დღე 1

კოსულტაცია და შეთანხმება, პროექტის დაგეგმვა

კონსულტაცია: კონსულტაციის დროს საფუძვლიანად მოხდება საიტთან დაკავშირებული თქვენი სურვილებისა და საჭიროების შესწავლა, მიზნები, სამიზნე აუდიტორია და კონკრეტული მოთხოვნები.

შეთანხმება: ზეპირი შეთანხმების დოკუმენტირება, ხდება კონტრაქტის შედგენა და მისი დამოწმება ორივე მხრიდან.

სისტემაში რეგისტრაცია: პირველივე დღეს, თქვენ და თქვენი გუნდის წევრები რეგისტრირდებით პროექტების მართვის სისტემაში, სადაც ხდება ძირითდი კომუნიკაცია ჩვენს შორის, აქვე შეძლებთ თვალყური მიადევნოთ თქვენი პროექტის პროგრესს.

დღე 1

დღე 2-3

მაღაზიის დიზაინის და ტექნოლოგიების შერჩევა

ინტერნეტ მაღზიის დიზაინის მაკეტები: ამ ეტაპზე ხდება საიტის დიზაინზე შეთანხმება, ფერთა პალიტრის სქემები, ზოგადი კონცეფციები, მენიუების განლაგება, კონტენტის სქემები და ტიპოგრაფია.

ტექნიკური გეგმა: ეს ფაზა გულისხმობს საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალურ განსაზღვრას, რა ტექნოლოგები (მაგ: React, Angular), CMS-ი (როგორიცაა Woocommerce, CScart, VirtuMart, PrestaShop, OpenCart) და პლატფორმები (Laravel, Symfony, Codeigniter) იქნება თქვენი საიტის დასამზადებლად გამოყენებეული.

განხილვა და რევიზიები: ზოგჯერ დამკვეთები ირჩევენ დიზაინის ისეთ კომბინაციას, რომელიც არ არის ოპტიმალური, ამიტომ ხდება დიზაინერთან კონსულტაცია, დეტალების ხელახალი განხილვა და დიზაინის გადასინჯვები.

დიზაინის დამტკიცება: მოცემულ ეტაპზე ხდება დამკვეთი უზრუნველყოფს საბოლოო დიზაინის დამტკიცებას..

დღე 4-5

ონლაინ მაღაზიის შექმნის დაწყება და აუცილებელი კონტენტი

ჰოსტინგი და დომენი: თუ უკვე აქვს დამკვეთს შეძენილი დომენი და ჰოსტინგი ხდება მასზე გადატანა, თუ არა, საიტის დამზადება ხდება ჩვენი სატესტო სერვერის გარემოში. 

საიტის ლოგო და ბრენდი: დამკვეთი ამ ეტაპზე გვაწვდის ლოგოს, თავისი გუნდის ფოტოებს, ვიდეოებს, საპრომოციო ტექსტს. ასევე, ერთი-ორ ბლოგს ან პრესრესლიზს, რათა მოხდეს კონტენტის სტრუქტურის გამოკვეთა.

დღე 4-5

დღე 6-8

ინტრენტ მაღაზიის Front-end ძირითადი ელემენტების შექმნა

ვებსაიტის Front-end: პროექტის ამ ეტაპზე დამკვეთი უკვე ნათლად ხედავს შედეგს, მისი ვებსაიტი ვიზუალურად უკვე ჰგავს საბოლოო სახეს. მომხმარებლის ინტერფეისი უკვე გამოიყურება დამტკიცებული დიზაინის შესაბამისად. 

Back-end Development: ეტაპი გულიხმობს ტექნიკურ სამუშოებს, რომელიც საჭიროა ფრონტენდზე გამოტანილი ღილაკების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და ასევე ფრონტენდზე განთავსებული კონტენტის სამართავად.

კონტენტის დამატება: დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალების შეავსება

დღე 9-10

მობილურზე მორგება და დამატებითი ფუნქციები

დამატებითი ფუნქციები: გულისხმობს ვებსაიტის ძირითადი ფუნქციების გამრავლეფორვენბას დამატებითი ინტეგრაციით. მაგალითად: სარეგისტრაციო ფორმები, ჩათები, ანალიტკები (Google analytics, Meta (Facebook) Pixel) და ა.შ.

მობილურზე მორგება: ე.წ. რესპფონსივის (Mobile Responsive) გასწორება და AMP ვალიდაცია (მოთხოვნის შემთხვევაში). ამ ეტაპის ბოლოს, თქვენი ვებსაიტი უკვე გამართულად მუშაობს სხვადასხვა მოწყობილობებზე და ეკრანის განსხვავებულ ზომებზე.

დღე 9-10

დღე 11-12

მაღაზიის ტესტირება და ხარისხის კონტროლი

ფუნქციური ტესტირების ფაზა: მოწმდება ყველა ფუნქცია (ყიდვა, კალათში დამატება, ფილტრები, ძებნა, დაფაორიტება, რეგისტრაცია და ა.შ.) ყველა ფორმა, ღილაკი, მენიუ, ყველა ინტერაქტიული ელემენტი.

შესრულების ხარისხი: მოწმდება საიტის ჩატვირთვოს დრო, დატვირთვა სერვერზე, ქეშირება, ვებსაიტის ფუნქციების თავსებადობა ერთმანეთან და ა.შ..

ბრაუზერებში ტესტირება: მართალია უმრავლსება იყენებს Chrome ბრაუზერს, რის გამოც თქვენი ვებ-საიტი ეწყობა Google Chrome ბრაუზერის სტანდარტების შესაბამისად, თუმცა თავსებადობის ტესტირებას ჩვვენ ასევე ვახდენთ: FireFox, Opera, Safari და Microsoft Edge ვებ-ბრაუზერებში.

დღე 13

ონლაინ მაღაზიის რევიზია და საბოლოო შესწორებები

საფინალო ცვლილები: ზოგჯერ ხდება რომ დამკვეთი პროექტის მიმდიარეობის პროცესში იცვლის გარკვეულ პოზიციებს და სურს თავდაპირველი გეგმების კორექტირება. ჩვენი გუნდი ცდილობს ყოველთვის მაქსიმალურად მოერგოს თქვენს მოთხოვნებს.

დამკვეთის უკუკავშირი: ვებსაიტის პირველი საფინალო რევიზიის ცვლილებების შემდეგ ხდება  საიტის წარდგენა დამკვეთისათვის და ყველა სტეიკჰოლდერისთვის, საბოლოო განხილვისთვის.

საბოლოო შედეგი: ჩვენ ვითვალისწინებთ საბოლოო რევიზიის ელემენტებს და ვახორციელბთ ყველა საჭირო ცვლილებას თქვენი უკუკავშირის საფუძველზე.

დღე 13

დღე 14

გილოცავთ, თქვენი ინტერნეტ მაღაზია აქტიურია!

ვებ-საიტის გადატანა: მე-14 დღეს ხდება თქვენი ვებ-საიტის გადატანა სატესტო სერვერიდან პროდაქტ სერვერზე.  

ვებ-საიტის მონიტორინგი: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ახალ სერვერზე საიტის მუშაობას, რომ ისევე კარგად მუშაობდეს, როგორც სატესტო სერვერზე და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ დაუყონებლივ ვასწორებთ მას.

დამკვეთის ტრენინგი: თუ თქვენ (ან თქვენი გუნდის წევრები რომლებსაც მოუწევთ საიტის მართვა) მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ საიტის მართვაზე, ჩვენი კონსულტანტები აუცილებად ჩაგიტარებენ მინი-ტრენინგს თქვენთვის საჭირო ყველა ფუნქციით დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, როგორც წესი, ეს ძალიან მარტივია, განსაკუთრებით იმ საიტის შემთხვევებში რომლებიც იმართება პოპულარული CMS-ებით (Woocommerce, CScart, VirtuMart, PrestaShop, OpenCart).

ტექნიკური მხარდაჭერა: საიტის ჩაბარების შემდგომ, თქვენ რჩებით სისტემაში, სადაც შეძლებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით (როგორც წესი 3-6 თვის ფარგლებში) უფასოდ ისარგებლოთ რეგულარული განახლებებით და ტექნიკური მხარდაჭერით. 

ონლაინ მაღაზიის დამზადება - ფასები და ვადები

მომსახურების ფასები და ვადები ზუსტდება ხელშეკრუებლის მიხედვით

სტანდარტული მაღაზია

2500 ₾ / 2 კვირა
  • სტანდარტული კატალოგი
  • VISA / Master Card, PayPal, Stripe გადახდა
  • ფასდაკლებების სისტემა
  • კუპონების სისტემა
  • Google Analytics 4
  • Meta Pixel (Facebook)
  • SEO ოპტიმიზაცია (საბაზისო)
  • უფასო ჰოსტინგი - 1 წელი
  • უფასო დახმარება - 2 თვე

პრემიუმ მაღაზია

5000 ₾ / 4 კვირა
  • მოიცავს სტანდარტულ მაღაზიას
  • განვადებით გადახდის სისტემა
  • მიტოვებული კალათების მონიტორნიგი
  • რთული ფილტრაციის სისტემა
  • SMS შეტყობინებების სისტემა
  • ატრიბუციის რთული სისტემა
  • ავტომატური ინვოისები
  • თანხის უკან დაბრუნების სისტემა
  • მომხმარებლის პირადი საფულე
  • Wizard შეკვეთის სისტემა
  • WhatsApp-ით შეკვეთის ფუნქცია
  • მაღაზიის AI კონსულტანტი

კომპლექსური მაღაზია

5000+ ₾ / 1-3 თვე
  • მოიცავს პრემიუმ მაღაზიას
  • მარკეტფლეისი / მულტივენდორი (ონლაინ მაღაზიების მოლი)
  • ფილიალების და საწყობების მართვა
  • საკურიერო სისტემების ინტეგრაცია
  • უნივერსალური მართვის სისტემები და მათი მორგება თქვენს ბიზნესზე (AI Agents / Virtual Assistants, Marketing Automation, CRM, PM, RPA, ERP, HRM და ა.შ.)
  • ავტომატური გადახდები (Subscription)
  • TEMU-ს მსგავსი მარკეტინგული ფუნქციები (დინამიური ფასები)
  • კლიენტთა დიფერენციაცია (ფ/პ, VIP, კორპორატიული)
  • ავტომატიზაციის სისტემები (სხვა საიტებიდან (Amazon, Alibaba, Aliexpress) პროდუქციის წამოღება, პროდუქციის კატალოგის ავტოპოსტინგი სოც. ქსელებში

ჩვენი უპირატესობები

ჩვენი უპირატესობები

2500 ლარიდან
შეიყვანეთ თქვენი სახელი
გთხოვთ შეასწოროთ მობ. ნომერი

იხილეთ

ნიმუშები

გისურვებთ წარმატებას!

Mylux.ge - საოჯახო ნივთების მაღაზია

mylux.ge
MWM-ATELIER.COM

MWM-ATELIER.COM ხელნაკეთი საათები

MyVisual.ge მარკეტფლეისი

Myvisual.ge