ელექტრონული ფოსტა: ინოვაცია, რომელმაც სამყარო შეცვალა
1971 წელი – დრო, როდესაც კომპიუტერები უზარმაზარი მანქანები იყვნენ და ინტერნეტი ჯერ კიდევ იდეის დონეზე არსებობდა. სწორედ ამ პერიოდში, ამერიკელმა ინჟინერმა რეი ტომლინსონმა (Ray Tomlinson) შექმნა ის, რაც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა – ელექტრონული ფოსტა (E-mail).
როგორ გაჩნდა პირველი ელ. ფოსტა?
ტომლინსონი მუშაობდა ARPANET-ის პროექტზე – ეს იყო სამხედრო კვლევებისთვის შექმნილი ქსელი, რომელიც მომავალში ინტერნეტად გადაიქცა. იმ დროისთვის, სხვადასხვა კომპიუტერები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთში შეტყობინებების გაგზავნა შეუძლებელი იყო. ტომლინსონს დაევალა ქსელური კომუნიკაციის განვითარება, თუმცა თავად გადაწყვიტა, რომ შეექმნა რამე სრულიად ახალი – ციფრული წერილი, რომელიც ერთი კომპიუტერიდან მეორეზე გადავიდოდა.
გენიალური იდეა – @ სიმბოლო
თუმცა, ახალი პრობლემა გაჩნდა: როგორ უნდა გაეგო, ვისთვის იყო წერილი განკუთვნილი? ტომლინსონმა მოიფიქრა @ სიმბოლოს გამოყენება, რათა გამოყო მომხმარებლის სახელი და სერვერი, რომლის მეშვეობითაც წერილი გაიგზავნებოდა. ასე გაჩნდა ფორმატი, რომელიც დღემდე აქტუალურია:
პირველი გაგზავნილი შეტყობინება
ისტორია გვიყვება, რომ პირველ ელ. წერილში შესაძლოა ეწერა "QWERTYUIOP" – უბრალოდ კლავიატურის ზედა მწკრივი, თუმცა თავად ტომლინსონს ეს დეტალი აღარ ახსოვდა, რადგან მაშინ მას ეს ექსპერიმენტი დიდ მნიშვნელოვნად არ მიაჩნდა.
რატომ იყო ეს გამოგონება რევოლუციური?
ტომლინსონის მიერ შექმნილი ტექნოლოგია საფუძვლად დაედო თანამედროვე ელექტრონულ კომუნიკაციას:
-
გადააქცია სამყარო უფრო დაკავშირებულად – ელ. ფოსტამ მილიარდობით ადამიანს მისცა კომუნიკაციის სწრაფი და ხელმისაწვდომი გზა.
-
მნიშვნელოვანი გახდა ბიზნესისთვის – კომპანიები ელ. ფოსტას იყენებენ ოფიციალური კომუნიკაციისთვის.
-
სტანდარტიზაცია და განვითარება – ელ. ფოსტაზე დაყრდნობით შეიქმნა პროტოკოლები, როგორიცაა SMTP, IMAP და POP3.
დაუჯერებელი ფაქტი: ტომლინსონი თავისივე გამოგონებას თავდაპირველად „უბრალო მოსახერხებელი რამე“ უწოდა და არ მოელოდა, რომ ის სამუდამოდ შეცვლიდა კომუნიკაციას. დღეს კი მსოფლიოში ყოველდღიურად 330 მილიარდზე მეტი ელ. ფოსტა იგზავნება.