აირჩიეთ ენა

გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი

  • ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.

  • ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.

  • ენა ადამიანისა, მისი სიტყვიერება, მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრიობისა საზოგადოდ
  • ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.
  • არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.
  • ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.
  • მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.
  • ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!
  • ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.
  • ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.
  • ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.
  • მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.
  • ჩვენში ხორციელი თვალი უფრო მოქმედებს,ვიდრე თვალი სულისა.
  • ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.
  • პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.
  • რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთო, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებითო.
  • ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით მსუბუქია.
  • კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია.
  • შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.
  • წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა.
  • ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვად რადმე; იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.
  • ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.
  • ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულოვნებით, ერთგულებით ძლიერია.
  • თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.
  • კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.
  • ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაი კაცობით არის ნაშოვნი.
ილია ჭავჭავაძე / Ilia Chavchavadze
ილია ჭავჭავაძე / Ilia Chavchavadze

ფაოვორიტებში დამატება