- 1 ნახვა •
- ცხოვრებისეული •
- View.ge •
- 6 weeks ago •
- კომენტარები
დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო
- მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.
- სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.
- ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან.
- ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.
- ხელი მიეც შენს მეზობელს, შეერთდით, ერთად იმუშავეთ, თუ გინდათ ქვეყანაში რიგიანად იცხოვროთ.
- ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო.
- სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.
- ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.
- ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.
- ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.
- დედაც კაცია, - გვეუბნება ჩვენი ენა, - და მამაცაო.
- ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, - და არც მოტეხილი ფეხისთვის არის უებარი წამალი.
- არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.
- ვინც თვითონ მოიპოვებს სახელს, იგი ბევრით წინ არის იმაზე, ვისაც სახელი მამა-პაპათაგან რჩენია და რგებია.
- ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.
- თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.
- სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელობითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა.
- სიტყვა თქმაა და არა ქმნა. თქმასა და ქმნას შორის დიდი ზღვარია.
- რაც გინდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, - პატიოსანს გულში დიდი ადგილი უჭირავს.
- ღონიერი და ჭირთა მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.
- ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.
- ხმალი მაშინ უფრო კარგია, როცა ის ფარია და არა სატევარი.
- დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, … ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.
- ერთი „მაქვს“ სჯობს ათას „გქონდა-ს“
- ყველა ასაკს თავისი შემძლეობა აქვს და ახლად ფეხადგმულს ვერ მოსთხოვთ ნაბადზე გადახტომას.
- პატიოსანთ მტერთა შორის მოციქული ნამუსია.
- ერის გული ზღვაზე უფრო ღრმაა და დიდი საქმეა, ვისაც ღონე შესწევნია და თავის საკუთარი გული და თვალი იქამდინ ჩაუწვდენია.
- ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.
- უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.
- ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი.
- მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძვნდება, ვერ აშენდება.
- ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი.
- დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი.
- მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ
- თუ სახელის შოვნა გინდა, დღეს ისეთი ნერგი დარგე, რომ ხვალემა მადლობით სთქვას: „ნანერგითა შენითა მარგე''
- პატარა ნიჩბითაც ბევრი რამ გაკეთდება და ძალიან შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.
- დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება - ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.
ფაოვორიტებში დამატება
იტვირთება მსგავსი...
იტვირთება მსგავსი...