- 6 ნახვა •
- ცხოვრებისეული •
- View.ge •
- 3 months ago •
- კომენტარები
დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა
· მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.
· ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.
· ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.
· ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.
· აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.
· კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არა სძინავს, ქვეყნის უბედურებით გულ-აღტკინებულსა.
· სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.
· ხვალე არ უნდა ჰგავდეს დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია.
· თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა.
· ჭეშმარიტი განთლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის, და ჩვენის ფიქრით, ისევ გონება განუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი, ამიტომაც დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, – კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი – სრულიად სხვა.
· კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა დღეს მე ვის რა ვარგე?
· ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.
· ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.
· უწარსულოდ აწმყო უფესვო ნერგია, თავ-გაუტანელი, ფეხ-მოუკიდებელი. აწმყოს, რომელსაც წარსული არა აქვს, არც მომავალი აქვს, იმიტომ, რომ ერთის მეცნიერისა არ იყოს, - "აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა.
· დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა.