საიტის დამზადება | ვებ-საიტის შექმნა
დღეს 30+ წლის შემდეგ, თუ კი თქვენს ბიზნესს ჯერ კიდევ არ აქვს ვებ-საიტი, მოგვწერეთ თქვენი ნომერი და გაიარეთ უფასო კონსულტაცია ან გამოყავით 1-2 წუთი და ყურადღებით დაათვალიერეთ ეს ვებ-გვერდი.
უფასო კონსულტაცია
უფასო კონსულტაცია
ჩვენი უპირატესობები
უფასოდ მიიღე დამატებითი სერვისები და გაზარდე შენი ბიზნესი
უფასო ჰოსტინგი
1 წლის განმავლობაში
უფასო დომენი
უფასო SSL
საიტის დამზადება
ულიმიტო ელ-ფოსტა
ყველა თნამშრომლისთვის
FB-თან ინტეგრაცია
ტექნიკური მხარდაჭერა
1 თვის განმავლობაში
მჭირდება თუ არა ვებ-საიტის შექმნა ჩემი ბიზნესითვის?
მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტს ბევრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ჯერ კიდევ არის რამდენიმე სახის ბიზნესი, რომელსაც შეუძლია წარმატებით იმუშაოს მის გარეშე.
იმისათვის, რომ მარტივად გაარკვიოთ რა პოტენციური სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენთვის ვებ-საიტს. ქვემოთ გთავაზობთ სიას, რომლიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღებაში.
ვიდეო სლაიდი - რა უნდა ვიცოდეთ საიტის დამზადების შესახებ
- ელექტრონული კომერციის პლატფორმები: ონლაინ მაღაზიები, რომლებიც ყიდიან პროდუქტებს ან მომსახურებას საუკეთესო პირობებით.
- სერვისის მიმწოდებლები: ფინანსური კონსულტანტები, იურიდიული მომსახურება, ჯანდაცვის პროვაიდერები, სილამაზის მომსახურება, სახლის შეკეთება და მოვლა და ა.შ.
- რესტორნები და კვების სერვისები: მენიუს, დაჯავშნის, ონლაინ შეკვეთისა და მიტანის სერვისებისთვის.
- საგანმანათლებლო დაწესებულებები: კერძო სკოლები, კოლეჯები, ტრენინგ ცენტრები, არაფორმალური განათლების პლატფორმები.
- ციფრული კონტენტის შემქმნელები: ბლოგერები, ვლოგერები, მხატვრები და ფოტოგრაფები.
- ტექნოლოგიური კომპანიები: საკუთარი პროდუქტების, სერვისების საილუსტრაციოდ.
- უძრავი ქონების სააგენტოები: ქონების ჩამონათვალი, ვირტუალური ტურები და კლიენტების ჩართულობა.
- მოგზაურობა და ტურიზმი: ტურისტული სააგენტოები, ტუროპერატორები და სტუმართმოყვარეობის მომსახურება.
- გასართობი ინდუსტრია: კინოთეატრები, ღონისძიებების მენეჯმენტი და ბილეთების პლატფორმები.
- პროფესიული მომსახურება: ბუღალტერია, ფინანსური მრჩევლები და მარკეტინგული სააგენტოები.
- არაკომერციული და საქველმოქმედო ორგანიზაციები: სახსრების მოზიდვის, ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და საზოგადოების ჩართულობისთვის.
- ადგილობრივი საცალო მაღაზიები: მართალია, ონლაინ უკონტაქტო გაყიდვები მომხმარებელს დამატებით კომფორტს სთვაზობს, თუმცა თუ თქვენ ჯერ მხოლოდ ერთი ფილიალი გაქვთ მცირე მარაგის პროდუქციით, შეგიძლიათ დაეყრდნოთ ადგილობირივ რეკლამას და რიგით გამვლელებს.
- ფრილანსერები: პერსონალური ვებ-საიტის დამზადება რა თქმა უნდა უფრო სანდოს და პრეზენტაბელურს ხდის ფირლანსერის იმიჯს და დღეისთვის, სწორედ ეს მიდგომა წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას. თუმცა, მათი სამუშაოს ტიპიდან გამომდინარე, ზოგიერთმა შეიძლება გამოიყენოს პროფესიონალური ქსელები ან პლატფორმები.
- ადგილობრივი სახელოსნოები / ხელოსნები: თუ თქვენ გაქვთ მანქანების რეცხვის სერვისი, ან მუშაობთ, საათების, ფეხაცმელების შეკეთებაზე, ამ შემთხვევაში ალბათ ჯობია დამატებითი ფინანსები ლოკალურ მარკეტინგზე დახარჯოთ.
- ადგილობრივი სერვისის პროვაიდერები: სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები, შეიძლება უფრო მეტად დაეყრდნონ ადგილობრივ რეპუტაციას ან ლიფტებში გამოკრულ განცხადებებს.
- საზოგადოების ჯგუფები და კლუბები: დამოკიდებულია მათი ურთიერთობისა და ჩართულობის საჭიროებებზე.
- ჰიპერ-ლოკალური ბიზნესი: მცირე უბნის სპეციფიკური ბიზნესი, როგორიცაა კუთხის მაღაზიები და აფთიაქები.
- არაფორმალური ან შემთხვევითი სერვისები: ძიძა, სახლის დალაგება და ა.შ. ეყრდნობა ადგილობრივ საზოგადოებას და სიტყვიერად.
- სხვა პლატფორმებზე მიმაგრებული ბიზნესები: გამყიდველები რომლებიც ძირითადად იყენებენ პლატფორმებს, როგორიცაა Amazon, eBay, Bolt, Yandex.
ვებ-საიტის დამზადების ვადები და ეტაპები
დღე 1
კოსულტაცია და შეთანხმება, პროექტის დაგეგმვა
კონსულტაცია: კონსულტაციის დროს საფუძვლიანად მოხდება საიტთან დაკავშირებული თქვენი სურვილებისა და საჭიროების შესწავლა, მიზნები, სამიზნე აუდიტორია და კონკრეტული მოთხოვნები.
შეთანხმება: ზეპირი შეთანხმების დოკუმენტირება, ხდება კონტრაქტის შედგენა და მისი დამოწმება ორივე მხრიდან.
სისტემაში რეგისტრაცია: პირველივე დღეს, თქვენ და თქვენი გუნდის წევრები რეგისტრირდებით პროექტების მართვის სისტემაში, სადაც ხდება ძირითდი კომუნიკაცია ჩვენს შორის, აქვე შეძლებთ თვალყური მიადევნოთ თქვენი პროექტის პროგრესს.
დღე 1
დღე 2-3
ვებ-საიტის დიზაინის და ტექნოლოგიების შერჩევა
ვებ-საიტის დიზაინის მაკეტები: ამ ეტაპზე ხდება საიტის დიზაინზე შეთანხმება, ფერთა პალიტრის სქემები, ზოგადი კონცეფციები, მენიუების განლაგება, კონტენტის სქემები და ტიპოგრაფია.
ტექნიკური გეგმა: ეს ფაზა გულისხმობს საკითხის გადაწყვეტის ოპტიმალურ განსაზღვრას, რა ტექნოლოგები (მაგ: React, Angular), CMS-ი (როგორიცაა WordPress, Joomla, Drupal) და პლატფორმები (Laravel, Symfony, Codeigniter) იქნება თქვენი საიტის დასამზადებლად გამოყენებეული.
განხილვა და რევიზიები: ზოგჯერ დამკვეთები ირჩევენ დიზაინის ისეთ კომბინაციას, რომელიც არ არის ოპტიმალური, ამიტომ ხდება დიზაინერთან კონსულტაცია, დეტალების ხელახალი განხილვა და დიზაინის გადასინჯვები.
დიზაინის დამტკიცება: მოცემულ ეტაპზე ხდება დამკვეთი უზრუნველყოფს საბოლოო დიზაინის დამტკიცებას..
დღე 4-5
ვებ-საიტის შექმნის დაწყება და აუცილებელი კონტენტი
ჰოსტინგი და დომენი: თუ უკვე აქვს დამკვეთს შეძენილი დომენი და ჰოსტინგი ხდება მასზე გადატანა, თუ არა, საიტის დამზადება ხდება ჩვენი სატესტო სერვერის გარემოში.
საიტის ლოგო და ბრენდი: დამკვეთი ამ ეტაპზე გვაწვდის ლოგოს, თავისი გუნდის ფოტოებს, ვიდეოებს, საპრომოციო ტექსტს. ასევე, ერთი-ორ ბლოგს ან პრესრესლიზს, რათა მოხდეს კონტენტის სტრუქტურის გამოკვეთა.
დღე 4-5
დღე 6-8
ვებ-საიტის Front-end ძირითადი ელემენტების შექმნა
ვებსაიტის Front-end: პროექტის ამ ეტაპზე დამკვეთი უკვე ნათლად ხედავს შედეგს, მისი ვებსაიტი ვიზუალურად უკვე ჰგავს საბოლოო სახეს. მომხმარებლის ინტერფეისი უკვე გამოიყურება დამტკიცებული დიზაინის შესაბამისად.
Back-end Development: ეტაპი გულიხმობს ტექნიკურ სამუშოებს, რომელიც საჭიროა ფრონტენდზე გამოტანილი ღილაკების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და ასევე ფრონტენდზე განთავსებული კონტენტის სამართავად.
კონტენტის დამატება: დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალების შეავსება
დღე 9-10
მობილურზე მორგება და დამატებითი ფუნქციები
დამატებითი ფუნქციები: გულისხმობს ვებსაიტის ძირითადი ფუნქციების გამრავლეფორვენბას დამატებითი ინტეგრაციით. მაგალითად: სარეგისტრაციო ფორმები, ჩათები, ანალიტკები (Google analytics, Facebook Pixel) და ა.შ.
მობილურზე მორგება: ე.წ. რესპფონსივის (Mobile Responsive) გასწორება და AMP ვალიდაცია (მოთხოვნის შემთხვევაში). ამ ეტაპის ბოლოს, თქვენი ვებსაიტი უკვე გამართულად მუშაობს სხვადასხვა მოწყობილობებზე და ეკრანის განსხვავებულ ზომებზე.
დღე 9-10
დღე 11-12
ვებსაიტის ტესტირება და ხარისხის კონტროლი
ფუნქციური ტესტირების ფაზა: მოწმდება ყველა ფუნქცია, ყველა ფორმა, ღილაკი, მენიუ, ყველა ინტერაქტიული ელემენტი.
შესრულების ხარისხი: მოწმდება საიტის ჩატვირთვოს დრო, დატვირთვა სერვერზე, ქეშირება, ვებსაიტის ფუნქციების თავსებადობა ერთმანეთან და ა.შ..
ბრაუზერებში ტესტირება: მართალია უმრავლსება იყენებს Chrome ბრაუზერს, რის გამოც თქვენი ვებ-საიტი ეწყობა Google Chrome ბრაუზერის სტანდარტების შესაბამისად, თუმცა თავსებადობის ტესტირებას ჩვვენ ასევე ვახდენთ: FireFox, Opera, Safari და Microsoft Edge ვებ-ბრაუზერებში.
დღე 13
ვებსაიტის რევიზია და საბოლოო შესწორებები
საფინალო ცვლილები: ზოგჯერ ხდება რომ დამკვეთი პროექტის მიმდიარეობის პროცესში იცვლის გარკვეულ პოზიციებს და სურს თავდაპირველი გეგმების კორექტირება. ჩვენი გუნდი ცდილობს ყოველთვის მაქსიმალურად მოერგოს თქვენს მოთხოვნებს.
დამკვეთის უკუკავშირი: ვებსაიტის პირველი საფინალო რევიზიის ცვლილებების შემდეგ ხდება საიტის წარდგენა დამკვეთისათვის და ყველა სტეიკჰოლდერისთვის, საბოლოო განხილვისთვის.
საბოლოო შედეგი: ჩვენ ვითვალისწინებთ საბოლოო რევიზიის ელემენტებს და ვახორციელბთ ყველა საჭირო ცვლილებას თქვენი უკუკავშირის საფუძველზე.
დღე 13
დღე 14
გილოცავთ, თქვენი ვებ-საიტი აქტიურია!
ვებ-საიტის გადატანა: მე-14 დღეს ხდება თქვენი ვებ-საიტის გადატანა სატესტო სერვერიდან პროდაქტ სერვერზე.
ვებ-საიტის მონიტორინგი: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ახალ სერვერზე საიტის მუშაობას, რომ ისევე კარგად მუშაობდეს, როგორც სატესტო სერვერზე და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ დაუყონებლივ ვასწორებთ მას.
დამკვეთის ტრენინგი: თუ თქვენ (ან თქვენი გუნდის წევრები რომლებსაც მოუწევთ საიტის მართვა) მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ საიტის მართვაზე, ჩვენი კონსულტანტები აუცილებად ჩაგიტარებენ მინი-ტრენინგს თქვენთვის საჭირო ყველა ფუნქციით დამოუკიდებლად სარგებლობისთვის, როგორც წესი, ეს ძალიან მარტივია, განსაკუთრებით იმ საიტის შემთხვევებში რომლებიც იმართება პოპულარული CMS-ებით (WordPress, Joomla, Drupal)
ტექნიკური მხარდაჭერა: საიტის ჩაბარების შემდგომ, თქვენ რჩებით სისტემაში, სადაც შეძლებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით (როგორც წესი 3-6 თვის ფარგლებში) უფასოდ ისარგებლოთ რეგულარული განახლებებით და ტექნიკური მხარდაჭერით.
რა უნდა ვიცოდეთ საიტის დამზდებადე?
საიტის დამზადებაზე აუცილებელია დაფიქრდეთ რამდენმე მნიშვნელოვან საკითხზე რომელთა გარკვევის გარეშე საიტის დამზადების პროცესი იქნება შეცდომებით სავსე რაც ჯამურად აისახება სასურველ შედეგზე. პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ:
განსაზღვროთ ვებსაიტის მიზანი
დააზუსტეთ მიზანი: რისთვის აპირებთ საიტის დამზადებას? პროდუქტების გაყიდვა გსურთ, მომხმარებლისთვის უბრალოდ ინფორმაციის მიწოდება, სერვისების შეთავაზება თუ უბრალოდ კატალოგის ატვირთვა?
მომხმარებლის საჭიროებებთან შესაბამისობა: იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ემთხვევა თქვენი ვებსაიტის მიზანი თქვენი სამიზნე აუდიტორიის პოტენციურ საჭიროებებს, ინტერესებს ან თქვენი პოტენციური მომხმარებლის რომელ პრობლემებას აგვარებს ის.
ჩაატაროთ ბაზრის კვლევა
კონკურენტების ანალიზი: შეხედეთ მსგავს ვებსაიტებს ან ბიზნესს. ვინ არიან მათი მომხმარებლები? რა შეგიძლიათ ისწავლოთ მათი მიდგომიდან მათი აუდიტორიასა და მომხმარებლებზე დაკვირვებით?
ტენდენციები და შეხედულებები: გამოიყენეთ ბაზრის კვლევის ინსტრუმენტები და ანგარიშები, რათა მიიღოთ ინფორმაცია თქვენს ნიშაში მომხმარებელთა ქცევის, პრეფერენციებისა და დემოგრაფიის შესახებ.
შეიმუშავოთ მომხმარებლის ავატარი (Bayer Persona)
შექმენით დეტალური პერსონები: თქვენი კვლევის საფუძველზე შექმენით მომხმარებლის პერსონები, რომლებიც წარმოადგენენ თქვენს იდეალურ მომხმარებლებს. ჩართეთ დემოგრაფია (ასაკი, სქესი, მდებარეობა), ფსიქოგრაფიული (ინტერესები, ღირებულებები) და ქცევითი თვისებები (ყიდვის ჩვევები, ონლაინ ქცევა).
სცენარები და ტკივილის წერტილები: თითოეული პერსონისთვის, ჩამოთვალეთ კონკრეტული სცენარები, სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ვებ – გვერდი და დაადგინეთ მათი სუსტი წერტილები ან გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც თქვენს ვებსაიტს შეუძლია.
FAQ - საიტების დამზადების შესახებ
ზოგადი კითხვები ვებსაიტის შესახებ
{rsform 20}
მარტივი საიტების დამზადებას, როგორც წესი ყოფნის მაქსიმუმ 10 სამუშაო დღე. რაც უფრო რთულდება საიტის ფუნქციონალი მით უფრო იზრდება მისი დამზადების დროც.
საიტის დამზადების ზუსტი დრო დამოკიდებულია ისევ და ისევ ფუნქციონალზე. იმაზე თუ რამდენად ხართ თქვენ მზად ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლოთ ჩვენთან.
ვებ-საიტის შექმნის საჭიროა თქვენგან მუდმივი ფიდბექები. ასევე, ყველა საჭირო ინფორმაცია რაც აუცილებლია დამკვეთისგან.
ჩვენ კლიენტებთან კომუნიკაციის მარტივი საშუალება გვაქვს. თქვენი საიტის პროექტს ვარეგისტრირებთ პროექტების მართვის Agile სისტემაში.
შემდეგ, მეილზე მოგდით ID და პაროლი. კონკრეტულ ბმულზე გადასვლის და ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ, მთელი სამუშაო პროცესი იშლება თქვენ წინ. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საიტის დაზადების პროცესს სისტემაში. შეიტანოთ თქვენი კორექტირებები, ატვირთოთ / ჩამოტვირთოთ საჭირო ფაილები და ა.შ.
მნიშვნელოვანია აღსანიშნოს, რომ საიტის გაკეთება კომპლექსური პროცესია, რომლესაც საგრძნობლად ეფქტურს ხდის დროული საქმიანი კომუნიკაცია თქვენს და ჩვენსა შორის. ასევე სხვა სტეიკჰოლდერებს შორის თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულბის პირობებით.
გამოცდილბამ გვაჩვენა, რომ დროული და ეფექტური კომუნიკაცია, ყოველთვის დადებითად აისახება საბოლოო შედეგებზე.
თქვენ მიერ შეკვეთილი ვებ-საიტი, მისი დასრულების შემდგომ ხდება თქვენი (ფიზიკური ან იურიდიული პირის) საკუთრება.
ვებ-საიტის შექმნა და მისი ჩაბარება სტანდარტულად ხდება ხელშეკრულების გაფორმებისა და მისი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მას შემდეგ რაც დამკვეთი (ან მისი წარმომადგენელი ტექნიკური პირი) შეამოწმებს და დაადასტურებს შესრულებულ სამუშაოს.
ვებ-საიტის გადაცემა ნიშნავს მისი შემადგენელი კომპოენტების,- (მონაცემთა ბაზა + ფაილები) სრულ რესურზე წვდომას გადმოწერა / კორექტირების უფლებით. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ თქვენ შეძლებთ თქვენი საიტი გადმოწეროთ და გაუშვათ თქვენს ლეპტოპზეც კი.
თუ ეს ვადა გასულია, მაშინ შეგიძლიათ დაგვეკონტაქტოთ სტუმრის დახმარების ბარათის მეშვეობით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ ინფორმატიული დახმარება და უფასო კონსულტაცია.
დომენი, თქვენი საიტის ინტერნეტ მისამართია. რომელსაც თავად ირჩევთ თქვენი ბიზნეს საჭიროებებიან გამომდინარე.
ქართული (.ge) დომენი ხელმისაწვდომია თუ არა შეგიძლიათ შეამოწმოთ აქ:
საერთაშორისო დომენის არჩევა შეგიძლიათ აქ:
ქართული (.ge) დომენის შეძენის წლიური საფასური სტანდარტულად 50 ლარია (2024 წლის 1 მარტიდან). ეს ფასი ვრცელდება 3 და მეტ სიმბოლოიან დომენებზე. დომენი უმჯობესია შეიძინოთ მანამ, სანამ ვებ-საიტის შექმნას გადაწყვეტთ.
ჰოსტინგი კონკრეტული მონაცემების და სიმძლავრის სერვერია სადაც უნდა განთავსდეს თქვენი ვებ-საიტი რომ მასზე განთავსებულ ინფოზე წვდომა გვქონდეს 24/7-ზე. ჰოსტინგის საფასური საჭიროების მიხედვით ვარირებს, მისი ფასი როგორც წესი იწყება თვეში 10 ლარიდან
ფუნქციების შესახებ
მინიმალურ ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე დამატებით ფუნქციის ჩაშენებას თქვენი სურვილისამებრ.
თუმცა როგორც მშენებელმა საჭიროა თავიდანვე იცოდეს რამდენ სართულიანი სახლი სურს დამკვეთს, რომ მისი მიხედვით გააკეთოს სარიძკველი.
ზუსტად ასევე, უმჯობესია ჩვენც თავიდანვე ჩაგვაყენოთ საქმის კურსში რისი დამატება გსურთ წლების შემდეგ. ეს აგაცილებთ თავიდან დამატებით ხარჯებს და სირთულეებს.
გთავაზობთ საიტის ფუნქციების ჩამონათვალს, რომელებიც შედარებით ხშირად ჭირდებათ ჩვენს კლიენტებს:
- Google Analytics Facebook Pixel.
- ე.წ. ჩათები (WhatsApp, Messenger, Callback).
- ანალიტიკა - Google Analytics, GTags, Facebook Pixel.
- ავტორიზაცია SMS-ით ან სოც. ქსელით (Google-ით, Facebook-ით შესვლა) კითხვარები (მაგალითდ კურსზე რეგისტრაციის და ვაკანსიების შესავსები ფორმები).
- SEO ასისტენტები გამოკითხვები.
- ტესტები (ქვიზები).
- ლოკალური Google ძებნა.
- კომპლექსური ლოკალური ძებნა.
- რუკებისა და მარშრუტიზაციის სისტემა.
- Firewall - დაცვის სისტემა ანტისპამი Google reCAPTCHA.
ვებსაიტის ფასები
ვებ-საიტის შექმნის ფასები ჩვენთნ იწყება 1000 ლარიდან. ის დამოკიდებულია ფუნქციონალზე, დიზაინზე და შესრულების დროზე.
თუ თქვენ მეტ-ნაკლებად იცით როგორი ვებსაიტის დამზადება გსურთ, მაშინ საორიენტაციო ფასის დასადგენად შეგიძლიათ ისარგებლოთ "საიტის ფასის კალკულტაორით".
ხოლო, თუ ჯერ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ, უმჯობესია ახლავე დააწვეთ ღილაკს "მოითხოვე ზარი" და დაამზადე ვებ-საიტი საუკეთესო პირობებით. ჩვენ გაგიწევთ ღირებულ კონსულტაციას გაგიწევენ, რა თქმა უნდა უფასოდ :) .
- მაშინ, ღირს კი გადავიხადო ფული იმაში რისი მიღებაც შემიძლია უფასოდ !?
- წარმოიდგინეთ, რომ web დეველოპერული კომპანია არის რესტორანი რომელსაც თქვენ მიაკითხეთ.
თქვენი აზრით რა ქვია კერძს, რომელსაც ის უფასოდ და რეგულარულად შემოგთავაზებთ?
დიახ, თქვენ გამოიცანით ეს არის მინიმალური "კერძი" რომელსაც წყალი ჰქვია.
ზემოთ მოყვანილი ანალოგია ნიშნავს რომ თუ თქვენ გჭირდებათ საიტის მინიმალური ვერსია. მაგალითად საკურსოსთვის, სტუდენტური პროექტისთვის და ა.შ. მაშინ ნამდვილად ღირს დაზოგოთ თანხა. თუმცა, თუ თქვენ აპირებთ საიტი გამოიყენოთ კომერციული მიზნებისთვის ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგიწევთ გარკვეული ხარჯის გაღება.
თუ აპირებთ ვებსაიტის დამზადებას უფასოდ და არ იცით საიდან დაიწყოთ, გაეცანით ჩვენს სტატიას საიტების უფასოდ შექმნის შესახებ.
ჰოსტინგების მინიმალური პაკეტის ფასი იწყება 10 ლარიდან თვეში და იზრდება მოთხვნის შესაბამისად. როგორც წესი ჩვენ ჩვენს კლიენტებს, ვთავაზობთ უფასო 1 წლიან ჰოსტინგს. თუ კონკრეტული შეთანხმება განსხვავებულ პირობებს არ ითვალისწინებს.
სტანდარტულად, საიტის გაკეთება ხდება მზა დიზაინის საშუალებით, რომელსაც თქვენთან ერთად თემატურად საჭიროების მიხედვით ვარჩევთ და ვარგებთ. ამ შემთხვევაში, საიტის დამზადების ჯამური ფასი არ იზრდება. ხოლო, თუ თქვენ ირჩევთ უნიკალური დიზაინს, მისი ფასი დამოკიდებულია დიზაინის სირთულესა და კომპლექსურობაზე.
უცნაური კითხვები
ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე რომ ჩვენმა ნამუშევარმა სარგებელი მოუტანოს დამკვეთს იმგვარად, რომ სულ ცოტა არ ავნოს საზოგადოებას. შესაბამისად, ჩვენი კომპანია არ ამზადებს გემბლინგ (Gembling) ტიპის საიტებს.
ჩვენ უარს ვამბობთ ისეთი საიტების დამზადებაზე რომლის ფუნქციონალიც შეიცავს მაღალ რისკებს საეჭვო ფინანსურ გარიგებებთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთი ქეისების შეფასება ხდება ინდივიდუალურად, სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე რის შემდეგაც კომპანია იღებს გადაწყვეტილებას შეასრულოს თუ არა დამკვეთის მოთხოვნა.
მოითხოვე ზარი