სად და როგორ ვნახოთ საგზაო მოძრაობის დარღვევის ამსახველი ე.წ. ვიდეო ჯარიმები?
ვიდეო ჯარიმების შემოწმება შეგიძლიათ მრავალ გზით, ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ ვიდეო ჯარიმების შემოწმების ორ ოფიციალურ ვარიანტს.
ვიდეო ჯარიმების შემოწმება - მეთოდი 1
ნაბიჯი 1
გახსენით ბრაუზერი, შედით ადმინისტრაციულ სამართალდაღვევებისთვის სპეციალურად შექმნილ ვებსაიტზე
ნაბიჯი 2
ფორმაში აირჩიეთ სექცია "ავტოსატრანსპორტო საშუალება" (როგორც ეს სქრინშოტზეა მოცემული)
ნაბიჯი 3
ვიდეო ჯარიმები საყურადღებო საკითხია, მათ გადასამოწმებლად დაგჭირდებათ თქვენი ავტომობლის რეგისტრაციის მოწმობა, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ "ტექპასპორტის" სახელით.
გადმოაბრუნეთ თქვენი მოწმობის საქართველოს დროშის მხარეს და ამოწერეთ მხოლოდ ის ორი მონაცემი, რომელიც სურათზეა ნაჩვენბი.
ნაბიჯი 3
შეიყვანეთ ავტომობილის და ტექპასპორტის ნომრები შესაბამის გრაფაში, შემდგომ დააწექით ძებნის ღილაკს.
ნაბიჯი 4
იხილეთ და გაანალიზეთ შედეგები - რეზულტატში თქვენ ნახავთ დარღვევების თარიღს, ასევე აღწერას სადაც მითითებულია კონკრეტული მუხლი. ჯარიმების ყველაზე ხშირი შემთხვევები მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლში. ზოგჯერ არსებობს დარღვევის ამსახველი ვიდეო, თუ ის იძიებნება დააწექით Play ღილაკს (როგორც ეს არის სქრინშოტზე ნაჩვენები).
საპატრულო ვიდეო ჯარიმები - მეთოდი 2
საპარტრულო (პოლიციის) ჯარიმების შემოწმებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ შსს-ს მიერ შექმნილი სპეციალური საიტი
ნაბიჯი 2
ამ საიტზე ჯარიმების გადასამოწმებლად დაგჭირდებათ ქვემოთ მოცემული ორი პუნქტიდან, ერთ-ერთი მაინც:
1) სამართალდარღვევის ამსახველი ქვითრი (ქვითარი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ფორმის, ქაღალმატარებლზე ან ელქტრონული, მაგალითად SMS-ის, ან ელ-ფოსტის სახით)
2) ან თქვენი ავტომობლის რეგისტრაციის მოწმობა, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ "ტექპასპორტის" სახელით.
გადმოაბრუნეთ თქვენი ტექპასპორტი საქართველოს დროშის მხარეს და ამოწერეთ მხოლოდ ის ორი მონაცემი, რომელიც სურათზეა ნაჩვენბი.
ნაბიჯი 3
შეიყვანეთ ავტომობილის და ტექპასპორტის ნომრები შესაბამის გრაფაში, შემდგომ დააწექით ძებნის ღილაკს.
ნაბიჯი 4
დაკვირვებით გაეცანით შედეგებს - რეზულტატი შეიძლება არ შეიცავდეს ვიდეო ჯარიმებს და შესაძლებელია იყოს მხოლოდ საპატრულო ჯარიმა ან ორივე ერთად (როგორც საპატრულო ჯარიმები, ასევე ვიდეო ჯარიმები). თქვენ ნახავთ დარღვევების თარიღს, გადასხდელ თანხას, სტატუსს- გადახდილია თუ არა ეს თანხა, ასევე აღწერას სადაც მითითებულია კონკრეტული მუხლი. შედეგების მარჯვენა კუთხეში (ეს არე ნაჩვენებია მწვანე ისრით სქრინშოტზე) შესაძლებელია იყოს ღილაკი, რომლის შეხების შემდეგაც, თქვენ ნახავთ ვიდეოს სადაც ასახული იქნება საგზაო მოძრაობის დარღვევა.
რომელ კანონშია მოცემული ავტოსაგზაო მოძრაობის დარღვევები და მათ შორის ე.წ. ვიდეო ჯარიმები?
საქართველოში საგზაო მოძრაობის დარღვევებს უპირველეს ყოვლისა განიხილავს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და ზოგჯერ „სისხლის სამართლის კოდექსი“, თუ დარღვევა გულისხმობს მძიმე სამართალდარღვევებს.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი:
- ეს კოდექსი შეიცავს შემთხვევებს, რომლებიც ასახავს ადმინისტრაციულ ჯარიმებს სხვადასხვა სახის საგზაო მოძრაობის დარღვევაზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, უკანონო პარკირება, თრობის გავლენის ქვეშ მყოფი ავტომობილის მართვა და სხვა. შემთხვევები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მანქანის მართვასთან, ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილებასთან. ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში მოცეილია საგზაო მოძრაობის წესები და მათთან დაკავშირებული ჯარიმები, ასევე დამატებითი ჯარიმები ჯარიმების ვადის დარღვევისთვის.
2. სისხლის სამართლის კოდექსი:
- იმ შემთხვევებში, როდესაც საგზაო მოძრაობის დარღვევა იწვევს მძიმე შედეგებს, როგორიცაა სხეულის დაზიანება ან სიკვდილი, შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლის სამართლის კოდექსი.
- კოდექსში გათვალისწინებულია გაუფრთხილებლობით ან განძრახ ზიანის მომტანი მართვის შემთხვევები, რომელმაც გამოიწვია, მასშტაბური ან/და მძიმე შედეგები.
ჯარიმების ყველაზე ხშირი შემთხვევები მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 125-ე მუხლში.
რომელ კანონში წერია საგზაო მოძრაობის წესები?
ვიდეო ჯარიმები მხოლოდ ნაწილია საგზაო მოძრაობის კონტროლის, თუ თქვენ გსურთ გაიხსენოთ მართვის მოწმობის აღების წინ ნასწავლი თეორიული საკითხები, ისინი მოცემულია საქართველოს კანონში "საგზაო მოძრაობის შესახებ"
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.