Google Sandbox
ლექსიკონი
ტერმინი | ტერმინის განმარტება |
---|---|
Google Sandbox | Ტერმინი “Google Sandbox” გულისხმობს ალგორითმების კომპლექტს, რომელიც ახლად შექმნილ ვებსაიტებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უზღუდავს Google SERP-ში მოწინავე პოზიციის დაკავებას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მაღალი ხარისხის და კარგად ოპტიმიზირებულიც არ უნდა იყოს მათი კონტენტი და ვებ გვერდები. Რა არის Google Sandbox და თუ არსებობს ის?Რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ახლად შექმნილი ვებსაიტი ყველანაირი ოპტიმიზაციის მიუხედავად, ვერ იკავებს მოწინავე პოზიციებს Google-ის ძიების შედეგებში. თუ საძიებო სისტემაში თქვენი ვებსაიტის რეიტინგს აკვირდებით, შესაძლოა წააწყდეთ SEO კონცეფციას, სახელწოდებით Google Sandbox. Ეს კონცეფცია გულისხმობს, რომ ყოველი ახალი ვებსაიტი ექვემდებარება “გამოსაცდელ პერიოდს”, რომლის დროსაც საიტისთვის რეიტინგის მოპოვება არ არის დაშვებული. Ზოგიერთი წყაროს მიხედვით, Sandbox პერიოდს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. Ამ პერიოდის დასრულების შემდეგ, საიტის რეიტინგი უნდა გაუმჯობესდეს. Მსგავსი შემაშფოთებელი ინფორმაციის გაგების შემდეგ, ბუნებრივია, რომ თქვენ შესაძლოა ინერვიულოთ თქვენი ვებსაიტის შესახებ და დაინტერესდეთ რამდენად შესაძლებელია გავლენა მოახდინოს Google Sandbox-მა თქვენს საიტზე. Მოდით ახლა განვიხილოთ (თეორიულად) როგორ შეიძლება იმოქმედოს Google Sandbox-მა თქვენს პოტენციურ SEO შედეგებზე. რატომ არის Google Sandbox ასე შემაშფოთებელი?Მთავარი მიზეზი, რაც ვებსაიტის მფლობელებსა და SEO სპეციალისტებს აწუხებთ Sandbox პერიოდის გამო, არის ის რომ ამან შესაძლოა დასაწყისში ხელი შეუშალოს მათ SEO მიზნების მიღწევაში (გარკვეული პერიოდის განმავლობაში). ზოგადად რომ ვთქვათ, არსებობს ვებსაიტების 2 კატეგორია, რომელზეც შეიძლება (სავარაუდოდ) გავლენა იქონიოს Google Sandbox-მა:
ამის გამო, „Sandbox პერიოდი“ სერიოზული პრობლემა იქნება SEO-სა და ბიზნესის პერსპექტივისთვის. აქ არის რამდენიმე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც Google Sandbox ასე საშინლად ჟღერს ამდენი ადამიანისთვის: 1.ბრენდის ცნობადობის შენელება 2.დაკარგული SEO ბიუჯეტი 3.ბიზნეს მიზნების მიუწვდომლობა რეალურად არსებობს Google Sandbox?Google Sandbox-ის კონცეფცია საკმაოდ საკამათო თემაა SEO-ს სამყაროში. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ Google Sandbox რეალურია, ზოგი კი თვლის, რომ ეს ასე არ არის, ზოგიც ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. Google-ს ნამდვილად არასოდეს დაუდასტურებია Google Sandbox-ის არსებობა. ფაქტობრივად, Google-ის ბევრმა წარმომადგენელმა (მაგ. ჯონ მიულერმა და გარი ილიესმა) რამდენჯერმე განაცხადეს, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც „Sandbox“ ეფექტი ჰქვია. მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას ეს შემთხვევითი რეიტინგის შენელება, თუ Google Sandbox ნამდვილად არ არსებობს? უმარტივესი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ Google-ს, ზოგიერთ შემთხვევაში, სჭირდება დამატებითი დრო, რათა სწორად შეაფასოს ვებსაიტის შინაარსი, გაარკვიოს რამდენად შესაბამისია იგი სხვადასხვა საძიებო სიტყვებთან მიმართებაში და შეადაროს მისი ხარისხი სხვა ვებსაიტებთან, რომლებსაც უკვე აქვთ რეიტინგი ძიების შედეგებში. როგორ დავწინაურდეთ რეიტინგში უფრო სწრაფად (და თავიდან ავიცილოთ „Google Sandbox“ პერიოდი)?მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აიძულოთ Google-ს მოახდინოს თქვენი გვერდების დაწინაურება რაც შეიძლება მალე, არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ,რომ დააჩქაროთ ინდექსირებისა და დარანკვის პროცესები: გამოიყენეთ Long-tail საძიებო სიტყვები1.შექმენით მაღალი ხარისხის კონტენტი 2.დააჩქარეთ crawling და ინდექსაციის პროცესები 3. Დახვეწეთ ლინკ ბილდინგი 4. Თვალი ადევნეთ თქვენს რეიტინგს |