ვებსაიტი თუ ვებგვერდი - ტერმინების ეტიმოლოგია
თავდაპირველად, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ წარმომავლობა, რომელია სწორი ეტიმოლგიურად "საიტი" თუ "ვებსაიტი"? რომელი ფორმა უფრო სწორია და რატომ. ამისთვის მოდით გავერკვეთ საწყისებში.
ვებსაიტი, ვებგვერდი და საიტი Oxford-ის მიხედვით
Oxford-ის განმარტებათა ლექსიკონში site / საიტის შესახებ ვკითხულობთ რომ ის არსებითი სახელია რომელიც თავისი არსებობით სათავეს იღებს გვიანი შუა საუკუნეების ინგლისიდან. ლათინური Situs -ლოკალურ პოზიციებს ნიშნავს და სამხედრო ტერმინოლოგიის ნაწილი უნდა ყოფილიყო XVI -ის ბოლოდან ეს სიტყვა. დღევანდელ ინგლისურშიც site მეტწილად ფიზიკურ ‘’ადგილს’’ აღნიშნავს.
a place where a building, town, etc. was, is or will be located
the site of a sixteenth-century abbey
The government has announced the proposed site for the airport.
A site has been chosen for the new school.
on a site Nothing can be built on this site.
on site All the materials are on site so that work can start immediately.
at a site The factory will be built at a site to the north of the city.
იგივე Oxford -ის ლექსიკონში website / ვებსაიტის შესახებ ვკითხულობთ რომ ისიც ანალოგიურად არსებით სახელს წარმოადგენს და აღნიშნავს კონკრეტული კომპანიის, ორგანიზაციისა თუ სულაც ინდივიდის შესახებ ინტერნეტში არსებული გვერდების ერთობლიობას სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მათ შესახებ.
A set of pages on the internet, where a company or an organization, or an individual person, puts information.
საიტი და ქართული ვიკიპედია
ქართულ ვიკიპედიაზე საიტის განმარტება ასეთია :
საიტი — ვებგვერდების, სურათების, ვიდეოების და ა. შ. ერთობლიობა, რომელიც ატვირთული არის ერთ ან რამდენიმე სერვერზე და რომელიც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია ინტერნეტით, ტელეფონით. HTTP/HTTPS პროტოკოლის საშუალებით.
ხოლო ვებსაიტის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ლექსიკონში წერია რომ ის -‘’ ვებგვერდების ერთობლიობა’’ -ს წარმოადგენს.
აქედან შეიძლება დავასკვნათ რომ მართებულია ვებსაიტი და არა საიტი, მაგრამ ქართულ ენაში, ენის დაცვის მიზნით ხშირად იყენებენ სიტყვა ვებგვერდსაც.
მოდით გავარკვიოთ რას წარმოადგენს ვებგვერდი ქართული ვიკიპედიის მიხედვით:
ვებგვერდი — საიტის შემადგენელი ნაწილი. იგი წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს და შეიცავს ჰიპერტექსტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება სხვადასხვა დოკუმენტის მოძიება და კავშირი.[1] ყველაზე ხშირად საიტი დაწერილია HTML ან XHTML ვებ პროგრამირების ენაზე და ხელმისაწვდომია ვებბრაუზერის საშუალებით.
ვებგვერდზე შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია: ტექსტი, სურათები, ვიდეოები, მედია ფაილები და ა.შ. ასევე სხვადასხვა სახის სკრიპტები (ჯავასკრიპტი, VB სკრიპტი და ა.შ). როგორც წესი, ვებგვერდზე ასევე განთავსებული სხვა ვებგვერდების მისამართები (ბმულები).
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით კი ვებგვერდი -‘’ ქსელური გვერდი’’-ა.
ქართულ ენაზე არსებული ინფორმაციითაც შეგვიძლია დავასკვნათ რომ ვებგვერდი ვებსაიტს არ ნიშნავს, ის ვებსაიტის მხოლოდ ერთი გვერდის სახელწოდებად შეიძლება გამოვიყენოთ, ვებსაიტი ვებგვერდების ერთობლიობას წარმოადგენს.
მაშასადამე სწორია- ვებსაიტი და არა საიტი, ვებსაიტი და არა ვებგვერდი, თუმცა ვებგვერდი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგრამ ვებსაიტის მხოლოდ ერთი გვერდის სახელწოდებად.
საიტის შექმნა თუ საიტის დამზადება?
მას შემდეგ რაც გავარკვიეთ რომ ვებსაიტი და არა საიტი, უნა გავარკვიოთ რომელი ფორმაა სწორი- ვებსაიტის შექმნა თუ ვებსაიტის დამზადება?
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ძველი ქართული ენის შეერთებულ ლექსიკონში შექმნა განმარტებულია როგორც :
ქმნა, გაკეთება, დამტკიცება, და მზადება, შეთხზვა; „აღზელა“; გახდომა (ი. ა.) დაარსება, წარმოქმნა, გადაქცევა, დაწყება.
მარტივად რომ ვთქვათ - ღმერთმა სამყარო 7 დღეში შექმნა, შემდეგ დაისვენა და ვებსაიტის დამზადება ვებ დეველოპერებს მიანდო!