უფასო ფოტოები - როგორ გადმოვწეროთ და საიდან?

2-4 წუთი

                            უფასო ფოტოების საიტები

უფასო ფოტოების წყაროს ეძებთ? თუ გიფიქრიათ იმაზე  რამდენ ძალისხმევას დაზოგავდით უფასო ფოტოების წყაროსთვის რომ მიგეგნოთ? არა და ფოტოები ყველაფრისთვის გჭირდებათ -  საიტისთვის, სოციალური მედია მარკეტინგისთვის, ბრენდინგისთვის, გაყიდვების ზრდისთვის. ეს ყველასთვის ნაცნობი ტკივილია თან მაშინ როცა შეზღუდული ხართ ფინანსებში. 

ვებში ბევრი ძალიან კარგი უფასო რესურსია საიდანაც შეგიძლიათ ჩამოწეროთ მაღალი ხარისხის ფოტოები  თქვენი ბიზნესისთვის, მთავარია მათ შესახებ იცოდეთ. ამიტომ ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ 10 ყველაზე ცნობილ და საჭირო ვებსაიტზე საიდანაც შეძლებთ საჭირო ფოტოების ჩამოტვირთვას უფასოდ.

 

დასაწყისისთვის გავერკვეთ ფოტოების ლიცენზიების ტიპებში:

  • Royalty free  ნიშნავს რომ ყველანაირი ფასის გარეშე შეგიძლია გამოიყენო ფოტო რომელზე ლიცენზიაც ასევე უფასოა. ფლობ ფოტოს, ეი ფლობთ  მასზე ლიცენზიასაც. 

  • Creative Commons license  ეს გაძლევთ საშუალებას გააზიაროთ თქვენი ფოტო და გამოიყენოთ საკუთარი მიზნებისა და  სურვილისამებრ. 

  • Attribution ამ შემთხვევაში ფოტოს ჩამოტვირთისას თქვენ იღებთ ვალდებულებას რომ მისი გამოყენების შემთხვევაში მიუთითოთ ფოტოს ავტორის ვინაობა.

  • Commercial use  რიგ სიტუაციებში კომერციული გამოყენებისთვის და ფინანსური სარგებლის მისაღებად თქვენ დაგჭირდეთ ნებართვაც. გააჩნია სიტუაციას.  

  • Membership ნიშნავს რომ ზოგიერთი საიტი ფოტოს ჩამოსატვირთად გთხოვთ რეგისტრაციის გავლას და თქვენი ექაუნთით ამ ფოტოების ჩამოწერას, რიგ შემთხვევებში ამისთვის თანხასაც ითხოვენ ან შეიძლება იგი მოიცავდეს ფიქსირებული რაოდენობის საწევროს თვიურად.

 

გაითვალისწინეთ რომ შეიძლება ლიცენზიის პირობები შეიცვალოს კონკრეტულ საიტებზე. იმისთვის რომ უხერხულ და წამგებიან სიტუაციაში არ ამოყოთ თავი, კარგი იქნება თუ უფასო ფოტოების ლიცენზიას ორჯერ გადაამოწმებთ (ჩამოტვირთვისას და მათი ატვირთვის წინ)! 

მაშ ასე, 15 ვებ რესურსი საიდანაც შეძლებთ ჩამოწეროთ მაღალი ხარისხის ფოტოები უფასოდ:

უფასო ფოტოები

1. Unsplash - უფასო ფოტოების  ყველაზე დიდი რესურსი

Unsplash -ზე მთელი მსოფლიოს ფოტოგრაფები ყოველდღიურად  უსაზღვროდ დიდი რაოდენობის ფოტოებს ტვირთავენ თან ნებისმიერი გამოყენებისთვის რომელთა ჩამოტვირთვასაც თქვენ უფასოდ შეძლებთ. მილიონობით ფოტო თქვენ განკარგულებაშია ამიტომ შექმენით ექაუნთი და ისარგებლეთ ამ დიდი რესურსით.


2. Shutterstock 

Shutterstock  ერთ-ერთი წამყვანი ლიცენზირებული ფოტოების, ვექტორული სურათების, ილუსტრაციებისა და ვიდეო კლიპების ონლაინ საცავია საიდანაც 300 მილიონზე მეტი მაღალი ხარისხის უფასო ფოტოს ჩამოტვირთვა შეგიძლიათ. 

აქვე შეძლებთ სასურველი ფოტოების შეძენასაც თუ თქვენთვის სასურველი ფოტო უფასოდ ვერ იპოვეთ ამ 300 მილიონში. 

 

3. Pexels

Pexels  ეს არის ლიცენზირებული ფოტოებისა და ვიდეოების უდიდესი საცავი საიდანაც თქვენ შეძლებთ ჩამოწეროთ, დააკოპიროთ შეცვალოთ და გამოიყენოთ თქვენი საჭიროებისამებრ ყველა ის ფაილი რომელსაც ჩამოტვირთავთ. ყველა ფოტო არის კარგად ტეგირებული და მარტივად ძებნადი. 



4. picjumbo 

Picjumbo  2013 წელს შეიქმნა დიზაინერისა და ფოტოგრაფის ვიქტორ ჰანასეკის მიერ რომელმაც ეს თავისი საიტი მას შემდეგ გააკეთა რაც სხვა კომპანიებმა მისი ნამუშევრები ''დაბალი ხარისხის '' გამო დაიწუნეს. დღეს ამ პორტალიდან თქვენ შეძლებთ  ჩამოწეროთ ათასობით მაღალი ხარისხს ფოტო, ასევე  თქვენ აქ გელით სოციალური მედიისთვის საჭირო სურათების ელემენტების დიდი და უფასო არჩევანი.



5. ISO Republic

ISO Republic  -ზე თქვენ იპოვით 6 000 ზე მეტი რაოდენობის კრეატიულ ფოტო ნამუშევარს რომელთა ჩამოტვირთვა და გამოყენება კომერციული მიზნებისთვისაც უფასოა.



6. Freepik

Freepik -ზე თქვენ შეძლებთ იპოვოთ პროფესიონალური მაღალი ხარისხის ფოტოები, ვექტორული სურათები თუ ილუსტრაციები რომელთა ჩამოტვირთვასაც სრულიად უფასოდ შეძლებთ. ამ გამოსახულებების გამოყენების შემთხვევაში თქვენ მხოლოდ ავტორის მითითების ვალდებულებას იღებთ. 


7. FreeImages - უფასო ფოტოების მრავალფეროვანი არჩევანი

FreeImages  გაძლევთ  380,000-ზე მეტი უფასო ფოტოს გადმოწერისა და გაზიარების საშუალებას. აქ თქვენ იპოვით ფოტო-სურათებს სოციალურ მედიაში გამოყენებისთვის, რეკლამებისთვის, და თან იმ ხარისხში რომელთა დაბეჭდვასაც შეძლებთ, ასევე ნამუშევრების გამოყენებას შეძლებთ საიტებისთვის და იმ პროექტებისთვის რომლებზეც ახლა მუშაობთ. მოდა, ფიტნესი, ბიზნესი, ოჯახი, მოგზაურობა ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია რომელზეც შეგიძლიათ იპოვოთ მაღალი ხარისხის უფასო ფოტოები და ჩამოწეროთ ისინი.

 

8. Gratisography

Gratisography  ეს საიტი ფოტოგრაფ რაიენ მაკგრუირის საკუთრებაშია რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ და თან სრულიად უფასოდ  მის მიერ შექმნილი იუმორისტული და უცნაური ფოტო ნამუშევრები როგორც კომერციული ისე ნებისმიერი გამოყენებისთვის. 

 

9. New Old Stock

 New Old Stock  ეს იმ შემთხვევისთვის თუ უფასო ვინტაჟურ ფოტოებს ეძებთ თქვენი საჭიროებებისთვის. აქ თქვენ იპოვთ მეოცე საუკუნის სხვა და სხვა მნიშვნელოვანი პერიოდების ფოტო მასალებს რომელთა ჩამოტვირთვასაც უფასოდ შეძლებთ.

10. Freerange

Freerange ეს არის უფასო ფოტოების ბიბლიოთეკა რომელთა ჩამოწერასაც  მარტივად შეძლებთ. აქ იპოვით უამრავი თემატიკის ფოტო ალბომებს რომლებიც ყოველდღიურად ახლდებიან. 

11. Foodiesfeed

Foodiesfeed   ეს არის საუკეთესო ფუდ ფოტოგრაფიის ონლაინ საცავი ვებში სადაც იპოვით 1700 ზე მეტ ფოტოს ტეგებისა და მარტივად ძებნადი სათაურების წყალობით, ფოტოების გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის თავისუფლად შეძლებთ. 

12. Pikwizard

Pikwizard  აბსოლუტურად უფასო საიტია რომელზეც შეგიძლიათ იპოვოთ მილიონობით უფასო ლიცენზიანი ფოტოები ფაქტობრივად ყველა საჭიროებისთვის. 

 

13. Reshot

Reshot  ამ საიტის გამოყენება ძალიან დიდ თავის ტკივილს აგარიდებთ - შეძლებთ უდიდესი ფოტო არქივის გამოყენებას სრულიად უფასოდ SVG, PNG  ფორმატებშიც კი. ანუ ფოტოს უკვე იმ ფორმატში ჩამოწერთ რა ფორმატშც გსურთ მისი გამოყენება.

 

14. Freestocks.org

 freestocks.org  -ზე შეიძლება არ დაგხვდეთ იმ რაოდენობის მრავალფეროვანი არჩევანი რაც სხვა საიტებზე მაგრამ თქვენ აქ იპოვით რუდუნებით შერჩეულ მაღალი ხარისხის ფოტოებს რომელთა მოწოდებაზეც სამმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა იზრუნა, რაც მთავარია მათი ჩამოტვირთვა და გამოყენება უფასოა. 

15. Startup Stock Photos

Startup Stock Photos  ეს  ფოტოების საიტია რომელიც გთავაზობთ სხვა და სხვა  ბიზნესსაჭიროებებისთვის განკუთვნილ ფოტო-სურათების ჩამოტვირთვას და თანაც სრულიად უფასოდ. ვებსაიტზე მარტივად შეძლებთ ფოტოების მოძებნას, რაც განსაკუთრებით წაადგებათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში დამწყებ სტარტაფებს.

 

 

თუ ფინანსებში შეზღუდული ხართ და გსურთ საიტის დამზადება უფასოდ, იხილეთ სტატია საიტების უფასოდ დამზადებასთან დაკავშირებით.