ვებსაიტის დამზადება - რა უნდა ვიცოდეთ საიტის დამზადებამდე?

2-3 წუთი

ვებსაიტის დამზადება - 10 მნიშვნელოვანი საკითხი

 

  • შეარჩიოს დომენი- დომენი  ვებსაიტის დამზადებამდე საჭიროა შეარჩიოთ თქვენი საიტის მისამართი ინტერნეტში. დომენის არჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ რომ ის უნდა იყოს რელევანტური თქვენი ბიზნესის სპეფიციკის, იწერებოდეს მარტივად, იყოს კეთილჟღერადი და იოლად დამახსოვრებადი.
  • შეარჩის ვებ ჰოსტინგი - ჰოსტინგი ეს არის ციფრული საცავი რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კონტენტის უსაფრთხო შენახვასა და ხელმისაწვდომობას მომხმარებლისთის. მოკლედ რომ ვთქვათ, ვებ ჰოსტინგის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა რომელიც უნდა მიიღოთ ვებ საიტის დამზადების და თანაც ამ პროცესის პირველივე ეტაპზე.

  • ვებსაიტის დიზაინი - თქვენი ვებსაიტის დიზაინი, ეს ისაა რასაც პირველად ხედავენ მომხმარებლები. ამიტომ ის პირველი შთაბეჭდილების მოხდენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ვებსაიტის ნავიგაცია, იოლად გამოყენაბადი ინტუიტიური  ინტერფეისი, მარტივად რომ ვთქვათ, ის რაც შეიძლება თქვენ გელამაზებოდეთ  და მოგწონდეთ, მომხმარებლისთვის შეიძლება წარმოადგენდეს ავი სულებისგან დასაცავ შელოცვას სანსკრიტზე.

  • კონტენტის დამატება  -  ვებსაიტის დიზაინის აწყობის პროცესშივე, თქვენ აუცილებელია იზრუნოთ სწორ კონტენტზე, ტექსტებზე, ფოტოებზე, ვიდეოებზე და სხვა და სხვა ტიპის ინფორმაციაზე თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე. ასევე მნიშნელოვანია მოხერხდეს სწორი და ზუსტი ეწ CTA -ის იგივე Call To Action- ების ანუ ყიდვის მოწოდების ფორმულირება და საიტზე სწორ ადგილას გამოტანა რომელიც ვებსაიტის ვიზიტორების მომხმარებლებად კონვერტირებაში დაგეხმარებათ. რესფონსივ დიზაინი - ეს არის თქვენი ვებსაიტის მობილურ ვერსია, რომელიც მორგებულია თავისი განლაგებითა და დიზაინით მობილურ გარემოს, რაც  თქვენ მომხმარებლებს  სმარტფონებსა და სხვა და სხვა გაჯეტებზე უმარტივებს ვებსაიტზე წვდომას.

  • SEO ოპტიმიზაცია - ვებსაიტის დამზადება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას რომ თქვენი საიტი  უმალვე დაიწყებს თავისი დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებას და პოტენციური მომხმარებლების მოყვანას. აუცილებელია რომ თქვენი ვებსაიტი  გუგლის ბოტებისთვის ხილვადი და პოტენციური კლიენტთათვის ძებნადი გახდეს, ამისთვის კი SEO ოპტიმიზაციაა საჭირო. ამის გარეშე ჩათვალეთ რომ ვებსაიტი არც კი დაგიმზადებიათ! 

  • მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო კონტენტი -  აუციელებელია რომ იზრუნოთ თქვენი პროდუქტის /სერვისის მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო კონტენტზე. ვებსაიტზე განთავსებული  ინტერაქციული, დესკრიფციული თუ თქვენი ბიზნესსაჭიროებისამებრ  შექმნილი ვიდეო კონტენტი, ხელს შეუწყობს მომხმარებლების უფრო დიდ ხანს გაჩერებას თქვენ ვებსაიტზე  რაც მათ მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე- სერვისის / პროდუქტის შეძენამდე.


    მოგეხსენებათ, ვიდეო მზარდი მედიუმია, მხოლოდ 2022 წელს, გლობალურად ერთმა ადამიანმა საშუალოდ 83 წუთ ვიდეოს უყურა დღის მანძილზე და ეს ციფრი სულ უფრო ზრდადია. ანუ, უკვე  ვიდეო, მომხმარებლამდე ინფორმაციის მიტანის მთავარ მედიუმს წარმოადგენს.

  • ვებსაიტის უსაფრთხოება - დარწმუნდით რომ თქვენი ვებსაიტი აკმაყოფილებს უსაფრთხოების პარამეტრებს. მაგალითად ფლობთ SSL სერთიფიკატს რაც საშუალებას გაძლევთ მონაცემთა მიმოცვლისას შეინარჩუნოთ მისი კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

  • საიტის ბექაფი - დააბექაფეთ ანუ შეინახეთ თქვენი საიტის ასლი ხშირად, რათა თავიდან აირიდოთ ფორსმაჟრებისას კონტენტის დაკარგვა, მასში ხომ ამდენ შრომას და რესურსს დებთ!

  • საიტის განახლება - რეგულარულად განაახლე საიტი ახალი და საჭირო ინფორმაციით, რაც შეიძლება მნიშნელოვანი და საინტერესო იყოს თქვენი მომხმარებლისთვის, ეს უზრუნველყოფს მათ მუდმივად უკან დაბრუნებას. ახალი და ავთენტური კონტენტი ასევე ძალიან უყვართ გუგლის ბოტებსაც.

    რამდენად მნინელოვანია ვებსაიტის დამზადება?


    ვებსაიტის დამზადება /  შექმნა, მცირე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი საშუალებით თქვენ გზა გეხსნებათ ახალ მომხმარებლებამდე, თავის მხრივ პოტენციური მომხმარებლისთვისაც  ხილვადი ხდება თქვენი პროდუქტი /  სერვისი, რაც  გიზრდით კიდეც გაყიდვებს!  ოფლაინი ემორჩილება მატერიალური სამყაროს კანონზომიერებებს ონლაინი კი ეს ულევი შესაძლებლობებია თქვენი ბიზნესისთვის, თუ ჯერ კიდევ არ ფლობთ ვებ საიტს, დროა ჩადოთ ამაში ინვესტიცია რადგან  ROI იმაზე მაღალია ვიდრე მარსზე უძრავი ქონების შეძენას!   

 

თუ გსურთ ვებსაიტის დამზადება შეგიძლიათ იხილოთ საიტის დამზადების პირობები  საიტის ფასის გამოთვლის კალკულატორი  სწრაფი კონსულტაციისთვის კი მოითხოვოთ ზარი

შეიყვანეთ თქვენი სახელი
ტელეფონის ნომერი აუცილებელია