ინტერნეტ მაღაზიის დამზადება
ინტერნეტ მაღაზიის დამზადება მისთვის ვინც ამ საკითხთან შეხება არ ქონია შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ან ძალიან რთული ჩანდეს. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ სასარგებლო ინფორმაციას რაც გაგიადვილებთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადების პროცესს. აქ მოცემულია საბაზისო ინფორმაცია, რომელიც ასახავს ონლაინ მაღაზიის შექმნის ძირითად ნაბიჯებს და იმას თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თითოეულ ეტაპზე.
პირველი რაც ინტერნეტ მაღაზიის დამზადებამდე უნდა გააკეთოთ:
- გაარკვიეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია / buyer persona
სანამ დაიწყებთ ონლაინ მაღაზიის დამზადებას, აუცილებელია განსაზღვროთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, თუ ვინაა თქვენი პოტენციური მომხმარებელი, რა სქესის, ასაკის, პროფესიის, განათლების, შემოსავლების ადამიანები არიან ისინი, სად ცხოვრობენ, რა ინტერესები გააჩნიათ და აშ. ამ ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებათ მათზე მორგებული ონლაინ მაღაზიის დაამზადებასა და სწორი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში რაც თქვენი ინტერნეტ მაღაზიის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. ონლაინ მაღაზიის მიზანი ხომ გაყიდვების გაზრდა არსებული კლიენტების შენარჩუნება და ახალის მოზიდვაა.
- შეარჩიეთ დომენი თქვენი ინტერნეტ მაღაზიისთვის
დომენი თქვენი ონლაინ მაღაზიის ინტერნეტ მისამართია, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ იგი თქვენი ბრენდის შესატყვისი იყოს. დომენის სახელი სასურველია რომ არ შეიცავდეს 15 სიმბოლოზე მეტს იყოს კეთილჟღერადი, მარტივად დამახსოვრებადი და საჭირო ასოციაციების გამომწვევი.
დომენის შერჩევის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ იხილოთ სტატია >> დომენის შერჩევა
3. აირჩიეთ ვებ ჰოსტინგი
არსებითად, ვებ ჰოსტინგი არის სერვერი, რომელიც ინახავს ყველა ფაილს და მონაცემს, რომლებიც ქმნიან თქვენს ვებსაიტს. ვებ ჰოსტინგ პროვაიდერები უზრუნველყოფენ სერვერის სივრცეს და ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს საიტს იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის ინტერნეტში. ამიტომ ვებ ჰოსტინგ პროვაიდერის სწორად შერჩევა სადაც განთავსდება თქვენი საიტი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
თუ თქვენი ბიზნესი ქართული ბაზრისთვისაა განკუთვნილი მაშინ უმჯობესია რომ თქვენი საიტიც ქართული სერვერებიდან იტვირთებოდეს, რადგან ეს დადებითაც იმოქმედებს ონლაინ მაღაზიის ჩატვირთვის სიჩქარეზე.
4. ონლაინ მაღაზიის ფუნქციონალი
სანამ დაიწყებთ ინტერნეტ მაღაზიისთვის პლატფორმის შერჩევას ჯერ უნდა გადაწყვიტოთ თუ რა ფუნქციონალის გსურთ რომ იყოს თქვენი ონლაინ მაღაზია. სწორედ თქვენი სურვილები და საჭიროებები ასევე ბიუჯეტიც განსაზღვრავს პლატფორმის არჩევის შესაძლებლობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ რა გსურთ რომ თქვენ ონლაინ მაღაზიაზე ხდებოდეს? რისი გაკეთება უნდ შეძლოს მომხმარებელმა? გაიაზრეთ და ჩამოწერეთ 🙏
ასევე აუცილებელია იცოდეთ რომ ონლაინ მაღაზიაში გადახდის სისტემის ინტეგრირებას ქართული ბარათებისთვის გარკვეული ფორმალობების მოგვარება ჭირდება ქართულ ბანკებთან, რომელსაც ვერავინ გააკეთებს თქვენ გარდა. ეს მარტივი პროცესი აუცილებლად მოითხოვს ბანკებთან თქვენი ურთიერთობის რეგულირებას რომლის შემდეგაც ხდება გადახდის სისტემის მოქმედებაში მოყვანა.
5. შეარჩიეთ ინტერნეტ მაღაზიის პლატფორმა
დომენის, ჰოსტინგისა და ფუნქციონალზე ჩამოყალიბების შემდეგ, ელექტრონული კომერციის პლატფორმის შერჩევის ჯერიც დგება. არჩევანი არც ისე მწირია მაგრამ გააჩნია თქვენ საჭიროებებსა და ბიუჯეტს.
მაგალითად თუ თქვენი ონლაინ მაღაზია სტანდარტული ფუნქციონალისაა, კატეგორიებით, ქვეკატეგორიებით, გადახდისა თუ განვადების სისტემებით, მომხმარებელთა რეგისტრაციით, მარაგების მართვისა და პროდუქტთა ეტიკეტირების სისტემით მაშინ უმჯობესია რომ მსგავსი ფუნქციონალის საიტი უკვე ნაცნობ ბიუჯეტურ მაგრამ მუშა CMS -ზე აიწყოს. WooCommerce იდეალური გადაწყვეტილებაა ამ შემთხვევაში. ეს დაგიზოგავთ როგორც დეველოპმენტის დროს ისე ხარჯებს, WooCommerce საიტების მართვა დიდ ტექნიკურ უნარებს არ მოითხოვს და მისი მოვლა პატრონობაც არ წამოადგენს დიდ სირთულეს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი პლუსია ონლაინ მაღაზიის პლატფორმის შერჩევისას.
6. ონლაინ მაღაზიის დიზაინი და ვებსაიტის რუკა
ამ ეტაპზე თქვენ არჩევთ საიტის თემფლეითს / დიზაინს, თქვენ უკვე იცით თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ონლაინ მაღაზია და უკვე გადადიხართ ვებსაიტის სტრუქტურის გეგმის შექმნაზე. ონლაინ მაღაზიის რუქის შექმნა დაგეხმარებათ რომ თქვენი საიტი ლოგიკურად იყოს ორგანიზებული, რაც გაუადვილებს მომხმარებლებს ნავიგაციას და სასურველი პროდუქტისა თუ უბრალოდ ინფორმაციის მოძებნას. ეს ინფორმაცია დაეხმარება არა მხოლოდ თქვენ მომხმარებელს არამედ დეველოპერებსაც რომლებმაც უნდა იმუშაონ თქვენი ონლაინ მაღაზიის დამზადებაზეც. ამიტომ:
- ჩამოთვალეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ყველა ძირითადი კატეგორია ან სექცია. ეს შექმნის ძირითადი ნავიგაციის მენიუს.
- თითოეული კატეგორიის ქვეშ ჩამოთვალეთ ქვეკატეგორიები ან გვერდები, რომლებიც უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიან.
- ჩამოწერეთ ყველა სპეციფიკაცია ( ფერი, ზომა, წონა, მახასიათებლები ) რაც ნიშანდობლივია იმ პროდუქტებისთვის რასაც ონლაინ მაღაზიის საშუალებით გაყიდით.
7. ინტერნეტ მაღაზიის დამზადება და მისი მობილურზე ოპტიმიზაცია
დარწმუნდით, რომ თქვენი ონლაინ მაღაზია მოსახერხებელია მობილურისთვის, რადგან ონლაინ შოპინგის დიდი წილი სწორედ სმარტფონებით ხორციელდება, აუცილებელია რომ ყველა ფუნქციონალი და პროცესი მობილურზე მორგებული (mobile responsive) გამართულად ფუნქციონირებადი იყოს.
8. ინტერნეტ მაღაზიის მოვლა / Maintenance
მას შემდეგ რაც დასრულდება თქვენი ონლაინ მაღაზიის დეველოპმენტი, მნიშვნელოვანია რომ ის საიმედო ხელში დარჩეს. თუ თქვენ არ ფლობთ იმდენ ტექნიკურ უნარს რომ უზრუნველყოთ როგორც უსაფრთხოების განახლებები ისე Facebook და Google სერვისები ან reset API და სხვა და სხვა API ები რომელსაც იყენებს თქვენი ინტერნეტ მაღაზია, მაშინ უმჯობესია მასზე მცოდნემ და პროფესიონალმა იზრუნოს.