---
title: Wocommerce თუ Shopify?
description: Wocommerce თუ Shopify?ორივე მძლავრი ელექტრონული კომერციის პლატფორმებია რომლებსაც გააჩნიათ როგორც პლუსები ისე მინუსები...
url: https://view.ge/wocommerce-vs-shopify
---

# Wocommerce თუ Shopify?

## Wocommerce vs Shopify



 



[WooCommerce,](https://woo.com/) ეს არის Wordpress-ის ოფიციალური უფასო e-Commerce პლაგინი, რაც გაძლევს საშუალებას  შექმნა ონლაინ მაღაზია ვორდპრესის ძრავზე.



 



### Woocommerce -ის პლუსები



 



- **უფასო ღია რესურსი:** ვუკომერსის ჩამოწერა და გამოყენება უფასოა, რომელიც უდიდეს პლუსს წარმოადგენს იმ ბიზნესთათვის რომლებთაც მცირე ბიუჯეტი გააჩნიათ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც რომ ვუკომერსი უფასო ღია რესურსია, რომელიც მუდმივად ახლდება ქომიუნითში მყოფი დეველოპერების მიერ.
- **მარტივად გამოყენებადი:** ვუკომერსს აქვს user-friendly ინტერფეისი, რომელიც მის გამოყენებას და მენეჯირებას ამარტივებს. მისი გამოყენება ასევე მარტივია როგორც დამწყები პროგრამისტების ისე კოდის წერის სრულიად უცოდინარი ადამიანებისთვისაც.
- **სიძლიერე და მრავალხრივობა:** ვუკომერსის გამოყენება შეგიძლია მრავალფეროვანი ტიპის და კატეგორიის როგორც ფიზიკური  ისე ციფრული პროდუქტების გასაყიდად ონლაინ. მისი მოქნილობის წყალობით  მაღალია მორგებადობის ხარისხიც.
- **მასშტაბურობა:**ვუკომერსის საშუალებით შეგიძლიათ მოემსახუროთ ნებისმიერი რაოდნობის კლიენტებს ონლაინ, იმიტომ რომ მას შეუძლია გაიზარდოს თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად.
- **ნებისმიერი გაფართოვების მქონე ფუნქციონალის დამატების შესაძლებლობა:**პლუსი რომლითაც მისი ბევრი კონკურენტი ვერ დაიკვეხნის.



 



 



### Woocommerce-ის  მინუსები



 



- **ტექნიკური ცოდნის საჭიროება:** ვუკომერსის გამოყენება და ინსტალაცია კი მარტივია მაგრამ მისი გამართვა და კონფიგურაცია გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას მაინც მოითხოვს, ამიტომ შესაძლებელია დაგჭირდეთ კომპეტენტური დეველოპერის დახმარება / დაქირავება.
- **შეიძლება იყოს ნელი:**ვუკომერსი შეიძლება იყოს ნელი თუ არ იყენებ კარგად ოპტიმიზირებულ ჰოსტინგ პროვაიდერის სერვისს / სერვერს. თუ საიტზე დიდ ტრაფიკს ელი, მაშინ გჭირდება რომ სწორად და კარგად აარჩიო პროვაიდერი რომელიც შენ საიტს დაგიჰოსტავს.
- **უსაფრთხოების შეზღუდული დიფაულთ ხელსაწყოები:** იმისთვის რომ თქვენი ვუკომერს საიტი იყოს უსაფრთხო და დაცული აუცილებელია რომ მასზე დაყენდეს დამატებითი დაცვა, პლაგინებისა და სხვა გაფართოებების მქონე ფუნქციონალის სახით.



 



[**Shopify** ](https://www.shopify.com/)ეს არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა რომელიც  ნებისმიერი ზომის ბიზნესს აძლევს საშუალებას  გაყიდოს თავისი პროდუქტი თუ სერვისი ამ პლატფორმაზე დამზადებული ონლაინ მაღაზიების საშუალებით.



 



### **Shopify-ის პლუსები**



 



- **მარტივად გამოყენებადი**: შოპიფაის**drag-and-drop ინტერფეისი**ამარტივებს მისი გამოყენებისა და მენეჯირების პროცესს ნებისმიერი კომპტენციის მქონე ადამიანისთვის.
- **ხელმისაწვდომობა:**შოპიფაი მომხმარებელს თავაზობს მრავალფეროვან არჩევანს გადახდის თვალსაზრისითაც, შენ შეგიძლია იყიდო შენ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. არც მეტი არც ნაკლები. 
- **მასშტაბირებადი:** შოპიფაი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი ზომის  ბიზნესმა, სტარტაფმა თუ მეწარმემ. 
- **დიზაინების უდიდესი არჩევანი:** შოპიფაიზე თქვენ გაქვთ ნებისმიერი ინდუსტრიისთვის გამიზნული და მორგებადი დიზაინების უდიდესი არჩევანის შესაძლებლობა.
- **აპლიკაცია**:  შოპიფაის აქვს APP Store აპლიკაცია რომლის გამოყენებაც გიმარტივებთ თქვენი მაღაზიის გამოყენებას და მართვას.
- **24/7 საფორთი**: შოპიფაი გთავაზობთ ტექნიკურ საფორთს 24 საათის მანძილზე კვირაში 7 დღე. 



 



 



### Shopify-ის მინუსები



 



- **ტრანზაქციების საკომისიო**: შოპიფაის ტრანზაქციების საკომისიო 3%-ს წარმოადგენს, ეს ფასი თქვენი ბანკებთან ურთიერთობის მიხედვით იცვლება და შეიძლება ავიდეს  6% მდეც კი.
- **მორგებადობის ლიმიტირებულობა:** ადამიანთა გარკვეული წრისთვის შოპიფაის ქასთმიზაციის ხარისხი ძალიან დაბალია რადგან ლიმიტირებული ხარ დიზაინების მორგების პროცესში, კოდურ ჩარევებს კი ვერ ახორციელებთ. ეს ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა.
- **მესაკუთრეობა:** შოპიფაიზე დამზადებული საიტი შენია მანამ სანამ მის საფასურს იხდი. საიტის სრულფასოვნად გადატანა სხვა სერვერებზე შეუძლებელია განსხვავებით ვუკომერსისა.
- **ფასიანი პლაგინები და API ები:** პრემიუმ პაკეტის გამოყენებისას პლაგინებისა და სხვა და სხვა გაფართოებების გამოყენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
- **ჩატვირთვის სისწრაფე:** შოპიფაის დაბალფასიანი პაკეტების შეძენის შემთხვევაში, საიტის სისწრაფე ძალიან დაბალია რომელიც ჯამში SEO რანკინგზეც აისახება.



 



## რომელი, Woocommerce თუ Sopify?



როგორც ვუკომერსი ისე შოპიფაი წარმოადგენენ მძლავრი ელექტრონული კომერციის პლატფორმებს რომლებიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს აძლევენ საშუალებას გაყიდონ ონლაინ. გაყიდონ ყველაფერი. 



 



**WooCommerce კარგი არჩევანია თუ: ** 



- **გსურს მოქნილი და მორგებადი პლატფორმა:**პლაგინებისა და API ების გამოყენების შესაძლებლობა ვუკომერსს უფრო მორგებად სასურველ კონდიციამდე მიყვანად პლატფორმად აქცევს.  
- **გესაჭიროება კოდის წერა:** პლატფორმის მაქსიმალურად მოსარგებად ხშირად როცა დიდი ფუნქციონალის მქონე საიტს ვქმნით შეიძლება მოგვიწიოს კოდის წერა რისი   შესაძლებლობაც ვუკომერსზე გაგვაჩნია.



**Shopify კარგი არჩევანია თუ:**



- **გსურთ მარტივად გამოყენებადი პლატფორმა:**შოპიფაის drag-and-drop ინტერფეისი გაძლევთ საშუალებას უმარტივესად დაამზადოთ ონლაინ მაღაზია .
- **იდეიდან საქმემდე გზა:** გსურთ რომ გაიმარტივოთ და აასწრაფოთ.
- **ტექნიკური მხარდაჭერის კომფორტულობა:** თქვენ პრიორიტეტშია.



 



###     [მარტივად - სტატისტიკა რომელიც მეტყველებს](https://w3techs.com/technologies/comparison/cm-shopify,cm-woocommerce)



![](https://view.ge/images/marktshare.png)



 



 



 



👉[Wordpress VS Wix](https://view.ge/wordpress-vs-wix "Wordpress VS Wix")

[ვებ-დეველოპმენტი](https://view.ge/web-dev)

01 დეკემბერი 2023

01 დეკემბერი 2023

ბოლო განახლება: 01 დეკემბერი 2023

გადასვლები: 2037
