ურეკლამობა, META-ს Ad-free სერვისის შესახებ
ვის არ აწუხებს რეკლამები სოციალურ ქსელებში? რეკლამას სიამოვნებით ალბათ მხოლოდ მათი შემქმნელები უცქერენ, იშვიათად მაგრამ მაინც მომხმარებლებიც მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში. ამიტომ თუ არა არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს, META-მ გადაწყვიტა რომ არჩევანის შესაძლებლობა მოგვცეს, ვიხილოთ თუ არა ისინი ჩვენ ფიდში.
2022 წლის 30 ოქტომბერს, Meta- მ გაავრცელა პრეს რელიზი რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ ნოემბრიდან იგეგმება Ads Free (რეკლამის გარეშე) ფასიანი სერვისის ჩართვის შესაძლებლობა მომხმარებელთათვის, თუმცა ამ ეტაპისთვის მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ფასები : €9.99/ თვეში ბრაუზერის ვერსიაში META პროდუქტების გამოყენებისას, ხოლო €12.99/თვეში iOS -ზე და Android-ზე. მულტი ექაუნთით სარგებლობის შემთხვევაში კი 2024 წლის 1-ლი მარტიდან მოგიწევთ სათითაოდ ყველა ექაუნთზე €6 - €8 გადახდა.
ამ სიახლემ ბევრი შერეული რეაქცია გამოიწვია ვების მომხმარებლებში. ერთი ნაწილის აზრით, ფასიანი სერვისით რომლითაც შეძლებული მომხმარებლები ისარგებლებენ ხდება სეგრეგაცია მდიდრებისა ღარიბებისგან. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ მისცემენ ფასიანი სერვისით სარგებლობის უფლებას, დარჩებიან რეკლამის სამყაროს გავლენების ქვეშ, ხოლო შეძლებული ადამიანები აირიდებენ დისკომფორტს და ისარგებლებენ თავიანთი მდგომარეობით ისე როგორც ყოველთვის და ყველგან.
ამ სიახლის გაგების მერე ჩნდება ლოგიკური კითხვა - გააიაფებს თუ არა META-ზე, Ads-free სერვისი რეკლამის ფასს ბიზნესისთვის?
ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე რომელთა პროგნოზირებაც შეუძლებელია. მაგ, ჯერ გასარკვევია რამდენად პოპულარული გახდება ეს სერვისი მომხმარებლებში, როგორ შემცირდება იმ მომხმარებლების რაოდენობა რომლებიც რეკლამებს უყურებენ, გასათვალისწინებელია Meta-ს ალგორითმის თავისებურებები.
ამ შესაძლებლობით, დიახ წარმოიშვება სეგრეგაციის მაღალი რისკიც, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია იმის გათვალისწინება რომ ადამიანებს უნდა ქონდეთ არჩევანის უფლება. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმას თუ რა გავლენას მოახდენს ეს სიახლე როგორც მომხმარებლებზე ისე ბიზნესზე.