ალბათ დამეთანხმებით, რომ Facebook-ს საქართველოში უკეთესად ვიცნობთ ვიდრე LinkedIn-ს. FB-ი ჩვენთან ძალიან პოპულარულია მათ შორის ბიზნესისთვის. ვყიდით ნაყინს თუ ვაშენებთ ბირთვულ რეაქტორებს, ხშირად ფეისბუქზე რეკლამის განთვსებას მაინც აუცილებლად მივიჩნევთ. რატომაც არა, აბა სხვაგან სად, არის კი ისეთი რამ რისი მიღწევაც შეგვიძლია LinkedIn-ით და ვერ მოვახერხებთ FaceBook-ით?
აუდიტორია
ასაკთან დაკავშირებით შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ LinkedIn-ის ანგარიშის შექნისას პლატფორმა რეგისტრანტი პირის მინიმუმ ასაკად 16 წელს გულისხმობს, ხოლო შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე რეგისტრაციის შემხთხვევაში მომხმარებლის მინიმალული ასაკი 13 წლით განისაზღვრება.
რეკლამის მიზნები
როგორც ამჩნევთ ორივე პლატფორმა ერთნაირი სტრუქტურით არის წარმოდგენილი, ორივე გვთავაზობს სამ ძირითად მიმართულებას, LinkedIn-ი გამოიყურება უფრო მარტივად და გასაგებად პირველივე შეხედვისთანავე, ხოლო Facebook-ის ჩამონათვალი შედარებით შთამბეჭდავია, ის მთლიანად მოიცავს ლინკდინის ელემენტებს "Job applicants"-ის გარდა, რაც თავის მხრივ LinkedIn-ის უდავო უპირატესობაა არამარტო Facebook-თან, სხვა ყველა პოპულარულ პლატფორმასთან შედარებით.

სარეკლამო ბიუჯეტი
Facebook-ის შემთხვევაში თქვენ საშუალოდ დაგჭირდებათ 1000-დან 2500 აშშ დოლარამდე თანხა იმისთვის, რომ თქვენი რეკლამა ერთხელ მაინც ნახოს ყველა აქტიურმა ქართველმა მომხმარებელმა. ამასთან, FB-ზე, თქვენ შეგიძლიათ დღიურად დახარჯოთ მხოლოდ 1$.
LinkedIn-ი სარეკლამო ბიუჯეტის მხრივ FB-ზე შედარებით ძვირი და უფრო ფართოდ ვარიაბელურია. დაახლოებით 1500-დან 10 000$-მდე საჭირო იმისათვის რომ ერთჯერადად მაინც მოვახერხოთ ლინკდინის მთელი ქართული აუდიტორიის მოცვა ჩვენი რეკლამით. რაც შეეხება მინიმალურ დღიურ დანახარჯს ის ზუსტად 10-ჯერ მეტია FB-სთან შედარებით და შესაბამისად 10$-ს შეადგენს.
პ.ს. რა თქმა უნდა ზემოთ მოყვანილი მცირე ინფო არ არის საკმარისი დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე ცალსახა პასუხის გასაცემად და მეც სიამოვნებით გავაგრძელბდი წერას, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად ღირს, რადგან იქნებ არც არავის აინტერესებს მსგავსი საკითხები ჩვენს გარდა, ჩვენ კი ისედაც ვფლობთ ამ ინოფრმაციას.
პატივისცემით ლექსო ყიფიანი, view.ge-დან.
თუ თქვენ ხართ ის გამონაკლისი ვისთვისაც ღირებულია მსგავსი ინფორმაცია, გთხოვთ ამის ნიშნად სტატიის ქვეშ დატოვოთ კომენტარი.