Hubspot - ის მონაცემებით, ადამიანების 71% იმაზე მეტ ვიდეოს უყურებს დღეს ვიდრე ერთი წლის წინ უყურებდა.
სოციალურ ქსელებში ატვირთული კონტენტის ვიდეო ფორმატი, უზრუნველყოფს  1200%-ით მეტ გაზიარებადობას ვიდრე ფოტოსა და ტექსტის კომბინაცია ერთად.
Facebook მომხმარებლების 62% თვლის რომ ამა თუ იმ პროთუქტით / სერვისით მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც მათ შესახებ Facebook Story იხილეს. 
1.9 მილიარდი მომხმარებელი იყენებს YouTube-ს, რაც ინტერნეტ მომხმარებელთან  მესამედია.
დირექტორების და მენეჯერების 59% -ს ტექსტის კითხვას ვიდეოს ყურება ურჩევნია, მათთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია ვიდეო ფორმატში. მხოლოდ და მხოლოდ.
ბიზნესის 81% თავისი ვიდეოების განსათავსებლად Facebook-ს იყენებს.
Google-ის მონაცამებით, YouTube- ის მომხმარებლების 65% მას პრობლმებისა და ამოცანების გადაჭრისთვის იყენებს, მაგალითად როგორ ააშენონ სახლი, გამოცვალონ დაზიანებული კონკრეტული მოდელის ონკანი თუ როგორ გაჟლიტონ ეზოს მავნებლები დაჟინებული მზერით.
გაზიარებული ვიდეოების 92% ზიარდება მობილური ტელეფონების საშუალებით.
მომხმარებლის 72%-ს ურჩევნია რომ პროდუქტის ან სერვისის შესახებ ვიდეო ფორმატში გაიგოს.
YouTube-ის მონაცემებით, მომხმარებლები 24 საათის მანძილზე 1 მილიარდი საათის ხანგრძლივობის ვიდეოს უყურებენ.
YouTube, ყველაზე პოპულარული საიტია  Google -ის მერე რა თმა უნდა.
Insivia-ს მონაცემებით, მობილური ტელეფონებით ვიდეოების ყურების ხანგრძლივობა ბოლო სამი წლის მანძილზე, ყოველწლიურად 100% -ით იზრდება.
Google-ის მონაცემებით, 10-დან 6 ადამიანი ტელევიზიის ყურებას ონლაინ ვიდეოს ნახვას ამჯობინებს.​