საიტის ფასი და მისი კალკულაცია
საიტის ფასი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები
არის კითხვები რომელზეც ზუსტი პასუხი როგორც წესი არ არსებობს, ერთ-ერთი ასეთი კითხვაა: რა ღირს საიტის დამზადება?
იმისთვის რომ დავადგინოთ თქვენთვის სასურველი და საჭირო საიტის ფასი აუცილებელია გვქონდეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი, ესენია:
1) რა ტიპის ვებსაიტი გსურთ?
- ბიზნესსაიტი: ამ ტიპის ვებსაიტები გამოიყენება პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, თუ რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი როგორ შეუძლია დაგეკონტაქტოთ მომხმარებელი რომ მიიღოთ თქვენი პროდუქტი / სერვისი.
- Ecommerce საიტი: ამ ტიპის საიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტები / სერვისები ონლაინ, ანუ მომხმარებელი რეგისტრირდება ათავსებს სასურველ პროდუქტს კალათაში და გადის ყიდვის პროცესს ბოლომდე.
- ნიუს / სიახლეების საიტი: ბევრი კატეგორიის მქონე სიახლეების საიტი სადაც იწერება სტატიები რომლებიც სხვა და სხვა კატეგორიებშია განთავსებული. ონლაინ გაზეთი / ჟურნალი.
- პორტფოლიო საიტი: კონკრეტული სფეროს წარმომადგენლის პირადი საიტი რომელზეც როგორც წესი განთავსებულია პორტფოლიო რომ მომხმარებელმა ნახონ მისი ნამუშევრები. ასეთი ტიპის საიტი მოიცავს ''ჩემ შესახებ'' გვერდს, კომენტირების ველსა და კონტაქტის ფორმას.
- კატალოგი: ეს არის იგივე ონლაინ მაღაზია ოღონდ შეძენის სისტემის გარეშე.
- ლენდინგ ფეიჯი, იგივე გაყიდვების ერთგვერდიანი საიტი: პრომო საიტი რომელიც მიძღვნილია კონკრეტული ერთი პროდუქტის ან სერვისისადმი და რომლის მიზანიალიდების დაგენერირება და გაყიდვების გაზრდა.
- კომპლექსური საიტები: რომლებიც შეიძლება აერთიანებდეს ბევრი სხვა და სხვა ტიპის საიტის ფუნქციონალს.
2) როგორი დიზაინი გსურთ? თქვენი საიტის დიზაინი საიტის ფასის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.
- მზა დიზაინი: მზა დიზაინის / შაბლონის შემთხვევაში თქვენ გექნებათ ზღვრული რაოდენობის დიზაინის ვარიანტები და მოგიწევთ მათგან ააწყოთ თქვენი საიტის სასურველი ვიზუალი.მზა დიზაინის / შაბლონების გამოყენება გიზოგავთ ხარჯებს იღებთ საიტის ოპტიმალურ ვარიანტს. როგორც წესი თუ საიტი კომპლექსური ფუნქციონალის არ არის მზა შაბლონებისგან თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ ის შედეგი რაც გსურთ. ანუ ამ შემთხვევაში ზოგავთ საიტის დამზადების დროსაც და ხარჯებსაც.
- ინდივიდუალური დიზაინი: ასეთი დიზაინი უშუალოდ თქვენი საჭიროებების და სურვილების მიხედვით მზადდება, გასათვალისწინებელია რომ დამზადების პროცესში მნიშვნელოვნად იზრდება საიტის ფასი და დამზადების დრო.
3) რა ფუნქციონალის საიტი გსურთ?
ანუ მარტივად რომ ვთქვათ რა არის ის რაც გსურთ რომ თქვენმა საიტმა გააკეთოს, მაგალითად:
- E-commerce
- სოციალური მედიის ინტეგრაცია
- გვერდების რაოდენობა
- მიტანის სერვისის ინტეგრაცია
- გადახდის სისტემის ინტეგრაცია და ა.შ
საგულისხმოა რომ რაც უფრო რთულია ფუნქციონალი მით უფრო იზრდება საიტის ფასიც და დეველოპმენტის დროც.
საიტის ფუნქციონალის ჩამონათვალი და საორიენტაციო ფასის გამოთვლის კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ 👇
საიტის ფასის გამოთვლის კალკულატორი (ქართული) / ENG
4) დეველოპმენტისთვის საჭირო დრო
მარიტივი საიტის დეველოპმენტისთვის საჭირო დრო ერთი კვირიდან ორ კვირამდე მერყეობს, მაშინ როცა რთული კომპლექსური საიტების დეველოპმენტი დროფუნქციონალის მიხედვით თვეების მანძილზეც კი შეიძლება გაგრძელდეს, შესაბამისად საიტის დამზადებისთვის საჭირო დრო პირდაპირ აისახება მის ფასზეც.
სხვა მნიშვნელოვანი მომენტები რომლებიც გავლენას ახდენენ საიტის ხარჯებზე და მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება:
- ქასთმიზაციის ხარისხი / რაც უფრო მაღალია ქასთმიზაციის ანუ ჩასწორებების და მორგების ხარისხი მით უფრო იზრდება საიტის ფასიც.
- საიტის საფორთი & მეინთენენსი / თუ გსურთ რომ საიტის დასრულების შემდეგ მასზე იზრუნონ დეველოპერებმა რომ პერიოდულად დასკანირდეს და გადაიხედოს ახალგაშვებული სისტემის შიდა კლიმატი რადგან დამოუკიდებლად, თქვენი რესურსით ვერ შეძლებთ უკვე დასრულებული და ჩაბარებული საიტის მოვლას, მაშინ გასათვალისწინებელია ამისთვის საჭირო ხარჯებიც. როგორც წესი პირველი რამდენიმე თვე საიტის დამზადებიდან საფორთი და მეინთენენსი უფასოა, Root Admin- ის ჩაბარების შემდეგ მასზე პასუხისმგებელი სრულად თქვენ ხართ!
- გაითვალისწინეთ რომ დომენის (სტანდარტულ შემთხვევაში წლიური 50 ლარი) და ჰოსტინგის საფასური (სტანდარტულ შემთხვევაში თვიური 10 ლარი) საიტის ფასში როგოც წესი არ შედის და ამ საფასურს თქვენ ცალკე იხდით წლიურად ან თვის მიხედვით.
- სანამ გადაწყვეტთ ვის მიანდოთ თქვენი საიტის დეველოპმენტი კარგად მოიკვლიეთ კომპანიები ამ პუნქტების მიხედვით გაიარეთ ფასებიც და ის თუ რა გსურთ შეუძლიათ თუ არა მათ რომ შეგისრულონ!
- აუცილებლად გააფორმეთ დეტალური ხელშეკრულება თავისი ტექნიკური დავალებით რომ ორივე მხარის სურვილები და მოლოდინები სრულყოფილად იყოს გათვალისწინებული.