საიტის დამზადება 100 ლარად - მითი თუ რეალობა?!
ალბათ შეგხვედრიათ რეკლამები და შეთავაზებები, მიმზიდველი ფასებით, მაგალითად: "საიტის დამზადება 100 ლარად!" სტატიაში ვეცდებით გავარკვიოთ, რამდენად რეალურია მსგავსი ფასი და რა სახის ვებსაიტი შეიძლება დამზადდეს მიზერულ ბიუჯეტში.
შესაძლოა თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც სასწრაფოდ და იაფად ჭირდება საიტის დამზადება. თუ ასეა, სანამ გადაწყვეტთ სიხარულით დათანმხდეთ მიმზდეველ ფასიან შეთავაზებას, გთხოვთ გამოყავით 2 წუთი და გაიგეთ რამდენად გონივრული გადაწყვეტილება იქნება დაუკვეთო ვებსაიტის დამზადება 100 ან თუნდაც 500 ლარად.
მოდით განვიხილოთ, რამდენად რაციონალურია საიტის დამზადება 100 ლარად (პირობითად) და მსგავსი ტიპის საიტის იმედად ყოფნა:
- პროფესიონალის დრო: კვალიფიციური საშუალო დონის web დეველოპერის დრო საკმაოდ ძვირადღირებულია. მისი ფასი ქართულ ბაზრზე 40-ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს საათში. როგორც წესი, მარტივი საიტის დამზადებას მინიმუმ 1 კვირა სჭირდება, რომლზეც პროფესიონალი დეველოპერები ხშირად საათობრივად მუშაობენ და მათი თუნდაც 1 კვირის შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია ვიდრე 100 ან თუნდაც 500 ლარი.
- ჰოსტინგისა და დომენის ხარჯები: მხოლოდ ჰოსტინგი და დომენი წელიწადში მინიმუმ 110 (50ლარი დომენი 1 წელი, 5 ლარი ჰოსტინგი თვეში) ლარი ჯდება (ყველაზე ბიუჯეტური ვარიატნი). ეს ხარჯი უკვე აღემატება 100 ლარიან ბიუჯეტს, თანაც ეს მხოლოდ საწყისი ხარჯია.
- უნიკალურობის ნაკლებობა: იაფი საიტები ხშირად ეყრდნობა მზა შაბლონებს, რაც ამცირებს უნიკალურობას და შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენი ბრენდის საჭიროებებს. პროფესიონალური ვებსაიტი მოითხოვს ხარისხიან, ინდივიდუალურ დიზაინს. დეველოპერმა უნდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა ვარიანტი, რომელთაგანაც აირჩევთ და შემდეგ მოარგებთ თქვენს საჭიროებებს. ეს პროცესი მოითხოვს დროს და პროფესიონალურ უნარებს, რაც შეუძლებელია შესრულდეს მცირე ბიუჯეტით.
- ფუნქციონალის შეზღუდვა: დაბალ ფასად შეუძლებელია რთული ფუნქციონალის იმპლემენტაცია, რაც ხშირად აუცილებელია ბიზნესისთვის. მაგალითად, ონლაინ გადახდების სისტემა, მომხმარებლის რეგისტრაცია, პროდუქტების კატალოგი - ეს ყველაფერი მოითხოვს დამატებით დროს და რესურსებს. თუნდაც მარტივი ვებსაიტის დეველოპმენტისას მის სრულყოფილად გამართვისთვის დამატებით რამდენიმე დღიანი შრომაა საჭირო, რაც შესაბამისად ზრდის შრომის ანაზღაურებას.
- უსაფრთხოების რისკები: იაფ საიტებს ხშირად აკლიათ სათანადო უსაფრთხოების ზომები, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს ბიზნესს. ჰაკერული შეტევები, მონაცემთა მოპარვა - ეს რეალური საფრთხეებია, რომლებისგან დაცვაც ღირს.
- სკალირების პრობლემები: ბიზნესის ზრდასთან ერთად, იაფი საიტი ვერ დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნებს და საჭირო გახდება მისი სრული გადაკეთება. ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. უკვე დახარჯული დრო და ფინანსები კი დიდი ალბათობით ხშირად ჩაგეყრებათ წყალში.
- არაპროფესიონალური იმიჯი: დაბალხარისხიანმა საიტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი ბიზნესის იმიჯზე და დაკარგოთ პოტენციური კლიენტები. პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, და იაფი საიტი ხშირად ვერ ახერხებს პროფესიონალური იმიჯის შექმნას.
- მობილურზე მორგებადობა: თანამედროვე ვებსაიტები აუცილებლად უნდა იყოს მორგებული მობილურ მოწყობილობებზე. ეს მოითხოვს დამატებით დიზაინსა და პროგრამირებას, რაც კიდევ უფრო ზრდის ხარჯებს.
- კონტენტის შექმნა და სტრუქტურირება: ხარისხიანი კონტენტი გადამწყვეტია ვებსაიტის წარმატებისთვის. ეს მოიცავს ტექსტების წერას, ფოტოებისა და ვიდეოების მომზადებას. პროფესიონალური კონტენტის შექმნა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
- ვებსაიტის მოვლა და მხარდაჭერა: ვებსაიტებს სჭირდებათ რეგულარული განახლებები უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების შემთხვევაში. ეს მომსახურება არ არის გათვალისწინებული 100 ლარიან ბიუჯეტში.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია მარტივი ვებგვერდის შექმნა 100 ლარად, ასეთი საიტი ვერ დააკმაყოფილებს პროფესიონალიზმის იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის წარმატებისთვის. ხარისხიან ვებსაიტში ინვესტირება როგორც წესი მიიჩნევა გონივრულ გადაწყვეტილებად, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალჯერადად ანაზღაურდება.
თქვენი ვებსაიტი არის თქვენი ბიზნესის ციფრული სახე, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ახდენს პოტენციურ კლიენტებზე. ის უნდა ასახავდეს თქვენი ბიზნესის პროფესიონალიზმს, ღირებულებებს და ხარისხს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ეძებოთ ყველაზე იაფი ვარიანტი, ფოკუსირდით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ ვებსაიტი, რომელიც რეალურად დაეხმარება თქვენს ბიზნესს ზრდასა და წარმატებაში.
საბოლოოდ, ვებსაიტში ინვესტირება არის ინვესტიცია თქვენს ბიზნესში და ონლაინ იმიჯში. კარგად გააზრეთ თქვენი მიზნები და საჭიროებები, სანამ გადაწყვეტთ ვებსაიტის შექმნას, და აირჩიეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრძელვადიან მიზნებს.
ვებსაიტის დამზადებისთვის კონსულტაციისთვის მოითხოვეთ ზარი
იხილეთ საიტის ფასის გამომთვლელი ან დაგვიკავშირდით 577 619 319