ლექსიკონი

მოძებნეთ სასურველი ტერმინი

ლექსიკონი

ტერმინი ტერმინის განმარტება
ჰოსტინგი

ციფრული საცავი რომელიც უზრუნველყოფს თქვენი კონტენტის უსაფრთხო შენახვასა და ხელმისაწვდომობას მომხმარებელთათვის.

სინონიმები - ვებ ჰოსტინგი, ვებ-ჰოსტინგი, hosting, web hosting
სოციალური მედია

სოციალური მედია ეს არის ინტერაქტიული ტექნოლოგიები, რომლებიც გვიმარტივებენ კომუნიკაციას. ვირტუალურ სივრცეში გვეხმარებიან ინფორმაციის, ინტერესების და იდეების გაზიარებაში სხვა და სხვა  თვითგამოხატვის  ფორმების საშუალებით.

სინონიმები - სოცმედია,სოც. მედია
მედიუმი

საშუალება, კინო როგორც მედიუმი, ვიდეო როგორც მედიუმი, ტექსტი როგორც მედიუმი და აშ

სინონიმები - მედიუმის, მედიუმი, მედიუმით
კონვერსია

მარკეტინგში კონვერსია გულისხმობს კლიენტის მიერ თქვენთვის სასურველი ქცევის განხორციელებას, მაგალითად ყიდვის გადაწყვეტილების მიღებას, გვერდის დალაიქებას, რევიუების დაწერას და ა.შ 

სინონიმები - conversion, კონვერსიის, კონვერსიას
ვებ 3.0

ვებ 3.0 ეს არის WWW ტექნოლოგიების განვითარების მესამე ეტაპი, რომელიც მოიცავს დეცენტრალიზაციას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებსა და ტოკენზე დაფუძნებულ ეკონომიკას.

სინონიმები - ვებ3
ვებ 2.0

ვებ 2.0 აღნიშნავს პოსტ დოთქომების ეპოქაში,  იმ მიმდინარე ცვლილებებს WWW ტექნოლოგიებსა და ვებ დიზაინში, რაც ზრდის კრეატიულობას,  ვებში ინფორმაციის უსაფრთხოდ გაზიარების,  თანამშრომლობისა და ფუნქციონალურობის  ხარისხის გაუმჯობესებას.  

ვებ 1.0

ვებ 1.0 ეს არის რეტრონიმი,  რომელიც აღნიშნავს 1999 დან 2004 წლამდე პერიოდში  ვების განვითარების პირველ ეტაპს. 

დომენი

დომენი არის საიტის ინტერნეტ მისამართია, მაგ: facebook.com, myvideo.ge და ა.შ.

სინონიმები - domain
ბენეფიტი

სარგებელი 

სინონიმები - Benefit, ბენეფიტს, ბენეფიტის
Zero-click searches

ნულოვანი დაწკაპუნებით ძიება: როდესაც მომხმარებელი პოულობს პასუხს ძიების შედეგებზე პირდაპირ ვებსაიტზე დაწკაპუნების გარეშე.

Yellow journalism

მიკერძოებული და სენსაციური რეპორტაჟის ტექნიკა, რომელიც ზოგადად ერიდება ეთიკურ კონტენტ მარკეტინგში.

სინონიმები - ყვითელი ჟურნალისტიკა
XR

გაფართოებული რეალობა (XR): იმერსიული ტექნოლოგიები, როგორიცაა AR და VR, გამოიყენება კონტენტის მიმზიდველი გამოცდილების შესაქმნელად.

სინონიმები - eXtended Reality
Word-of-mouth marketing

მარკეტინგი, სადაც კმაყოფილი მომხმარებლები ავრცელებენ დადებით რეკომენდაციებს თქვენი ბრენდის შესახებ

სინონიმები - WOMM
Viral marketing

ვირუსული მარკეტინგი: კონტენტი, რომელიც შექმნილია სწრაფად გავრცელებისთვის ონლაინ გაზიარების გზით

Unique Selling Proposition

მარკეტინგის დინამიურ სამყაროში, უნიკალური გაყიდვის წინადადების (USP) ქონა გადამწყვეტია ბრბოსგან გამორჩევისთვის. მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს? მოდით დავშალოთ:

სინონიმები - USP
Trendsetter

ტრენდსედერი შეიძლება იყოს ადამიანი, ორგანიზაცია ან პროდუქტი რომელიც ქმინის ახალ ტრენდს თავის სფეროში.  მაგალითად: დემნა გვასალია მოდაში, სამსუნგი და აიფონი მობილურ ტელეფონებში და ა.შ.

 

სინონიმები - ტრენდსედერი, ტრენდსეტერი, ტრენდსეთერი
TOFU - Top of the Funnel

'გაყიდვების ძაბრის' (Funnel -ის) ერთ-ერთი შემადგენილი მონაკვეთი (ToFu - ზედა ნაწილი, MoFu - შუა ნაწილი, BoFu - ქვედა ნაწილი)

მომხმარებლების გზის პირველი ეტაპი როდესაც მან საერთოდ არ იცის ჩვენი პროდუქციის შესახებ არაფერი. ჩვენი მიზანია ჩვენი პროდუქციის / სერვისის ცნობადობის გენერირება პოტენციურ მომხმარებლებში

სინონიმები - ცივი აუდიტორია
ToFu

'გაყიდვების ძაბრის' (Funnel -ის) ერთ-ერთი შემადგენილი მონაკვეთი (ToFu - ზედა ნაწილი, MoFu - შუა ნაწილი, BoFu - ქვედა ნაწილი)

Targeting

რეკლამისთვის სამიზნე აუდიტორიის შერჩევა რომელთაც უნდა ეჩვენოს თქვენი რეკლამა, თქვენ პოტენციურ მომხმარებლებს...

სინონიმები - ტარგეტირება / დამიზნება
SSL

უსაფრთხოების სერთიფიკატი, რომელიც პასუხისმგებელია მომხმარებელსა და საიტს შორის მონაცემთა უსაფრთხო გაცვლაზე.

სინონიმები - Secure Sockets Layer, უსაფრთხოების სერთიფიკატი
ROAS

რა დავხარჯე მხოლოდ რეკლამაში და რა შემოსავალი მომიტანა ამ რეკლამამ. შემოსავალი (Revenue) / რეკლამის ხარჯზე (Spend) = ROAS

სინონიმები - Return on Ad Spend
Roadmap

სტრატეგიული გეგმის მიზნები ან/და ეტაპები კომპანიის საქმიანობის მომავალთან დაკავშირებით

სინონიმები - როადმაპი,როადმეპი
Retargeting / Remarketing

პროცესი რომლის საშუალებითაც ერთხელ თქვენ საიტზე ნამყოფ პოტენციურ მომხმარებელს უკან აბრუნებთ კვლავ მისთვის ნაჩვენები რეკლამის საშუალებით.

სინონიმები - რეტარგეტინგი / რემარკეტინგი
Reach

იმის მაჩვენებული თუ რამდენმა უნიკალურმა ადამიანმა ნახა თქვენი რეკლამა.

სინონიმები - აუდიტორიაზე წვდომა
Qualitative research

თვისებრივი კვლევა სწავლობს „რატომ“ და „როგორ“ ადამიანების აზრების, გრძნობებისა და გამოცდილების უკან. ციფრებზე და სტატისტიკაზე ფოკუსირების ნაცვლად, ის მიზნად ისახავს ინდივიდების პერსპექტივების მდიდარი აღწერილობისა და დეტალური ანგარიშების გაგებას.

Purchase Conversion Value

გაყიდული პროდუქციის ღირებულება.

სინონიმები - PCV
Purchase

ვიზიტორმა იყიდა ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება.

სინონიმები - გადახდა
Pixel

Facebook-ის სპეციალური კოდი რომლის ინტეგრაციასაც ვახდენთ საიტზე, რაც შემდგომში გვაძლევს რეტარგეტინგის და აუდიტორიების შექმნის შესაძლებლობას. სრულ ინფორმაციას ჩვენი რეკლამის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

სინონიმები - პიქსელი
paywall

Paywall (ფეივოლი) გულისხმობს ფასიან კონტენტს, მისი ყველაზე პოპულარული მაგალითია Patreon-ი, სადაც კონტენტის ავტორებად რეგისტრირდებიან გარკვეული სპეციალობის მქონე გურუები და იუზერებისგან მიღბული გარკვეული შემოწირულობების სანსაცვლოდ აწვდიან მათ ექსკლუზიურ ინფორმაციას.

სინონიმები - ფეივოლი,ფეივოლს,
Outbound CTR%

რამდენი ნახვა ქონდა რეკლამას და იქედან რამდენმა დააკლიკა ამ რეკლამას. გამოხატული პროცენტებში.

სინონიმები - Click Through Rate
Outbound Click

რეკლამაზე დაკლიკება რომლის შედეგადაც მომხმარებელი  გადადის საიტის კონკრეტულ გვერდზე.

Native advertising

ფასიანი რეკლამის ფორმა, რომელიც შენიღბავს ჩვეულებრივ შინაარსს. ის შეუფერხებლად ერწყმის პლატფორმას ან პუბლიკაციას, სადაც ჩანს, განსხვავებით ტრადიციული რეკლამებისგან, რომლებიც გამოირჩევა ნათელი ფერებით, მოციმციმე ბანერებით ან ინტრუზიული ამომხტარი ფანჯრებით.

MOFU - Middle of the Funnel

მომხმარებლის გზის შუა ეტაპი როცა პოტენციურმა კლიენტმა  იცის ჩვენი არსებობის შესახებ მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტია  ჩვენი პროდუქციის ყიდვა. ამ ეტაპზე აუცილებელია ვუჯიკოთ და დავარწმუნოთ მომხმარებელი ჩვენი პროდუციის შეძენაში.

 

სინონიმები - თბილისი აუდიტორია
Margin

გაყიდვების რა პროცენტი გადაიქცა მოგებად.

სინონიმები - მარჟა
Machine Translation

Machine Translation: This technique uses AI to translate text from one language to another. It's widely used in applications like Google Translate and DeepL.

LTV

ერთი მომხმარებლისგან საშუალო შემოსავალი მისი ჩვენ ბიზნესთან ინტერაქციის პერიოდში.

სინონიმები - Lifetime Value
Lookalike Audience

მსგავსი აუდიტორიების შექმნა შეგვიძლია ასევე ბევრი პარამეტრის მიხედვით. საიტის ვიზიტორების მსგავსი აუდიტორია, არსებბული კლიენტების მსგავსი აუდიტორია და ა.შ.

სინონიმები - მსგავსი აუდიტორიები
Local storage

A browser feature that allows websites to store small amounts of data on the user's device, enabling features like remembering preferences or login information.

Landing Page View

რამდენი ვიზიტორი გადავიდა ჩვენი საიტის, ერთ-ერთ გვერდზე.

KPI

წარმატების მაჩვენებელი მთავარი პარამეტრი.

სინონიმები - Key Performance Indicator
Journalling

თქვენი აზრების, გრძნობების, გამოცდილების და აზრების რეგულარულად ჩაწერას სპეციალურ ნოუთბუქში ან ციფრულ ჟურნალში.

Impressions

არა უნიკალური რეკლამის ნახვები. ერთმა ადამიანმა შეიძლება ნახოს რამდენიმეჯერ, ანუ ერთი რეკლამის საერთოო ჯამში ნახვები. ფორმულა ასეთია > > Reach * Frequency = Impressions

სინონიმები - რეკლამის ნახვები
IC

ვიზიტორი გადავიდა გადახდის გვერდზე.

სინონიმები - Initiate Checkout
Halo effect

როდესაც პოზიტიური ასოციაციები ერთ პროდუქტთან ან სერვისთან გავლენას ახდენს ხალხის აღქმაზე სხვა დაკავშირებული შეთავაზების შესახებ.

სინონიმები - ჰალო ეფექტი
Guerilla marketing

პარტიზანული მარკეტინგი: არატრადიციული, დაბალფასიანი მარკეტინგული ტაქტიკა.

სინონიმები - პარტიზანული მარკეტინგი
Frequency

იმის მაჩვენებული თუ საშუალოდ რამდენჯერ ნახა ერთმა ადამიანმა თქვენი რეკლამა.

სინონიმები - სიხშირე
Feedback

მომხმარებლის უკუკავშირი (შთაბეჭდილება, შეფაება, შენიშვნა, კრიტიკა) სერვისის ან პროდუქტთან დაკვშირებით.

სინონიმები - ფიდბექი,უკუკავშირი
Facebook

Facebook არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ სოციალური მედიისა და სოციალური ქსელის სერვისი, რომელიც ეკუთვნის ამერიკულ კომპანია Meta Platforms-ს. 

Event

ივენთს ეწოდება, ყველა იმ მნიშვნელოვან ქმედებას, რომელსაც მომხმარებელი აკეთებს ჩვენ საიტზე. ეს შეიძლება იყოს, პროდუქტის გვერდის ნახვა, პროდუქციის კალათაში დამატება, გადახდის გვერდზე გადასვლა, პროდუქტის ყიდვა და ა.შ.

სინონიმები - ივენთი / ქმედება
Engagement Rate

იმ ადამიანების ჩართულობის საზომი (Click, Like, Comment, Share, View ების სშუალებით) ვისაც უჩვენა პორტალმა თქვენი რეკლამა.

სინონიმები - რეკლამის ჩართულობა
Custom Audience

აუდიტორიების შექმნა შეგვიძლია ბევრი პარამეტრის მიხედვით -საიტის ვიზიტორების აუდიტორია, არსებული კლიენტების აუდიტორია და აშ რომლის შენახვა და სხვა დროსაც გამოყენებაც შეგიძლიათ.

სინონიმები - ჩვენს მიერ შექმნილი მომხმარებელთა აუდიტორიის შაბლონი
CTR

Click Through Rate / პროცენტული მაჩვენებელი, იმისა თუ თქვენი რეკლამის ნახვებიდან პროცენტულად რამდენმა დააკლიკა საიტს თუ პლატფორმის მიერ ნაჩვენებ რეკლამას.. ფორმულა ასეთია >> (Clicks / Impressions)*100% = CTR

სინონიმები - Click Through Rate
CTA

Call to Action / როდესაც ჩვენი პროდუქციის თუ სერვისის რეკლამირებისას რეკლამაშივე მოვუწოდებთ მომხმარებელს რაიმე სახის ქმედებისკენ ფრაზით ან მზა ღილაკებით თუ ფუნქციებით (Shop now, Learn More, Sign up და ა.შ)

სინონიმები - ქმედებისკენ მოწოდება
CPOC

კონკრეტულ რეკლამაში კლიკის ფასი

სინონიმები - Cost per outbound click
CPM

Cost Per Mill / სოც ქსელებში განთავსებული რეკლამის 1000 ნახვის ღირებულება ( Mill = 1000 )

სინონიმები - Cost Per Mill
CPC

Cost Per Click / ერთი კლიკის ფასი სოციალურ ქსელებში რეკლამის ლინკზე

სინონიმები - Cost Per Click
CPA

Cost Per Acquisition / ერთი აკვიზიციის / შეძენა / შეთანხმების ხარჯი. მაგალითად ერთი მომხარებლის რეგისტრაცია საიტზე რამდენი გიჯდებათ...

სინონიმები - Cost Per Acquisition
Cost per Purchase

ერთი გაყიდული პროდუქტის სარეკლამო ხარჯი.

სინონიმები - CPP
Cost Per Landing Page View

The cost of one page visit on the website.

Cost Per A2C

კალათაში დამატების ფასი (სარეკლამო ხარჯი).

Business Manager

Facebook-ზე თვენი ბიზნესის სამართავი ერთგვარი პანელი. ბიზნეს მენეჯერში თავს იყრის  როგორც  ფეისბუქ გვერდები ასევე სარეკლამო ანგარიშები და პიქსელები რომლებიც საიტებზე გაქვთ ჩაშენებული

სინონიმები - ბიზნეს მენეჯერი
BOFU - Bottom of the funnel

მომხმარებლის გზის ბოლო ეტაპუ როა პოენციური კლიენტი იყო უკვე ჩვენ საიტზე მაგრამ ჯერ არ უყიდია არაფერი. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკეთებთ რემარკეტინგს რომ მოვაბრუნოთ ეს მომხმარებელი ჩვენ საიტზე რათა შეიძინოს ჩვენი პროდუქცია.

სინონიმები - ცხელი აუდიტორია
Binge-watching

გადაბმულად, საათების და დღეების მანძილზე სერიალების ეპიზოდებისა თუ ვიდეო პროდუქციის დიდი მოცულობის ერთიანად ყურება /  ნახვა. ე.წ ჩაჯდომით ნახვა :)

სინონიმები - Binge-viewing
Binge-watching

Back-to-back, binge-watching TV series episodes or video productions over the course of hours and days. It's also known as a marathon viewing :)

სინონიმები - Binge-viewing
AOV

ყველა გაყიდული პროდუქციის საშუალო ღირებულება

სინონიმები - Average Order Value
Add Account

Facebook-ზე  სარეკლამო ფუნქციონალის სარგებლობისთვის საჭიროა შეიქმნას სარეკლამო ანგარიში საიდანაც თქვენ შეძლებთ მართოთ ყველა სარეკლამო კამპანია, ბიუჯეტი და ააწყოთ სასურველი რეკლამა.

სინონიმები - სარეკლამო ანგარიში,ფეისბუქზე სარეკლამო ანგარიში,facebook-ზე სარეკლამო ანგარიში
A2C

ვიზიტორმა დაამატა პროდუქტი კალათაში.

სინონიმები - Add to Cart; Affiliate to Consumer - აფილიაციური მარკეტინგი