Facebook და ბიზნესი

ბიზნესის 81% თავისი ვიდეოების განსათავსებლად Facebook-ს იყენებს.

რატომ ვუყურებთ YouTube-ს?

Google-ის მონაცამებით, YouTube- ის მომხმარებლების 65% მას პრობლმებისა და ამოცანების გადაჭრისთვის იყენებს, მაგალითად როგორ ააშენონ სახლი, გამოცვალონ დაზიანებული კონკრეტული მოდელის ონკანი თუ როგორ გაჟლიტონ ეზოს მავნებლები დაჟინებული მზერით.

რას ვაკეთებთ ვიდეოს ყურების მერე?

გაზიარებული ვიდეოების 92% ზიარდება მობილური ტელეფონების საშუალებით.
YouTube-ის მონაცემებით, მომხმარებლები 24 საათის მანძილზე 1 მილიარდი საათის ხანგრძლივობის ვიდეოს უყურებენ.
YouTube, ყველაზე პოპულარული საიტია  Google -ის მერე რა თმა უნდა.
Insivia-ს მონაცემებით, მობილური ტელეფონებით ვიდეოების ყურების ხანგრძლივობა ბოლო სამი წლის მანძილზე, ყოველწლიურად 100% -ით იზრდება.
Google-ის მონაცემებით, 10-დან 6 ადამიანი ტელევიზიის ყურებას ონლაინ ვიდეოს ნახვას ამჯობინებს.
HubSpot-ის, მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი მარკეტინგული სოფტების მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით, 2019 წლის მანძილზე, ბიზნესის 81% იყენებდა ვიდეოს გაყიდვების მექანიზმად, რაც 28,6% -ით მაღალი მაჩვენებელია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.
Cisco-ს (ამერიკული მულტინაციონალური ტექნოლოგიური კონგლომერატი) მონაცემებით, 2020 წელს, 1 წამში თრეფიკი მიუახლოვდება მილიონი წუთის ვიდეო კონტენტს.