Messenger-ის და Insta-ს ახალი ფუნქციები (+Video)

დღეიდან შეგიძლიათ Messenger-ით დარეკოთ Instagram-ში, კიდევ უფრო გაამხიარულოთ მესენჯერი და ინსტაგრამის ჩეთი ახალი ვიზუალით (ზუსტად ისე როგორც ფოტოზეა გამოსახული). ასევე შეგიძლიათ მესენჯერში უყუროთ Live შოუებს, შექმნათ სელფის კამერისგან სტიკერები და ა.შ. მოკლედ, მოყოლილს ნანახი ჯობიაო და აჰა, დატკბით ახალი ფუნქცების Facebook-ის ვიდეო პრეზენტაციით.

ქართული Facebook-ი VS ქართული LinkedIn-ი ქართული ბიზნესისთვის

ალბათ დამეთანხმებით, რომ Facebook-ს საქართველოში უკეთესად ვიცნობთ ვიდრე LinkedIn-ს. FB-ი ჩვენთან ძალიან პოპულარულია მათ შორის ბიზნესისთვის. ვყიდით ნაყინს თუ ვაშენებთ ბირთვულ რეაქტორებს, ხშირად ფეისბუქზე რეკლამის განთვსებას მაინც აუცილებლად მივიჩნევთ. რატომაც არა, აბა სხვაგან სად, არის კი ისეთი რამ რისი მიღწევაც შეგვიძლია LinkedIn-ით და ვერ მოვახერხ...

ცოტა რამ ვიდეოს და ბიზნესის მეგობრობის შესახებ

თანამედროვე სამყაროში, ვიდეო მარკეტინგი ყველაზე საჭირო და სასარგებლო ტრენდია თან ნებისმიერი სპეციფიკის ბიზნესისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს ტენდენცია აუცილებლად შენარჩუნდება უახლოესი 10-15 წელი მაინც. ქვემოთ ციფრებში მოგიყვებით იმ ფაქტების შესახებრაც დაგარწმუნებთ რომ დროა გაციფრულდეთ და თქვენი სერვისისა თუ პროდუქტის გაყიდვებში ინტენსიურად ჩართოთ ...
ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვიდეო კონტენტის შექმნა ძვირადღირებულ, ფუფუნების საკითხს წარმოადგენდა. ტექნოლოგიების განვითარებასა და მასზე მოთხოვნის ზრდამ ვიდეოს წარმოება და გამოყენებაც მნიშვნელოვნად გაზარდა და გაამარტივა კიდეც. ალბათ არავის გაუკვირდება იმ სტატისტიკური ფაქტის მოყვანა რომ ყოველდღიურად ადამიანები მილიარდი საათის ვიდეოს უყურებენ იუთუბზე დ...
2 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ვიდეოებს უფრო მაღალი engagement ანუ ჩართულობა აქვს ხოლმე ვიდრე 2წთ + ქრონომეტრაჟის ვიდეოებს.
Facebook -ზე განთავსებული ვიდეოების 85% მომხმარებლები ხმის გარეშე უყურებენ, მაშინ როცა Instagram -ის ვიდეოების 60% პირიქით, მხოლოდ ხმით. 
სოციალური ქსელების მომხმარებლების 65% ეგრევე თიშავს ვიდეოს რომელშიც ხვდება თუნდაც რამდენიმე წამიანი ვიდეო რეკლამა. 
Hubspot - ის მონაცემებით, ადამიანების 71% იმაზე მეტ ვიდეოს უყურებს დღეს ვიდრე ერთი წლის წინ უყურებდა.
სოციალურ ქსელებში ატვირთული კონტენტის ვიდეო ფორმატი, უზრუნველყოფს  1200%-ით მეტ გაზიარებადობას ვიდრე ფოტოსა და ტექსტის კომბინაცია ერთად.
Facebook მომხმარებლების 62% თვლის რომ ამა თუ იმ პროთუქტით / სერვისით მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც მათ შესახებ Facebook Story იხილეს. 
1.9 მილიარდი მომხმარებელი იყენებს YouTube-ს, რაც ინტერნეტ მომხმარებელთან  მესამედია.
დირექტორების და მენეჯერების 59% -ს ტექსტის კითხვას ვიდეოს ყურება ურჩევნია, მათთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია ვიდეო ფორმატში. მხოლოდ და მხოლოდ.
ბიზნესის 81% თავისი ვიდეოების განსათავსებლად Facebook-ს იყენებს.
Google-ის მონაცამებით, YouTube- ის მომხმარებლების 65% მას პრობლმებისა და ამოცანების გადაჭრისთვის იყენებს, მაგალითად როგორ ააშენონ სახლი, გამოცვალონ დაზიანებული კონკრეტული მოდელის ონკანი თუ როგორ გაჟლიტონ ეზოს მავნებლები დაჟინებული მზერით.
გაზიარებული ვიდეოების 92% ზიარდება მობილური ტელეფონების საშუალებით.
მომხმარებლის 72%-ს ურჩევნია რომ პროდუქტის ან სერვისის შესახებ ვიდეო ფორმატში გაიგოს.