რა ფაქტორები ახდენს გავლენას საიტის ფასზე?

საიტის დამზადება ფასი

არის კითხვები რომელზეც ზუსტიდაზუსტებების გარეშეპასუხები როგორც წესი არ არსებობს,ერთ-ერთი ასეთი კითხვა: რა ღირს საიტის დამზადება?

იმისთვის რომ დავადგინოთ თქვენთვის სასურველი და საჭირო საიტის ფასი აუცილებელია გვქონდეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი, ესენია: 

1) რა ტიპის ვებსაიტი გსურთ?

  • ბიზნესსაიტი : ამ ტიპის ვებსაიტები გამოიყენება პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, თუ რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი როგორ შეუძლია დაგეკონტაქტოთ მომხმარებელი რომ მიიღოთ თქვენი პროდუქტი / სერვისი.

  • Ecommerce საიტი : ამ ტიპის საიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტები / სერვისები ონლაინ, ანუ მომხმარებელი რეგისტრირდება ათავსებს სასურველ პროდუქტს კალათაში და გადის ყიდვის პროცესს ბოლომდე.

  • ნიუს / სიახლეების საიტი: ბევრი კატეგორიის მქონე სიახლეების საიტი სადაც იწერება სტატიები რომლებიც სხვა და სხვა კატეგორიებშია განთავსებული. ონლაინ გაზეთი / ჟურნალი.

  • პორტფოლიო საიტი: კონკრეტული სფეროს წარმომადგენლის პირადი საიტი რომელზეც როგორც წესი განთავსებულია პორტფოლიო რომ მომხმარებელმა ნახონ მისი ნამუშევრები. ასეთი ტიპის საიტი მოიცავს ''ჩემ შესახებ'' გვერდს, კომენტირების ველსა და კონტაქტის ფორმას.

  • კატალოგი : ეს არის იგივე ონლაინ მაღაზია ოღონდ შეძენის სისტემის გარეშე.

  • ლენდინგ ფეიჯი, იგივე გაყიდვების ერთგვერდიანი საიტი: პრომო საიტი რომელიც მიძღვნილია კონკრეტული ერთი პროდუქტის ან სერვისისადმი და რომლის მიზანიალიდების დაგენერირება და გაყიდვების გაზრდა.

  • კომპლექსური საიტები რომლებიც შეიძლება აერთიანებდეს ბევრი სხვა და სხვა ტიპის საიტის ფუნქციონალს. 


2) როგორი დიზაინი გსურთ? თქვენი საიტის დიზაინი საიტის ფასის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.

  • მზა დიზაინი : მზა დიზაინის / შაბლონის შემთხვევაში თქვენ გექნებათ ზღვრული რაოდენობის დიზაინის ვარიანტები და მოგიწევთ მათგან ააწყოთ თქვენი საიტის სასურველი ვიზუალი.მზა დიზაინის / შაბლონების გამოყენება გიზოგავთ ხარჯებს იღებთ საიტის ოპტიმალურ ვარიანტს. როგორც წესი თუ საიტი კომპლექსური ფუნქციონალის არ არის მზა შაბლონებისგან თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ ის შედეგი რაც გსურთ. ანუ ამ შემთხვევაში ზოგავთ საიტის დამზადების დროსაც და ხარჯებსაც.

  • ინდივიდუალური დიზაინი :ასეთი დიზაინი უშუალოდ თქვენი საჭიროებების და სურვილების მიხედვით მზადდება, გასათვალისწინებელია რომ დამზადების პროცესი მნიშვნელოვნად ზრდის საიტის ფასს და დამზადების დროსაც. 


3) რა ფუნქციონალის საიტი გსურთ? 

ანუ მარტივად რომ ვთქვათ რა არის ის რაც გსურთ რომ თქვენმა საიტმა გააკეთოს, მაგალითად:

  • E-commerce
  • სოციალური მედიის ინტეგრაცია
  • გვერდების რაოდენობა
  • მიტანის სერვისის ინტეგრაცია
  • გადახდის სისტემის ინტეგრაცია და ა.შ

საგულისხმოა რომ რაც უფრო რთულია ფუნქციონალი მით უფრო იზრდება საიტის ფასიც და დეველოპმენტის დროც.

საიტის ფუნქციონალის ჩამონათვალი და საორიენტაციოფასის გამოთვლის კალკულატორიშეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

4)  დეველოპმენტისთვის საჭირო დრო

 მარიტივი საიტის დეველოპმენტისთვის საჭირო დრო ერთი კვირიდან ორ კვირამდე მერყეობს, მაშინ როცა რთული კომპლექსური საიტების დეველოპმენტი დროფუნქციონალის მიხედვით თვეების მანძილზეც კი შეიძლება გაგრძელდეს, შესაბამისად საიტის დამზადებისთვის საჭირო დრო პირდაპირ აისახება მის ფასზეც.


სხვა მნიშვნელოვანი მომენტები რომლებიც გავლენას ახდენენ საიტის ხარჯებზე და მნიშვნელოვანია მათი გათვალისწინება:

  • ქასთმიზაციის ხარისხი /  რაც უფრო მაღალია ქასთმიზაციის ანუ  ჩასწორებების და მორგების ხარისხი მით უფრო იზრდება საიტის ფასიც.
  • საიტის საფორთი & მეინთენენსი /  თუ გსურთ რომ საიტის დასრულების შემდეგ მასზე იზრუნონ დეველოპერებმა რომ პერიოდულად დასკანირდეს და გადაიხედოს ახალგაშვებული სისტემის შიდა კლიმატი რადგან დამოუკიდებლად, თქვენი რესურსით ვერ შეძლებთ უკვე დასრულებული და ჩაბარებული საიტის მოვლას, მაშინ გასათვალისწინებელია ამისთვის საჭირო ხარჯებიც. როგორც წესი პირველი რამდენიმე თვე საიტის დამზადებიდან საფორთი და მეინთენენსი უფასოა, Root Admin- ის ჩაბარების შემდეგ მასზე პასუხისმგებელი სრულად თქვენ ხართ!
  • გაითვალისწინეთ რომ დომენის  ( სტანდარტულ შემთხვევაში წლიური 30 ლარი) და ჰოსტინგის საფასური ( სტანდარტულ შემთხვევაში თვიური 10 ლარი+ ) საიტის ფასში როგოც წესი არ შედის და ამ საფასურს თქვენ ცალკე იხდით წლიურად ან თვის მიხედვით.        
  • სანამ გადაწყვეტთ ვის მიანდოთ თქვენი საიტის დეველოპმენტი კარგად მოიკვლიეთ  კომპანიები ამ პუნქტების მიხედვით გაიარეთ ფასებიც და ის თუ რა გსურთ შეუძლიათ თუ არა მათ რომ შეგისრულონ!   
  • აუცილებლად გააფორმეთ დეტალური ხელშეკრულება თავისი ტექნიკური დავალებით რომ ორივე მხარის სურვილები და მოლოდინები  სრულყოფილად იყოს გათვალისწინებული.

ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ საიტის დამზადების პროცესში, უფრო დეტალური კონსულტაციისთვის კი მოითხოვეთ ზარი ან დაგვიკავშირდით, ჩვენ მზად ვართ



კითხვის გაგრძელება
ტეგები:
  0 ნახვა

ახალი ფუნქციები Google Chrome-ში

ra-ganaxlda-chromshi

 დაზოგე მარტივად - იყიდე მხოლოდ ფასდაკლების დროს!

დაზოგე მარტივად - იყიდე მხოლოდ ფასდაკლების დროს!

Google Chrome გაძლევთ შესაძლებლობას დააკვირდეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტების ფასებს ონლაინ მაღაზიებში. ის გამოგიგზავნით შეტყობინებას მაშინ როცა მათ აქციები / ფასდაკლებები შეეხებათ. 

რაც შეეხება მის გამოყენებას ის ძალიან მარტივია. Google Chrome ავტომატურად ამოიცნობს ონლაინ მაღაზიის გვერდს და როცა კონკრეტული პროდუქტის გვერდზე მოხვდებით ვარსკვლავის წინ შეამჩნევთ ზარის ღილაკს "Track Price", რომელზე დაჭერის შემდეგაც შეძლებთ დაამახსოვრებინოთ ეს პროდუქტი და დაელდოთ სასიამოვნო სიახლეებს გუგლისგან.

  გახადე Google-ობა უფრო კომფორტული

გახადე Google-ობა უფრო კომფორტული

ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა როცა "გუგლაობის" დროს გვიწევს წინ და უკან ტაბებზე გადართვა, მერე გვავიწყდება სად რომელი ტაბი გვქონდა გახსნილი, ძებნის შედეგებიდან რომელი ბმული ვნახეთ, რომელი არა და ა.შ. მოკლედ, თუ მშივრები ან ცუდ ხასიათზე ვართ შეიძლება ასეთ დროს კლავიატურაც კი ვიმსხვერპლოთ. 

ამიერიდან ასე აღარ მოხდება! რადგან Google-მა გადაწყვიტა უფრო ერგონომიულად გამოიყენოს თქვენი მონიტორის ფართობი. თქვენ ახლა შეგიძლიათ უბრალოდ გვერდზე (Sidebar-ზე) გახსნათ ძებნის ფანჯარა და ჩვეულებრივ ათვალიეროთ საიტები გუგლის ძებნის შედეგებთან ერთად.

პაროლების სიქნრონიზაცია QR-კოდის მეშვეობით

Credit - Google

დაბოლოს, მცირე სასიამოვნო სიახლე ტექნომანებს, რომლებსაც ყველა წვრილმანი გაუმჯობესება და დამატებითი კომფორტი ახარებთ. ამიერეიდან შეგიძლიათ QR-კოდის მეშვეობით გადაიტანოთ პაროლები თქვენი ლეპტოპიდან თქვენს მობილურზე, სიახლე ეხება როგორც Android-ის ასევე iOS-ის მომხმრებლებს. 

ამიერიდან, მეც ყოველთვის განვაახლებ Google-ის პროდუქტები, რა ვიცი რა ხდება :)

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© Google Chrome

  393 ნახვა

როგორ მივაბათ ჩემი დომენის მეილი Gmail-ის აპლიკაციას

b2b SEO (basic), უფასო, უფასოდ, თითქმის უფასო

აირჩიეთ Gmail აპლიკაცია
შეიყვანეთ თქვენი მეილი და პაროლი
შედით Settings-ში
აირჩიეთ IMAP
დააწექით Add account-ს
შეიყვანეთ თქვენი მეილ სერვერის მისამართი
აირჩიეთ Other
შეიყვანეთ თქვენი ან კომპანიის სახელი
კითხვის გაგრძელება
  419 ნახვა

Messenger-ის და Insta-ს ახალი ფუნქციები (+Video)

Messenger-ის და Insta-ს ახალი ვიზუალიl_Launch_inline4 Messenger-ის და Insta-ს ახალი ვიზუალი

რამე ტექსტი, მაგალითად ვიდეო და ვიდეობი

კითხვის გაგრძელება
  1774 ნახვა

ქართული Facebook-ი VS ქართული LinkedIn-ი ქართული ბიზნესისთვის

ქართული Linkedin და ქართული Facebook ქართული Linkedin VS ქართული Facebook

ალბათ დამეთანხმებით, რომ Facebook-ს საქართველოში უკეთესად ვიცნობთ ვიდრე LinkedIn-ს. FB-ი ჩვენთან ძალიან პოპულარულია მათ შორის ბიზნესისთვის. ვყიდით ნაყინს თუ ვაშენებთ ბირთვულ რეაქტორებს, ხშირად ფეისბუქზე რეკლამის განთვსებას მაინც აუცილებლად მივიჩნევთ. რატომაც არა, აბა სხვაგან სად, არის კი ისეთი რამ რისი მიღწევაც შეგვიძლია LinkedIn-ით და ვერ მოვახერხებთ FaceBook-ით?

აუდიტორია

ასაკთან დაკავშირებით შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ LinkedIn-ის ანგარიშის შექნისას პლატფორმა რეგისტრანტი პირის მინიმუმ ასაკად 16 წელს გულისხმობს, ხოლო შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე რეგისტრაციის შემხთხვევაში მომხმარებლის მინიმალული ასაკი 13 წლით განისაზღვრება.

რეკლამის მიზნები

სქრინშოტი Facebook-იდან

სქრინშოტი Linkedin-იდან

როგორც ამჩნევთ ორივე პლატფორმა ერთნაირი სტრუქტურით არის წარმოდგენილი, ორივე გვთავაზობს სამ ძირითად მიმართულებას, LinkedIn-ი გამოიყურება უფრო მარტივად და გასაგებად პირველივე შეხედვისთანავე, ხოლო Facebook-ის ჩამონათვალი შედარებით შთამბეჭდავია, ის მთლიანად მოიცავს ლინკდინის ელემენტებს "Job applicants"-ის გარდა, რაც თავის მხრივ LinkedIn-ის უდავო უპირატესობაა არამარტო Facebook-თან, სხვა ყველა პოპულარულ პლატფორმასთან შედარებით.

LinkedIn

სარეკლამო ბიუჯეტი

Facebook-ის შემთხვევაში თქვენ საშუალოდ დაგჭირდებათ 1000-დან 2500 აშშ დოლარამდე თანხა იმისთვის, რომ თქვენი რეკლამა ერთხელ მაინც ნახოს ყველა აქტიურმა ქართველმა მომხმარებელმა. ამასთან, FB-ზე, თქვენ შეგიძლიათ დღიურად დახარჯოთ მხოლოდ 1$.

LinkedIn-ი სარეკლამო ბიუჯეტის მხრივ FB-ზე შედარებით ძვირი და უფრო ფართოდ ვარიაბელურია. დაახლოებით 1500-დან 10 000$-მდე საჭირო იმისათვის რომ ერთჯერადად მაინც მოვახერხოთ ლინკდინის მთელი ქართული აუდიტორიის მოცვა ჩვენი რეკლამით. რაც შეეხება მინიმალურ დღიურ დანახარჯს ის ზუსტად 10-ჯერ მეტია FB-სთან შედარებით და შესაბამისად 10$-ს შეადგენს.

პ.ს. რა თქმა უნდა ზემოთ მოყვანილი მცირე ინფო არ არის საკმარისი დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე ცალსახა პასუხის გასაცემად და მეც სიამოვნებით გავაგრძელბდი წერას, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად ღირს, რადგან იქნებ არც არავის აინტერესებს მსგავსი საკითხები ჩვენს გარდა, ჩვენ კი ისედაც ვფლობთ ამ ინოფრმაციას.

თუ თქვენ ხართ ის გამონაკლისი ვისთვისაც ღირებულია მსგავსი ინფორმაცია, გთხოვთ ამის ნიშნად სტატიის ქვეშ დატოვოთ კომენტარი.

პატივისცემით ლექსო ყიფიანი, view.ge-დან.

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© Google Chrome

  1624 ნახვა

ცოტა რამ ვიდეოს და ბიზნესის მეგობრობის შესახებ

ვიდეო მარკეტინგი ვიდეო მარკეტინგი

თანამედროვე სამყაროში, ვიდეო მარკეტინგი ყველაზე საჭირო და სასარგებლო ტრენდია თან ნებისმიერი სპეციფიკის ბიზნესისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს ტენდენცია აუცილებლად შენარჩუნდება უახლოესი 10-15 წელი მაინც. ქვემოთ ციფრებში მოგიყვებით იმ ფაქტების შესახებრაც დაგარწმუნებთ რომ დროა გაციფრულდეთ და თქვენი სერვისისა თუ პროდუქტის გაყიდვებში ინტენსიურად ჩართოთ ვიდეო მარკეტინგი:

70% მომხმარებელი ამბობს რომ აზიარებს ხოლმე ბრენდების, სერვისებისა თუ პროდუქტების შესახებ ვიდეოს.

72% ბიზნესის წარმომადგენლები აღიარებენ რომ ვიდეოს ინტენსიურად გამოყენებამ გაზარდა მომხმარებლების ჩართულობა, რაც პირდაპირ აისახა გაყიდვებზეც.

მომხმარებლების  52% ამბობს რომ ვიდეოს ყურება პროდუქტის თუ სერვისის შესახებ ხელს უწყობთ მათ ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში.

HubSpot-ის მონაცემებით, 2019 წლის მანძილზე, ბიზნესის 81% იყენებდა ვიდეოს გაყიდვების მექანიზმად, რაც 28,6% -ით მაღალი მაჩვენებელია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. covid -19 იან 2020 წელს ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იქნება რაც წლის ბოლოს დაითვლება და აუცილებლად მოგიყვებით კიდეც ამის შესახებ. ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ YouTube, ყველაზე პოპულარული საიტია Google -ის მერე რა თმა უნდა. YouTube-ის მონაცემებით, მომხმარებლები 24 საათის მანძილზე 1 მილიარდი საათის ხანგრძლივობის ვიდეოს უყურებენ და ეს მაჩვენებელიც მუდმივად იზრდება...

ფაქტია რომ, ვიდეო საუკეთესო ფორმატია ინფორმაციის სრულყოფილად მისაღებად რომელიც მომხმარებლებში ნდობას იწვევს. შესაბამისად ბიზნესისთვის შეუცვლელი ბერკეტია პოპულარობისა და გაყიდვების ზრდაში.

კითხვის გაგრძელება
  1265 ნახვა

რატომ უნდა გამოიყენოთ ვიდეო თქვენ ბიზნესში?

ვიდეო ფორმატის უპირატესობანი ვიდეო ფორმატის უპირატესობანი

ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვიდეო კონტენტის შექმნა ძვირადღირებულ, ფუფუნების საკითხს წარმოადგენდა. ტექნოლოგიების განვითარებასა და მასზე მოთხოვნის ზრდამ ვიდეოს წარმოება და გამოყენებაც მნიშვნელოვნად გაზარდა და გაამარტივა კიდეც. ალბათ არავის გაუკვირდება იმ სტატისტიკური ფაქტის მოყვანა რომ ყოველდღიურად ადამიანები მილიარდი საათის ვიდეოს უყურებენ იუთუბზე და ეს ციფრი სულ უფრო იზრდება. შეიძლება ითქვას რომ ტექსტუალური ფორმატის დომინაცია წარსულს ჩაბარდა. მომავალი ვიდეო ნარატივისაა და არა ტექსტუალურის, მეტიც ჩვენ უკვე ვიმყოფებით ამ მომავალში.

ქვემოთ განვიხილავ რამდენიმე პუნქტს თუ რატომ უნდა გამოიყენოს ბიზნესმა და მით უმეტეს მცირე ბიზნესმა ვიდეო თავის კლიენტებთან საურთიერთო ფორმატად:

კითხვის გაგრძელება
  1510 ნახვა

იცოდით?

იცოდით? რამდენად ხშირად უყურებთ 2წთ ზე მეტი ხანგრძ₾ივობის ვიდეო კონტენტს?
კითხვის გაგრძელება
  1913 ნახვა

ხმით თუ ხმის გარეშე?

რომელი უფრო კომფორტულია და რატომ? ხმით და ხმის გარეშე?
კითხვის გაგრძელება
  2075 ნახვა

და რას აკეთებთ თქვენ ამ დროს?

თიშავთ თუ აგრძელებთ ყურებას? ?
კითხვის გაგრძელება
  1933 ნახვა

რაო - რაო?

რაო და ააჰაა youtube
კითხვის გაგრძელება
  2059 ნახვა

ბიზნესი + ვიდეო = გაზიარებას

Grow-your-business ესაუბრე მომხმარებელს ვიდეო ფორმატში
კითხვის გაგრძელება
  1521 ნახვა

Facebook Story-ის მადლი!

sell-internet გაზარდე გაყიდვები სხვა და სხვა მარკეტინგული საშუალებებით
კითხვის გაგრძელება
  1820 ნახვა

რამდენი ვყოფილვართ...

mesamed მზარდი მონაცემი
კითხვის გაგრძელება
  1647 ნახვა

აი ასე მარტივად...

menejerebs მარტივად და გასაგებად
კითხვის გაგრძელება
  1753 ნახვა

Facebook და ბიზნესი

fb Facebook ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი სოც ქსელია
კითხვის გაგრძელება
  2066 ნახვა

რატომ ვუყურებთ YouTube-ს?

google რატომ?
კითხვის გაგრძელება
  1474 ნახვა

რას ვაკეთებთ ვიდეოს ყურების მერე?

share ვიდეოს გაზიარება
კითხვის გაგრძელება
  1513 ნახვა

რა ურჩევნია მომხმარებელს?

consumer ვიდეოს როლი სერვისის ან პროდუტქის ყიდვის პროცესში
კითხვის გაგრძელება
  1799 ნახვა

აი თურმე რას ვაკეთებთ ყველაზე ხშირად

youtube youtube
კითხვის გაგრძელება
  2309 ნახვა