ცოტა რამ ვიდეოს და ბიზნესის მეგობრობის შესახებ
თანამედროვე სამყაროში, ვიდეო მარკეტინგი ყველაზე საჭირო და სასარგებლო ტრენდია თან ნებისმიერი სპეციფიკის ბიზნესისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს ტენდენცია აუცილებლად შენარჩუნდება უახლოესი 10-15 წელი მაინც. ქვემოთ ციფრებში მოგიყვებით იმ ფაქტების შესახებრაც დაგარწმუნებთ რომ დროა გაციფრულდეთ და თქვენი სერვისისა თუ პროდუქტის გაყიდვებში ინტენსიურად ჩართოთ ვიდეო მარკეტინგი:
70% მომხმარებელი ამბობს რომ აზიარებს ხოლმე ბრენდების, სერვისებისა თუ პროდუქტების შესახებ ვიდეოს.
72% ბიზნესის წარმომადგენლები აღიარებენ რომ ვიდეოს ინტენსიურად გამოყენებამ გაზარდა მომხმარებლების ჩართულობა, რაც პირდაპირ აისახა გაყიდვებზეც.
მომხმარებლების 52% ამბობს რომ ვიდეოს ყურება პროდუქტის თუ სერვისის შესახებ ხელს უწყობთ მათ ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში.
HubSpot-ის მონაცემებით, 2019 წლის მანძილზე, ბიზნესის 81% იყენებდა ვიდეოს გაყიდვების მექანიზმად, რაც 28,6% -ით მაღალი მაჩვენებელია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. covid -19 იან 2020 წელს ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იქნება რაც წლის ბოლოს დაითვლება და აუცილებლად მოგიყვებით კიდეც ამის შესახებ. ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ YouTube, ყველაზე პოპულარული საიტია Google -ის მერე რა თმა უნდა. YouTube-ის მონაცემებით, მომხმარებლები 24 საათის მანძილზე 1 მილიარდი საათის ხანგრძლივობის ვიდეოს უყურებენ და ეს მაჩვენებელიც მუდმივად იზრდება...
ფაქტია რომ, ვიდეო საუკეთესო ფორმატია ინფორმაციის სრულყოფილად მისაღებად რომელიც მომხმარებლებში ნდობას იწვევს. შესაბამისად ბიზნესისთვის შეუცვლელი ბერკეტია პოპულარობისა და გაყიდვების ზრდაში.