ბლოგები და სიახლეები
საიტის დამზადება 100 ლარად - მითი თუ რეალობა?!
in ვებ-დეველოპმენტი
by View.ge
ალბათ შეგხვედრიათ რეკლამები და შეთავაზებები, მიმზიდველი ფასებით, მაგალითად: "საიტის დამზადება 100 ლარად!" სტატიაში ვეცდებით გავარკვიოთ, რამდენად რეალურია მსგავსი ფასი და რა სახის ვებსაიტი შეიძლება დამზადდეს მიზერულ ბიუჯეტში.
შესაძლოა თქვენ ხართ ადამიანი, ვისაც სასწრაფოდ და იაფად ჭირდება საიტის დამზადება. თუ ასეა, სანამ გადაწყვეტთ სიხარულით დათანმხდეთ მიმზდეველ ფასიან შეთავაზებას, გთხოვთ გამოყავით 2 წუთი და გაიგეთ რამდენად გონივრული გადაწყვეტილება იქნება დაუკვეთო ვებსაიტის დამზადება 100 ან თუნდაც 500 ლარად.
მოდით განვიხილოთ, რამდენად რაციონალურია საიტის დამზადება 100 ლარად (პირობითად) და მსგავსი ტიპის საიტის იმედად ყოფნა:
- პროფესიონალის დრო: კვალიფიციური საშუალო დონის web დეველოპერის დრო საკმაოდ ძვირადღირებულია. მისი ფასი ქართულ ბაზრზე 40-ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს საათში. როგორც წესი, მარტივი საიტის დამზადებას მინიმუმ 1 კვირა სჭირდება, რომლზეც პროფესიონალი დეველოპერები ხშირად საათობრივად მუშაობენ და მათი თუნდაც 1 კვირის შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია ვიდრე 100 ან თუნდაც 500 ლარი.
- ჰოსტინგისა და დომენის ხარჯები: მხოლოდ ჰოსტინგი და დომენი წელიწადში მინიმუმ 110 (50ლარი დომენი 1 წელი, 5 ლარი ჰოსტინგი თვეში) ლარი ჯდება (ყველაზე ბიუჯეტური ვარიატნი). ეს ხარჯი უკვე აღემატება 100 ლარიან ბიუჯეტს, თანაც ეს მხოლოდ საწყისი ხარჯია.
- უნიკალურობის ნაკლებობა: იაფი საიტები ხშირად ეყრდნობა მზა შაბლონებს, რაც ამცირებს უნიკალურობას და შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენი ბრენდის საჭიროებებს. პროფესიონალური ვებსაიტი მოითხოვს ხარისხიან, ინდივიდუალურ დიზაინს. დეველოპერმა უნდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა ვარიანტი, რომელთაგანაც აირჩევთ და შემდეგ მოარგებთ თქვენს საჭიროებებს. ეს პროცესი მოითხოვს დროს და პროფესიონალურ უნარებს, რაც შეუძლებელია შესრულდეს მცირე ბიუჯეტით.
- ფუნქციონალის შეზღუდვა: დაბალ ფასად შეუძლებელია რთული ფუნქციონალის იმპლემენტაცია, რაც ხშირად აუცილებელია ბიზნესისთვის. მაგალითად, ონლაინ გადახდების სისტემა, მომხმარებლის რეგისტრაცია, პროდუქტების კატალოგი - ეს ყველაფერი მოითხოვს დამატებით დროს და რესურსებს. თუნდაც მარტივი ვებსაიტის დეველოპმენტისას მის სრულყოფილად გამართვისთვის დამატებით რამდენიმე დღიანი შრომაა საჭირო, რაც შესაბამისად ზრდის შრომის ანაზღაურებას.
- უსაფრთხოების რისკები: იაფ საიტებს ხშირად აკლიათ სათანადო უსაფრთხოების ზომები, რაც საფრთხეს უქმნის თქვენს ბიზნესს. ჰაკერული შეტევები, მონაცემთა მოპარვა - ეს რეალური საფრთხეებია, რომლებისგან დაცვაც ღირს.
- სკალირების პრობლემები: ბიზნესის ზრდასთან ერთად, იაფი საიტი ვერ დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნებს და საჭირო გახდება მისი სრული გადაკეთება. ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. უკვე დახარჯული დრო და ფინანსები კი დიდი ალბათობით ხშირად ჩაგეყრებათ წყალში.
- არაპროფესიონალური იმიჯი: დაბალხარისხიანმა საიტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი ბიზნესის იმიჯზე და დაკარგოთ პოტენციური კლიენტები. პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, და იაფი საიტი ხშირად ვერ ახერხებს პროფესიონალური იმიჯის შექმნას.
- მობილურზე მორგებადობა: თანამედროვე ვებსაიტები აუცილებლად უნდა იყოს მორგებული მობილურ მოწყობილობებზე. ეს მოითხოვს დამატებით დიზაინსა და პროგრამირებას, რაც კიდევ უფრო ზრდის ხარჯებს.
- კონტენტის შექმნა და სტრუქტურირება: ხარისხიანი კონტენტი გადამწყვეტია ვებსაიტის წარმატებისთვის. ეს მოიცავს ტექსტების წერას, ფოტოებისა და ვიდეოების მომზადებას. პროფესიონალური კონტენტის შექმნა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
- ვებსაიტის მოვლა და მხარდაჭერა: ვებსაიტებს სჭირდებათ რეგულარული განახლებები უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების შემთხვევაში. ეს მომსახურება არ არის გათვალისწინებული 100 ლარიან ბიუჯეტში.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შესაძლებელია მარტივი ვებგვერდის შექმნა 100 ლარად, ასეთი საიტი ვერ დააკმაყოფილებს პროფესიონალიზმის იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ბიზნესის წარმატებისთვის. ხარისხიან ვებსაიტში ინვესტირება როგორც წესი მიიჩნევა გონივრულ გადაწყვეტილებად, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მრავალჯერადად ანაზღაურდება.
თქვენი ვებსაიტი არის თქვენი ბიზნესის ციფრული სახე, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ახდენს პოტენციურ კლიენტებზე. ის უნდა ასახავდეს თქვენი ბიზნესის პროფესიონალიზმს, ღირებულებებს და ხარისხს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ეძებოთ ყველაზე იაფი ვარიანტი, ფოკუსირდით იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ ვებსაიტი, რომელიც რეალურად დაეხმარება თქვენს ბიზნესს ზრდასა და წარმატებაში.
საბოლოოდ, ვებსაიტში ინვესტირება არის ინვესტიცია თქვენს ბიზნესში და ონლაინ იმიჯში. კარგად გააზრეთ თქვენი მიზნები და საჭიროებები, სანამ გადაწყვეტთ ვებსაიტის შექმნას, და აირჩიეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს გრძელვადიან მიზნებს.
ვებსაიტის დამზადებისთვის კონსულტაციისთვის მოითხოვეთ ზარი
იხილეთ საიტის ფასის გამომთვლელი ან დაგვიკავშირდით 577 619 319
მიტოვებული კალათები - ონლაინ მაღაზიის პრობლემა
in ვებ-დეველოპმენტი
by View.ge
მიტოვებული კალათები ინტერნეტ მაღაზიათა ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ვინც ონლაინ ვშოპინგობთ ხოლმე კარგად ვიცით ეს როგორი პროცესია, ვათვალიერებთ სასურველ ნივთებს, ვათავსებთ მათ კალათაში და ყიდვის პროცესში უკვე გვიპყრობს ეჭვები და გადაუწყვეტლობა. მოდით ვაღიაროთ, რომ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც მიუტოვებია ონლაინ შოპინგისას კალათაში მოთავსებული ნივთები და არ დაუსრულებია ყიდვის პროცესი. ამ სტატიაში სწორედ ამ კომპლექსურ პრობლემას შევეხებით და ვეცდებით შემოგთავაზოთ მათი მოგვარების გზებიც.
ვინც უკვე ფლობთ საკუთარ ონლაინ მაღაზიებს საინტერესოა რამდენად ხშირად აანალიზებთ თქვენ მონაცემებს მიტოვებული კალათების შესახებ და იცით თუ არა ყიდვის პროცესის შეწყვეტის რეალური მიზეზები?
როგორც აღმოჩნდა, შოპინგ კალათის მიტოვების პირველი მიზეზი მიზეზთა შორის მოულოდნელი ფასებია. გგონია რომ იხდი კონკრეტულ ფასს და ყიდვის პროცესში აღმოაჩენ რომ ფასი ჯადოსნურად გაიზარდა. პირველი ემოცია არის ბრაზი და ვებ-გვერდის მყისიერი ჩახურვა .
პრობლემის გადაწყვეტა: მიტანის საფასური თუ დამატებითი საფასურები ეცადეთ რომ ყიდვის ველში უბრალოდ არ ჩანდეს. გამოიყენეთ ჯადოსნური მათემატიკა და ნუ გააბრაზებთ პოტენციურ მომხმარებლებს!
მეორე მთავარი მიზეზი როგორც წესი ინტერნეტ მაღაზიის ტექნიკური პრობლემებია. როცა რაღაც ველები რთულად და მძიმედ იტვირთება იშვიათად ნერვებმა არ გიმტყუნოს და უახლოეს მოლში არ გავარდე ფულის მისათხლეშად - ლოდინი ჩვენი, ადამიანების ძლიერი მხარე არაა.
პრობლემის გადაწყვეტა: მუდმივად შეამოწმეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ტექნიკური მდგრადობა და განსაკუთრებით ყიდვის ველების ფუნქციონირებადობა. დატესტეთ და მხოლოდ ამის მერე დაიძინეთ ღამით მშვიდად. არა კბილების გამოხეხვის, არამედ ყიდვის ველების შემოწმების შემდეგ.
მიზეზთა შორის მესამე ადგილზე მომხმარებლების მხრიდან ყიდვის პროცესში თქვენ სანდოობასთან დაკავშირებით შემოჩენილი ეჭვებია. რამდენად სანდოა თქვენი ვებსაიტი, რა იცის თქვენ შესახებ, რამდენად ადვილად და უპრობლემოდ შეძლებს თანხის დაბრუნებას რაიმე პრობლემის შემთხვევაში?
პრობლემის გადაწყვეტა: იზრუნეთ თქვენი ინტერნეტ მაღაზიის სანდოობისა და გამჭვირვალობის გაზრდაზე. მიაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია მომხმარებელს რომ კალათების მიტოვებულობის პროცენტმა დაიწიოს და მეტი რეალური მომხმარებელი გაგიჩნდეთ. ამაში დაგეხმარეათ როგორც მომხმარებლებთან ვიდეო ფორმატში კომუნიკაცია ისე სოციალურ ქსელებში მათთან გულწრფელი და გემრიელი ურთიერთობების აგება, ასევე ვებსაიტზე თანხის დაბრუნების პოლიტიკის შესახებ მკაფიოდ და გასაგებად დაფიქსირებული თქვენი მიდგომები / პრინციპები რომლებიც მომხმარებელში ეჭვებს გაფანტავს.
მიტოვებულ კალათთა სტატისტიკაში მეოთხე ადგილს იკავებს პროდუქციის შესახებ მწირი ინფორმაციის ქონა. ფოტოები, აღწერილობა, სასურველია ვიდეოც. რაც უფრო მეტ რაკურსში და მეტი ინფორმაცია გვაქვს პროდუქტის შესახებ მით უფრო თამამები ვართ ყიდვის პროცესშიც.
პრობლემის გადაწყვეტა: დაამატეთ ინფორმაციის დანაკლისი პროდუქციის აღწერებში. ზომა, ფერი და სხვა და სხვა სპეციფიკაციები აუცილებელია იყოს განთავსებული პროდუქციის გვერდზე. მეტი გულისყურით მოეპყარით გასაყიდი ნივთების აღწერებსა და ფოტო-ვიზუალური ინფორმაციის განთავსებას.
თქვენ წარმოიდგინეთ და მეხუთე მიზეზად გადახდის სისტემების არჩევანის სიმწირე სახელდება. თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ PayPal-ის ინტეგრაცია არაფერში გჭირდებათ რადგან ვარაუდობთ რომ თქვენი პოტენციური მომხმარებელი არ იყენებს მას მაგრამ ფაქტია რომ გადახდის სისტემების სიმწირე ტოპ მიზეზთა შორისაა და არც თუ უმიზეზოდ.
პრობლემის გადაწყვეტა: ონლაინ მაღაზიის დეველოპმენტისას არ დაიზაროთ და დააინტეგრირეთ გადახდის სისტემების რამდენიმე ვარიანტი, ერთზე მეტი მაინც!
მიზეზთა შორის საპატიო მეექვსე ადგილს იკავებს გამრთობი მოვლენები ვებსაიტზე. ყიდვის პროცესისას ვებსაიტზე არსაიდან არაფერი არ უნდა ხტებოდეს და თამაშობდეს. ეს წმინდა პროცესია, სურვილების რეალობად ქცევის წამები როცა არანაირი რეკლამის თუ სხვა შეთავაზებების ადგილი არ არის.
პრობლემის გადაწყვეტა: ადამიანმა შეიძინა ნივთები და მოათავსა ისინი კალათაში, ნუ იხმაურებ მიეცი საშუალება საკუთარი სურვილების გარეალურების პროცესი მშვიდად დაასრულოს, რეკლამის, შეთავაზებების ადგილი ყიდვის პროცესის დასრულების მერეც გექნება.
თუ უკვე ფლობთ ონლაინ მაღაზიას და გსურთ მიტოვებული კალათების იგივე Cart Abandonment -ის მენეჯმენტი უზრუნველყოთ მოითხოვეთ ზარი კონსულტაციისთვის
ან გადახედეთ ონლაინ მაღაზიის ფასის გამოთვლის კალკულატორს, შეავსეთ ველები და არ დაგავიწყდეთ შესაბამისი გრაფის მონიშვნაც.
გაყიდვები, გაყიდვები და ისევ გაყიდვები!
in ბიზნესისთვის
by View.ge
გაყიდვები ბიზნესში, - მთავარი გმირი სცენაზე
გაყიდვები ის მთავარი გმირია, რომელიც მთელი სპეკტაკლის განმავლობაში სცენიდან არასოდეს გადის. ნებისმიერი კომპანია, იქნება ეს სტარტაპი თუ გიგანტური კორპორაცია, გაყიდვების გარეშე ვერ იარსებებს. გაყიდვები არამარტო შემოსავალს უზრუნველყოფს, არამედ კომპანიის ზრდისა და განვითარების ფუნდამენტიცაა.
ერთმა ახალგაზრდა მუსიკოსმა ცნობილ პიანისტს იოსიფ ჰოფმანს ჰკითხა, გაემხილა საიდუმლო თუ როგორ მიეღწია კარნეგი ჰოლამდე. ჰოფმანმა უპასუხა: "Practice, practice, practice." ზუსტად ასევა გაყიდვები, სწორედ ის წარმოადგენს ყველა წარმატებული ბიზნესის მთავარ საიდუმლოს.
თუ გგონიათ, რომ გაყიდვები მხოლოდ მაღაზიის თაროებზე ლამაზად დაწყობილ პროდუქტებს ეხება, ცდებით. გაყიდვების ხელოვნება ყველგანაა, სადაც არის ვინმე, ვისაც რაღაც სურს და ვინმე, ვისაც შეუძლია ეს პროდუქტი / სერვისი მიაწოდოს.
რა შეუძლია მაგარი გუნდს? მაგალითად, მათ შეუძლიათ მიყიდონ ყინული ესკიმოსებს. ცხადია, შესაძლოა ამ ლეველამდე მისვლა გაგვიჭირდეს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გავაუმჯობესოთ ჩვენი გაყიდვები მინიმუმ ერთი საფეხურით.
თუ გაყიდვებით დაინტერსებული ხართ, გადაავლეთ თვალი ამ სტატიას, ვიმედოვნებთ ის თქვენთვის საინტერსო აღმოჩნდება.
რატომ არის გაყიდვები ასეთი სექსუალური?
კარგი, კარგი, ალბათ "სექსუალური" ცოტა ზედმეტია, მაგრამ ეს სიტყვა ხომ ყველაფერს ყიდის და თქვენც შესაძლოა ამ სათაურის გამო აგრძელებთ კითხვას. სიმართლე ისაა, რომ გაყიდვებს მართლაც აქვს მიმზიდველი მხარე. აბა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია ადამიანებს მისცეს ის, რაც მათ სურთ. ეს ხომ მაგარია? გარდა ამისა, გაყიდვები კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
- ფულადი ნაკადები: სეილების გარეშე, ვერც ერთი კომპანია ვერ იარსებებს. ეს ის ძალაა, რომელიც ბიზნესს მოძრაობაში ამყოფებს.
- კლიენტებთან კავშირი: გაყიდვები გვეხმარება გავიგოთ, რა სურთ მომხმარებლებს და როგორ შეგვიძლია მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
- ბაზრის წილის გაზრდა: რაც მეტი გაყიდვა, მით უფრო დიდი წილი გვიკავია ბაზარზე და მით უფრო ძლიერია ჩვენი პოზიცია.
გაყიდვების არხები: სად ვიპოვოთ ჩვენი კლიენტები?
რეალიზაციის არხები არის ის ბილიკები, სადაც ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება მომხმარებელს ხვდება. ეს შეიძლება იყოს:
პირდაპირი გაყიდვები:
ეს მეთოდი ხშირად არის ყველაზე ეფექტური გზა. ერთი-ერთზე“ გაყიდვები, როგორც მას ხშირად ეძახიან, მოიცავს კლიენტთან პირდაპირ ურთიერთობას. ეს გზა განსაკუთრებით ეფექტურია, როცა პროდუქტს ან სერვისს პირადად აჩვენებთ და არწმუნებთ კლიენტს მის საჭიროებაში.
ქსელური გაყიდვები: „ახლობლების ქსელის“ მაგია
ალბათ გახსოვთ პარფიუმერული ბრენდები, ან ე.წ. პირამიდები (პონზის სქემა), სადაც კლიენტი ხდება "გამყიდველი", მას მოყავს ახალი კლიენტი, ახალ კლინეტს კიდევ უფრო ახალი და ა.შ. სწორედ ეს არის ქსელური გაყიდვები, მას აქვს დიდი ძალა, რადგან აქ გამოიყენება უკვე ნაცნობი ადამიანის პერსონალური ნდობა და რეპუტაცია რომელსაც იცნობს პოტენციური კლიენტი. ეს მეთოდი ძირითადად ახლობლების ქსელის მეშვეობით ხდება, სადაც პირადი რეკომენდაციები და კომუნიკაცია წინა პლანზეა.
არაპირდაპირი გაყიდვები:
არაფერი ახალი, ეს ტრადიციული, პასიური გაყიდვის სახეა, როდესაც თქვენი პროდუქტი მაღაზიებში ან სხვა პლატფორმებზე იყიდება. საჭიროებს დიდ ინვესტიციას, თუ გაქვთ იმის ფუფუნება სხვა და სხვა მაღაზიის თაროებზე თქვენი პროდუქტი უძრავად იდოს, კარგია რატომაც არა ;) .
ონლაინ გაყიდვები: გაყიდვების მთავარი არხი!
ონლაინ გაყიდვები, დღესდღეობით მრავალი მოწინავე კომპანიის ძირითადი არხია. თუ გსურთ რომ თქვენი ბიზნესი ციფრულ ერაში გადადგმულიყოს, უნდა იყოთ მზად, რომ ონლაინ გაყიდვები იყოს თქვენი მთავარი სტრატეგია. ეს მოიცავს ვებსაიტებს, ონლაინ მაღაზიებს, სოციალური მედიის პლატფორმებს და ა.შ.
მარტივად რომ ვთქვათ, ონლაინ გაყიდვები არის ის, როდესაც თქვენი პროდუქტი ინტერნეტში იყიდება. არანაირი ნაშთი თაროზე სხვადასხვა მაღაზიის თაროზე, ნაკლები ხარჯი და მეტი "გამვლელი" თქვენს ვირტუალურ ვიტრინებთან. დღეს დღეობით ეს არის ყველაზე თანამედროვე და სწრაფად მზარდი არხი.
გაყიდვების მეთოდები - გაყიდვების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა
კლიენტის საჭიროების ანალიზი: დააყენეთ კლიენტი პირველი ადგილზე!
თუ კლიენტი ვერ გაიგებს, რომ თქვენი პროდუქტი / სერვისი მისი პრობლემის გადაწყვეტაა, თქვენც ვერ გაყიდით. კლიენტის საჭიროების ანალიზი მთავარი საფეხურია, სადაც უნდა გაარკვიოთ, რა სჭირდება კლიენტს და როგორ შეუძლია თქვენს პროდუქტს მისი პრობლემა გადაჭრას.
უნიკალური შეთავაზების შექმნა: შექმენით რამე განსხვავებული „სუპერ პროდუქტი“
უნიკალური შეთავაზება არის ის, რაც თქვენს პროდუქტს გამოარჩევს სხვა მსგავსი პროდუქტებისგან. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული ფუნქცია, ხარისხი ან უბრალოდ ის, რომ თქვენი პროდუქტი „ყველაზე გემრიელია“ :) .
კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: „ენა - ბიზნესის იარაღი“
კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ის „შერლოკ ჰოლმსის“ მეთოდებია, რომლებიც მოლაპარაკების დროს გამოიყენება. კარგი კომუნიკაცია და მოლაპარაკებები კლიენტთან ნდობას აყალიბებს და გარიგების წარმატებას უზრუნველყოფს.
გაყიდვების შემდგომი მომსახურება: ერთგულების შენარჩუნება
გაყიდვის შემდეგაც არ უნდა დავივიწყოთ კლიენტი. გაყიდვების შემდგომი მომსახურება ის „წმინდა გრალია“, რომელიც კლიენტის ერთგულებას უზრუნველყოფს და მომავალ გარიგებებს აადვილებს.
გაყიდვების მიდგომები: გამარჯვების სტრატეგიები
ცივი ზარები: გამბედაობა და თავგადასავალი
ცივი ზარები, „მოწყენისგან დაღწევის“ გზაა, რომელიც გაყიდვების წარმომადგენლებისთვის ნამდვილ თავგადასავლად იქცევა. ეს მეთოდი მოითხოვს გამბედაობას და დახვეწილ კომუნიკაციას, რათა მოულოდნელად მოვიდეს კლიენტი.
სოციალური მედიის გაყიდვები: „ლაიქებით“ დაპყრობა
სოციალური მედიის გაყიდვები დღესდღეობით ძალზე პოპულარულია. თუ სწორად გამოიყენებთ სოციალურ პლატფორმებს, თქვენი პროდუქტის „ლაიქებით“ დაპყრობა საკმაოდ ადვილი იქნება.
კორპორატიული გაყიდვები: „დიდი თამაშის“ მოთამაშეები
კორპორატიული გაყიდვები მოითხოვს მაღალი დონის მოლაპარაკებებს და სტრატეგიულ მიდგომებს. ეს მეთოდი გულისხმობს დიდი კომპანიების ან ორგანიზაციების თანამშრომლობას და მათთვის პროდუქტის ან სერვისის მიწოდებას.
გაყიდვების მეთოდები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ადამიანების ხასიათები. აქ მთავარია, იპოვოთ ის მიდგომა, რომელიც თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას და მომხმარებელს ყველაზე მეტად შეეფერება.
- საკონსულტაციო გაყიდვები: როდესაც თქვენ ექსპერტი ხართ და მომხმარებელს ეხმარებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
- ურთიერთობებზე დაფუძნებული გაყიდვები: როდესაც თქვენ კლიენტთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ცდილობთ და მისი ნდობის მოპოვება გსურთ.
- გამოწვევებზე ორიენტირებული გაყიდვები: როდესაც თქვენ მომხმარებლის პრობლემებს აგვარებთ და მას თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას, როგორც გადაწყვეტას, სთავაზობთ.
თუ გაინტერსებთ მეტი გაყიდვების შესახებ, შეგიძლიათ გაიაროთ მარტივი გაყიდვების ტესტი, ან გადაათვალიეროთ ეს გვერდი და ჩანიშნოთ უფასო კონსულტაცია გაყიდვების ზრდის შესახებ.
დასკვნა: გაყიდვები - ბიზნესის გულსა და სულს წარმოადგენს
ყველა წარმატებული კომპანიის უკან დგას კარგად შემუშავებული გაყიდვების სტრატეგია, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას არ განაგრძოს ზრდა, განვითარებას და წარმატება. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი ბიზნესი მუდმივად ვითარდებოდეს, აუცილებლად მიანიჭეთ პრიორიტეტი გაყიდვებს.
ონლაინ მაღაზია - ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
in ბიზნესისთვის
by ციცი ჩიხლაძე
თუ ჯერ კიდევ არ ფლობთ ონლაინ მაღაზიას მაშინ დროა დაფიქრდეთ, რადგან 2024 წლის ბოლოს მსოფლიო ბაზარზე 12 მლნ დან 24 მლნ -მდე ონლაინ მაღაზია იფუნქციონირებს! (OPTINMONSTER)
გამოკითხული ადამიანების 44.4% ჯერ კიდევ ურჩევნია ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგი, 55,6% კი უპირატესობას ონლაინ შოპინგს ანიჭებს.
ონლაინ შოპინგის მოყვარულთა მხარის არგუმენტაცია ასეთია:
- ონლაინ შოპინგის ხელმისაწვდომობა 24/7 -ზე.
- ყიდვის პროცესის კომფორტულობა რადგან არ გიწევს სახლიდან გასვლა იმისთვის რომ რამე შეიძინო.
- ფასდაკლების კუპონების გამოყენების სიმარტივე.
- ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთათვის პრაქტიკულობა.
- უფრო სწრაფია ვიდრე ფიზიკურ ლოკაციებზე გასვლა და სასურველი ნივთების შეძენა.
უნდა აღინიშნოს რომ გამოკითხული ადამიანების 47.7% აღიარებს რომ ონლაინ შოპინგისას ისინი აღარ იძენენ იმ ნივთებს რასაც ფიზიკურ მაღაზიებში ყიდულობდნენ ხოლმე. ეს ნიშნავს იმას რომ ონლაინ მაღაზიის საშუალებით მომხმარებლების ყიდვითი ჩვევის შეცვლა აბსოლუტურად რეალური მიზანი შეიძლება გახდეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
იმის დასტურ რომ მომხმარებლების ლოიალობა საყვარელი ბრენდების მიმართ ცვლადია ნათლად ჩანს შემდეგ შედეგშიც: გამოკითხული მომხმარებლების 28.9% ამბობს რომ ისინი უფრო ხშირად ცვლიან ბრენდებს ვიდრე ეს წლების წინ ხდებოდა.
მომხმარებელთა 55% კი ამბობს რომ პირველი ნეგატიური ყიდვითი გამოცდილების შემდეგ შეუწყვიტავთ ამა თუ იმ ბრენდის პროდუქტით სარგებლობა. ფიზიკურ მაღაზიებში მომხმარებელთა დაკარგვის რისკი გაზრდილია მათ შორის სულ უფრო მზარდი ონლაინ შოპინგის წილის გამოც.
ყიდვა, ხშირად სპონტანური გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას ადამიანები ემოციურ ნიადაგზე ვიღებთ ხოლმე. სმარტფონების ეპოქაში ონლაინ მაღაზიების გამოყენების სტატისტიკა სულ უფრო სწრაფად სწორედ ამ მიზეზით იზრდება.
სმარტფონებით ონლაინ შოპინგის წილი ჯერ კიდევ დაბალია თუმცა აღსანიშნავია რომ გამოკითხულთა 65% ყიდვის გადაწყვეტილებამდე მოკვლევას სწორედ სმარტფონების საშუალებით აწარმოებენ ინტერნეტ სივრცეში. რის შემდეგაც იღებენ ყიდვის ან არ ყიდვის გადაწყვეტილებას. ამ პროცესში ფასი რა თქმა უნდა გადამწყვეტი ფაქტორია და მისით კმაყოფილების შემთხვევაში 51% სწორედ იმ პროდუქტს იძენს რომლის ფასიც მათთვის ხელმისაწვდომია. ამის მაგალითია, საქართველოში პოპულარული ბიუჯეტური მაღაზიები როგორიცაა Aliexpress, Temu, Trendyol და ა.შ.
პროგნოზირებულია რომ სმარტფონების საშუალებით ონლაინ შოპინგის შედეგად ელექტრონული კომერციის შემოსავალი, 2025 წელს 728,28 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც სულაც არ არის გასაკვირი.
ინტერნეტ სივრცეში, მზარდი კონკურენციის პირობებში ბიზნესი დგას გამოწვევის წინაშე გაუმკლავდეს მომხმარებელთა გაზრდილ მოთხოვნებს. ამისთვის აუცილებელია რომ გამოიყენოთ ყველა მარკეტინგული და ტექნიკური შესაძლებლობა რომ დაწინაურდეთ კონკურენტებთან რბოლაში!
სწორედ ამიტომ, ინტერნეტ მაღაზიის დამზადებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ და იზრუნოთ თქვენი ონლაინ მაღაზიის SEO ოპტიმიზაციაზე რაც დაგეხმარებათ როგორც სპონტანური მყიდველების დაჭერაში ასევე ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნებაში. თქვენი ონლაინ მაღაზიის SEO ოპტიმიზაცია პრაქტიკულად სასიცოცხლო აუცილებლობაა თქვენი გაყიდვების ზრდისთვის.
აღსანიშნავია რომ გამოკითხული Millennial-ების და GEN-Z ის 47% -ს ონლაინ შოპინგისას ურჩევნიათ ესაუბრონ ჩატბოტებს და მათგან მიიღონ საჭირო ტექნიკური საფორთი, ინფორმაცია პროდუქტისა და მისი ყიდვის თუ მიწოდების შესახებ. რაც ნიშნავს იმას რომ ჩატბოტების გამოყენება გაყიდვებში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რადგან ეს თაობა დღეში 10 + საათს სწორედ სმარტფონებთან თანაცხოვრობს.
ამრიგად, წამყვანი მარკეტინგული კვლევებით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს ჯერ კიდევ აქვთ დრო გააონლაინონ თავიანთი ბიზნესი, დაიწყონ ონლაინ გაყიდვები რადგან ეს შესაძლებლობაა რომლის სწორად გამოყენებაც უდიდეს პოზიტიურ ცვლილებებამდე მიგიყვანთ.
თუ თქვენ ბიზნესს ჯერ კიდევ არ აქვს „ონლაინ ფილიალი“ დროა დაიწყოთ - ონლაინ მაღაზიის დამზადება, SEO ოპტიმიმიზაცია და ჩატბოტების აწყობა.
შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის ფასის კალკულატორი,
შეავსოთ მონაცემები და მოითხოვოთ ზარი 👉 ონლაინ მაღაზიის ფასის კალკულატორი 👈
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ან მოითხოვოთ ზარი და გაიაროთ უფასო კონსულტაცია >>> 577 619 319
ინტერნეტ მაღაზიის დამზადება
in ბიზნესისთვის
by View.ge
ინტერნეტ მაღაზიის დამზადება მისთვის ვინც ამ საკითხთან შეხება არ ქონია შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ან ძალიან რთული ჩანდეს. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ სასარგებლო ინფორმაციას რაც გაგიადვილებთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადების პროცესს. აქ მოცემულია საბაზისო ინფორმაცია, რომელიც ასახავს ონლაინ მაღაზიის შექმნის ძირითად ნაბიჯებს და იმას თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თითოეულ ეტაპზე.
პირველი რაც ინტერნეტ მაღაზიის დამზადებამდე უნდა გააკეთოთ:
- გაარკვიეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია / buyer persona
სანამ დაიწყებთ ონლაინ მაღაზიის დამზადებას, აუცილებელია განსაზღვროთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, თუ ვინაა თქვენი პოტენციური მომხმარებელი, რა სქესის, ასაკის, პროფესიის, განათლების, შემოსავლების ადამიანები არიან ისინი, სად ცხოვრობენ, რა ინტერესები გააჩნიათ და აშ. ამ ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებათ მათზე მორგებული ონლაინ მაღაზიის დაამზადებასა და სწორი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში რაც თქვენი ინტერნეტ მაღაზიის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. ონლაინ მაღაზიის მიზანი ხომ გაყიდვების გაზრდა არსებული კლიენტების შენარჩუნება და ახალის მოზიდვაა.
- შეარჩიეთ დომენი თქვენი ინტერნეტ მაღაზიისთვის
დომენი თქვენი ონლაინ მაღაზიის ინტერნეტ მისამართია, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ იგი თქვენი ბრენდის შესატყვისი იყოს. დომენის სახელი სასურველია რომ არ შეიცავდეს 15 სიმბოლოზე მეტს იყოს კეთილჟღერადი, მარტივად დამახსოვრებადი და საჭირო ასოციაციების გამომწვევი.
დომენის შერჩევის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ იხილოთ სტატია >> დომენის შერჩევა
3. აირჩიეთ ვებ ჰოსტინგი
არსებითად, ვებ ჰოსტინგი არის სერვერი, რომელიც ინახავს ყველა ფაილს და მონაცემს, რომლებიც ქმნიან თქვენს ვებსაიტს. ვებ ჰოსტინგ პროვაიდერები უზრუნველყოფენ სერვერის სივრცეს და ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს საიტს იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის ინტერნეტში. ამიტომ ვებ ჰოსტინგ პროვაიდერის სწორად შერჩევა სადაც განთავსდება თქვენი საიტი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
თუ თქვენი ბიზნესი ქართული ბაზრისთვისაა განკუთვნილი მაშინ უმჯობესია რომ თქვენი საიტიც ქართული სერვერებიდან იტვირთებოდეს, რადგან ეს დადებითაც იმოქმედებს ონლაინ მაღაზიის ჩატვირთვის სიჩქარეზე.
4. ონლაინ მაღაზიის ფუნქციონალი
სანამ დაიწყებთ ინტერნეტ მაღაზიისთვის პლატფორმის შერჩევას ჯერ უნდა გადაწყვიტოთ თუ რა ფუნქციონალის გსურთ რომ იყოს თქვენი ონლაინ მაღაზია. სწორედ თქვენი სურვილები და საჭიროებები ასევე ბიუჯეტიც განსაზღვრავს პლატფორმის არჩევის შესაძლებლობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ რა გსურთ რომ თქვენ ონლაინ მაღაზიაზე ხდებოდეს? რისი გაკეთება უნდ შეძლოს მომხმარებელმა? გაიაზრეთ და ჩამოწერეთ 🙏
ასევე აუცილებელია იცოდეთ რომ ონლაინ მაღაზიაში გადახდის სისტემის ინტეგრირებას ქართული ბარათებისთვის გარკვეული ფორმალობების მოგვარება ჭირდება ქართულ ბანკებთან, რომელსაც ვერავინ გააკეთებს თქვენ გარდა. ეს მარტივი პროცესი აუცილებლად მოითხოვს ბანკებთან თქვენი ურთიერთობის რეგულირებას რომლის შემდეგაც ხდება გადახდის სისტემის მოქმედებაში მოყვანა.
5. შეარჩიეთ ინტერნეტ მაღაზიის პლატფორმა
დომენის, ჰოსტინგისა და ფუნქციონალზე ჩამოყალიბების შემდეგ, ელექტრონული კომერციის პლატფორმის შერჩევის ჯერიც დგება. არჩევანი არც ისე მწირია მაგრამ გააჩნია თქვენ საჭიროებებსა და ბიუჯეტს.
მაგალითად თუ თქვენი ონლაინ მაღაზია სტანდარტული ფუნქციონალისაა, კატეგორიებით, ქვეკატეგორიებით, გადახდისა თუ განვადების სისტემებით, მომხმარებელთა რეგისტრაციით, მარაგების მართვისა და პროდუქტთა ეტიკეტირების სისტემით მაშინ უმჯობესია რომ მსგავსი ფუნქციონალის საიტი უკვე ნაცნობ ბიუჯეტურ მაგრამ მუშა CMS -ზე აიწყოს. WooCommerce იდეალური გადაწყვეტილებაა ამ შემთხვევაში. ეს დაგიზოგავთ როგორც დეველოპმენტის დროს ისე ხარჯებს, WooCommerce საიტების მართვა დიდ ტექნიკურ უნარებს არ მოითხოვს და მისი მოვლა პატრონობაც არ წამოადგენს დიდ სირთულეს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი პლუსია ონლაინ მაღაზიის პლატფორმის შერჩევისას.
6. ონლაინ მაღაზიის დიზაინი და ვებსაიტის რუკა
ამ ეტაპზე თქვენ არჩევთ საიტის თემფლეითს / დიზაინს, თქვენ უკვე იცით თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ონლაინ მაღაზია და უკვე გადადიხართ ვებსაიტის სტრუქტურის გეგმის შექმნაზე. ონლაინ მაღაზიის რუქის შექმნა დაგეხმარებათ რომ თქვენი საიტი ლოგიკურად იყოს ორგანიზებული, რაც გაუადვილებს მომხმარებლებს ნავიგაციას და სასურველი პროდუქტისა თუ უბრალოდ ინფორმაციის მოძებნას. ეს ინფორმაცია დაეხმარება არა მხოლოდ თქვენ მომხმარებელს არამედ დეველოპერებსაც რომლებმაც უნდა იმუშაონ თქვენი ონლაინ მაღაზიის დამზადებაზეც. ამიტომ:
- ჩამოთვალეთ თქვენი ონლაინ მაღაზიის ყველა ძირითადი კატეგორია ან სექცია. ეს შექმნის ძირითადი ნავიგაციის მენიუს.
- თითოეული კატეგორიის ქვეშ ჩამოთვალეთ ქვეკატეგორიები ან გვერდები, რომლებიც უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიან.
- ჩამოწერეთ ყველა სპეციფიკაცია ( ფერი, ზომა, წონა, მახასიათებლები ) რაც ნიშანდობლივია იმ პროდუქტებისთვის რასაც ონლაინ მაღაზიის საშუალებით გაყიდით.
7. ინტერნეტ მაღაზიის დამზადება და მისი მობილურზე ოპტიმიზაცია
დარწმუნდით, რომ თქვენი ონლაინ მაღაზია მოსახერხებელია მობილურისთვის, რადგან ონლაინ შოპინგის დიდი წილი სწორედ სმარტფონებით ხორციელდება, აუცილებელია რომ ყველა ფუნქციონალი და პროცესი მობილურზე მორგებული (mobile responsive) გამართულად ფუნქციონირებადი იყოს.
8. ინტერნეტ მაღაზიის მოვლა / Maintenance
მას შემდეგ რაც დასრულდება თქვენი ონლაინ მაღაზიის დეველოპმენტი, მნიშვნელოვანია რომ ის საიმედო ხელში დარჩეს. თუ თქვენ არ ფლობთ იმდენ ტექნიკურ უნარს რომ უზრუნველყოთ როგორც უსაფრთხოების განახლებები ისე Facebook და Google სერვისები ან reset API და სხვა და სხვა API ები რომელსაც იყენებს თქვენი ინტერნეტ მაღაზია, მაშინ უმჯობესია მასზე მცოდნემ და პროფესიონალმა იზრუნოს.
ვიდეო მარკეტინგი გაყიდვების ზრდისთვის
in ბიზნესისთვის
by View.ge
ვიდეო მარკეტინგი არის სულ უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ბიზნესის ციფრული მარკეტინგის არსენალში მთელს მსოფლიოში. მისი მნიშვნელობა გამომდინარეობს აუდიტორიაზე ვიდეო კონტენტის ღრმა ზეგავლენიდან, ჩართულობის, ინფორმაციის შენარჩუნებისა და ყიდვის ქცევაზე გავლენის თვალსაზრისით ვიდეო ფორმატს კონკურენტი არ ყავს. ამ დეტალურ კვლევაში ჩვენ ჩავუღრმავდებით ვიდეო მარკეტინგის მნიშვნელობის მიზეზებს, რაც ასახავს მის გადამწყვეტ როლს თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიებში.
ვიდეო მარკეტინგი და მისი როლი ბიზნეს სტრატეგიებში
1. გაზრდილი ჩართულობა
ვიდეოს აქვს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობისა და დაპყრობის შეუდარებელი უნარი. ტექსტისა და სტატიკური სურათებისგან განსხვავებით, ვიდეო აერთიანებს ვიზუალურ და სმენის სტიმულს, რაც მათ უფრო მიმზიდველს და ადვილად საყურებელსა და გასაანალიზებელს ხდის. ეს მულტისენსორული ჩართულობა კრიტიკულია იმ ეპოქაში, სადაც მომხმარებლის ყურადღების დიაპაზონი უფრო მოკლეა, ვიდრე ოდესმე. HubSpot-ის თანახმად, ვიდეო კონტენტის გაზიარების ალბათობა 40-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ტიპის კონტენტის, რაც აძლიერებს ბრენდის წვდომას და ჩართულობის დონეს.
2. გაზრდილი კონვერტაციის მაჩვენებელი
დადასტურებულია, რომ ვიდეოს ინტეგრირება მარკეტინგულ სტრატეგიებში ზრდის კონვერტაციის მაჩვენებელს. მაგალითად, Eyeview Digital-ის თანახმად, საიტის მთავარ გვერდზე ვიდეოს დადების გამო შეიძლება გაზარდოს კონვერტაციის კოეფიციენტი 80%-ზე მეტით. ვიდეოებს შეუძლიათ აჩვენონ პროდუქტები ან სერვისების პრაქტიკული უნარები და მათ შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად რეალობასთან ახლოს, რაც პროდუქტის თუ სერვისის უფრო მკაფიო გაგებას უზრუნველყოფს პოტენციური მომხმარებლებისთვის და ეხმარება მათ შესყიდვის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს პირდაპირი გავლენა კონვერტაციაზე ხაზს უსვამს ვიდეო კონტენტის მნიშვნელობას ბიზნესის წარმატებებში.
3. გაძლიერებული SEO და ვიდეო მარკეტინგი
საძიებო სისტემები პრიორიტეტს ანიჭებენ ვიდეო კონტენტს, რომელიც იზიდავს მომხმარებლებს და ინარჩუნებს საიტის გვერდზე დიდხანს. ვიდეოები მნიშვნელოვნად ზრდიან საიტზე გატარებულ დროს, რაც საძიებო სისტემებისთვის დადებითი სიგნალია ვებსაიტის ხარისხის შესახებ, ეს კიდევ პირდაპირპროპორციულად აუმჯობესებს საიტის საძიებო რეიტინგს. უფრო მეტიც, Google-ის ძიების შედეგებში ვიდეოები და ვიდეო კონტენტის არსებობა 53-ჯერ ზრდის Google-ის წინა გვერდზე მოხვედრის შანსს.
4. ინფორმაციის გაუმჯობესებული შენახვა
ადამიანებს შეუძლიათ ვიზუალური ინფორმაციის უფრო ეფექტურად დამუშავება, ვიდრე ტექსტის. მაყურებელი იმახსოვრებს მიწოდებული ინფორმაციის 95%-ს, როდესაც უყურებს მას ვიდეოში, წაკითხულის კი მხოლოდ 10%-ს ტექსტში კითხვისას. ამ მაჩვენებლის შენარჩუნება ფასდაუდებელია იმ ბრენდებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ცნობიერების ამაღლებას და საკუთარი ადგილის მოპოვებას კონკურენტულ ბაზრებზე, რაც ჯამში ვიდეოს ეფექტურ საგანმანათლებლო და მარკეტინგულ ინსტრუმენტად აქცევს.
5. ხელმისაწვდომობა და გაზიარება
სმარტფონებისა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გავრცელებით, ვიდეო უფრო ხელმისაწვდომი გახდა ფართო აუდიტორიისთვის. სოციალური მედიის პლატფორმებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეს ვიდეოს გაზიარების გამარტივებით, რაც საშუალებას აძლევს კონტენტს გახდეს ვირუსული და სწრაფად მიაღწიოს გლობალურ აუდიტორიას. სწორედ გაზიარების ეს სიმარტივე ხდის ვიდეო მარკეტინგს მძლავრ ინსტრუმენტად ბიზნესისთვის.
6. ემოციური კავშირი
ვიდეოებს აქვთ ემოციების გამოწვევის უნიკალური უნარი სიუჟეტის, მუსიკისა და ვიზუალის მეშვეობით, რაც ქმნის უფრო ძლიერ ემოციურ კავშირს აუდიტორიასთან, ვიდრე მხოლოდ ტექსტი ან სურათები. ეს კავშირი გადამწყვეტია ბრენდის ლოიალობისა და მომხმარებელთა შესანარჩუნებლად, რადგან მომხმარებლები უფრო ხშირად ყიდულობენ იმ ბრენდებს, რომელთანაც ემოციურად შეესაბამებიან და აკმაყოფილებენ მათ ესთეტიურ თუ მორალურ მოთხოვნებს. ემოციურ მოთხრობას შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს ბრენდის აღქმა და მომხმარებელთა ლოიალობა.
7. მრავალმხრივობა
ვიდეო კონტენტი წარმოუდგენლად მრავალმხრივია და მისი ხელახალი გამოყენება შესაძლებელია მრავალ პლატფორმაზე, მათ შორის ვებსაიტებზე, სოციალურ მედიაში, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის კამპანიებზე და სხვა. პროდუქტის დემონსტრაციებიდან და ჩვენებებიდან დაწყებული სასარგებლო გაკვეთილებით და კომპანიის შიდა სამზარეულოს ჩვენებით დამთავრებული, ვიდეო კონტენტის უამრავი ფორმატი არსებობს რომელიც ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს მომხმარებელთა ლოიალობის მოსაპოვებლად და გაყიდვების გასაზრდელად.
8. კონკურენტული უპირატესობა
ხალხმრავალ ბაზარზე ვიდეო მარკეტინგი კონკურენტულ უპირატესობას გვთავაზობს. ბრენდები, რომლებიც ეფექტურად იყენებენ ვიდეო მარკეტინგის, გამოირჩევიან იმ ბრენდებისგან, რომლებიც არ იყენებენ ვიდეოს. რაც მომხმარებელს უფრო მიმზიდველ და ყოვლისმომცველ გამოცდილებას სთავაზობს. იმის გამო, რომ მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას ვიდეო კონტენტს, ბიზნესები, რომლებიც ინვესტიციას ახდენენ ვიდეო მარკეტინგის სფეროში, მარტივად ხდებიან ხოლმე ბაზრის ლიდერები.
9. გაზომვადი შედეგები
ვიდეო მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობა შეიძლება ადვილად შეფასდეს ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფილია სოციალური მედიის პლატფორმებით და ვიდეო ჰოსტინგის სერვისებით. ისეთი მეტრიკა, როგორიცაა ნახვები, გაზიარებები, მოწონებები და ჩართულობის მაჩვენებლები, გვთავაზობს ინფორმაციას ვიდეო კონტენტის მუშაობის შესახებ, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესებს დახვეწონ თავიანთი სტრატეგიები უკეთესი შედეგებისთვის.
10. მომავალი და ვიდეო მარკეტინგი
ტექნოლოგიის მიმდინარე მიღწევებით, როგორიცაა გაძლიერებული რეალობა (AR) და ვირტუალური რეალობა (VR), მოსალოდნელია, რომ ვიდეო კონტენტი კიდევ უფრო მრავალშრიანი და ინტერაქტიული გახდეს. ვიდეო მარკეტინგში ინვესტიცია ახლა ამზადებს ბიზნესს მომავალი ტენდენციებისთვის, რაც უზრუნველყოფს ციფრული მარკეტინგის ინოვაციების წინა პლანზე დარჩენას.
ვიდეო მარკეტინგი არ არის მხოლოდ ტენდენცია. ეს წარმატებული ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აუდიტორიის ჩართვის, ბრენდის ხილვადობის გაზრდის, კონვერტაციის გაზრდისა და ემოციური კავშირების დამყარების უნარი მას ფასდაუდებელ ინსტრუმენტად აქცევს ბიზნესებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ციფრულ ეპოქაში აყვავებას.
მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები ვიდეო მარკეტინგის შესახებ hubspot - დან :
- YouTube-ს ჰყავს 2,5 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი (DataReportal, 2023).
- YouTube-ის მომხმარებელთა ბაზა არის 45.6% ქალი და 54.4% მამაკაცი (DataReportal, 2023).
- აშშ-ს მაყურებელთა ნახევარზე მეტი თანხმდება, რომ YouTube რეკლამები უფრო აქტუალურია, ვიდრე რეკლამები ტრადიციულ ტელევიზორში ან სხვა სტრიმინგ აპებში (Google, 2023).
- მარკეტოლოგების 22%-მა ჩართო YouTube Stories ვიდეო მარკეტინგის სტრატეგიაში (Social Media Examiner, 2023).
- გაერთიანებულ სამეფოში ბავშვები ყოველდღიურად ატარებენ საშუალოდ 64 წუთს - საათზე მეტს - YouTube-ზე (Statista, 2022).
- მარკეტოლოგების 56%-მა განაცხადა, რომ მოკლე ფორმის ვიდეო იგივე შორთსი იყო მთავარი ტენდენცია, რომელშიც ისინი აპირებდნენ ინვესტირებას 2024 წელს (HubSpot State of Marketing Report, 2024).
- სამიდან ერთზე მეტი ვიდეო მარკეტინგი ამბობს, რომ ოპტიმალური ვიდეო მხოლოდ ერთიდან სამ წუთამდეა და 96% ეთანხმება, რომ ვიდეოები უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები (HubSpot State of Marketing Report, 2023).
- მომხმარებელთა 73%-ს ურჩევნია უყუროს მოკლე ფორმის ვიდეოს, რათა შეიტყოს პროდუქტის ან სერვისის შესახებ (The Leap, 2023). (წყარო: https://www.hubspot.com/marketing-statistics)
- მარკეტოლოგების 96% თანხმდება, რომ ვიდეოები დაეხმარა მომხმარებლებს მათი პროდუქტის ან სერვისის შესახებ გაგებაში(HubSpot State of Video Marketing Report, 2023)
- მარკეტოლოგების 40% აცხადებს, რომ ვიდეო კონტენტის შექმნის ყველაზე დიდი სარგებელი არის ის, რომ დაეხმარონ მომხმარებლებს გაიგონ მისი პროდუქტები და სერვისები (HubSpot State of Video Marketing Report, 2023).
- ადამიანების 96% ამბობს, რომ უყურებს ახსნა-განმარტების ვიდეოებს პროდუქტის შესახებ მეტის გასაგებად, ხოლო 89% ამბობს, რომ ყიდულობს (HubSpot State of Video Marketing Report, 2023).
- მომხმარებელთა დაახლოებით 51% ეყრდნობა პროდუქტის ვიდეოებს განათლებული შესყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად (Plainly, 2023). (წყარო: https://www.hubspot.com/marketing-statistics)
- კომპანიების მიერ შექმნილი ვიდეოების 71% შექმნილია სოციალურ მედიაში გამოსაყენებლად (HubSpot State of Video Marketing Report, 2023).
- მარკეტოლოგების 32% აცხადებს, რომ მარკეტინგული ვიდეოებიდან ტყვიების გენერირების ყველაზე ეფექტური გზაა სოციალური მედიის ვიდეო რეკლამების საიტის მთავარ გვერდზე ბმულების განთავსება (HubSpot State of Video Marketing Report, 2023).
- მარკეტოლოგები აცხადებენ, რომ ვიდეოების გაზიარების საუკეთესო სოციალური მედიის პლატფორმა არის YouTube (70%), შემდეგ მოდის Instagram (60%) და TikTok (35%) (HubSpot State of Video Marketing Report, 2023).
- მარკეტოლოგების 67% ამბობს, რომ სოციალური ვიდეოების გაზიარებას ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა YouTube, Instagram ან TikTok, აქვს ყველაზე დიდი ROI ნებისმიერი მარკეტინგული სტრატეგიიდან (HubSpot State of Video Marketing Report, 2023). (წყარო: https://www.hubspot.com/marketing-statistics)
უფრო ვრცლად და დეტალურად ვიდეო მარკეტინგის საჭიროებების შესახებ იხილეთ >>> ვიდეო მარკეტინგი მცირე ბიზნესისთვის