3 000 000 ქართველი FB-ელი თუ 470 000 ქართველი ლინკდინელი - რომელი აუდიტორია ურჩევნია თქვენს ბიზნესს?
ალბათ დამეთანხმებით, რომ Facebook-ს საქართველოში უკეთესად ვიცნობთ ვიდრე LinkedIn-ს. FB-ი ჩვენთან ძალიან პოპულარულია მათ შორის ბიზნესისთვის. ვყიდით ნაყინს თუ ვაშენებთ ბირთვულ რეაქტორებს, ხშირად ფეისბუქზე რეკლამის განთვსებას მაინც აუცილებლად მივიჩნევთ. რატომაც არა, აბა სხვაგან სად, არის კი ისეთი რამ რისი მიღწევაც შეგვიძლია LinkedIn-ით და ვერ მოვახერხებთ FaceBook-ით?
აუდიტორია
Facebook-ზე დაახლოებით 3 000 000 "ქართული პროფილია" რეგისტრირებული, აქედან 2,8 მლნ ეკუთვნის სრულწლოვნებს, ხოლო 2,6 მლნ 18-60 ასაკობრივი რენჯის მოქალექეებს (1,3 M ქალი + 1,3 M კაცი).
LinkedIn-ზე ჯამური ანგარიშების რაოდნება საქართველოდან დაახლოებით 470 000 ერთეულს შეადგენს.
აქვე საინტერესოა, რომ LinkedIn-ი სარეკლამო მიზნებისათვის საკუთარ იუზერებს არ ყოფს ქალებად და კაცებად, ასევე არ ანსხვავებს არც ასაკის მიხედვით. რაც, შესაძლოა არცისე მამოტივირებელი იყოს ბიზნესისთვის რომელსაც სურს ლინკდინის პლატფორმის გამოყენება, თუმცა როგორც აღმოჩნდა Facebook-ისგან განსხვავებით Microsoft-ისთვის (შეგახსენებთ, LinkedIn-ი წარმოადგენს Microsoft-ის შვილობილ კომპანიას) უფრო მნიშვნელოვანია მაღლი ეთიკური სტანდარეტების სტატუსი ვიდრე დამატებითი შემოსავლები და შესაბამისად, ლინკდინის სარეკლამო პოლიტიკა დისკრიმინაციულად მოიაზრებს აუდიტორიის როგორც სქესით ასევე ასაკობრივ დაყოფას.
ასაკთან დაკავშირებით შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ LinkedIn-ის ანგარიშის შექნისას პლატფორმა რეგისტრანტი პირის მინიმუმ ასაკად 16 წელს გულისხმობს, ხოლო შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე რეგისტრაციის შემხთხვევაში მომხმარებლის მინიმალული ასაკი 13 წლით განისაზღვრება.
რეკლამის მიზნები
3 000 000 ქართველი FB-ელი თუ 470 000 ქართველი ლინკდინელი - რომელი აუდიტორია ურჩევნია თქვენს ბიზნესს? ალბათ დამეთანხმებით, რომ Facebook-ს საქართველოში უკეთესად ვიცნობთ ვიდრე LinkedIn-ს. FB-ი ჩვენთან ძალიან პოპულარულია მათ შორის ბიზნესისთვის. ვყიდით ნაყინს თუ ვაშენებთ ბირთვულ რეაქტორებს, ხშირად ფეისბუქზე რეკლამის განთვსებას მაინც აუცილებლად მივიჩნევთ. რატომაც არა, აბა სხვაგან სად, არის კი ისეთი რამ რისი მიღწევაც შეგვიძლია LinkedIn-ით და ვერ მოვახერხებთ FaceBook-ით? Facebook-ზე დაახლოებით 3 000 000 "ქართული პროფილია" რეგისტრირებული, აქედან 2,8 მლნ ეკუთვნის სრულწლოვნებს, ხოლო 2,6 მლნ 18-60 ასაკობრივი რენჯის მოქალექეებს (1,3 M ქალი + 1,3 M კაცი). LinkedIn-ზე ჯამური ანგარიშების რაოდნება საქართველოდან დაახლოებით 470 000 ერთეულს შეადგენს. აქვე საინტერესოა, რომ LinkedIn -ი სარეკლამო მიზნებისათვის საკუთარ იუზერებს არ ყოფს ქალებად და კაცებად, ასევე არ ანსხვავებს არც ასაკის მიხედვით. რაც, შესაძლოა არცისე მამოტივირებელი იყოს ბიზნესისთვის რომელსაც სურს ლინკდინის პლატფორმის გამოყენება, თუმცა როგორც აღმოჩნდა Facebook-ისგან განსხვავებით Microsoft-ისთვის (შეგახსენებთ, LinkedIn -ი წარმოადგენს Microsoft-ის შვილობილ კომპანიას) უფრო მნიშვნელოვანია მაღლი ეთიკური სტანდარეტების სტატუსი ვიდრე დამატებითი შემოსავლები და შესაბამისად, ლინკდინის სარეკლამო პოლიტიკა დისკრიმინაციულად მოიაზრებს აუდიტორიის როგორც სქესით ასევე ასაკობრივ დაყოფას. ასაკთან დაკავშირებით შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ LinkedIn-ის ანგარიშის შექნისას პლატფორმა რეგისტრანტი პირის მინიმუმ ასაკად 16 წელს გულისხმობს, ხოლო შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე რეგისტრაციის შემხთხვევაში მომხმარებლის მინიმალული ასაკი 13 წლით განისაზღვრება. რეკლამის მიზნები
Facebook Linkedin როგორც ამჩნევთ ორივე პლატფორმა ერთნაირი სტრუქტურით არის წარმოდგენილი, ორივე გვთავაზობს სამ ძირითად მიმართულებას, LinkedIn-ი გამოიყურება უფრო მარტივად და გასაგებად პირველივე შეხედვისთანავე, ხოლო Facebook-ის ჩამონათვალი შედარებით შთამბეჭდავია, ის მთლიანად მოიცავს ლინკდინის ელემენტებს "Job applicants"-ის გარდა, რაც თავის მხრივ LinkedIn-ის უდავო უპირატესობაა არამარტო Facebook-თან, სხვა ყველა პოპულარულ პლატფორმასთან შედარებით. სარეკლამო ბიუჯეტი Facebook-ის შემთხვევაში თქვენ საშუალოდ დაგჭირდებათ 1000-დან 2500 აშშ დოლარამდე თანხა იმისთვის, რომ თქვენი რეკლამა ერთხელ მაინც ნახოს ყველა აქტიურმა ქართველმა მომხმარებელმა. ამასთან, FB-ზე, თქვენ შეგიძლიათ დღიურად დახარჯოთ მხოლოდ 1$. LinkedIn-ი სარეკლამო ბიუჯეტის მხრივ FB-ზე შედარებით ძვირი და უფრო ფართოდ ვარიაბელურია. დაახლოებით 1500-დან 10 000$-მდე საჭირო იმისათვის რომ ერთჯერადად მაინც მოვახერხოთ ლინკდინის მთელი ქართული აუდიტორიის მოცვა ჩვენი რეკლამით. რაც შეეხება მინიმალურ დღიურ დანახარჯს ის ზუსტად 10-ჯერ მეტია FB-სთან შედარებით და შესაბამისად 10$-ს შეადგენს. პ.ს. რა თქმა უნდა ზემოთ მოყვანილი მცირე ინფო არ არის საკმარისი დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე ცალსახა პასუხის გასაცემად და მეც სიამოვნებით გავაგრძელბდი წერას, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად ღირს, რადგან იქნებ არც არავის აინტერესებს მსგავსი საკითხები ჩვენს გარდა, ჩვენ კი ისედაც ვფლობთ ამ ინოფრმაციას. თუ თქვენ ხართ ის გამონაკლისი ვისთვისაც ღირებულია მსგავსი ინფორმაცია, გთხოვთ ამის ნიშნად სტატიის ქვეშ დატოვოთ კომენტარი. სტატისტიკა ფეისბუქის შესახებ სტატისტიკა ლინკდინის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და დეტალური კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ან მოთხოვეთ ზარი https://view.ge/contact