რა ღირს და როგორ მივიღოთ Facebook + Instagram გვერდების ვერიფიკაცია (ლურჯი "პტიჩკა") ?
რა არის Blue tick?
Facebook გვერდების blue tick, იგივე ვერიფიკაციის ბეჯი, ან უბრალოდ "ლურჯი პტიჩკა" როგორც ამას ყველაზე ხშირად უწოდებენ ხოლმე ფეისბუქზე, არის საშუალება, აჩვენოს მომხმარებლებს, რომ გვერდი არის საჯარო მოღვაწის, ბრენდის ან ორგანიზაციის ავთენტური. ანუ მაგალითად, თუ წერ Adidas-ის გვერდს სპორტული ტანსაცმლის შესაძენად, blue tick-ის ქონა გარწმუნებს რომ ის ნამდვილად Adidas-ის ოფიციალური გვერდია და არა Adibas-ი, რომელიც ცდილობს ცნობილი ბრენდის სახელს ამოეფაროს.
რა ღირს Facebook და Instagram გვერდის ვერიფიცერება?
X-ისგან (ყოფილი Twitter) განსხვავებით META-მ (Facebook) მნიშვნელოვნად განსხვავებული ტარიფები შემოგვთავაზა. კერძოდ, X-ზე ბიზნეს გვერდის ვერიფიკაცია ღირს 1000$/თვე, დიახ არ მოგჩვენებიათ 1000$ თვეში + ტაქსები :) .
რაც შეეხბა Facebook და Instagram გვერდების ვერიფიკაციის ფასებს ისინი თანაბარია და თითოეულისთვის 22$, ხოლო თუ ორივე ერთად შეიძენთ 44$-ის ნაცვლად 35$-ის გადახდა მოგიწევთ.
აქვე შეგახსნებთ, Facebook ან Instagram-ის, პერსონალური ექაუნთის გაოფიციალურება რომელიც ამ მომენტისთვის საქართველოშიც მუშაობს აპლიკაციის ვერსია 15$ ღირს თვეში, ხოლო ბრაუზერის ვერსია კი - 12$ თვეში. უცნაურია, რომ იგივე სერვისის ღირებულება X-ზე თვეში მხოლოდ 8$ შეადგენს.
რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს გვერდი ფასიანი ვერფიკაციისთვის?
- გვერდი უნდა წარმოადგენდეს რეალურ ბიზნესს ან სუბიექტს
- გვერდი უნდა იყოს სრულყოფილი (პროფილის ფოტო, ქავერი, სახელი)
- გვერდი უნდა იყოს უნიკალური, ანუ არ უნდა არსებობდეს სხვა უკვე პტიჩკიანი გვერდი იგივე ბრენდისთვის.
ასევე, ბიზნესი / პერსონა უნდა იყოს რეგისტრირებული შემდეგი ქვეყნიდან:
- შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, Ახალი ზელანდია
გვაქვს იმედი რომ საქართველოც მალე დაემატება, გისურვებთ წარმატებას :)